BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230601T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230601T110000
DTSTAMP:20260423T025532
CREATED:20230523T122503Z
LAST-MODIFIED:20240201T111851Z
UID:10000045-1685617200-1685617200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და თანასწორობა - TDI-ის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან
DESCRIPTION:1 ივნისს\, 11:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი” არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლები\, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავენ შეხვედრას თემაზე: რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და თანასწორობა. \nსაკითხი მოიცავს თანასწორობისა და მრავალფეროვნების (რელიგიური\, ეთნიკური\, კულტურული) უზრუნველყოფას\, მათ შორის საგანმანათლებლო და დასაქმების სფეროებში. \nშეხვედრაზე განხილული იქნება როგორც საერთაშორისო სტანდარტები\, ისე საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა. საუბარი იქნება TDI-ის ორი კვლევის ძირითად საკითხებზეც. კვლევები ეხება\, ერთი მხრივ\, რელიგიურ/კულტურულ დღესასწაულებზე უქმე დღეებით სარგებლობის გარანტიებს\, მეორე მხრივ\, რელიგიური სამოსისა და სიმბოლოების ტარებას სხვადასხვა სივრცეში\, მათ შორის სამუშაო ადგილზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კვლევები აანალიზებს საერთაშორისო პრაქტიკას ამ საკითხზე და გვთავაზობს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზს. \nტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია\, რომლის მიზანია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ადვოკატირება; რელიგიური\, ეთნიკური\, რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის დაძლევა; კულტურული მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; თანასწორობის\, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის იდეის დაცვა და ტოლერანტული გარემოს განვითარება. \nმომხსენებლების შესახებ \nეკა ლომთათიძე (კვლევის ავტორი) ადამიანის უფლებათა და კონსტიტუციური სამართლის იურისტია\, მკვლევარი. ის მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში\, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო პროექტებში და უნივერსიტეტებთან ადამიანის უფლებების სწავლებისა და კვლევის მიმართულებით. \nმარიამ ღავთაძე\, ადამიანის უფლებების იურისტი\, TDI-ს გამგეობის წევრი და სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელია. 17 წელია მუშაობს რელიგიის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის დაძლევის საკითხებზე; არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და პუბლიკაციების ავტორი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 1 ივნისი\, 11:00-12:30 \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/religiisa-da-rtsmenis-thavisuphleba-da-thanastsoroba-tdi-is-shekhvedra-iliaunis-studentebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/76289.png
END:VEVENT
END:VCALENDAR