BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20140101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140205T000000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140205T000000
DTSTAMP:20260513T034141
CREATED:20140204T200000Z
LAST-MODIFIED:20240202T081701Z
UID:10004200-1391558400-1391558400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ნატაშას ცეკვა" -  წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:5 თებერვალს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია \,\,ლიგამუსში” პროფესორები გიგი თევზაძე და გიგა ზედანია წარადგენენ ორლანდო ფაიჯესის წიგნს \,\,ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტურული ისტორია”. \nორლანდო ფაიჯესი (დაბ. 1959 წელს) გამოჩენილი თანამედროვე ბრიტანელი ისტორიკოსია. 1987-1999 წლებში ის იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომელი\, შემდეგ კი ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი. მკითხველთა ფართო წრემ ის გაიცნო 1996 წელს გამოქვეყნებული წიგნით „ხალხის ტრაგედია“\, რომელიც რუსული რევოლუციის ისტორიას გადმოსცემდა მის პოლიტიკურ-ისტორიულ კონტექსტში. სპეციალისტის მიერ დაწერილი თითქმის ათასგვერდიანი წიგნი მალევე გახდა ბესტსელერი. \n„ნატაშას ცეკვა“ 2002 წელს გამოცემული წიგნია\, რომელშიც ისტორიკოსის ინტერესი პოლიტიკიდან კულტურაზეა გადატანილი. ამ წიგნმაც  დიდი წარმატება მოიპოვა. პუბლიკაციიდან ათი წლის შემდეგ გადაღებული ფილმის\, „ანა კარენინას“ რეჟისორი ჯონ რაიტი მე-19 საუკუნის რუსული კულტურის გაგებას სწორედ ფაიჯესსა და მის ამ ნაწარმოებს უმადლის. მართლაც\, ესაა რუსული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო კრიტიკული ანალიზი\, დაწერილი მასალის შესანიშნავი ცოდნისა და თანამედროვე თეორიული რეფლექსიის ინსტრუმენტების ვირტუოზული ფლობის საფუძველზე. წარმატების უკან არა მხოლოდ წიგნის შინაარსი დგას\, არამედ სრულიად შესანიშნავი სტილი\, რომელიც მკითხველს  ნაშრომს რომანივით აკითხებს. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/natashas-tsekva-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20140206T111800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20140206T111800
DTSTAMP:20260513T034141
CREATED:20140206T071827Z
LAST-MODIFIED:20240202T081658Z
UID:10004199-1391685480-1391685480@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ბერწი მიწა" წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:12 თებერვალს\, 6 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” გაიმართება პრეზენტაცია გია ჯოხაძის წიგნისა \,\,ტ. ს. ელიოტის \,\,ბერწი მიწა”\, ჰერმენევტული ინტერპრეტაციები”. \nწიგნი მოიცავს დიდი ინგლისურენოვანი პოეტისა და მოაზროვნის\, თომას სტერნზ ელიოტის (1888-1965) პოემის \,\,ბერწი მიწის“ ახალ ქართულ თარგმანს და\, ასევე\, ტექსტის ინტერპრეტაციას თანამედროვე ელიოტოლოგიის ორიგინალური მასალების გათვალისწინებით. \nელიოტის \,\,ბერწი მიწა” მეოცე საუკუნის უდავოდ ყველაზე სახელგანთქმულ და სკანდალურ პოეტურ მიღწევათა შორისაა. გამოცემის დღიდანვე პოემას თან სდევს უამრავი ლეგენდა\, დეზინფორმაცია და მითი იმაზე\, თუ როგორ დაიწერა ტექსტი\, რას იზრახავდა პოეტი\, რა გავლენა მოახდინა მასზე თანამედროვე ვითარებამ ანუ ომისშემდგომმა ევროპამ\, რომელიც პოემის მთავარი პროტაგონისტია და ა.შ. \nგია ჯოხაძის ახალი წიგნი განკუთვნილია ელიოტის პოეზიის მთარგმნელების\, მკვლევრებისა და თაყვანისმცემლებისათვის. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bertsi-mitsa-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ლიგამუსის კალენდარი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR