BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230425T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230425T190000
DTSTAMP:20260423T130623
CREATED:20230421T173757Z
LAST-MODIFIED:20240202T085328Z
UID:10004828-1682449200-1682449200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 აპრილს\, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის პრეზენტაცია: მიმართვის ფორმები ახალ ქართულში. სტრუქტურა და ფუნქციონირება. \nამ ნაშრომით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ახალი საერთაშორისო რეფერირებადი სერიის გამოცემას სახელწოდებით: ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა. \nგამოცემის შესახებ \nამ მონოგრაფიით ავტორმა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუს-პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენის მეცნიერული აღწერისა და სწავლების\, ასევე ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო სივრცეში ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში; წლების განმავლობაში იგი იკვლევდა საქართველოს ტოპონიმიის\, ლექსიკოლოგიის\, ლექსიკოგრაფიისა და ქართული ენის სტილისტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს\, არის არაერთი განმარტებითი და ორენოვანი ლექსიკონის შემდგენელი. \nავტორის შესახებ \nშუქია აფრიდონიძემ აღზარდა ქართველ და უცხოელ ენათმეცნიერთა თაობები; განუზომელია მისი ღვაწლი უცხოური ქართველოლოგიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს შუქია აფრიდონიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრასთან არსებულ ტოპონიმიკის ლაბორატორიასა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში; 2006 წლიდან იგი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, ქართული ენის სწავლებისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი და აკადემური საბჭოს წევრი. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის\, მთელი სამეცნიერო საზოგადოებისთვის საქართველოსა და უცხოეთში. \nდრო: 25 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილია ჭავჭავაძის გამზირი #32 \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-shuqia-aphridonidzis-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75697.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230425T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230425T200000
DTSTAMP:20260423T130623
CREATED:20230406T073447Z
LAST-MODIFIED:20240201T112158Z
UID:10000093-1682452800-1682452800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი  „ჟლეტის ღმერთი“
DESCRIPTION:შავი კომედია 1 მოქმედებად \nრა შეიძლება მოხდეს\, როდესაც თინეიჯერი ბიჭების მშობლები ერთმანეთს თავიანთი შვილების ყოფა–ქცევის განსახილველად ხვდებიან? არაფერი განსაკუთრებული\, იტყვით თქვენ. შეიკრიბებიან\, დალევენ ჩაის\, ან ყავას\, ან ალკოჰოლს და ზრდილობიანად წარმართავენ ცივილურ\, გაწონასწორებულ საუბარს იმის თაობაზე\, თუ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის\, როგორ იცვლება დროება და როგორი განსხვავებული ბავშვები იყვნენ თვითონ\, არა? დიახ\, სწორედ ასე იწყება იასმინა რეზას პიესა „ჟლეტის ღმერთი“\, თუმცა… გარწმუნებთ\, პატარა ბიჭები ყველგან და ყველა დროში ერთნაირად იცელქებენ\, აი\, მათი მშობლების ქცევის წინასწარ გათვლა კი სრულიად შეუძლებელია. \n\nთარგმანი: ქეთი კვანტალიანი\nრეჟისორი: დავით ჭაბაშვილი\n\nმხატვარი: გოჩა აგაშენაშვილი\nტექნიკური რეჟისორი: მაკა მეტრეველი\n\nმონაწილეობენ: \n\nგიორგი ბახუტაშვილი\nნატა ბერეჟიანი\nგაგა შიშინაშვილი\nმაია ხორნაული\n\nპრემიერა შედგა 2014 წლის 7 თებერვალს \nსპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 15 წუთი ანტრაქტის გარეშე \nყველა საავტორო უფლება დაცულია \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით. \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\nდრო: 25\, 26\, 30 აპრილი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-zhletis-ghmerthi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75492.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230428T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230428T200000
DTSTAMP:20260423T130623
CREATED:20230404T111100Z
LAST-MODIFIED:20240201T112146Z
UID:10000091-1682712000-1682712000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „ძალად ექიმი“
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nკომედია მოგვითხრობს თუ როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ\, რომ მთავარი გმირი\, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია\, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება ძალუძს. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზრმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში\, რომელიც სინამდვილეში\, რა თქმა უნდა\, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება\, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“\, შეყვარებული წყვილის\, „განკურნებასაც“ ახერხებს. \n\nთარგმანი: ქეთი კვანტალიანი\nრეჟისორი: კოკო როინიშვილი\nმხატვარი: ბარბარე ასლამაზი\nმუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი\nქორეოგრაფი: თინათინ წულაძე\nტექნიკური რეჟისორი: თამუნა კამლაძე\n\nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nსგანარელ – ირაკლი ჩხიკვაძე\nმარტინ – ანი იმნაძე\nლუკა – ნოდარ ძოწენიძე\nჟერონტ – ანდრია ვაჭრიძე\nჟაკლინ – ანიკო შურღაია\nლუსინდ – ანკა ვასაძე\nლეანდრ – გიორგი კიკნაძე\n\nსპექტაკლში ჟღერს მუსიკა: \nRaphael – Balada De La Trompeta\nRaphael Beau – Ca Deroule\nRoque Banos – Circus Freaks\, Love at Park\,  Hidding In The Forest\, Titles\nll piccolo circo\nStephen Trask – The Show\nCirque Du Soleil – Wedding\nA. Zanzotto & Nin0 Rotta – Canto della Buranella \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 3 ნოემბერს \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 28 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა:  1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-dzalad-eqimi-5/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74810.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230429T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230429T200000
DTSTAMP:20260423T130623
CREATED:20230404T115100Z
LAST-MODIFIED:20240201T112110Z
UID:10000088-1682798400-1682798400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „ჩარლის დეიდა"
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nჩახლართული და აბსურდული სიტუაციებით სავსე კომედია\, სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილს ხლართავენ; სადაც ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება უცბად ქალბატონ როზად გადაიქცეს; ქალბატონ როზად გადაცმული ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება პოლკოვნიკს შეუყვარდეს\, ხოლო პოლკოვნიკს სტუმრად მისი პირველი სიყვარული\, დონა როზა ეწვიოს\, რომელიც თურმე პოლკოვნიკის შვილის მეგობრის დეიდაა\, სწორედ ის დეიდა\, რომლის ტანსაცმელშიც გამოწყობილა მისი შვილის მეგობარი ახალგაზრდა ბიჭი\, რომელიც თავის მეგობრებს სიყვარულის მოპოვებაში ეხმარება… \n\nრეჟისორი: კახა გოგიძე\nაღდგენის რეჟისორი: ანდრია ვაჭრიძე\nმხატვარი:ანუკა მურვანიძე\nკოსტუმების მხატვარი: ციცი ციცხვაია\nმუსიკალური გაფორმება: არსენ მიგრიაული\nქორეოგრაფი: სოფო გვრიტიშვილი\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი\n\nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nფრენსის ჩესნი\, პოლკოვნიკი – ზუკა გაბუნია\, ლუკა ახალაძე\nჯეკი ჩესნი\, მისი ვაჟი – გიორგი შავგულიძე\nჩარლი უიკემი – დავით დავითულიანი\nბაბს ბაბერლი –ანდრია ვაჭრიძე\nკრიგსი\, მოსამართლე – დავით ველიჯანაშვილი\, პაატა კიკვაძე\nენი\, მისი ძმისწული – ნათია კვაშალი\, მარიამ ნადირაძე\, ნუკა ქევხიშვილი\nბეტი\, მისი აღზრდილი – მარიტა ჯანაშია\nდონა როზა დალვადორეს\, ჩარლის დეიდა – მაკა შალიკაშვილი\nელა დელეი\, მისი აღზრდილი – ანი თალაკვაძე\, მარიამ ხუხუნაშვილი\nბრასეტი\, მსახური – ნიკუშა გოგიძე\, გაგა არაბული\n\nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით \nსპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 30 წუთი ანტრაქტის გარეშე \nპრემიერა შედგა 2016 წლის 27 მაისს \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 29 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა:  1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-charlis-deida/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74817.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230430T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230430T110000
DTSTAMP:20260423T130623
CREATED:20230412T110331Z
LAST-MODIFIED:20240201T112118Z
UID:10000090-1682852400-1682852400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:განათლების სკოლისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის მასტერკლასები სკოლის მასწავლებლებისთვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი 30 აპრილს\, 11:00-დან 15:00 საათამდე\, ილიაუნის T კორპუსში სკოლის მასწავლებლებისა და ლიდერებისთვის გამართავენ მასტერკლასებს. \n\nსკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები \nმოკლე აღწერა:  \nმასტერკლასის მონაწილეები გაეცნობიან სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფორმებს (ქოუჩინგი\, სასწავლო ჯგუფები\, კრიტიკული მეგობარი\, გაკვეთილის შესწავლა\, მენტორინგი) და მათი გამოყენების შესაძლებლობებს სკოლის კონტექსტის გათვალისწინებით\, იმსჯელებენ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე სკოლაში სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები და სკოლის ლიდერები \nხელმძღვანელები: განათლების სკოლის ხელმძღვანელი\, პროფესორი სოფიკო ლობჟანიძე\, მოწვეული ლექტორი მარიკა კირვალიძე \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3MFktJE \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: კურიკულუმის დაგეგმვისა და განვითარების ძირითადი პრინციპები \nმოკლე აღწერა: მასტერკლასზე განხილული იქნება თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი თემატური ერთეულის შექმნისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები და კურიკულუმის განვითარების პროცესში გამოსაყენებელი მიდგომები და ინსტრუმენტები. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები და სკოლის ლიდერები \nხელმძღვანელი – მოწვეული ლექტორი ვიქტორია უშანგიშვილი \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3mD3Xim \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: რეფლექსიის როლი მოსწავლის თვითშეფასების უნარის განვითარებაში \nმოკლე აღწერა: შეხვედრაზე განხილული იქნება სტრატეგიები\, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს რეფლექსიის გზითსწავლის პროცესის გაცნობიერებაში\, ძლიერ მხარეთა იდენტიფიცირებასა და გასაუმჯობესებელ მხარეთა დაძლევის გზების მოძებნაში. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები \nხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ეკა ტყავაშვილი \nსარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3ZYuFje \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენება სწავლებისას \nმოკლე აღწერა: შეხვედრაზე განხილული იქნება სწავლებაში ინტერდისციპლინური მიდგომების არსი\, მისი სიკეთე მოსწავლეებში ჰოლისტური აზროვნების განვითარებისთვის და გამოყენების კონკრეტული მაგალითები. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები \nხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი\, პროფესორი დავით მალაზონია \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/403r2Zd \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: კითხვის დასმის ეფექტური სტრატეგიები \nმოკლე აღწერა: მასტერკლასზე მიმოვიხილავთ კითხვის დასმის სტრატეგიებს\, ერთ-ერთ ხშირად გამოყენებულ მეთოდს ნებისმიერი საგნის სწავლებისას\, ასევე ეფექტურად როგორ დავსვათ შეკითხვა \, როგორ ვუზრუნველყოთ\, რომ არც ერთი მოსწავლე არ დარჩეს სასწავლო პროცესის მიღმა\, როგორ შეიძლება შევცვალოთ გაბატონებული მოსაზრება\, რომ ყველა კითხვაზე არსებობს „სწორი“ და „არასწორი“ პასუხები; გამოვიკვლევთ\, რომელია „კარგი კითხვა“. მასწავლებლები გაეცნობიან ფოკუსირებულ დაკვირვების რუბრიკასაც\, თუ როგორ იყენებენ კითხვის დასმის სტრატეგიებს\, რაც სკოლაში თანამშრომლობით კულტურას\, სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები \n ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი მანანა რატიანი \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3mqGtx8 \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: კვლევის კომპონენტი გერმანული ენის სწავლებისას \nმოკლე აღწერა: სასწავლო პროცესის წარმატებისა და ეფექტურობის შეფასება მასწავლებელს აძლევს საშუალებას\, უკეთესად გაიცნოს და დახვეწოს თავისი სასწავლო პროცესი\, რომლის კვლევაც დღეს მასწავლებლის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და არახალია. შეხვედრაზე ვიმსჯელებთ მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის კვლევასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გერმანული ენის მასწავლებლები \nხელმძღვანელი – პროფესორი ეკა შავერდაშვილი \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3MEOp8H \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: ქართულის\, როგორც მეორე ენის\, სწავლების სპეციფიკა ქართულენოვან გარემოში \nმოკლე აღწერა: შეხვედრაზე მოკლედ იქნება მიმოხილული არაქართულენოვან და ქართულენოვან გარემოში ენის ბარიერები და განსხვავებული საჭიროებები; მეორე ენის სწავლების სპეციფიკა – ენობრივი უნარ-ჩვევებისა და გრამატიკა-ლექსიკის ინტეგრირებულად სწავლება; ენის ათვისების თავისებურებები საგნობრივ შინაარსთა ათვისების პარალელურად ბუნებისმეტყველების მასალის მაგალითზე. \nსამიზნე ჯგუფი: არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქართულის\, როგორც მეორე ენის\, მასწავლებლებისა და ბუნებისმეტყველებისა და ქართულის\, როგორც მეორე ენის\, ინტეგრირებულად სწავლებაში ჩართული დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის \n ხელმძღვანელი – ასისტენტ-პროფესორი თინათინ კიღურაძე \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/41qWPo4 \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n\nრეგისტრაცია დასრულდება 26 აპრილს.\nდარეგისტრირება შეგიძლიათ მხოლოდ ერთ მასტერკლასზე.\n\n2023 წელი\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ganathlebis-skolisa-da-pirovnuli-da-prophesiuli-ganvitharebis-tsentris-masterklasebi-skolis-mastsavleblebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75579.png
END:VEVENT
END:VCALENDAR