9 მარტს, ორშაბათს, 21:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ვიდეოტრანსლაცია კორპორაცია Apple-ის სპეციალური საგაზაფხულო ღონისძიებისა - Spring Forward, რომელზეც წარმოდგენილი იქნება კომპანიის ახალი პროდუქტები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. გთხოვთ, მობრძანდეთ.
11 მარტს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, ხოლო 20 მარტს, პარასკევს, 18:00 საათზე, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში, შედგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუსიკო ხელოვნების დოქტორანტის, ირინე ებრალიძის, საავტორო კონცერტები. დასწრება თავისუფალია.
13 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, გია ნოდია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - რელიგია დემოკრატიულ პოლიტიკაში. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. […]
14 მარტს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის პროექტის - „ჯაჭვური რეაქცია“ - ფარგლებში, გაიმართება მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კონფერენციაში 2014-2015 სასწავლო წელს საქართველოს ხუთი სკოლა მიიღებს მონაწილეობას: აკად. ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა (თბილისი) ნიუტონის თავისუფალი სკოლა (თბილისი) სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS (თბილისი) პირველი საჯარო […]