BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20110101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110929T000000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110929T000000
DTSTAMP:20260620T163825
CREATED:20110928T200000Z
LAST-MODIFIED:20240202T082137Z
UID:10004266-1317254400-1317254400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის თეატრის სეზონის გახსნა
DESCRIPTION:1 ოქტომბერს\, 20:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი ახალ 2011-2012 წლების სეზონს გახნის სპექტაკლით „ხარმსი“ (რეჟისორი – ოთარ ეგაძე). ეს წარმოდგენა\, აგრეთვე\, შესულია თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართულ პროგრამაში. \nდანიელ იუვაჩევის ნოველებზე აგებული სპექტაკლი „ხარმსი” თეატრის ფოიეში თამაშდება და ერთგვარი სამაგიდე რეპეტიციის ფორმა აქვს. მსახიობები მხოლოდ სიტყვის მეშვეობით ცდილობენ ჩაწვდნენ ავტორის ჩანაფიქრს და ზუსტად გადმოსცენ სათქმელი. მაყურებლის თვალწინ იქმნება პერსონაჟთა სახეები\, ზუსტდება მიზანსცენა. მაყურებელი თითქოს შემთხვევით ხვდება თეატრის მისთვის ჩვეულებრივ დაფარულ სივრცეში და ნელ-ნელა სპექტაკლის შექმნის თანამონაწილედ იქცევა. \nავტორის შესახებ – მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მოღვაწე რუსი მწერალი\, პოეტი და დრამატურგი დანიელ იუვაჩევი მრავალი ფსევდონიმით არის ცნობილი – ხარმსი\, ჩარმსი\, ჰარმსი და ა.შ. 1927 წელს ხარმსმა და მისმა თანამოაზრეებმა კავშირი ОБЭРИУ – „რეალური ხელოვნების გაერთიანება“ შექმნეს\, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული სკანდალური ნაწარმოებებითა და თეატრალური დადგმებით გახდა ცნობილი. 1931 წელს ხარმსი კურსკში გადაასახლეს. პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ კი საგიჟეთში გამოამწყვდიეს\, სადაც ის მეორე მსოფლიო ომის ბლოკადის დროს შიმშილით გარდაიცვალა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-theatris-sezonis-gakhsna/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110929T174600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110929T174600
DTSTAMP:20260620T163825
CREATED:20110929T134610Z
LAST-MODIFIED:20240202T082252Z
UID:10004300-1317318360-1317318360@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტიმოთი ტრეინერი ილიაუნიში
DESCRIPTION:6 ოქტომბერს\, 17.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101 – ე აუდიტორიაში (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ.32) საჯარო ლექციას გამართავს ექსპერტ-კონსულტანტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ტიმოთი ტრეინერი. \nტიმოთი ტრეინერის კარიერა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (IP) მოიცავს გამოცდილებას სახელმწიფო და კერძო სექტორში. 1980-იანი წლების ბოლოს\, სამთავრობო სამსახურში ყოფნისას\, ის იყო აშშ-ს საბაჟოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის (IPR) ფილიალის ერთ-ერთი პირველი ადვოკატი. იგი საბაჟოზე მუშაობდა მებაჟეებთან ერთად და  სავაჭრო წარმომადგენლის ოფისს კონსულტაციებს უწევდა ინტელექტუალური საკუთრების შემცველი საქონლის საბაჟო კონტროლის სფეროში. აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიუროში ტრეინერი იყო სპეციალური რწმუნებული ინტელექტუალური საკუთრების (IP) უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის (მათ შორის ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების) საკითხებში\, ამზადებდა და უზრუნველყოფდა ინტელექტუალური საკუთრების (IP) დაცვის სფეროში ტრენინგის პროგრამებს\, მონაწილეობდა ორმხრივ სავაჭრო კონსულტაციებში და აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიუროს (USPTO)წარმოადგენდა  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO. \nკერძო სექტორში ბ-ნი ტრეინერი იყო ვაშინგტონის იურიდიული ფირმის წევრი და გაყალბებასთან ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის პრეზიდენტი (IACC; 1999-დან 2005 წლამდე). გაყალბებასთან ბრძოლის საერთაშორისო კოალიციაში ის იყო გაეროს ევროპის ინტელექტუალური საკუთრების (IP) უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე და ინტერპოლის ინტელექტუალურ დანაშაულთან ბრძოლის ჯგუფის წევრი. ტრეინერი მონაწილეობდა უცხოეთის ქვეყნების მრავალრიცხოვან ტრენინგ-პროგრამებში და მუშაობდა ეროვნულ კანონმდებლობაზე. 2005 წელს მან დააარსა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის (IP) საკუთარი საკონსულტაციო ფირმა და მას შემდეგ მომხმარებელს მომსახურებას უწევს სავაჭრო ფირმების ლიცენზირების\, ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის ზედამხედველობისა და კანონმდებლობის სფეროში. ის უზრუნველყოფს დახმარებას საბაჟოს\, პოლიციის მუშაკთა\, პროკურორებისა და მოსამართლეების  ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის სფეროში ტრეინინგის მომცველ  სხვადასხვა უცხოურ პროექტში. \n2007 წელს ბ-მა ტრეინერმა დააარსა “გელექსი სისთემზ” (Galaxy Systems\, Inc.)\, (www.galaxysystemsinc.com\, რომლის ყურადღების ცენტრშია ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის (IP) შესახებ ინფორმირების ინტერაქტიული\, ონლაინ-რეჟიმში  მომუშავე პროგრამები. ბ-ნი ტრეინერი არის წიგნის “ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საბაჟო ზედამხედველობა” თანაავტორი\, რომელიც ყოველწლიურად ახალი ინფორმაციით ივსება. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/timothi-treineri-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20110929T180300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20110929T180300
DTSTAMP:20260620T163825
CREATED:20110929T140315Z
LAST-MODIFIED:20240202T082250Z
UID:10004298-1317319380-1317319380@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილმის „The Response” ჩვენება
DESCRIPTION:5 ოქტომბერს\, 16.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (101 – ე აუდიტორია\, ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება ფილმის „The Response” ჩვენება.  ფილმის ჩვენება უკვე გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სამართლის სკოლებში\, ადვოკატთა ასოციაციებში და ა.შ. \nფილმის ირგვლივ გამართულ დისკუსიებს წარუძღვება სამხრეთ ტეხასის სამართლის კოლეჯის დეკანი დონალდ გუტერი. ფილმში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებულ გამოცდილებასა და შეხედულებებს დონალდ გუტერი გაუზიარებს ქართულ აუდიტორიას. ფილმის ჩვენება ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის (JILEP) ფარგლებში. მას დაესწრებიან სამართლის და უსაფრთხოების ექსპერტებიც. \nფილმის ხანგრძლივობაა 30 წუთი. ფილმის სცენარის მიხედვით\, სამმა სამხედრო ოფიცერმა უნდა გადაწყვიტოს წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობა და დაკავებული მებრძოლის (სავარაუდო მტრის) ბედი. ინფორმაცია ფილმზე იხილეთ ბმულზე: www.theresponsemovie.com \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philmis-the-response-chveneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR