BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230508T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230508T130000
DTSTAMP:20260423T025614
CREATED:20230501T074925Z
LAST-MODIFIED:20240201T112042Z
UID:10000081-1683550800-1683550800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის საჯარო ლექცია „ნატო-საქართველოს ურთიერთობები“
DESCRIPTION:8 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი წაიკითხავს საჯარო ლექციას. \nლექციის თემა: ნატო-საქართველოს ურთიერთობები \nმომხსენებლის შესახებ \nსაქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს\, რომლის საქმიანობაც მოიცავს აზერბაიჯანსა და სომხეთს\, ჰოლანდიელი დიპლომატი ალექსანდრე ვინიკოვი 1-ელი თებერვლიდან შეუერთდა ხელმძღვანელის პოზიციაზე. \n2015-დან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით\, 6 წლის განმავლობაში\, ალექსანდრე მსახურობდა უკრაინაში ნატოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად. \nმისი წინა სამუშაო გამოცდილება მოიცავს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელობას ცენტრალურ აზიაში და მუშაობას ნატოს შტაბ-ბინაში\, როგორც პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის\, ასევე თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოში. ადრე რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო). \nკარიერა კი საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრად დაიწყო ოქსფორდის უნივერსიტეტში\, ჰარვარდ კენედის სკოლასა და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში. \nდიპლომატი ალექსანდრე ვინიკოვი ფლობს აკადემიურ ხარისხს ოქსფორდის უნივერსიტეტის\, Sciences-Po Paris-ისა და ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან. საუბრობს შვიდ ენაზე. \nდრო: 8 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/natos-samekavshireo-ophisis-khelmdzghvanelis-sajaro-leqtsia-nato-saqarthvelos-urthierthobebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/75866.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230508T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230508T160000
DTSTAMP:20260423T025614
CREATED:20230504T120903Z
LAST-MODIFIED:20240201T112035Z
UID:10000079-1683561600-1683561600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სებასტიან კონრადის წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:8 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსის\, სებასტიან კონრადის\, წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. \nწიგნი 2016 წელს გამოსცა პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობამ\, მისი ქართული თარგმანი კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. \nავტორის შესახებ \nდოქტორი სებასტიან კონრადი\, მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსი\, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორია. \nვრცელი ბიოგრაფიისთვის:  https://bit.ly/3Lwr4DO \nწიგნის შესახებ \nსებასტიან კონრადის „რა არის გლობალური ისტორია?” საისტორიო მეცნიერებაში ახალი მიმართულების შესავლად ითვლება. დარგის კრიტიკოსები ერთხმად თანხმდებიან\, რომ წიგნმა მოახერხა უაღრესად კომპლექსური და მრავალმხრივი დისკუსიების ობიექტად ქცეული სფეროს სისტემატიზება და მისი მომავალი განვითარების მკაფიო მონახაზის\, ჩარჩოს შექმნა. \nვიმედოვნებთ\, რომ სებასტიან კონრადის წიგნის თარგმანი ქართველ კოლეგებს აღუძრავს სურვილს\, კვლევებში ჩართონ გლობალური ისტორიის მიდგომა და ამით კრიტიკულად გადასინჯონ ტრადიციული\, მყარად ფესვგადგმული თეორიები. \nდრო: 8 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sebastian-konradis-tsignis-ra-aris-globaluri-istoria-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/76115.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230508T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230508T190000
DTSTAMP:20260423T025614
CREATED:20230503T104557Z
LAST-MODIFIED:20240201T112026Z
UID:10000076-1683572400-1683572400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია
DESCRIPTION:8 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე „ქვიარ ტრავმა და ურბანული სივრცე: სხეული\, ინტერაქცია და ყოველდღიური ცხოვრება“. \nკვლევის ავტორები და მომხსენებლები \n\nსალომე შიუკაშვილი\, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობს ზრდასრულთა შეფასებისა და კონსულტირების მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესებია: სექსუალური და გენდერული უმცირესობის ჯგუფების გამოცდილებები\, უმცირესობის სტრესი და ქრონიკული ტრავმა\, კრიმინალური ქცევის გენდერული განზომილებები. სალომე შიუკაშვილი\, როგორც კონტრაქტორი ფსიქოლოგი\, კვლევისა და კონსულტირების მიმართულებით თანამშრომლობს როგორც საჯარო სექტორთან\, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.\n\n\nგიორგი კანკია\, ურბანგეოგრაფი სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხით.  აქვს ურბანული და რეგიონული დაგეგმარებისა და გრანადის უნივერსიტეტის ურბანისტიკის მაგისტრის ხარისხი. ასევე – რამდენიმეწლიანი გამოცდილება ქალაქების კვლევის\, დაგეგმარების\, სივრცითი ანალიზისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის სფეროში. თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანაზაციებთან. კვლევითი ინტერესი: დაკვირვება სივრცის და ურბანული ნაშენი გარემოსა და ადამიანების ურთიერთობაზე.\n\nკვლევის შესახებ \nქართულ საჯარო სივრცეში ნაკლები ყურადღება ეთმობა\, როგორ აისახება აქტივიზმის სხვადასხვა ფორმა ქვიარ თემის წარმომადგენელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე\, ასევე დაგროვებულ ტრავმულ გამოცდილებათა ქრონიკულ ხასიათს. ყურადღების მიღმა რჩება ქვიარ ადამიანების ინტერაქციაც იმ ურბანულ გარემოსთან\, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება\, მუშაობა\, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. კვლევა\, რომელიც ქვიარ ადამიანებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს ეყრდნობა და განიხილავს მათ ურთიერთობას ურბანულ სივრცეში და მასთან ინტერაქციის ფორმებს ტრავმული შემთხვევების კონტექსტში\, აჩვენებს\, რომ ეს ურთიერთობა ორმხრივი ხასიათისაა. ერთი მხრივ\, სოციალური და ნაშენი გარემო იწვევს საფრთხის შეგრძნების\, ტრავმული გამოცდილების მუდმივ მოლოდინსა და წარმოსახვითი თუ რეალური თავდასხმის მსხვერპლად აქცევს ქვიარ ადამიანებს. მეორე მხრივ\, წარსულის ტრავმული გამოცდილებების შედეგად ისინი თავად აყალიბებენ და უცვლიან ფორმას როგორც საკუთარ თავს\, ასევე მათ გარშემო ფიზიკურ თუ სოციალურ სივრცეს. ასე იკვეთება უსაფრთხო სივრცის\, ქვიარ სხეულისა და იმ სტრატეგიების ფლუიდური\, მუდმივად ცვლადი ხასიათი\, რასაც ისინი სივრცესთან სოციალური ინტერაქციისას მიმართავენ. \nკვლევა საინტერესო იქნება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (ფსიქოლოგების\, სოციალური მუშაკების\, გენდერის მკვლევრებისთვის) არქიტექტურისა და ურბანული სივრცის მკვლევრებისთვის\, აქტივისტებისთვის. \nკვლევა ჩატარდა ორგანიზაცია WISG-ის (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) ფინანსური მხარდაჭერით. \nდრო: 8 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kvlevis-prezentatsia-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/75983.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230508T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230508T190000
DTSTAMP:20260423T025614
CREATED:20230504T054607Z
LAST-MODIFIED:20240201T112014Z
UID:10000070-1683572400-1683572400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კომპეტენცია ბიზნესში – ალექსანდრ ბურკას საჯარო ლექცია
DESCRIPTION:8 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციების მიმართულების პროფესორი ალექსანდრ ბურკა წაიკითხავს საჯარო ლექციას. \nლექციის თემა: საერთაშორისო კომპეტენცია ბიზნესში: გამოწვევები და შესაძლებლობები \nლექციის შესახებ \nკულტურულ განსხვავებათა ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენება საერთაშორისო პროფესიული წარმატების საწინდარია. დღევანდელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელია უსაზღვრო მობილობა და ურთიერთკავშირი\, რაც\, თავის მხრივ\, კულტურული საზღვრების კვეთის გზით კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს ითვალისწინებს. \nრას გულისხმობს საერთაშორისო კომპეტენცია? რა თეორიები უდევს საფუძვლად ინტერკულტურულ კომუნიკაციას? რომელ მოსაზრებათა გათვალისწინება იქნება მიზანშეწონილი? რაში მდგომარეობს ავსტრიული მიდგომა ამ დარგში? \nმომხსენებლის შესახებ \nალექსანდრ ბურკა ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციების მიმართულების პროფესორია 25-წლიანი პროფესიული გამოცდილებით\, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 60 ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საწარმოებში სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობას. \nდრო: 8 მაისი\, 19:00-21:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-kompetentsia-biznesshi-aleqsandr-burkas-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/75997.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230511T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230511T170000
DTSTAMP:20260423T025614
CREATED:20230503T095900Z
LAST-MODIFIED:20240201T112043Z
UID:10000077-1683824400-1683824400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Culture Fest 2023
DESCRIPTION:11 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურული ფესტივალი Culture Fest 2023. \nფესტივალზე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტები წარადგენენ ეგვიპტის\, იაპონიის\, იემენის\, ინდოეთის\, იორდანიის\, ირანის\, სუდანის\, საქართველოს\, პაკისტანისა და პალესტინის ტრადიციულ ტანისამოსს\, ცეკვას\, სიმღერასა და კერძებს. \nსტუდენტების ორგანიზებით გაიმართება სხვადასხვა სახის აქტივობა: შეჯიბრება სამაგიდო თამაშებში\, ხნით მოხატვა და ა.შ. \nდრო: 11 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/culture-fest-2023/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/75984.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230511T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230511T190000
DTSTAMP:20260423T025614
CREATED:20230501T074220Z
LAST-MODIFIED:20240201T112038Z
UID:10000074-1683831600-1683831600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მწვანე მარკეტინგი“- კლაუდია მეიერის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:11 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ურთიერთობების სასწავლო პროგრამის დირექტორი კლაუდია მეიერი წაიკითხავს საჯარო ლექციას. \nლექციის თემა: მწვანე მარკეტინგი \nლექციის შესახებ \nლექციის თემაა მარკეტინგის მდგრადი და სოციალური ასპექტები\, საკითხი\, რომელმაც ბოლო დროს განსაკუთრებული აქტუალობა მოიპოვა. ერთი მხრივ\, კომპანიებმა რომლებსაც სურთ\, კონკურენტული დარჩნენ ბაზარზე\, უნდა განახორციელონ მწვანე მარკეტინგული სტრატეგია. დღეს მომხმარებლები უფრო მეტად არიან დაინტერესებული გარემოსდაცვითი საკითხებით\, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა მდგრად და ეკომეგობრულ პროდუქტებზე. კომპანიებმა კი ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. მეორე მხრივ\, მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები ამკაცრებენ რეგულაციებს გარემოსდაცვითი და მდგრადობის მიმართულებით. კომპანიებმა ეს რეგულაციები უნდა დაიცვან\, რომ არ დაჯარიმდნენ. \nმსმენელები გაეცნობიან მწვანე მარკეტინგსა და მის მდგრადობის კონცეფციებს\, სხვადასხვა ბიზნესმოდელს\, რომლებიც ამ კონცეფციებს უკვე იყენებენ\, და „გრინვოშინგის“ მაგალითებს\, რომელთაც კომპანიები მიმართავენ მწვანე იმიჯის შესანარჩუნებლად მაშინ\, როცა მათ სტრატეგიაში მდგრადობა სულაც არ არის გათვალისწინებული. \nმომხსენებლის შესახებ \nკლაუდია მეიერი ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „საერთაშორისო ბიზნესურთიერთობების“ სასწავლო პროგრამის დირექტორია. უნივერსიტეტში უძღვება სალექციო კურსს მარკეტინგსა და კვლევის მეთოდებში. \nმისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს კლიმატური ცვლილებებსა და ენერგიის გადაცემასთან დაკავშირებულ სოციალურ საკითხებსა და მონაწილეობის მეთოდებს ავსტრიაში. \nდრო: 11 მაისი\, 19:00-21:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mtsvane-marketingi-klaudia-meieris-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/76116.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230512T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230512T200000
DTSTAMP:20260423T025614
CREATED:20230427T080014Z
LAST-MODIFIED:20240201T112035Z
UID:10000072-1683921600-1683921600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „უხერხემლო“
DESCRIPTION:დრამა 1 მოქმედებად \nროგორია საქართველოში ცხოვრება\, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების\, ოჯახის\, საზოგადოების\, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე\, ან ღირს კი გადარჩენა\, როდესქაც არავის სჭირდები\, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში\, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა\, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს\, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა\, სადაც მშობლებს საკუთარი განსხვავებული ორიენტაციის შვილის დაკრძალვა მეზობლებისგან\, სოფლისგან\, ქვეყნისგან მალულად უწევთ. \n\nრეჟისორი – გელა გულიაშვილი (სადიპლომო ნაშრომი)\nმხატვარი – თეო კუხიანიძე\nტექნიკური რეჟისორი – მაკა მეტრეველი\nდადგმის ხელმძღვანელი – ვანო ხუციშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\n\nმონაწილეობენ: \n\nმართა – მაიკო ხორნაული\nმამია – გიორგი ცერცვაძე\nნინო – ანიკო შურღაია\nდანიელი – გიორგი მაქაძე\n\nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 2 ივლისს \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\n\n\nდრო: 12 მაისი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-ukherkhemlo-6/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75785.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230513T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230513T200000
DTSTAMP:20260423T025614
CREATED:20230427T071407Z
LAST-MODIFIED:20240201T112008Z
UID:10000068-1684008000-1684008000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nრა ხდება მაშინ\, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… \nარსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები\, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. \nმთარგმნელი: მაია ნაჭყებია\nრეჟისორი: დავით ჭახრაკია\nმხატვარი: გიორგი უსტიაშვილი\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი:\nვერა – რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)\nმიხალი – გიორგი გოგუაძე\nბედრჟიხი – პაატა პაპუაშვილი \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 15 წუთი\nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2019 წლის 30 მარტს \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით\nსპექტაკლის მხარდამჭერია “Sky Development” \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 13 მაისი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 15 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-idealuri-ojakhi-5/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75780.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230514T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230514T200000
DTSTAMP:20260423T025614
CREATED:20230427T064726Z
LAST-MODIFIED:20240201T112004Z
UID:10000066-1684094400-1684094400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „საწვავი“
DESCRIPTION:დრამა 2 მოქმედებად \nროდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს\, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად\, მაგრამ რა ხდება მაშინ\, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია\, თუ წიგნები?! \nმთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი\nრეჟისორი: ლუკა ინწკირველი\nმხატვარი: თეო კუხიანიძე\nკომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \nპროფესორი – გიორგი ჯიქია\nმარინა – ანიკო შურღაია\nდანიელი – გიორგი ტაბიძე \nსპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 40 წუთი ანტრაქტის ჩათვლით \nსპექტაკლის პრემიერა შედგება 2023 წლის 24 მარტს \nდრო: 5\,14 მაისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-satsvavi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75778.png
END:VEVENT
END:VCALENDAR