BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160620T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160620T130000
DTSTAMP:20260512T110907
CREATED:20160613T075128Z
LAST-MODIFIED:20240202T065104Z
UID:10002765-1466427600-1466427600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი.აი.ჯი“: დასაქმებასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:20 ივნისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით\, გაიმართება დასაქმებასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა\, რომელსაც წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი.აი.ჯი“-ს შერჩევისა და განვითარების მენეჯერი\, შორენა რაზმაძე. \n„ბი.აი.ჯი“ დაარსდა 2008 წლის 8 აგვისტოს სამომხმარებლო სესხებზე ორიენტირებულ ორგანიზაციად. ეს კომპანია პირველი ორგანიზაციაა საქართველოში\, რომელმაც შეძლო კომერციული სახსრებით მიკროსაფინანსო დაწესებულებად გარდაქმნა. მისი მისიაა მიკრო და მცირე მეწარმეების სტაბილური განვითარების მხარდაჭერა\, კლიენტის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით\, ოპტიმიზებული და მასზე მორგებული დაფინანსების შეთავაზების გზით. \n„ბი.აი.ჯი“-ს მიზანია\, გახდეს წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ ბაზარზე\, კლიენტზე მორგებული პროდუქტების\, დაგროვილი გამოცდილებისა და თანამშრომლების პროფესიონალიზმის დახმარებით. \n\nდრო: 20 ივნისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mikrosaphinanso-organizatsia-bi-ai-ji-dasaqmebasthan-dakavshirebuli-sainphormatsio-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36868.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160621T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160621T180000
DTSTAMP:20260512T110907
CREATED:20160617T070205Z
LAST-MODIFIED:20241122T110920Z
UID:10002764-1466532000-1466532000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი 10 წლისაა - სემინარი: შუა საუკუნეების მხატვრული კულტურა. ოსტატები და მათი იდენტობა
DESCRIPTION:21 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში\, ჩატარდება საგაზაფხულო სემინარი თემაზე: შუა საუკუნეების მხატვრული კულტურა. ოსტატები და მათი იდენტობა. \nსემინარზე განხილული იქნება შუა საუკუნეების ოსტატებისა და მათი იდენტობის გამოხატვის ფორმები და საშუალებები. შუა საუკუნეების რელიგიური ხელოვნების პოლივალენტური ქმნილებები შეიცავს კომპლექსურ ინფორმაციას\, როგორც მათ შემქმნელთა\, ისე მათი აუდიტორიის შესახებ. ხელოვნების სხვადასხვა დარგის ქმნილებებზე ოსტატთა წარწერებისა თუ გამოსახულებების გაანალიზება იძლევა საშუალებას\, აღვადგინოთ\, თუ რა იყო აღნიშნული ისტორიული პერიოდის საზოგადოებისთვის კულტურული და სოციალური იდენტობის მარკერები\, რა იყო რელევანტური ინდივიდთა თუ გარკვეულ სოციალურ ჯგუფთა იდენტობის საჯარო რეპრეზენტაციისათვის. აღნიშნული საკითხების კვლევა გვეხმარება უფრო ღრმად გავიაზროთ შუა საუკუნეების მხატვრული კულტურის რაობა თანადროულ რელიგიურ-იდეოლოგიურ დისკურსში. \nსემინარზე მოეწყობა ელექტრონული მონაცემთა ბაზის – „შუა საუკუნეების საქართველოს ოსტატები“ – პრეზენტაცია. \nსემინარის პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 21 ივნისი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-10-tslisaa-seminari-shua-saukuneebis-mkhatvruli-kultura-ostatebi-da-mathi-identoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36923.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160622T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160622T190000
DTSTAMP:20260512T110907
CREATED:20160621T074624Z
LAST-MODIFIED:20240202T065057Z
UID:10002763-1466622000-1466622000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: ქრისტეს შემოსვლა პოეზიაში
DESCRIPTION:22 ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქრისტეს შემოსვლა პოეზიაში“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: პოეზია და იკონოგრაფია; ლექსი\, როგორც მეტყველი ფრესკა; ფრესკა\, როგორც სივრცული ლექსი; სამი ლექსის იკონოგრაფია: დავით გურამიშვილის „ზუბოვკელი ქალი“; ედგარ ალან პოს „ანაბელ ლი“; აკაკი წერეთლის „სულიკო“. \nდრო: 22 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-qristes-shemosvla-poeziashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36950.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160623T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160623T190000
DTSTAMP:20260512T110907
CREATED:20160620T132424Z
LAST-MODIFIED:20240202T065052Z
UID:10002762-1466708400-1466708400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: სერგეი დოვლატოვის წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:23 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ სერგეი დოვლატოვის რომანების – „ჩემოდანი“ და „უცხოელი ქალი“ – პრეზენტაციაზე. წიგნს მთარგმნელი ქეთი ჩართოლანი და რედაქტორი მარი კორინთელი წარადგენენ. \n„უკვდავი ბიბლიოთეკის“ მეორე წიგნი საბჭოთა კავშირიდან აშშ-ში ემიგრირებული ლეგენდარული მწერლის\, სერგეი დოვლატოვის\, ორ რომანს – „ჩემოდანს“ და „უცხოელ ქალს“ აერთიანებს. ორივე რომანი ავტობიოგრაფიულია და შესანიშნავი იუმორითა და გონებამახვილობით მოგვითხრობს საბჭოთა კავშირის ინტელიგენციის ყოფას\, ემიგრაციასა და შტატებში ცხოვრების თავისებურებებს. სახალისო და სევდიანი ისტორიები\, იმედგაცრუების\, სიყვარულის\, სიძულვილის\, ტერორისა და თავისუფლების გულწრფელად მოყოლილი ამბები\, ცოცხალი\, ნათელი პერსონაჟები რეალისტურად და შეულამაზებლად ასახავს 70-80-იანი წლების საბჭოთა ადამიანების ცხოვრებას. ყდის დიზაინის ავტორია ნატალია ავალიანი. \nდრო: 23 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-sergei-dovlatovis-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36943.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160624T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160624T170000
DTSTAMP:20260512T110907
CREATED:20160615T084401Z
LAST-MODIFIED:20240202T065050Z
UID:10002761-1466787600-1466787600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ლეილა კარიმის საჯარო ლექცია - რაოდენობრივი მონაცემები: კვლევის საკითხების შესატყვისობა კვლევის შესაბამის დიზაინთან
DESCRIPTION:24 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, IV სამეცნიერო კონფერენციის – „ჯანდაცვისა და დაზღვევის აქტუალური საკითხები“ – ფარგლებში\, ჯანდაცვის და დაზღვევის სკოლის მოწვევით\, ტრობეს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის (ავსტრალია) პროფესორი\, ფსიქოლოგიისა და სტატისტიკის დოქტორი\, ლეილა კარიმი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „რაოდენობრივი მონაცემები: კვლევის საკითხების შესატყვისობა კვლევის შესაბამის დიზაინთან“. \nმომხსენებლის შესახებ \nპროფესორი ლეილა კარიმი მოღვაწეობს ტრობეს უნივერსიტეტის (ავსტრალია) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში. მისი კვლევითი სფერო მოიცავს ორგანიზაციული ფსიქოლოგიის\, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის\, გამოყენებითი სტატისტიკისა და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების საკითხებს. საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 40-მდე ნაშრომი. \n2011 წლიდან იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია და რამდენიმე ლექცია აქვს ჩატარებული ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებთან. \nმოხსენების ენა: ინგლისური \nდრო: 24 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-leila-karimis-sajaro-leqtsia-raodenobrivi-monatsemebi-kvlevis-sakithkhebis-shesatqhvisoba-kvlevis-shesabamis-dizainthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36910.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160624T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160624T190000
DTSTAMP:20260512T110907
CREATED:20160616T071703Z
LAST-MODIFIED:20240202T065046Z
UID:10002760-1466794800-1466794800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ლაურეატის\, ნანა ექვთიმიშვილის\, საჯარო ლექცია: ტექსტი და სინამდვილე
DESCRIPTION:24 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მწერალი და კინორეჟისორი\, ილიაუნის 2016 წლის ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი\, ნანა ექვთიმიშვილი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: ტექსტი და სინამდვილე. ის თავისი სადებიუტო რომანის\, „მსხლების მინდორის“\, შექმნის პროცესზე ისაუბრებს და განიხილავს\, თუ რა კავშირი აქვს ტექსტს არსებულ რეალობასთან.\n„მსხლების მინდორი“ 2015 წელს გამოცემული რომანია\, რომელიც 1990-იან წლებში თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის სკოლა-ინტერნატის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ინტერნატი\, სადაც რომანის მოქმედება ვითარდება\, თბილისში ნამდვილად არსებობდა და ახლაც არსებობს. იქ ნამდვილად ცხოვრობდნენ ბავშვები\, და იმ სექსუალური თუ სხვა ტიპის ძალადობის შესახებ\, რაც რომანშია აღწერილი\, ავტორმა თავად ბავშვებისაგან შეიტყო.\nრა არის ნაწარმოებში ნამდვილი და რა გამოგონილი? სად არის ზღვარი ტექსტში სინამდვილესა და წარმოსახულს შორის? – ნანა ექვთიმიშვილი შეეცდება\, ამ კითხვებს უპასუხოს. \nმომხსენებლის შესახებ\nნანა ექვთიმიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. დაამთავრა გერმანიის კონრად ვოლფის სახელობის პოტსდამ-ბაბელსბერგის კინოაკადემია. მისი მოთხრობები პირველად დაიბეჭდა ჟურნალში „არილი“ 1999 წელს.\nრამდენიმე მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობის შემდეგ\, 2012 წელს\, მან რეჟისორ სიმონ გროსთან ერთად გადაიღო ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“\, რომელმაც მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე არაერთი ჯილდო მოიპოვა\, ხოლო მისი პირველი რომანი\, „მსხლების მინდორი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გახდა და 10 000-ლარიანი პრემია მიიღო. \nდრო: 24 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturuli-konkursis-laureatis-nana-eqvthimishvilis-sajaro-leqtsia-teqsti-da-sinamdvile/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36915.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160625T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160625T170000
DTSTAMP:20260512T110907
CREATED:20160613T092932Z
LAST-MODIFIED:20240202T065045Z
UID:10002759-1466874000-1466874000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თენგიზ ვერულავას „ჯანდაცვის პოლიტიკა“ - წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სახელმძღვანელოს – „ჯანდაცვის პოლიტიკა“ – პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავა. \nსახელმძღვანელომ გაიარა ორმაგი (ბრმა მეთოდით) რეცენზირება უცხოელ ექსპერტებთან. იგი განკუთვნილია ჯანდაცვის პოლიტიკის\, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სპეციალისტებისათვის\, ასევე ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.\nსაქართველოში\, აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია\, მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის ძირეული რეფორმირების პროცესი და ჩნდება მრავალი კითხვა\, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მუშაკებისათვის\, სისტემის მენეჯერებისათვის და რომელთაც შეისწავლის ჯანდაცვის პოლიტიკა. \nცხადია\, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლებელია კარგად განსწავლული კადრების გარეშე\, რომელთა საფუძვლიანი მომზადება მწვავე პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზს ქართულ ენაზე საჭირო სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის აშკარა ნაკლებობა წარმოადგენს. წარმოდგენილი სახელმძღვანელოს უმთავრესი მიზანია ამ პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა. \nწიგნში განხილულია ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი საკითხები\, ჯანდაცვის სისტემის ფუნქციები და მიზნები\, ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმები\, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე მოქმედი ფინანსური და არაფინანსური ბარიერები\, ჯანდაცვის დანახარჯები და მისი ზრდის შეკავების მექანიზმები\, სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული ფორმები (პირველადი ჯანდაცვა\, ჰოსპიტალური მომსახურება\, ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურება)\, დაავადებათა პრევენცია\, სამედიცინო მომსახურების ხარისხი\, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის\, ბევერიჯის მოდელის\, შერეული მოდელის\, სამედიცინო შემნახველი ანაბრების სისტემების განვითარების თავისებურებები\, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების ეტაპები. \nდრო: 25 ივნისი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thengiz-verulavas-jandatsvis-politika-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36871.png
END:VEVENT
END:VCALENDAR