BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150119T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150119T190000
DTSTAMP:20260514T034549
CREATED:20150115T132801Z
LAST-MODIFIED:20240202T085614Z
UID:10004843-1421694000-1421694000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ხათუნა ივანიშვილის საჯარო ლექცია: ნარცისიზმი - მითსა და კლინიკურ კონცეფციას შორის
DESCRIPTION:21 იანვარს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში\, შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში\, გიწვევთ ფსიქოანალიტიკოსის\, ფსიქოთერაპევტის\, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების თავმჯდომარის\, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კანდიდატის\, ხათუნა ივანიშვილის\, საჯარო ლექციაზე: “ნარცისიზმი – მითსა და კლინიკურ კონცეფციას შორის”. \nტერმინი ”ნარცისიზმი” ფსიქოანალიზში დამკვიდრდა საკუთარი თავის სიყვარულის აღსანიშნავად და უკავშირდება ბერძნულ მითს ნარცისის შესახებ.\nტერმინი ფროიდმა პირველად გამოიყენა\, როგორც ობიექტის არჩევის ფორმა\, შემდგომში კი – როგორც ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარების გარდამავალი საფეხური აუტოეროტიზმსა და უფრო მაღალგანვითარებულ საფეხურს (ობიექტის სიყვარულს) შორის. ფროიდის შემდგომ მოხდა ამ ცნების გაფართოება და განვითარება სხვადასხვა სკოლის ფსიქოანალიტიკოსთა მიერ. \nხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ\, თუ რამდენად იჭრება სიტყვა ”ნარცისიზმი” და “ნარცისული” ჩვენს ყოველდღიურ აზროვნებასა და ცხოვრებაში. როგორც წესი\, ამ ტერმინს ვიყენებთ ნორმალური და გადახრილი ფსიქოლოგიური მოვლენების აღსანიშნავად\, ამიტომ ხშირად ის უარყოფითი ტონალობის მატარებელია. შეხვედრის ფარგლებში\, მომხსენებელი შეეცდება განმარტოს ნარცისიზმის ცნება\, არსი და შედეგები. \nდასწრება თავისუფალია. \nდრო: 21 იანვარი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/khathuna-ivanishvilis-sajaro-leqtsia-nartsisizmi-mithsa-da-klinikur-kontsephtsias-shoris/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150120T144300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150120T144300
DTSTAMP:20260514T034549
CREATED:20150120T104311Z
LAST-MODIFIED:20240202T074823Z
UID:10003737-1421764980-1421764980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დავით თარხნიშვილი: ”ადამიანთა შერევის ისტორიის გენეტიკური ატლასი”
DESCRIPTION:სამშაბათს\, 20 იანვარს 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ საჟურნალო კლუბის შეხვედრაზე ილიაუნის სრულ პროფესორთან\, დავით თარხნიშვილთან. \nსაუბრის თემა: ჟურნალ “Science”-ის 2014 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული სტატია – “ადამიანთა შერევის ისტორიის გენეტიკური ატლასი”. \nოცდაათი წელია\, მეცნიერები მოლეკულურ-გენეტიკური მარკერების დახმარებით შეისწავლიან პოპულაციურ პროცესებს: მიგრაციებს\, რიცხოვნობის ცვლილებებს\, გეოგრაფიულად დაშორებული ჯგუფების შერევას ცოცხალ ორგანიზმებში – მცენარეებში\, ცხოველებში\, ადამიანში. აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე წლის წინ მომხდარმა მეთოდურმა რევოლუციამ შედარებით გაამარტივა მთელი გენომის შესწავლა და ანალიზი. ამის შედეგად\, თანამედროვე მეცნიერები გაცილებით უფრო ზუსტ ინფორმაციას ფლობენ წარსული მიგრაციების ან შერევების შესახებ. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კვლევა\, რომელიც გენომის ანალიზის საფუძველზე ადგენს ადამიანის ეთნოსებს შორის შერევის დონეს ბოლო 2000-3000 წლის განმავლობაში\, გამოქვეყნდა დაახლოებით 1 წლის წინ ჟურნალში “Science”. კვლევამ დაადასტურა\, მაგალითად\, ის\, რომ დაახლოებით ათასი წლის წინ დღევანდელ თურქეთში შემოვიდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი და ამ ჯგუფის გენები დღევანდელი თურქეთის მოსახლეობის გენომის 4-5 პროცენტს შეადგენს. \nსაჟურნალო კლუბის შეხვედრის მიზანია\, საზოგადოებას გააცნოს საქართველოში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გენომური კვლევის პერსპექტივები: რამდენად რეალისტურია ის და რა ტექნიკური თუ ინტელექტუალური რესურსია საჭირო ამისათვის.\n\nშეხვედრის დრო: 20 იანვარი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/davith-tharkhnishvili-adamiantha-sherevis-istoriis-genetikuri-atlasi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150120T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150120T170000
DTSTAMP:20260514T034549
CREATED:20150120T104311Z
LAST-MODIFIED:20240202T074822Z
UID:10003735-1421773200-1421773200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დავით თარხნიშვილი: ”ადამიანთა შერევის ისტორიის გენეტიკური ატლასი”
DESCRIPTION:სამშაბათს\, 20 იანვარს 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ საჟურნალო კლუბის შეხვედრაზე ილიაუნის სრულ პროფესორთან\, დავით თარხნიშვილთან. \nსაუბრის თემა: ჟურნალ “Science”-ის 2014 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული სტატია – “ადამიანთა შერევის ისტორიის გენეტიკური ატლასი”. \nოცდაათი წელია\, მეცნიერები მოლეკულურ-გენეტიკური მარკერების დახმარებით შეისწავლიან პოპულაციურ პროცესებს: მიგრაციებს\, რიცხოვნობის ცვლილებებს\, გეოგრაფიულად დაშორებული ჯგუფების შერევას ცოცხალ ორგანიზმებში – მცენარეებში\, ცხოველებში\, ადამიანში. აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე წლის წინ მომხდარმა მეთოდურმა რევოლუციამ შედარებით გაამარტივა მთელი გენომის შესწავლა და ანალიზი. ამის შედეგად\, თანამედროვე მეცნიერები გაცილებით უფრო ზუსტ ინფორმაციას ფლობენ წარსული მიგრაციების ან შერევების შესახებ. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კვლევა\, რომელიც გენომის ანალიზის საფუძველზე ადგენს ადამიანის ეთნოსებს შორის შერევის დონეს ბოლო 2000-3000 წლის განმავლობაში\, გამოქვეყნდა დაახლოებით 1 წლის წინ ჟურნალში “Science”. კვლევამ დაადასტურა\, მაგალითად\, ის\, რომ დაახლოებით ათასი წლის წინ დღევანდელ თურქეთში შემოვიდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი და ამ ჯგუფის გენები დღევანდელი თურქეთის მოსახლეობის გენომის 4-5 პროცენტს შეადგენს. \nსაჟურნალო კლუბის შეხვედრის მიზანია\, საზოგადოებას გააცნოს საქართველოში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გენომური კვლევის პერსპექტივები: რამდენად რეალისტურია ის და რა ტექნიკური თუ ინტელექტუალური რესურსია საჭირო ამისათვის.\n\nშეხვედრის დრო: 20 იანვარი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/davith-tharkhnishvili-adamiantha-sherevis-istoriis-genetikuri-atlasi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/01/1140.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150121T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150121T120000
DTSTAMP:20260514T034549
CREATED:20150116T070500Z
LAST-MODIFIED:20240202T074819Z
UID:10003734-1421841600-1421841600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:SEED OF HOPE საუნივერსიტეტო ლექციების სერია
DESCRIPTION:არასამთავრობო ორგანიზაცია Seed of Hope  აშშ-შია დარეგისტრირებული და მისი მიზანია განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის\, განათლებისა და თემის გაძლიერების მიზნით სხვადასხვა  ინიციატივების განხორციელება. \nSeed of Hope დაარსდა 2012 წელს ბოსტონში\, მასაჩუსეტსის შტატში. ის აერთიანებს თემების ლიდერებს\, პროფესიონალებს\, უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და სოციალური სერვისის ვალანტიორებს. \n2015 წელს Seed of Hope დაიწყებს აქტიურ მოღვაწეობას საქართველოში. ამასთან დაკავშირებით\, ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით საქართველოს 3 უმაღლეს სასწავლებელში გაიმართება საჯარო ლექციების სერია. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს Seed of Hope-ის სალექციო სერიას 21-22 იანვარს\, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე A კოპრუსის 101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზირი 32). \nდანართის სახით გიგზავნით სემინარის პროგრამას. გთხოვთ\, გაითვალისწინოთ\, რომ ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seed-of-hope-sauniversiteto-leqtsiebis-seria/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150121T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150121T150000
DTSTAMP:20260514T034549
CREATED:20150120T080325Z
LAST-MODIFIED:20240202T074816Z
UID:10003732-1421852400-1421852400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„პასკალის პრემია“ - 3000-ლარიანი ფულადი ჯილდო ილიაუნის ახალგაზრდა მეცნიერებს
DESCRIPTION:21 იანვარს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პასკალის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი. \nამჯერად 3000-ლარიანი პრემია გადაეცემა ილიაუნის 4 ახალგაზრდა მეცნიერს – ლევან მუმლაძეს (ის პრემიას მეორედ მიიღებს)\, გიორგი ჩალაძეს\, ნინო ჩხეიძეს და ჯუანშერ ჯეჯელავას. მათთვის ფულადი ჯილდო ილიაუნის პარტნიორმა „ბაზისბანკმა“ დააწესა. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის\, გიგა ზედანიას\, ინიციატივით შექმნილი პასკალის პრემია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევით პროცესში ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად. პროექტი 2014 წლის მარტში დაამტკიცეს აკადემიურმა და წარმომადგენლობითმა საბჭოებმა. პირობების თანახმად\, პასკალის პრემია გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერებზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის (სტატიისთვის). 2014 წლის მარტიდან – 2015 წლის იანვრამდე პრემია უკვე ექვსჯერ გაიცა. \nპრემიის მიმღებთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. \n• პირველი 10 ლაურეატისთვის 3000-ლარიან პრემიას აწესებს ჩვენი პარტნიორი „ბაზისბანკი“;\n• დანარჩენ ლაურეატებს აჯილდოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \nპასკალის პრემიის ლაურეატები არიან: \n• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიორგი ბაბუაძე – სტატიისთვის Epidemiology of visceral leishmaniasis in Georgia\, რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალში PloS Neglected Tropical Disease (პრემიით დაჯილდოვდა 2014 წლის 29 აპრილს).\n• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ლევან მუმლაძე – სტატიისთვის Endemic land mollusks in Georgia (Caucasus): How well are they protected by existing reserves and national parks\, რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალში Journal of molluscan studies (პრემიით დაჯილდოვდა 2014 წლის 29 აპრილს).\n• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ლევან მუმლაძე – სტატიისთვის Sympatry without co-occurrence: exploring the pattern of distribution of two Helix species in Georgia using an ecological niche modelling approach\, რომელიც გამოქვეყნებულია Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალი თემატური საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის Journal of Molluscan Studies 2014 წლის აგვისტოს ნომერში.\n• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ- მკვლევარი გიორგი ჩალაძე – სტატიისთვის A spider diversity model for the Caucasus Ecoregion\, რომელიც გამოქვეყნებულია Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალი თემატური საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის Journal of Insect Conservation 2014 წლის ივნისის ნომერში.\n• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი ნინო ჩხეიძე – სტატიისთვის Synchrotron emission model of gamma-ray pulsar PSR J2021+3651\, რომელიც გამოქვეყნებულია Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალი თემატური საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის New Astronomy 2015 წლის თებერვლის ნომერში.\n• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარ ჯუანშერ ჯეჯელავა – სტატიისთვის Search for supersymmetry in events with large missing transverse momentum\, jets\, and at least one tau lepton in 20 fb(-1) of root s=8 TeV proton-proton collision data with the ATLAS detector\, რომელიც გამოქვეყნებულია Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალი თემატური საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის Journal of High Energy Physics 2014 წლის სექტემბრის ნომერში. \nდაჯილდოების დრო: 21 იანვარი\, 15:00 საათი\nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nპასკალის პრემიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paskalis-premia-3000-lariani-phuladi-jildo-iliaunis-akhalgazrda-metsnierebs/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/01/1138.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150122T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150122T130000
DTSTAMP:20260514T034549
CREATED:20150114T055000Z
LAST-MODIFIED:20240202T074812Z
UID:10003730-1421931600-1421931600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტურიზის მენეჯმენტის ცენტრისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევების პროექტის პრეზენტაცია
DESCRIPTION:22 იანვარს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის ცენტრი E 207 აუდიტორიაში გიწვევთ ვილნიუსის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტისა (VIKO) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზის მენეჯმენტისცენტრის ერთობლივი კვლევების პროექტის პრეზენტაციაზე. ერთობლივი პროექტი მოიცავს ლიტვასა და საქართველოს ტურიტული ბაზრებისა და ორი ქვეყნის ისტორიული თუ თანამედროვე კავშირების კვლევას და ემსახურება ტურიზმის განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასსტუდენტებში. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/turizis-menejmentis-tsentrisa-da-vilniusis-universitetis-erthoblivi-kvlevebis-proeqtis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150122T165400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150122T165400
DTSTAMP:20260514T034549
CREATED:20150122T125429Z
LAST-MODIFIED:20240202T074808Z
UID:10003729-1421945640-1421945640@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვასილ გაბუნია: კავკასიის მეზოზოური რეპტილიები
DESCRIPTION:27 იანვარს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამეცნიერო კაფეს ორგანიზებით\, დოქტორანტი ვასილ გაბუნია ისაუბრებს თემაზე: “კავკასიის მეზოზოური რეპტილიები”. \n“მეზოზოურ ერას\, რომელიც დაახლოებით 252 მილიონი წლის წინ დაიწყო და 65 მილიონი წლის წინ სახეობების ამოწყვეტით დასრულდა\, ხშირად გიგანტური რეპტილიების ერადაც მოიხსენიებენ. \nმეზოზოურ ერაში\, ანუ 186 მილიონი წლის განმავლობაში\, ყალიბდებოდა ჩვენი პლანეტის კონტინენტები და ოკეანეები; გაჩნდა მცენარეთა და ცხოველთა დღეისათვის ცნობილი თითქმის ყველა მსხვილი სისტემატური ტაქსონი. ამ დროს კავკასიის დღევანდელი ტერიტორია გეოლოგიური ცვლილებების აქტიური არენა იყო – იგი ხან ოკეანის ფსკერზე იძირებოდა და ზღვიური დანალექი ქანების მძლავრ აკუმულაციას განიცდიდა\, ხანაც მეჩხერი ზღვა იყო მრავალრიცხოვანი კუნძულით. ამ კოლოსალური დროისა და გეოლოგიური თუ კლიმატური ცვლილებების გამო რეგიონი სხვადასხვა სახეობის საარსებო გარემოდ იქცა\, რომელთაგან ყველაზე ნათელ კვალს დიდი ზომის რეპტილიები ტოვებენ. \nკავკასიის ლაგუნურ პერიოდს მიეკუთვნება შედარებით მცირერიცხოვანი\, მაგრამ უაღრესად საინტერესო პალეონტოლოგიური არტეფაქტები\, რომელთა შესწავლის შედეგებს ეძღვნება მონოგრაფია “კავკასიის მეზოზოური რეპტილიები”. \nშეხვედრის დრო: 27 იანვარი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vasil-gabunia-kavkasiis-mezozouri-reptiliebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/01/1293.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150122T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150122T170000
DTSTAMP:20260514T034549
CREATED:20150120T104608Z
LAST-MODIFIED:20240202T074805Z
UID:10003727-1421946000-1421946000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ასისტენტ-პროფესორი ბიძინა კაპანაძე: ლაცერტიდების შესწავლა სპექტრის სხვადასხვა უბანში
DESCRIPTION:22 იანვარს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის ასისტენტ-პროფესორთან\, ბიძინა კაპანაძესთან. \nსაუბრის თემა: ლაცერტიდების შესწავლა სპექტრის სხვადასხვა უბანში \nლაცერტიდები ელიფსური გალაქტიკების აქტიური გულებია მძლავრი და ცვალებადი არასითბური გამოსხივებით\, რაც ფარავს სიხშირეთა 18–20 რიგს. ბევრი მათგანი ტერაელექტრონვოლტი ენერგიის მქონე ფოტონების წყაროს წარმოადგენს. მათთვის ასევე დამახასიათებელია მძლავრი ჯეტები\, გამოსხივების პოლარიზაცია და ხშირ შემთხვევაში მასების გამოტყორცნა სუპერლუმინალური სიჩქარით. ბოლო 40 წლის განმავლობაში წარმოებული მზარდი ინტენსივობის ექსპერიმენტული და თეორიული კვლევების შედეგად\, მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი მათი ფიზიკური ბუნების შეცნობის თვალსაზრისით. თუმცა\, ჯერ კიდევ არსებობს ბევრი პრობლემა\, რომელთა გადაჭრის შესაძლო გზებს შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს გამოსხივების ცვალებადობის შესწავლას სპექტრის სხვადასხვა უბანში. მათი ხასიათისა და ურთიერთკორელაციის არსებობა-არარსებობის მიხედვით შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნები გამომსხივებელი ნაწილაკების ენერგიებისა და შემადგენლობის\, ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის მიმდებარე არეების სტრუქტურისა და აქ მიმდინარე არასტაციონარული პროცესების შესახებ. \nშეხვედრის დრო: 22 იანვარი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/asistent-prophesori-bidzina-kapanadze-latsertidebis-shestsavla-speqtris-skhvadaskhva-ubanshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/01/1141.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150123T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150123T160000
DTSTAMP:20260514T034549
CREATED:20150121T060008Z
LAST-MODIFIED:20240202T074759Z
UID:10003725-1422028800-1422028800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ეკა ჭყოიძის საჯარო ლექცია - ”მომლოცველობა: ისტორიული კონტექსტი და დღევანდელობა”
DESCRIPTION:23 იანვარს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლოპროექტის – „ახალი განმანათლებლობა“ – ფარგლებში\, პროფესორი ეკა ჭყოიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – ”მომლოცველობა: ისტორიული კონტექსტი და დღევანდელობა”.\n\nილიაუნის პროექტი – „ახალი განმანათლებლობა“ – ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარულიხასიათის საჯარო ლექციების კურსს.კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები\, რომლებიც ფარავს სამეცნიერო აღმოჩენებსდა ტექნოლოგიურ მიღწევებს\, კულტურას\, განათლებას\, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებს ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ეძლევაშესაძლებლობა\, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში. \nლექციის ჩატარების დრო: 23 იანვარი\, 16:00 საათი\nხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია)\nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. 32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eka-tchqhoidzis-sajaro-leqtsia-momlotsveloba-istoriuli-konteqsti-da-dghevandeloba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/01/1151.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150123T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150123T170000
DTSTAMP:20260514T034549
CREATED:20150122T110250Z
LAST-MODIFIED:20240202T074756Z
UID:10003724-1422032400-1422032400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი გლობალურ გეიმჯემს უერთდება
DESCRIPTION:23 იანვარს მსოფლიოში გლობალური გეიმჯემი აიღებს სტარტს. გლობალური გეიმჯემი მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა\, რომელიც\, ბოლო 10 წელია\, სისტემატურად ტარდება წელიწადში მინიმუმ ერთხელ – მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გეიმდეველოპერები იკრიბებიან გარკვეულ სივრცეში და მაქსიმუმ 48 საათში ქმნიან კომპიუტერულ თამაშს. 2015 წლის გლობალურ გეიმჯემზე\, მსოფლიო მასშტაბით\, 25 000 მონაწილე და ჩატარების 600-მდე ადგილია რეგისტრირებული. \nწელს საქართველო პირველად შეუერთდება გლობალურ გეიმჯემს ილიაუნის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორიიდან\, რომელიც მდებარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსში. ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია\, მაქსიმალურად ჩართოს ახალგაზრდა თაობა კომპიუტერული და მობილური თამაშების შექმნის პროცესში და ხელი შეუწყოს წარმატებული სტუდენტური პროექტების კომერციალიზაციას. ლაბორატორია ორიენტირებულია ახალგაზრდა თაობის დასაქმებაზე. \nგეიმჯემი ილიაუნიში გაიხსნება 23 იანვარს\, 17:00 საათზე და მასში მონაწილეობას წინასწარ რეგისტრირებული 33 მონაწილე მიიღებს. რეგისტრაციის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ აქ. რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. მონაწილეები 48 საათის განმავლობაში შეეცდებიან\, ჩამოაყალიბონ გუნდები და შექმნან თამაშის პროტოტიპი\, რომელსაც ატვირთავენ გლობალური გეიმჯემის დასრულებისას. \nდაწყების დრო: 23 იანვარი\, 17:00 საათი\nხანგრძლივობა: 48 საათი\nადგილმდებარეობა: GameLab Iliuani\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსი (ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3-5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-globalur-geimjems-uerthdeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/01/1504.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR