BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180424T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180424T180000
DTSTAMP:20260507T040310
CREATED:20180423T064148Z
LAST-MODIFIED:20240202T054525Z
UID:10001905-1524592800-1524592800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სალონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნინა ტოპინძის საჯარო ლექციები
DESCRIPTION:24 და 26 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ლექციები თემაზე: „ფონოლოგიის პრინციპები და ოპტიმალობის თეორია“. \nლექციებს გაუძღვება არისტოტელეს სახელობის სალონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნინა ტოპინძი. \nმომხსენებელი ისაუბრებს ალან პრინცისა და პოლ სმოლენსკის მიერ შემუშავებული ოპტიმალობის თეორიის შესახებ\, რომელსაც ფონოლოგიური ანალიზის სხვა მიდგომებისაგან ფონოლოგიური შემზღუდველების გამოყენება განასხვავებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 24\, 26 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის N1) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/salonikis-sakhelmtsipho-universitetis-prophesor-nina-topindzis-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45187.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180424T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180424T190000
DTSTAMP:20260507T040310
CREATED:20180418T062647Z
LAST-MODIFIED:20240202T054521Z
UID:10001904-1524596400-1524596400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"თეო თავაძის საჯარო ლექცია „საერთაშორისო გამოფენების ორგანიზების ასპექტები და მათი როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“"
DESCRIPTION:24 აპრილს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის  E 207 აუდიტორიაში გაიმართება  ს.ს. გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის\,  თეო თავაძის საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო გამოფენების ორგანიზების ასპექტები და მათი როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“. \nლექციაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/XNFvoV \nდრო: 24 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/theo-thavadzis-sajaro-leqtsia-saerthashoriso-gamophenebis-organizebis-aspeqtebi-da-mathi-roli-qveqhnis-ekonomikur-ganvitharebashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45135.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180424T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180424T190000
DTSTAMP:20260507T040310
CREATED:20180420T133841Z
LAST-MODIFIED:20240202T054516Z
UID:10001903-1524596400-1524596400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“:„მითოსი-კულტი-პოეზია“ (IV ლექცია)
DESCRIPTION:24 აპრილს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი შეხვედრების ციკლის – „მითოსი-კულტი-პოეზია“ – ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „ღმერთები და ადამიანიები ჰომეროსთან“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: პოეზია და ფილოსოფია – ტროელები და აქაველები\, ტროას ცხენი და თანამედროვე ინტელექტუალიზმი. \nდრო: 24 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-mithosi-kulti-poezia-iv-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44823.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180425T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180425T110000
DTSTAMP:20260507T040310
CREATED:20180326T082927Z
LAST-MODIFIED:20240202T054513Z
UID:10001902-1524654000-1524654000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება: შედეგები და გამკლავება. რუსეთ-საქართველოს ომის მე-10 წლისთავი“
DESCRIPTION:25 და 26 აპრილს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება: შედეგები და გამკლავება. რუსეთ-საქართველოს ომის მე-10 წლისთავი“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი\, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT\, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება\, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ (თბილისი\, კავშირი „საფარი“). \nკონფერენციაში ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ჰოლანდიელი ფსიქოტრავმატოლოგები: ბორის დროზდეკი და ერიკ ვერმეტენი\, ასევე ლიბანელი ფსიქოლოგი სანა ჰამზა. \nკონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ორი ვორკშოპი ომით დაზარალებული ადამიანების ფსიქოტრავმატოლოგიური დახმარების მეთოდებზე\, ორი მულტიდისციპლინური პანელი ფსიქოლოგების\, მედიაპროფესიონალებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მონაწილეობით და წარმოდგენილი იქნება სამი საკვანძო მოხსენება. \nმონაწილეები იმსჯელებენ რუსეთ-საქართველოს ომის ფსიქოსოციალურ შედეგებზე და მათთან გამკლავების პროფესიულ მიდგომებსა და მეთოდებზე. \nკონფერენციაში მონაწილეობა საინტერესო იქნება ფსიქოლოგებისთვის\, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების წარმომადგენლებისთვის\, მედიაპროფესიონალებისთვის\, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის. \nმომხსენებლები \nნინო მახაშვილი – ფსიქიატრი. მას აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის წოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. წლების მანძილზე ინტენსიურად იყო ჩართული სოციალური ფსიქიატრიისა და ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროში და მუშაობდა ისეთ ჯგუფებთან\, როგორებიცაა: ადამიანები ფსიქიკური ჯანრთელობის აშლილობებით\, დევნილები და ლტოლვილები\, პატიმრები\, ასევე – წამებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. ბოლო ათწლეულია იგი ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ გუნდთან ერთად ცდილობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის რეფორმების ხელშეწყობას. \nნინო მახაშვილი ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრს. ამავე უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორია; არის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი. \nჯანა (დარეჯან) ჯავახიშვილი – კლინიკური ფსიქოლოგი. 2013 წლიდან იგი ხელმძღვანელობს ადიქციის კვლევების ინსტიტუტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, არის ამავე უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამების თანაავტორი და ასოცირებული პროფესორი; ორი პროფესიული საზოგადოების – საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციისა და საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების – თანადამფუძნებელია. არის საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების პრეზიდენტი\, აგრეთვე ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრი და ამავე საბჭოს სწავლული მდივანი. მისი კვლევითი ინტერესები ეხება საქართველოს ნარკოვითარების სხვადასხვა ასპექტის ანალიზს\, ძალადობრივი პოლიტიკური რეჟიმების შედეგად მიყენებული ინდივიდუალური\, ოჯახური და სოციეტალური ტრავმის კვლევასა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესწავლას. \nბორის დროზდეკი – (MD\, PhD) პროფესიით ფსიქიატრი\, ამჟამად მუშაობს Psychiater/psychotherapeut/manager zorg bij PsyQ/Parnassia groep; 1993-2016 წლებში იყო ნიდერლანდების ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოტრავმის ცენტრის სამედიცინო დირექტორი (Psychotrauma Centrum Zuid Nederland/Reinier van Arkel in Den Bosch\, The Netherlands). რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ფსიქოტრავმატოლოგიის და ტრანსკულტურალური ფსიქიატრიის თემებზე\, ატარებს ლექციებსა და ვორკშოპებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჯონ ვილსონთან ერთად რედაქტორია ორი საყოველთაოდ აღიარებული წიგნისა: „დამსხვრეული სულები – ტრავმირებული ლტოლვილების\, თავშესაფრის მაძიებლების წამებისა და ომის მსხვერპლთა მკურნალობა“ (Broken Spirits: Treatment of traumatized asylum seekers and refugees – war and torture victims. Brunner-Routledge\, 2004) და „ტრავმის ხმები – მსხვერპლთა მკურნალობა სხვადასხვა კულტურაში“ (Voices of Trauma: Treating Survivors Across Cultures. Springer\, 2007). ბორის დროზდეკი ამავე დროს არის ფსიქოტრავმატოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის დირექტორი (დუბროვნიკი)\, ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო კომიტეტის წევრი (International Society for Health and Human Rights)\, ნიდერლანდური ფსიქოტრავმის საზოგადოების გამგეობის ყოფილი წევრი; ასევე ევროპული ფსიქოტრავმის საზოგადოებისა და ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციის წევრი. \nერიკ ვერმეტენი – (MD\, PhD) ფსიქიატრი\, ექიმი-თერაპევტი ტრავმისა და ნეირომეცნიერების სპეციალიზაციით. აქტიურად მუშაობს პოსტტრავმული სინდრომის მქონე ადამიანებთან\, განსაკუთრებით\, სამხედრო ვეტერანებთან. ბოლო 10 წელია ვერმეტენი სამხედრო მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის განყოფილებას და Military Mental Health Research Unit and Guest Staff of the University Medical Center-ს ხელმძღვანელობს ჰოლანდიაში. ამავდროულად შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკია. არის რამდენიმე საერთაშორისო პროფესიული გაერთიანების წევრი ბიოლოგიური და კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომეცნიერების მიმართულებით. ასევე არაერთი პროფესიული ჟურნალის სარედაქციო ბორდის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი და უმუშავია 30-ზე მეტ წიგნზე. მონაწილეობდა NATO-ს პანელებში როგორც წევრის\, ისე თავმჯდომარის სტატუსით. ამჟამად დაინტერესებულია ტრავმასთან დაკავშირებული აშლილობების ბიომარკერებით იდენტიფიკაციითა და პერსონალიზებული მედიცინის დახმარებით თერაპევტული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით. ლექციებს კითხულობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. \nსანა ჰამზა – კლინიკური ფსიქოლოგი\, ფსიქოთერაპევტი. 1986 წელს მან კოლეგებთან ერთად დააფუძნა ძალადობისა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „რესტარტი“ (RESTART Center for Rehabilitation of Victims of Violence and Torture)\, სადაც რეაბილიტაციის მიმართულებას ხელმძღვანელობს. 2000 წელს დააფუძნა ბავშვთა და მოზარდთა ფისქიატრიისა და მოკავშირე პროფესიონალების აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ასოციაცია Eastern Mediterranean Association of Child and Adolescent Psychiatry and Allied Professions (EMACAPAP). \nრესტარტცენტრი მთელი ლიბანის მასშტაბით ახორციელებს ფსიქოსოციალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებს ომის ძალადობის და წამების მსხვერპლთთვის. ასევე ლტოლვილებისთვის სირიიდან\, ერაყიდან\, პალესტინიდან და ა.შ. \nსანა ჰამზა ამჟამად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს (IRCT) ვიცეპრეზიდენტია. \nსამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი). \nდრო: 25 და 26 აპრილი\, 11:00-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-travma-da-sazogadoeba-shedegebi-da-gamklaveba-ruseth-saqarthvelos-omis-me-10-tslisthavi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44888.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180425T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180425T160000
DTSTAMP:20260507T040310
CREATED:20180423T063440Z
LAST-MODIFIED:20240202T054510Z
UID:10001901-1524672000-1524672000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ შუქია აფრიდონიძის ლექცია და თარგმანის მასტერკლასი
DESCRIPTION:25 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი შუქია აფრიდონიძე წაიკითხავს საჯარო მოხსენებას მხატვრული თარგმანის ენობრივ პრობლემატიკაზე. საკუთარი მთარგმნელობითი გამოცდილებიდან მომხსენებელი ისაუბრებს იმ საკითხებზე\, რომლებიც თარგმნის პროცესში სხვადასხვა სისტემის ენათა შეხვედრისას იჩენს თავს როგორც ვერსიფიკაციული\, ისე წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით: \n\nფიქსირებული სიტყვათმახვილის უქონლობა ქართულში და მისი არსებობა სათარგმნ ენებში (ცოცხალ ინდოევროპულ ენათა უმეტესობა\, რუსული);\nსქესის გრამატიკული კატეგორიის უქონლობა ქართულში და მისი არსებობა ინდოევროპულ ენათა უმრავლესობაში\, მათ შორის რუსულშიც – კერძოდ\, არსებით სახელებსა და ზოგიერთ ნაცვალსახელში;\nგანსხვავება თვით ინდოევროპული ენების შიგნითაც გრამატიკული სქესის კატეგორიაში.\n\nამ გრამატიკული მოცემულობის ფონზე მოხსენებაში ნაჩვენები იქნება ვერსიფიკაციის სასარგებლოდ მეტრიკისა და პოეტიკის სხვადასხვა კომპონენტის (მეტრი\, რითმა\, რიტმი\, ალიტერაცია…) ვარირება-გააქტიურების ტენდენციები. მომხსენებლის დაკვირვება-შენიშვნები დოკუმენტირებული იქნება სათანადო ილუსტრაციებით თარგმანებიდან. \nმომხსენებელი აუდიტორიას წარუდგენს საკუთარ თარგმანებს\, მათ შორის 2017 წელს გამოცემულ ანა კალანდაძის ლექსების კრებულს რუსულ ენაზე. \nდრო: 25 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-shuqia-aphridonidzis-leqtsia-da-thargmanis-masterklasi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45188.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180425T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180425T190000
DTSTAMP:20260507T040310
CREATED:20180424T105326Z
LAST-MODIFIED:20240202T054506Z
UID:10001900-1524682800-1524682800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პრანას ზუკასკასის საჯარო ლექციები
DESCRIPTION:25 და 27 აპრილს პროფესორი პრანას ზუკასკასი (ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი\, ლიტვა) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციებს. \nპირველი ლექციის თემა: „უცხოური ბაზრის შერჩევის პრინციპები და სტრუქტურა“.        \nმომხსნებელი ისაუბრებს უცხოური ბაზრის შერჩევი მაკრო\, გარდამავალი და მიკროდონეების შესახებ. ასევე უცხოური ბაზრის გეოგრაფიულ\, ფინანსურ\, პოლიტიკურ\, ეკონომიკურსა და სოციალურ გარემოზე\, ბაზრის ზომის შერჩევაზე. უცხოური ბაზრის კულტურულ გარემოსა და ბაზრის შერჩევის ტექნიკაზე. \nდრო: 25 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nმეორე ლექციის თემა: „საერთაშორისო ბაზრის თავისებურებები. პროდუქტის ადაპტაცია უცხოური ბაზრისთვის“ \nლექციის თემატიკა: საერთაშორისო მარკეტინგის გარემო; პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე: პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი\, ბრენდინგი და თავისებურებები\, ხარისხის ოპტიმიზაცია\, შეფუთვის სპეციფიკა. \nსაბაზისო საერთაშორისო მარკეტინგული ცოდნის შეძენა; საერთაშორისო ვაჭრობისა და საინვესტიციო ტრანზაქციებისთვის ბაზრის შერჩევის მეთოდების შესწავლა; ბაზრის შერჩევის საფეხურებისა და მათი მთავარი მახასიათებლებისა და ფაქტორების გაცნობა\, რაც განაპირობებს ბაზრის შერჩევას; მარკეტინგის თავისებურებების შესწავლა საერთაშორისო ბაზარზე; პროდუქტის სპეციფიკის გაგება\, მისი დისტრიბუცია\, ფასი\, მარკეტინგის ხელშეწყობა. მარკეტინგული ქმედებების ამ ფაქტორების მოთხოვნების შესაბამისად ადაპტაციის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორების ანალიზი. \nდრო: 27 აპრილი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: E209 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nმომხსენებლის შესახებ \nპრანას ზუკასკასს დამთავრებული აქვს კაუნასის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ეკონომიკის ფაკულტეტი. 1990 წლიდან ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. სხვადასხვა დროს იყო ვიტაუტას დიდის უმივერსიტეტის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი\, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი\, უნივერსიტეტის სენატის წევრი და მდივანი; 1990 წლიდან ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და უნივერსიტეტის საბჭოს წევრია. 2010 წელს მიენიჭა ჰაბილიტირებული დოქტორის წოდება სოციალურ მეცნიერებებში\, 2001 წელს კი – პროფესორის ტიტული. \nმეცნიერის კვლევის სფეროებია: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები\, საერთაშორისო ბიზნესი\, საერთაშორისო მარკეტინგი. დაბეჭდილი აქვს 3 მონოგრაფია და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. \nპროფესორი პრანას ზუკასკასი არის სამეცნიერო ჟურნალ „გამოყენებითი ეკონომიკა: სისტემატური კვლევის“ (Taikomoji Ekonomika: Sisteminiai Tyrimai) მთავარი რედაქტორი\, ასევე ლიტვის ორი ცნობილი პერიოდული გამოცემის საგამომცემლო საბჭოს წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების ცენტრის მუდმივი ექსპერტი. \nლექციების სამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-pranas-zukaskasis-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45249.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180426T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180426T170000
DTSTAMP:20260507T040310
CREATED:20180419T134119Z
LAST-MODIFIED:20240202T054503Z
UID:10001899-1524762000-1524762000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რეუვენ ფაიარსტონის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:26 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ პროფესორი რაბინი რეუვენ ფაიარსტონი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საღვთო ავტორიტეტი და მასობრივი ძალადობა: წმიდა ომი იუდაიზმში\, ქრისტიანობასა და ისლამში“. \nრაბინი რეუვენ ფაიარსტონი ისაუბრებს იმ ძირითად იმპულსებზე\, რომლებიც ასაზრდოებს ძალადობას მონოთეისტური რელიგიების (იუდაიზმი\, ქრისტიანობა\, ისლამი) ტრადიციაში. მეცნიერი ასევე მიმოიხილავს თავის კვლევებს ამ მიმართულებით. \nმომხსენებლის შესახებ \nრეუვენ ფაიარსტონი შუა საუკუნეების იუდაიზმისა და ისლამის პროფესორია (Hebrew Union College-Jewish Institute of Religion). ის ასევე არის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი რელიგიის მიმართულებით. ფაიარსტონი  ავტორია   ასზე  მეტი სტატიისა და  8 წიგნისა\, რომლებიც სხვადასხვა ენაზეა ნათარგმნი. \nლექციის დრო: 26 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nლექციის ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/reuven-phaiarstonis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45158.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180426T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180426T190000
DTSTAMP:20260507T040310
CREATED:20180418T110620Z
LAST-MODIFIED:20240202T054459Z
UID:10001898-1524769200-1524769200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: დისკუსია ერიკ ლის წიგნის„ექსპერიმენტი\, საქართველოს მივიწყებული რევოლუცია“ შესახებ
DESCRIPTION:26 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „პოეზია“ გიწვევთ ერიკ ლის წიგნისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე. \nერიკ ლის „ექსპერიმენტი\, მივიწყებული ქართული რევოლუცია“ (Eric Lee\, The Experiment\, Georgia’s Forgotten Revolution)\, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ დაწერილი სხვა წიგნებისაგან განსხვავებით\, საქართველოს განიხილავს\, როგორც პირველ ქვეყანას მსოფლიოში\, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა. წიგნი მიზნად ისახავს მკითხველს დაანახოს\, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო\, ბოლშევიკებს რომ არ გაენადგურებინათ. \nწიგნში განხილულია 1905 წლის გურიის რესპუბლიკაც\, როგორც 1918 წელს შექმნილი სახელმწიფოს წინამორბედი. ავტორი მოგვითხრობს რეფორმებზე\, რომელთა გატარებაც მოასწრო პირველმა რესპუბლიკამ არსებობის სამი წლის განმავლობაში\, და განიხილავს პროფესიული კავშირებისა და კოოპერატივების მდგომარეობას. \nერთი თავი მთლიანად ეძღვნება მსოფლიოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერების ვიზიტს საქართველოში 1920 წელს. ავტორისთვის ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპის ისტორიის შემადგენელი ნაწილია. ის მიიჩნევს და წიგნში ადასტურებს\, რომ ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპული ფენომენი და მაგალითიც კი იყო იმდროინდელი პოლიტიკური მოღვაწეებისათვის. \nწიგნი ქეთი ქანთარიამ თარგმნა. \nდისკუსიის მონაწილეები არიან: ავტორი ერიკ ლი\, საფრანგეთის უმაღლეს საზოგადოებრივ კვლევათა სკოლის დოქტორი\, ქართული თარგმანის სამეცნიერო რედაქტორი გიორგი მამულია\, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა. \nდრო: 26 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-diskusia-erik-lis-tsignis-eqsperimenti-saqarthvelos-mivitsqhebuli-revolutsia-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45148.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180427T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180427T190000
DTSTAMP:20260507T040310
CREATED:20180424T062410Z
LAST-MODIFIED:20240202T054458Z
UID:10001897-1524855600-1524855600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – მეთვრამეტე ქება
DESCRIPTION:27 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეთვრამეტე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 27 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-methvramete-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44407.png
END:VEVENT
END:VCALENDAR