BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150901T184800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150901T184800
DTSTAMP:20260609T235048
CREATED:20150901T144815Z
LAST-MODIFIED:20240202T072624Z
UID:10003304-1441133280-1441133280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Hardware Hackathon Iliauni  - იდეიდან ბიზნესამდე
DESCRIPTION:საქართველოში პირველად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით\,  სექტემბერში Hardware Hackathon Iliauni ჩატარდება. პროექტის ფარგლებში\, მონაწილე გუნდები ერთმანეთს  ინოვაციური და კრეატიული იდეებით შეეჯიბრებიან. ისინი ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მენტორობით იდეის პროტოტიპირებას შეძლებენ. გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე 26 სექტემბერს. გამარჯვებული გუნდის წევრები სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან იტალიაში Maker Faire Rome-ზე. \nპროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ასაკის\, გამოცდილების და უნარების ადამიანს. \nრა არის Hardware Hackathon Iliauni? \nHarware Hackathon Iliauni  არის ბიზნეს მარათონი\, რომელიც კრეატიულობის და ინოვაციის სტიმულირებას ახდენს და\, რაც მთავარია\, ხელს უწყობს სტარტაპ კომპანიების ჩამოყალიბებას; საშუალებას აძლევს კრეატორებს იდეა ბიზნესად და ჰობი  – შემოსავლიან საქმედ აქციონ. \nთემები  \n\nIoT\nWearables\nVR/AR\nRobots\nDrones\nArt\nUI\n3D Printing\nIndustrial Applications\nSolar Energy\n\nვის შეუძლია მონაწილეობის მიღება Hardware Hackathon Iliauni-ში? \nნებისმიერი ასაკის\, უნარებისა და გამოცდილების ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს მეწარმე ხარ\, დიზაინერი\, პროგრამისტი\, ინჟინერი\, მარკეტერი\, მხატვარი\, არქიტექტორი\, თუ სხვა)\, რომელსაც აქვს ინოვაციური და კრეატიული იდეები და სურვილი\, რომ საკუთარი იდეები\, რეალობად აქციოს. \nHardware Hackathon Iliauni-ში მონაწილეობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც კი\, თუ არ გაქვთ იდეა\, ან არ გყავთ გუნდი. პროექტის პირველი და მეორე ეტაპი (5-6 სექტემბერი; 12 – 13 სექტემბერი)  გაძლევთ შესაძლებლობას\, იპოვოთ თქვენი იდეის რეალიზებისთვის საჭირო უნარების ადამიანები და შექმნათ გუნდი\, ან აღმოაჩინოთ იდეა\, რომლის განხორციელებისთვისაც თქვენი უნარები იქნება საჭირო. \nროდის და როგორ ჩატარდება Hardware Hackathon Iliauni? \nHardware Hackathon Iliauni ჩატარდება 2015 წლის სექტემბერში 4 ეტაპად: \n\nპირველი ეტაპი – მოიცავს ლექციების ციკლს\, რომელიც უკეთ გაგაცნობთ პროექტს\, მასში მონაწილეობის პრინციპებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. დრო:  5-6 სექტემბერი\nიხილეთ დეტალური განრიგი. \n\n\nმეორე ეტაპი – კრეათონი – იდეების და მონაწილე ჯგუფების ფორმირება (თუ არ გყავთ ჯგუფი\, შეგიძლიათ \, პროექტების პრეზენტაციები და ფინალისტების გამოვლენა. დრო: 12-13 სექტემბერი\nიხილეთ დეტალური განრიგი.\n\n\nმესამე ეტაპი – აქსელერაცის აკადემია  და პროტოტიპზე მუშაობა. დრო: 14-20 სექტემბერი\nაქსელერაციის აკადემიის ტრენინგების საკითხები \n\n\nმეოთხე ეტაპი – პროტოტიპის  ტესტირება ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე და გამარჯვებული ჯგუფის გამოვლენა. დრო: 26 სექტემბერი\n\nრატომ უნდა მივიღო მონაწილეობა Hardware Hackathon Iliauni-ში? \nHardware Hackathon Iliauni გაძლევთ შესაძლებლობას: \n\nგაიცნოთ თქვენი იდეის რეალიზებისთვის საჭირო უნარების ადამიანები და შექმნათ გუნდი;\nიდეის პროტოტიპირებისთვის ისარგებლოთ ფაბლაბის ტექნიკური ბაზით და დამატებითი ელექტრონული კომპონენტებით ; მიიღოთ რჩევები პროფესიონალი მენტორებისგან;\nპროექტის მსვლელობისას შეხვდეთ პოტენციურ სპონსორებს და მოიძიოთ პროტოტიპირებისთვის საჭირო დამატებითი ფინანსები;\nგაიაროთ ილიაუნის აქსელერაციის აკადემიის ინტენსიური კურსი მეწარმეობაში;\nდატესტოთ პროდუქტი ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე\, რომელიც 26 სექტემბერს ჩატარდება და 15 000-მდე დამთვალიერებელი ეყოლება\nმიიღოთ სამუშაო სივრცე ილიაუნიში\nგაემგზავროთ სასწავლო ტურით იტალიაში\, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე Maker Faire Rome 2015\n\nპრიზები  \n\nI ადგილი – გამარჯვებული გუნდი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება იტალიაში\, ღონისძიებაზე Maker Faire Rome. Maker Faire Rome არის ევროპაში გამოგონებებისა და კრეატიულობის  ყველაზე დიდი ღონისძიება\, რომელიც თავს უყრის ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ხელოვანს და ხელს უწყობს კრეატიული იდეების გაცვლას მეგობრულ გარემოში. ღონისძიება წელს ერთ სივრცეში შეკრებს 600-ზე მეტ გამომგონებელს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან პერფორმანსების\, გამოფენების\, სამუშაო შეხვედრების\, სემინარებისა და კონფერენციების ჩასატარებლად. Maker Faire Rome მიზნად ისახავს ციფრული კულტურის პოპულარიზაციის ფარგლებში შექმნას გარემო ინოვაციური დებატებისთვის\, ინდივიდუალური და გუნდური მეწარმეობის ხელშესაწყობად\, რომელიც ასეთი განუყრელია კრეატორების განვითარებისთვის. Maker Faire Rome 2015 წლის 18 ოქტომბერს გაიმართება რომის უნივერსიტეტში “La Sapienza”\, რომელიც ამ დღეს “მომავლის ქალაქად” გარდაიქმნება!\n\nსასწავლო ტური რომში მოიცავს სამუშაო შეხვედრებს რომის ფაბლაბებში და ასევე შეხვედრას სტარტაპ იტალიის მთავარ რედაქტორთან\, იტალიის ფაბლაბებისა და ინოვატორების ფონდის Make in Italy თანადამფუძნებელთან\, რიკარდო ლუნასთან. \n\nასევე\, ილიაუნი აარჩევს მისთვის საინტერესო პროექტ(ებ)ს და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით\, დაუთმობს სამუშაო სივრცეს ილიაუნის ფაბლაბში.\n\n\nHardware Hackathon Iliauni პარტნიორები არიან: \n\nსაქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო\nსაქართველოს უნივერსიტეტის Startup Nest\nStartup მარანი\nმეწარმეობის განვითარების სააგენტო\nსაქპატენტი\n\n\nროგორ მივიღო მონაწილეობა Hardware Hackathon Iliauni-ში? \nHardware Hackathon Iliauni-ში მონაწილეობისთვის შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით (მოგაწვდით ინფორმაციას პირველი ეტაპის ჩატარების დროსა და ადგილზე). \n\nსარეგისტრაციო ფორმის შევსების  ბოლო ვადა10 სექტემბერი\n\nგისურვებთ წარმატებებს. \nშემოგვიერთდით ფეისბუქზე.  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hardware-hackathon-iliauni-ideidan-biznesamde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/15986.png
END:VEVENT
END:VCALENDAR