BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160504T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160504T130000
DTSTAMP:20260512T192425
CREATED:20160418T125023Z
LAST-MODIFIED:20240202T070143Z
UID:10002899-1462366800-1462366800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნინო ჩიჩუას საჯარო ლექცია: ბრენდი - დამზადებულია საქართველოში
DESCRIPTION:4 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით\, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მარკეტინგისა და სერვისის დირექტორი\, ნინო ჩიჩუა წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ბრენდი – დამზადებულია საქართველოში“. \nსაჯარო ლექციის თემატიკა \n\nრა არის მნიშვნელოვანი მომსახურების ინდუსტრიაში იმისათვის\, რომ წარმატებული და განსხვავებული გახდეს;\nრა არის იუსტიციის სახლის წარმატების ფორმულა;\nრა გამოწვევების წინაშე იდგა ორგანიზაცია.\n\nლექციის ფარგლებში\, მომხსენებელი სტუდენტებს გაუზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას სერვისის სფეროში და მისცემს მათ კონკრეტულ რეკომენდაციებს წარმატებისკენ გზის გასაკვალად. განიხილავს\, მარკეტინგულმა ხედვამ\, მომხმარებელზე ორიენტაციამ და ინოვაციურმა აზროვნებამ როგორ გახადა იუსტიციის სახლი ქვეყნის ყველაზე წარმატებული რეფორმა და ქართული „know how”. უდიდესი საერთაშორისო აღიარება\, ათიათასობით აღფრთოვანებული უმაღლესი რანგის უცხოელი დელეგატი\, სახელმწიფო მოხელე თუ ბიზნესის წარმომადგენელი\, გაეროს ჯილდო… ეს ის ჩამონათვალია რომელიც იუსტიციის სახლის ბრენდს უკავშირდება. \nმომხსენებლის შესახებ \nნინო ჩიჩუას „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მარკეტინგისა და სერვისის დირექტორია და კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების მართვის დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ გენერალური დირექტორი; ხელმძღვანელობდა მარკეტინგის დეპარტამენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და პრივატიზაციის სამმართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში; 2010-2014 წლებში\, მისი მონაწილეობით განხორციელდა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი „იუსტიციის სახლი“. ნინო ჩიჩუა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა ასევე „სახალხო ბანკში“\, „თიბისი ბანკში“ და სადაზღვევო კომპანიაში „ალდაგი“. \nნინომ ჩიჩუამ 2001 წელს მოიპოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ინგლისური ენაში\, ხოლო 2004 წელს – ევროპის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის (ESM) მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. 2015 წლის თებერვალში დაასრულა ესადე ბიზნესის სკოლისა (ესპანეთი) და ბოკონის მენეჯმენტის სკოლის (იტალია) სამაგისტრო პროგრამა მარკეტინგსა და გაყიდვებში (Executive Master in Marketing&Sales) და მიიღო მაგისტრის ხარისხი. \nმისი ავტორობით გამოცემულია  პუბლიკაციები\, თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ეწევა აკადემიურ საქმიანობას. \nდრო: 4 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nino-chichuas-sajaro-leqtsia-brendi-damzadebulia-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/36149.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160504T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160504T190000
DTSTAMP:20260512T192425
CREATED:20160426T082121Z
LAST-MODIFIED:20240202T070138Z
UID:10002897-1462388400-1462388400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა შვეიცარიელ ქართველოლოგთან\, პიანისტთან და ეთნომუსიკოლოგთან\, ილიაუნის საპატიო დოქტორთან\, თომას ჰოიზერმანთან
DESCRIPTION:4 მაისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში\, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით\, გაიმართება შეხვედრა შვეიცარიელ ქართველოლოგთან\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორთან\, თომას ჰოიზერმანთან. \nშეხვედრის თემაა: ტრადიციულ და კლასიკურ მუსიკასთან დაკავშირებული ქართულ-შვეიცარიული პროექტები. \nშეხვედრას გაუძღვება ეთნომუსიკოლოგი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, ნინო მახარაძე. საკონცერტო ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ: თომას ჰოიზერმანი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტები. \nთომას ჰოიზერმანის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/ge/iliauni/sapatio-doqtorebi/tomas-hoizermani \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-shveitsariel-qarthvelologthan-pianistthan-da-ethnomusikologthan-iliaunis-sapatio-doqtorthan-thomas-hoizermanthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/36313.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160505T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160505T190000
DTSTAMP:20260512T192425
CREATED:20160503T071323Z
LAST-MODIFIED:20240202T070136Z
UID:10002895-1462474800-1462474800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში - ნიკა ბრეგვაძე ჯონ სტაინბეკის რომანის შესახებ
DESCRIPTION:5 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილესთან\, ნიკა ბრეგვაძესთან. \nმომხსენებელი ამერიკელი ნობელიანტი მწერლის\, ჯონ სტაინბეკის\, რომანის შესახებ ისაუბრებს. \nრომანში – სახელწოდებით\, „თაგვებსა და ადამიანებზე“ – მოთხრობილია ორი  სამუშაოს მაძიებლის შესახებ\, რომლებიც დიდი დეპრესიის პერიოდში კალიფორნიაში\, სხვადასხვა რანჩოში\, ეძებენ დროებით სამუშაოს. ნაწარმოებში ძალიან შთამბეჭდავად არის აღწერილი ამ ორი ადამიანის – ჯორჯ მილტონისა და ლენი სმოლის – მეგობრობის და მათი საერთო ოცნების ამბავი. ისინი ოცნებობენ საკუთარ სახლზე და ბოსტანზე\, სადაც შეძლებენ კურდღლების მოშენებას. ეს ოცნება კი\, მათი აზრით\, სავსებით რეალურია\, სჭირდებათ მხოლოდ კონკრეტული თანხის მოგროვება და უკვე შეგულებული კარმიდამოს შეძენა. \nრომანი ქართულად გვანცა ჯობავამ თარგმნა და  გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა. \nდრო: 5 მაისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-nika-bregvadze-jon-stainbekis-romanis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36378.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160506T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160506T190000
DTSTAMP:20260512T192425
CREATED:20160504T123138Z
LAST-MODIFIED:20240202T070133Z
UID:10002893-1462561200-1462561200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იოსებ ჭაუჭიძის საჯარო ლექცია: რეპრესიული ჰიპოთეზის წინააღმდეგ: ფუკო და ფსიქოანალიზი
DESCRIPTION:6 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება იოსებ ჭაუჭიძის საჯარო ლექცია: „რეპრესიული ჰიპოთეზის წინააღმდეგ: ფუკო და ფსიქოანალიზი“. \nმიშელ ფუკოს „შეშლილობის ისტორია“ ფროიდიანულ ფსიქოანალიზთან კონფრონტაციის პირველი და მეტ-ნაკლებად სისტემატური მცდელობა იყო. მოგვიანებით\, „სექსუალობის ისტორია“ მეცხრამეტე საუკუნის ფსიქოლოგიის\, როგორც მოდერნული დისციპლინარული ტექნიკის\, გარდა ფროიდის მთლიან ფსიქოანალიტიკურ კორპუსს აკრიტიკებდა. პარალელურად\, მემარცხენე ფროიდიანული სკოლისა და ჟაკ ლაკანის ინტერვენციებმა ფუკო-ფროიდის დებატებში ახალი დაძაბულობები გამოკვეთეს. რამდენად შესაძლებელია დიალოგი ფუკოს გენეალოგიურსა და ფსიქოანალიტიკურ მეთოდებს შორის? რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ დებატებს? როგორ შეგვიძლია გავიაზროთ ფუკოს ინტერვენცია თავად ფსიქოანალიზის შუქზე? მოხსენება ამ კითხვების გაშლასა და მათ გარშემო ამოზრდილი ახალი კითხვების კრიტიკულ გააზრებას შეეცდება. \nდრო: 6 მაისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ioseb-tchautchidzis-sajaro-leqtsia-represiuli-hipothezis-tsinaaghmdeg-phuko-da-phsiqoanalizi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36404.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160506T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160506T190000
DTSTAMP:20260512T192425
CREATED:20160505T074210Z
LAST-MODIFIED:20240202T065548Z
UID:10002861-1462561200-1462561200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მალხაზ სონღულაშვილის საჯარო ლექცია: ძალადობა მონოთეისტურ რელიგიებში
DESCRIPTION:6 მაისს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, მალხაზ სონღულაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ძალადობა მონოთეისტურ რელიგიებში“. მალხაზ სონღულაშვილი\, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი და ევანგელურ-ბაბტისტური თეოლოგიური სემინარიის რექტორია. იგი ლექციებს კითხულობს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. \nდრო: 6 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ.#32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/malkhaz-songhulashvilis-sajaro-leqtsia-dzaladoba-monotheistur-religiebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36408.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160507T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160507T110000
DTSTAMP:20260512T192425
CREATED:20160503T084806Z
LAST-MODIFIED:20240202T065545Z
UID:10002859-1462618800-1462618800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „შუა საუკუნეების ქართული საისტორიო მწერლობა“
DESCRIPTION:7 მაისს\, 11:00 საათიდან\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, გაიმართება ერთდღიანი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „შუა საუკუნეების ქართული საისტორიო მწერლობა“. კონფერენციის მიზანია ქართულ საისტორიო მწერლობასთან დაკავშირებული მთელი რიგი „სადავო“ საკითხების ახლებურად გააზრება და ინტერპრეტაცია. \nმომხსენებლები (ილიაუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები) განიხილავენ „ქართლის ცხოვრების“ სხვადასხვა ტექსტთან და მათ ავტორებთან დაკავშირებულ საკითხებს; ასევე\, ამ ტექსტების ასახვის მცდელობებს ახალ ქართულ ლიტერატურაში და პარალელებს მსოფლიო საისტორიო თხზულებებთან. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. \nკონფერენციის პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილად. \nდრო: 7 მაისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ.#32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-sametsniero-konpherentsia-shua-saukuneebis-qarthuli-saistorio-mtserloba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36383.png
END:VEVENT
END:VCALENDAR