BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240116T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240118T160000
DTSTAMP:20260421T172819
CREATED:20240110T111646Z
LAST-MODIFIED:20240202T102147Z
UID:10001638-1705429800-1705593600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა"
DESCRIPTION:16-18 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა”. \nსაზღვრების გადალახვა და წითელი ხაზების გადაკვეთა სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებისა და ხელოვნების საერთო მახასიათებელია. ის თავად იყო განსხვავებული იდენტობებისა და მიკუთვნებულობების გადაკვეთაზე – თბილისში დაბადებული ეთნიკური სომეხი\, რომელმაც თავისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი უკრაინაში\, უკრაინული ფოლკლორის მოტივებზე გადაიღო. მისი დანარჩენი სამი მნიშვნელოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმიდან ერთი ეძღვნება საიათნოვას\, სამენოვან თბილისელ სომეხ პოეტს\, მეორე წარმოადგენს ქართული ლიტერატურულად დამუშავებული ლეგენდის თავისებურ ეკრანიზაციას\, ხოლო მესამე – თურქული ლეგენდის გადააზრებას. \nპოსტსტალინურ საბჭოთა კავშირში მისი სოციალური ქცევის სკანდალური ნონკონფორმიზმი და კინოხელოვნების სრულიად განუმეორებელი\, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური სტილი\, აგებული კოლაჟისა თუ tableu vivant-ის (‘ცოცხალი სურათის’) ესთეტიკაზე\, წარმოადგენდა ასაფეთქებელ ნაზავს\, რომელმაც მძიმე დაღი დაასვა დიდი რეჟისორის ცხოვრებას\, მაგრამ მისი ფილმები გლობალური მნიშვნელობის ნაწარმოებებად აქცია. \nკონფერენციაზე კინოსა და კულტურის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები – ჯეიმს სტეფენი\, პატრიკ კაზალი\, თეო ხატიაშვილი\, ქეთი შავგულიძე\, ვერონიკა ჟურავლიოვა\, გიორგი მაისურაძე\, ნიკოლოზ ნადირაშვილი\, ოლგა ბრიუხოვეცკა\, გოგი გვახარია\, ზაალ ანდრონიკაშვილი\, გიგა ზედანია – განიხილავენ ფარაჯანოვის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს\, რათა უკეთ გამოკვეთონ მისი ხელოვნების უნიკალური ფორმა\, რომელიც მომაჯადოებელ ხასიათს დღემდე ინარჩუნებს. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nადგილმდებარეობა: \n16 იანვარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 უდიტორია\, გ. წერეთლის N1 \n17-18 იანვარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გიორგი წერეთლის N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2024 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konpherentsia-zghvrebis-gadakvetha/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81960.png
END:VEVENT
END:VCALENDAR