BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230327T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230327T160000
DTSTAMP:20260423T025533
CREATED:20230322T082611Z
LAST-MODIFIED:20240201T112256Z
UID:10000119-1679932800-1679932800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია კარის დღე – სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამები
DESCRIPTION:27 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საქართველოს დიდ ქალაქებში გაიმართება ღია კარის დღე და საინფორმაციო შეხვედრები. \nსამოქალაქო ინჟინერიის განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები\, კურსდამთავრებულები და სტუდენტები. \nმოსწავლეები გაეცნობიან პროგრამის სტრუქტურას\, სწავლების ფორმატსა და მეთოდებს\, მიღების პროცედურებს\, ინფორმაციას გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. დასასრულს შეუძლიათ დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები ტექნოლოგიის სკოლის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან. \nგელოდებით სამოქალაქო ინჟინერიით დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მთელი საქართველოდან: \nშეხვედრების განრიგი: \n\n27 მარტი\, 16:00 საათი – თბილისი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5;\n28 მარტი\, 16:00 საათი – გურჯაანის ტექნოპარკი\, ქ. გურჯაანი\, კოსტავას ქუჩა;\n29 მარტი\, 16:00 საათი – თელავის ტექნოპარკი\, ქ. თელავი\, რუსთაველის ქ. N11;\n30 მარტი\, 14:00 საათი – ახმეტის ტექნოპარკი\, ქ. ახმეტა\, ჭანტურიას ქ. N1;\n31 მარტი\, 14:00 საათი – კასპის ტექნოპარკი\, ქ. კასპი\, დ. აღმაშენებლის ქუჩა;\n1 აპრილი\, 16:00 საათი – ქუთაისი\, სასტუმრო „ბაგრატის“ საკონფერენციო დარბაზი;\n2 აპრილი\, 12:00 საათი – ზუგდიდის ტექნოპარკი\, ქ. ზუგდიდი\, ლაღიძის ქ. N1;\n2 აპრილი\, 17:30 საათი – ოზურგეთის ტექნოპარკი\, ქ. ოზურგეთი\, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N5;\n3 აპრილი\, 16:00 საათი – ბათუმის ტექნოპარკი\, ქ. ბათუმი\, ლეონიძის ქ. N15.\n\n2023 წელი\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-karis-dghe-samoqalaqo-inzhineriis-programebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75205.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230327T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230327T170000
DTSTAMP:20260423T025533
CREATED:20230324T054300Z
LAST-MODIFIED:20240201T112254Z
UID:10000118-1679936400-1679936400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:27 მარტს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება წიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ პრეზენტაცია. \nღონისძიებას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: დავით აფრასიძე\, გია ნოდია\, გიორგი სანიკიძე  ჟან მონესა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია. \nღონისძიების მოდერატორია პროფესორი დავით აფრასიძე. \nპრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nწიგნის შესახებ \nწიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ (Georgia’s Foreign Policy in the 21st Century: Challenges for a Small State) ქართული ვერსია გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ უნივერსიტეტის პროფესორის\, კორნელი კაკაჩიას\, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორის\, სტივენ ჯონსისა და ლონდონის კინგს კოლეჯის\, პროფესორ ტრეისი ჯერმანის რედაქტირებით. \nგამოცემა აანალიზებს საქართველოს\, როგორც რეგიონის საკვანძო მნიშვნელობის სახელმწიფოს\, გეოპოლიტიკურ პოზიციონირებასა და მის შედეგებს. მასში განხილულია\, რატომ არის „მულტივექტორული“ საქართველოს საგარეო პოლიტიკა\, რომლის წინაშეც დგას ისეთი გამოწვევები\, როგორებიცაა: რუსეთი\, საშინაო და საგარეო ნაციონალიზმი\, ევროპული პროექტისა და ევროკავშირის მხარდაჭერის პოტენციური შესუსტება და აშშ-ის მიერ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის გარშემო შექმნილი ბუნდოვანება. \nგამოცემაში ასევე შესწავლილია საქართველოს ქცევა საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით\, აქცენტით თბილისის ურთიერთობებზე მეზობლებსა და საკვანძო საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს გეოპოლიტიკური და საგარეოპოლიტიკური ინტერესების შესახებ არსებული ლიტერატურის დიდი ნაწილი შექმნილია დასავლეთის ან რუსეთის პერსპექტივიდან\, თუმცა ინგლისურენოვანი ნაშრომი საქართველოს პერსპექტივით არ არსებობს. როგორც წესი\, საქართველო განიხილება\, როგორც დამოკიდებული ცვლადი\, სახელმწიფო\, რომელიც ნაკლებად მიიჩნევა საკუთარი მიზნების\, სტრატეგიის მქონე დამოუკიდებელ მოთამაშედ. ეს სარედაქციო გამოცემა მიზნად ისახავს ხედვის ჩამოყალიბებას რუსულ-დასავლური ბინარული ნარატივის მიღმა\, აანალიზებს საქართველოს ურთიერთობას მოთამაშეთა შედარებით უფრო ფართო კონტექსტში და მკითხველს აწვდის საქართველოს საგარეო პოლიტიკის დროულ და საჭირო კვლევას საქართველოს პერსპექტივიდან. მასში წარმოდგენილია ორიგინალური სამეცნიერო და პოლიტიკურად რელევანტური თავები სხვადასხვა ასპექტის შესახებ ექსპერტთა ფართო საზოგადოების ავტორობით. \nნაშრომის უნიკალურობას განაპირობებს მისი მასშტაბი\, ანალიტიკური სიღრმე და საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარდგენის ჰოლისტიკური და ფართოდ მისაწვდომი ფორმატი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მარტი\, 17:00 საათი (17:00-18:30 სთ) \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-saqarthvelos-sagareo-politika-21-e-saukuneshi-gamotsvevebi-patara-qveqhnisthvis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75227.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230327T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230327T190000
DTSTAMP:20260423T025533
CREATED:20230326T134300Z
LAST-MODIFIED:20240201T112250Z
UID:10000116-1679943600-1679943600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნარატივდიზაინის კვირეული ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში
DESCRIPTION:27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ნარატივ დიზაინის კვირეულს უმასპინძლებს. \nკვირეული ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, უნილაბისა და ანიმა ჩეტბოტიქსის მხარდაჭერით. \nკვირეულზე „უნილაბში“  4 ღია ლექცია/ვორკშოპი გაიმართება\, რომლებსაც გამოცდილი ნარატივდიზაინერები წარუძღვებიან. \nკვირეულის მიზანია ნარატივდიზაინის  შესახებ ცნობიერების ამაღლება\, მისი საუკეთესო მხარეებისა და პერსპექტივების ჩვენება\, სხვა პროფესიების ჭრილში განხილვა. \nდამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება\, დარგის წარმომადგენელთა დახმარებით სხვადასხვა კუთხიდან დაინახოს ნარატივდიზაინი და ჩეტბოტები\, დასვას შეკითხვები და მიიღოს პასუხები. \nნარატივდიზაინი\, თანამედროვე სპეციალობა\, თამაშების დეველოპმენტისა და ჩეტბოტების ინდუსტრიაში დამკვიდრდა. \nჩეტბოტი კომპიუტერული პროგრამაა\, რომელიც სოციალური ქსელების ჩატში შენდება და ადამიანთან სხვადასხვა თემაზე შეუძლია კომუნიკაცია. \nჩეტბოტებს იყენებენ კომპანიები\, ორგანიზაციები\, ხელოვნების სფეროები. ნარატივდიზაინერები კი ჩეტბოტებს ქმნიან. ისინი არიან მწერლები\, რომლებიც ციფრულ ასისტენტს საუბარს ასწავლიან\, უზრუნველყოფენ\, რომ ჩეტბოტმა გაიგოს მომხმარებლის მესიჯი და სწორი პასუხი დაუბრუნოს. \nვის შეუძლია კვირეულში მონაწილეობა? \nნარატივდიზაინის კვირეულზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. \nროგორ უნდა მივიღო კვირეულში მონაწილეობა? \nკვირეულში მონაწილეობისთვის შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/G4QjRhy \n\nკვირის განრიგი \n27 მარტი\, 19:00 საათი – ნარატივდიზაინი და მასთან დაკავშირებული სფეროები \nსპიკერი –  ნარატივდიზაინერი ნინი ჯინჯიხაძე \nნინი ჯინჯიხაძე ისაუბრებს თემაზე „ნარატივდიზაინი და მასთან დაკავშირებული სფეროები“. \nსპიკერის შესახებ \nნინი ჯინჯიხაძე ნარატივდიზაინერია\, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტიპის Rule-Based და AI ჩეტბოტ პლატფორმების ფუნქციური ცოდნა და მათზე მუშაობის გამოცდილება. იგი გუნდთან ერთად ქმნიდა ნიკო ნიკოლაძის ციფრულ ასლს\, ჩართული იყო ილიაუნის ინგლისურენოვან ციფრულ ასისტენტზე მუშაობაში. \nამავე პროფესიით მუშაობდა პროექტზე Internity. აქვს მენტორობის  გამოცდილება  ნარატივდიზაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ვორკშოპებსა თუ ჰაკათონებზე. ამჟამად კიბერლაბორატორია უნილაბის ნარატივდიზაინის სასწავლო კურსის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n28 მარტი\, 19:00 საათი – კავშირი ჩეტბოტებსა და ჩვენს მენტალურ მდგომარეობას შორის \nსპიკერი  ნარატივდიზაინერი ქეთია ბელქანია \nშეხვედრაზე განხილული იქნება ჩეტბოტების მზარდი ტენდენციის გავლენა ადამიანების ფსიქიკაზე\, კერძოდ\, როგორ მოქმედებს ამგვარი ციფრული რეალობის გააქტიურება ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე\, რა შფოთვებსა თუ შიშებთანაა დაკავშირებული და როგორ იყენებს კომპანიები/ბრენდები ამ სწორ მარკეტინგულ კომუნიკაციას. \nსპიკერის შესახებ \nქეთია ბელქანია\, ჟურნალისტი\, რედაქტორი და ნარატივდიზაინერი\, ამჟამად marketer.ge-ის ჟურნალისტი და უმცროსი რედაქტორია. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n29 მარტი\, 19:00 საათი – ვინ არის  ეფემია? ჩეტბოტები ლიტერატურული საგანძურის სადარაჯოზე \nსპიკერები:  ნარატივდიზაინერი მაიკო ბერიძე და ფილოლოგი ნინო თაკალანძე \nნინო თაკალანძე და მაიკო ბერიძე  ისაუბრებენ ჩეტბოტების მნიშვნელობაზე და აუდიტორიას თავიანთ შექმნილ ჩეტბოტ ეფემიას წარუდგენენ. \nსპიკერების შესახებ \nმაიკო ბერიძე ილიაუნის კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტი და უნილაბის პროფესიული აქსელერაციის კურსდამთავრებულია ნარატივ- და გრაფიკული დიზაინის მიმართულებებით. \nნინო თაკალანძე ფილოლოგია. მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში ოჯახის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან. უნილაბის პროფესიული აქსელერაციის კურსდამთავრებულია ნარატივდიზაინის მიმართულებით. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n1 აპრილი\, 18:00 საათი – ჩეტბოტები – ახალი სიტყვა ბრენდის პერსონალობაში \nსპიკერი  მარიამ გოჩიაშვილი \nმარიამ გოჩიაშვილი ისაუბრებს ჩეტბოტებისა და ბრენდების ურთიერთობაზე\, ჩეტბოტის\, როგორც მარკეტინგული ხელსაწყოს\, გამოყენებასა და სამომავლო პერსპექტივებზე. \nსპიკერის შესახებ \nმარიამ გოჩიაშვილი ნარატივდიზაინერი\, ქოფირაითერი და ჟურნალისტია.  „უნილაბში“ ნარატივდიზაინის მიმართულებას ხელმძღვანელობს\, იმავეს აკეთებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც. \nმარიამი ინტერნეტჟურნალ marketer.ge-ს ჟურნალისტია. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/narativdizainis-kvireuli-iliaunis-kiberlaboratoria-unilabshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75287.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230401T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230401T180000
DTSTAMP:20260423T025533
CREATED:20230324T060200Z
LAST-MODIFIED:20240201T112248Z
UID:10000114-1680372000-1680372000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:FrontSpot Georgia & Qase Offline MeetUp #3
DESCRIPTION:1 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T102 აუდიტორიაში ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის მხარდაჭერითა და ტექნოლოგიური კომპანია EPAM Georgia-ს პარტნიორობით გაიმართება FrontSpot საქართველოს მესამე შეხვედრა. \n\nშეხვედრას გამართავენ \n\nანდრეი საველევი\, Lead Software Engineer – Boost your DX with NX. \n\nმომხსენებელი განიხილავს NX-ის შესაძლებლობას\, როგორ შეიქმნა რთული აპლიკაცია\, რომელსაც 6 თვე დასჭირდა დასაწყისიდან სამუშაო ვერსიამდე\, \nშეეხება მონორეპოს მენეჯმენტის ავტომატიზებას\, დამოკიდებულებათა მართვას\, შემსრულებელთა მორგებას  ან საკუთარი მენეჯმენტის ექმნას\, ასევე მოდულებისა და კომპონენტების გენერირებას\, \nასევე\, როგორ გამოიყენება ფუნქციები პროდუქტიულობის\, კოდის ხარისხისა და შენარჩუნების გასაზრდელად. \n\nილია ფილინინი\, „როგორ დავიწყოთ ავტოტესტებით?“\n\nილიას მოხსენება შეეხება ავტომატური ტესტირების სხვადასხვა ასპექტს\, მათ შორის მის სარგებელს\, სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებას\, კლიენტის დარწმუნების სტრატეგიებს ავტომატური ტესტირების დანერგვის კუთხით და იმის განსაზღვრას\, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ტესტების დაწერასა და შესაბამისი ენებისა და ჩარჩოების არჩევაზე. \nმომხსენებელი განიხილავს ავტოტესტირების ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს\, რომლებსაც ახალბედები აწყდებიან\, და მათი გადაჭრის გზებს\, ასევე სატესტო შემთხვევათა შექმნის აუცილებლობას\, საერთო შეცდომებსა და რჩევებს ტესტის კომპლექტის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. \n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 1 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი\, T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/frontspot-georgia-qase-offline-meetup-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75228.png
END:VEVENT
END:VCALENDAR