29 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის ბოლო, შემაჯამებელი საჯარო ლექცია. ლექციის თემაა: „კიდევ ერთხელ სიყვარულზე“ შემაჯამებელ ლექციაში ლევან ბერძენიშვილი მიმოიხილავს ყველა იმ დრამასა და პოემას, რომელთა შესახებაც მთელი წლის […]
30 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ილიაუნის სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”ძალადობა კომპეტენციის ჩრდილქვეშ. პოლიციის უფლებამოსილების ლოგიკა”. დრო: 30 ივნისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
1-ლ ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლა, ახალი პროექტის - "ბიზნესის ლიდერთა სკოლა" - ფარგლებში, იწვევს შემდეგ კომპანიებს: "ალდაგი", "ფორბსი", "ბანკი რესპუბლიკა", "ვისოლ-ჯგუფი", "სმარტი", "ვენდისი", "დანკინ დონათსი" და "მერსედესი". დრო: 1-ლი ივლისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)
1-ლ ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, ჩატარდება დისკუსია თემაზე: აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინების თანასწორობის შესახებ - პოლიტიკური სამართლის ასპექტები. დისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი ზურაბ ჭიაბერაშვილი. დრო: 1-ლი ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
1-ლ ივლისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, რატი ამაღლობელი სასწავლო წლის ბოლო, შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემაა “თანამედროვე ქართული პოეზია”. “სიტყვისსახელოსნოს” სტუმრები, თანამედროვე ქართველი პოეტები - დიანა ანფიმიადი, ლია ლიქოკელი, ზვიად რატიანი, გაგა ნახუცრიშვილი, პაატა შამუგია - დამსწრე აუდიტორიას თავიანთ ლექსებს წაუკითხავენ. დრო: 1-ლი ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) […]
2 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 ოთახში ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და და ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ერთობლივი კონფერენცია სახელწოდებით - ”შესაძლებლობები ტურიზმის სფეროში ლიტვასა და საქართველოში” (”Opportunities in the field of tourism in Lithuania and Georgia”). კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ერთობლივად ჩატარებული კვლევების შედეგები. კონფერენციის სრული განრიგი იხილეთ აქ. დრო: 2 ივლისი, […]
2 ივლისს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე - აკაკი წერეთელი და რუსული კოლონიალიზმი საქართველოში. სესიაზე წარმოდგენილი იქნება სამი მოხსენება: თამარ ლომიძე - ზოომორფული მეტაფორები აკაკი წერეთლის პოეზიაში ლელა წიქარიშვილი - სამშობლოს გენდერული რეპრეზენტაცია აკაკი წერეთელთან და მის შემდგომ. ცირა კილანავა - აკაკი წერეთელი და ნაციონალური დისკურსის ფორმირება დრო: 2 ივლისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
2 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ამ სასწავლო წლის ბოლო შეხვედრაზე. კლუბის სტუმარი, სცენარისტი ქეთი დევდარიანი მიხეილ ჯავახიშვილის რომანის -”კვაჭი კვაჭანტირაძე“ - შესახებ ისაუბრებს. დრო: 2 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
3 ივლისს, 15:30-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ბიოუსაფრთხოების რისკების ანალიზის ცენტრის (CEBRA) დირექტორის მოადგილე, ენდრიუ რობინსონი, ჩაატარებს სემინარს, სახელწოდებით - რისკის ანალიზის ინოვაციური და პრაქტიკული მეთოდები ინვაზიური მავნებლების შემცირების და თავიდან აცილების მიზნით. ენდრიუ რობინსონმა ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა მელბურნის უნივერსიტეტში, სტატისტიკის მიმართულებით, შემდგომში მიიღო ორი სამაგისტრო ხარისხი ტყის რესურსებსა და სტატისტიკაში, აშშ-ის […]
3 ივლისს, 12:00 საათზე და 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ამავე ფაკულტეტის პირველკურსელებს იწვევს მომავალი ძირითადი და დამხმარე პროგრამების პრეზენტაციაზე. მიმდინარე, გაზაფხულის სემესტრის ბოლოს, „არგუსზე“ გაიხსნება ძირითადი და დამატებითი პროგრამების არჩევის რეჟიმი, რათა სწავლების მეორე წლიდან, ანუ 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, საშუალება მოგეცეთ გაიაროთ თქვენთვის სასურველი […]
3 ივლისს 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლა გიწვევთ შეხვედრაზე საქრთველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანთან რევაზ არველაძესთან და ბერიკა შუკაკიძესთან. მომხსენებლები ისაუბრებენ თემაზე - " "სამაგისტრო კურსი ფეხბურთის მენეჯმენტში". დრო: 3 ივლისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) დასწრება თავისუფალია.
3 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ასოციაციები ”ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე” და ”მწვანე სახლი”, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით, ატარებს საუნივერსიტეტო კონფერენციას ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ კონცეპტებზე. მოხსენებათა განრიგი: კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები: ოლივიე დუვილი - თემა: ”სტრუქტურალური თეორიები ფსიქოპათოლოგიაში”; კატრინ სალადენი - თემა: ბავშვთა ფსიქოპათოლოგიის საკითხისათვის: აუტიზმი და ფსიქოზი”. მომხსენებელთა შესახებ: ოლივიე დუვილი - ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, Paris 10-Nanterre-ისა და Paris 7 Denis-Diderot-ის უნივერსიტეტების პროფესორი, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო […]