BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171016T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171016T100000
DTSTAMP:20260509T102210
CREATED:20171011T100759Z
LAST-MODIFIED:20240202T060452Z
UID:10002136-1508148000-1508148000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის პირველი კონფერენცია
DESCRIPTION:16-17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის პირველი კონფერენცია. 16 ოქტომბრის სხდომა ჩატარდება 10:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში. \nამ დღეს თანამიმდევრულად გაიმართება შემდეგი სხდომები: \n\nუჯრედის აქტივობის ბიოქიმიური რეგულაციის პრინციპები\nმიკრობული და მცენარეული ფერმენტები\nმცენარეული გენომის სტრუქტურა და ევოლუცია\nნერვული ქსოვილის ბიოქიმია\n\nდაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ დანართში. \nდრო: 16 ოქტომბერი\, 10:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-bioqimikostha-asotsiatsiis-pirveli-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42205.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171016T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171016T150000
DTSTAMP:20260509T102210
CREATED:20171013T134306Z
LAST-MODIFIED:20240202T060449Z
UID:10002135-1508166000-1508166000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, გაიმართება სტუდენტების შეხვედრა ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე უცხოეთში სწავლით დაინტერესებულ ყველა პირს შესაძლებლობა ექნება\, გაეცნოს სასწავლო პროგრამებს\, მიიღოს დეტალური ინფორმაცია დაფინანსებისა და სტიპენდიების შესახებ და პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. \nამჟამად ესტონეთში მრავალი ქართველი სტუდენტი სწავლობს სრული დაფინანსებით. არ გაუშვათ შესაძლებლობა\, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ესტონეთში სწავლის შესახებ. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nკაროლინ მაგი\, ტალინის უნივერსიტეტი (magika@tlu.ee); \nკეიტ კიისელი\, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (keit.kiissel@ttu.ee); \nალექსანდრე ჩანადირი\, ტარტუს უნივერსიტეტი (alexander.chanadiri@ut.ee). \nდრო: 16 ოქტომბერი\, 15:00 საატი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-estonuri-universitetebis-tsarmomadgenlebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42266.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171016T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171016T170000
DTSTAMP:20260509T102210
CREATED:20171011T125118Z
LAST-MODIFIED:20240202T060447Z
UID:10002134-1508173200-1508173200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა: რატომ არის მნიშვნელოვანი Scopus-ის გამოყენება?
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიბლიოთეკა გიწვევთ შეხვედრაზე – რატომ არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ბაზა Scopus-ის გამოყენება?! \nScopus-ი წარმოადგენს ელბაზას\, რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს 5000-ზე მეტი გამომცემლის 21000 დასახელების სამეცნიერო ჟურნალიდან\, მთლიანობაში 50 მილიონზე მეტ ჩანაწერს. მომხმარებელს მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით საშუალება ეძლევა\, დადგინოს\, გააანალიზოს და ვიზუალურად წარმოადგინოს კონკრეტული ავტორის/სტატიის ციტირების მაჩვენებელი/ H-ინდექსი. აღნიშნული ბაზა გვეხმარება\, მუდმივად ვაკონტროლოთ მსოფლიოში მიმდინარე კვლევების ტენდენცია მეცნიერების\, ტექნოლოგიის\, მედიცინის\, ჰუმანიტარულ და სოციალურ დარგებში. \nშეხვედრა საინტერესო იქნება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის\, მკვლევრებისთვის\, პროფესორ-მასწავლებელებისთვის\, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის. \nშეხვედრას გაუძღვება ელსევიერის რეგიონული მენეჯერი ბ-ნი პიტერ პოროში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 16 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-ratom-aris-mnishvnelovani-scopus-is-gamoqheneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42225.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171016T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171016T190000
DTSTAMP:20260509T102210
CREATED:20171012T100528Z
LAST-MODIFIED:20240202T060446Z
UID:10002133-1508180400-1508180400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: ჯუანშერ ჯეჯელავას საჯარო ლექცია
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ ასოცირებული პროფესორის (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი) ჯუანშერ ჯეჯელავას საჯარო ლექციაზე: „რა არის სუპერსიმეტრია და როგორ ეძებენ მას“. \nნაწილაკების ფიზიკაში არსებობს თეორიული კონსტრუქცია\, რომელსაც ჰქვია სუპერსიმეტრია (SuperSymmetry)\, მეცნიერთა ჟარგონზე – სუსი (SUperSYmmetry). შესაძლოა\, სუპერსიმეტრია ძალიან ლამაზი\, მაგრამ რეალობას მოწყვეტილი მათემატიკური კონსტრუქციაა\, მაგრამ იმ შემთხვევაში\, თუ ის ნამდვილად არსებობს\, ჩვენთვის ცნობილი ელემენტარული ნაწილაკების რიცხვი\, როგორც მინიმუმ\, შეიძლება გაორმაგდეს. \nლექცია მიზნად ისახავს\, მსმენელს პოპულარული ენით აუხსნას სუპერსიმეტრიის არსი და გააცნოს\, რა სიახლეებია დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC\, CERN)\, სუსის ძიების ფრონტზე\, \nდრო: 16 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-juansher-jejelavas-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42237.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171017T102600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171017T102600
DTSTAMP:20260509T102210
CREATED:20171017T062609Z
LAST-MODIFIED:20240202T060444Z
UID:10002132-1508235960-1508235960@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სეზონის გახსნა და პრემიერა ილიაუნის თეატრში
DESCRIPTION:21 ოქტომბერს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი სეზონს სპექტაკლის „ხალხის მტერი“ პრემიერით გახსნის. სპექტაკლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტის\, საბა ასლამაზიშვილის სადიპლომო ნამუშევარია. \nსპექტაკლში მონაწილეობას მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტები მიიღებენ\, რომელთაც პარტნიორობას ამავე პროგრამის კურსდამთავრებულები და უკვე პროფესიონალი მსახიობები ანდრია ვაჭრიძე\, ზურაბ გაბუნია\, სალომე მიქაძე და მარიამ კალატოზიშვილი გაუწევენ. \nროდესაც სიმართლე თავისუფლების ტოლფასია \nრა ძალა აქვს სიმართლეს ძალაუფლებისათვის მებრძოლი უმრავლესობის წინააღმდეგ; \nმოერევა კი ერთი კაცის სიმართლე მაღალჩინოსნების მიერ მოტყუებულ ბრბოს; \nაქვს კი აზრი დაუპირისპირდე გარშემომყოფებს\, როდესაც შენს სიმართლეში დარწმუნებული ხარ; \nღირს კი ბრძოლა\, როდესაც მარტო ხარ? \nიქნებ ჯობდეს გაჩუმდე და შეინარჩუნო ოჯახი\, სტატუსი\, პატივისცემა\, კეთილდღეობა… \nახალგაზრდა რეჟისორისათვის „ხალხის მტერი“ დებიუტი არ არის. საბა ასლამაზიშვილის საკურსო სპექტაკლი „მეტამორფოზები“ უკვე მეორე წელია ილიაუნის თეატრის რეპერტუარშია. სპექტაკლი „ხალხის მტერი“ ილიაუნის თეატრის რეპერტუარში პრემიერის შემდეგაც დარჩება. \nბილეთის ფასი: 7 ლარი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sezonis-gakhsna-da-premiera-iliaunis-theatrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42299.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171018T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171018T160000
DTSTAMP:20260509T102210
CREATED:20171004T074843Z
LAST-MODIFIED:20240202T060441Z
UID:10002131-1508342400-1508342400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ადიქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის პრეზენტაცია
DESCRIPTION:18 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის პრეზენტაცია. \nდღის წესრიგი: \nმომხსენებელი ჯანა ჯავახიშვილი\, ადიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი\, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი – „ადიქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობისა და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოქმედების შედეგების წარდგენა“ \nმომხსენებელი დავით ოთიაშვილი\, მეცნიერებათა დოქტორი\, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი – „საქართველოში ნარკოპოლიტიკის აქტუალური საკითხების განხილვა“ \nმომხსენებელი ირმა კირთაძე\, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი – „ევროკომისიის TEMPUS-ის მექანიზმის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „ადიქტოლოგიური განათლების ინსტიტუციური მექანიზმების განვითარება საქართველოში“ (ADDIGE) – ფარგლებში გამოცემული სპეციალური ლიტერატურის პრეზენტაცია (გამოცემული ლიტერატურა შეზღუდული რაოდენობით ხელმისაწვდომი იქნება დამსწრე აუდიტორიისათვის) \nშეხვედრაში   მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაინტერესებული პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები\, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები და ამჟამინდელი სტუდენტები\, საქართველოში მოქმედი ადიქტოლოგიური სერვისებისა და დარგში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები\, ასევე TEMPUS-ის პროექტის ადგილობრივი პარტნიორები. \nგთხოვთ გვეწვიოთ! \nდრო: 18 ოქტომბერი\, 16:00-17:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/adiqtologiis-institutis-saqmianobis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42021.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171018T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171018T190000
DTSTAMP:20260509T102210
CREATED:20171012T074915Z
LAST-MODIFIED:20240202T060439Z
UID:10002130-1508353200-1508353200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ლევან ცაგარლის ლექცია – „ჰაინრიჰ ბიოლი დღეს“
DESCRIPTION:18 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გერმანელი მწერლის ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გეპატიჟებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის\, გერმანისტისა და ლიტერატურათმცოდნის\, ლევან ცაგარლის ლექციაზე: „ჰაინრიჰ ბიოლი დღეს“. \nჰაინრიჰ ბიოლში\, ერთი მხრივ\, აფასებენ კრიტიკულად მოაზროვნე\, საზოგადოებრივად აქტიურ ინტელექტუალს\, ერთგვარ მორალურ ინსტანციას\, რომელიც აზრის თავისუფლების სადარაჯოზე დგას\, მეორე მხრივ\, მას მიიჩნევენ მწერლად\, რომლის შემოქმედებასაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ომის შემდგომი ხანის გერმანულენოვანი ლიტერატურის განახლების საქმეში. თუმცა მისი ლიტერატურული საქმიანობის შეფასებაც არაა ერთგვაროვანი. მის ნაწარმოებებს იწუნებენ მარტივი სტილის\, ჩვეულებრივი ენობრივი ქსოვილის\, პროვინციულობის\, პატარა ადამიანთა სოციალური გარემოთი შემოფარგვლის\, თხრობის რთული ესთეტიკური ფორმების შექმნის უუნარობის გამო. კრიტიკოსები მხოლოდ ერთ საკითხზე თანხმდებიან\, სახელდობრ\, იმაზე\, რომ ჰაინრიჰ ბიოლის გარდა არც ერთი სხვა ავტორის შემოქმედებაში არ ქცეულა განსჯისა და კრიტიკის ობიექტად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სინამდვილე ისე უწყვეტად და სიღრმისეულად\, როგორც ეს ჰაინრიჰ ბიოლის ნაწარმოებებში ხდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჰაინრიჰ ბიოლის\, როგორც მწერლისა და მოაზროვნის\, ღვაწლი ერთი ქვეყნის ერთი კონკრეტული ისტორიულ-სოციალური ვითარების გადმოცემამდე დაიყვანება. იქმნება შთაბეჭდილება\, თითქოს მისი ნააზრევი სრულიად უცხო და ყოველგვარ ღირებულებას მოკლებულია სხვა ეპოქებისა და ქვეყნებისთვის. რამდენად მართებულია ამგვარი შეფასებები? ნამდვილად დაკარგული აქვს ჰაინრიჰ ბიოლის მემკვიდრეობას აქტუალობა თანამედროვე სამყაროში? მართლაც უმნიშვნელოა მისი ლიტერატურული ნაწარმოებები ესთეტიკური თვალსაზრისით? და რამდენად გამოსადეგი და გასათვალისწინებელი შეიძლება იყოს ჰაინრიჰ ბიოლის ნააზრევი დღევანდელ საქართველოში? – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მიზანშეწონილია\, გავიხსენოთ ამ „კიოლნელი კეთილი ადამიანის“\, „მუდმივი დავის საგნად ქცეული კლასიკოსის“ ცხოვრება და შემოქმედება და დავაკვირდეთ მას ისეთ რაკურსში\, რომლითაც გამოაშკარავდება\, რამდენად ახლობელი\, აქტუალური\, დამაფიქრებელი\, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა გასული საუკუნის ამ მოაზროვნის დანატოვარი არა მხოლოდ ომის შემდგომი ხანის გერმანულ\, არამედ დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ მდგომარეობასთან მიმართებაშიც. \nდრო: 18 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-levan-tsagarlis-leqtsia-hainrih-bioli-dghes/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42233.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171019T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171019T180000
DTSTAMP:20260509T102210
CREATED:20171016T064921Z
LAST-MODIFIED:20240202T060437Z
UID:10002129-1508436000-1508436000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ცნობილ ქართველოლოგს\, ვინფრიდ ბოედერს\, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება
DESCRIPTION:19 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი”\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ინიციატივითა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით\, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება ცნობილ ქართველოლოგს\, ოლდენბურგის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს\, ვინფრიდ ბოედერს. ვინფრიდ ბოედერი არის უცხოელ ლინგვისტ ქართველოლოგთა შორის ყველაზე მაღალი სამეცნიერო იმპაქტის მქონე მკვლევარი. \nთითქმის 50 წელია\, რაც პროფ. ვ. ბოედერი იკვლევს ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის\, ქართველური ენების ცალკეული ქვესისტემების საერთო თუ სპეციფიკურ პრობლემებს\, ძველი და ახალი სალიტერატურო ქართულისა და მისი დიალექტების ფონეტიკა-ფონოლოგიის\, მორფოლოგიის\, სინტაქსის\, ტექსტის ლინგვისტიკისა და ენის სოციალური ისტორიის საკითხებს. \nსწრაფი ბმულები:  \nპროფესორ ვინფრიდ ბოედერის სამეცნიერო ნაშრომების სია: http://www.staff.uni-oldenburg.de/winfried.boeder.html \nპროფესორ ვინფრიდ ბოედერის ბიოგრაფია: http://www.staff.uni-oldenburg.de/winfried.boeder.html \nდრო: 19 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”(ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsnobil-qarthvelologs-vinphrid-boeders-sapatio-doqtoris-tsodeba-mienitcheba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42275.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171020T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171020T160000
DTSTAMP:20260509T102210
CREATED:20171018T131436Z
LAST-MODIFIED:20240202T060436Z
UID:10002128-1508515200-1508515200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „გენდერი და კონფლიქტი"
DESCRIPTION:20 ოქტომბერს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A203 აუდიტორიაში ტამპერეს (ფინეთი) უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრის მკვლევარი ელის ფერონი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „გენდერი და კონფლიქტი”. ლექცია გაიმართება კვლევითი სემინარის – „ანთროპოლოგია\, ისტორია\, სოციოლოგია” ფარგლებში. \nპრეზენტაცია წარმოადგენს სქესისა და კონფლიქტის გადაკვეთის სხვადასხვა წერტილს: თუ როგორ ხდება მდედრობითი და მამრობითი სქესის კონსტრუირება კონფლიქტისა და ომის დროს\, ამ ცვლილებათა გავლენას კონფლიქტურ/პოსტ-კონფლიქტურ კონტექსტში\, ასევე სქესსა და ეთნიკურობას როგორ იყენებენ ნარატივებსა და პოლიტიკურ დისკურსში. განხილული იქნება ურთიერთდამოკიდებულება სქესს\, მილიტარიზმსა და ომს\, სქესსა და ხელისუფლებას და\, კიდევ უფრო ზოგადად\, სქესსა და სოციალურ სტრუქტურებს შორის. პრეზენტაციის მიზანია კონფლიქტსა და სქესს შორის ურთიერთდამოკიდებულების ანალიზი. \nინფორმაცია ელის ფერონის შესახებ გთხოვთ\, იხილოთ ბმულზე: http://www.uta.fi/yky/en/research/tapri/Staff/feron.html \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 20 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: A203 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის N 32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n2017 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-genderi-da-konphliqti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42310.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171020T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171020T190000
DTSTAMP:20260509T102210
CREATED:20171017T063903Z
LAST-MODIFIED:20240202T060435Z
UID:10002127-1508526000-1508526000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებების პოლიტიკური ბაზარი“
DESCRIPTION:20 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით გაიმართება ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის საჯარო ლექცია: „წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებების პოლიტიკური ბაზარი“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: წინასარჩევნოდ ამომრჩევლებისათვის შეთავაზებული ეკონომიკური დაპირებების მიზანშეწონილობა\, რეალისტურობა და რელევანტურობა საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური ფონის გამოწვევებთან მიმართებაში. \nდრო: 20 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-tsinasaarchevno-ekonomikuri-dapirebebis-politikuri-bazari/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42298.png
END:VEVENT
END:VCALENDAR