BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230320T121400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230320T121400
DTSTAMP:20260423T121016
CREATED:20230320T081100Z
LAST-MODIFIED:20240201T112312Z
UID:10000127-1679314440-1679314440@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა
DESCRIPTION:2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა\, გაიხსნა ნომინირებისა და აპლიკაციის წარდგენის პერიოდიც. \nკონკურსი\, რომელიც განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით წელს მეშვიდედ ტარდება\, მიზნად ისახავს წარმატებულ მასწავლებელთა გამოვლენას\, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამგვარად პროფესიის პრესტიჟის ზრდას. \nღონისძიების ორგანიზატორებმა ისაუბრეს კონკურსის პირობების\, კამპანიის ეტაპების\, ჟიურის\, მხარდამჭერებისა და ფინალური ღონისძიების შესახებ.  შეხვედრაზე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი განათლების კოალიციასა და ალტე უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის თანახმად ალტე უნივერსიტეტი ხდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პარტნიორი და რჩეულ მასწავლებელს 2023 წლის ფინალზე დააჯილდოებს\, ალტე უნივერსიტეტი იქნება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის ექსკლუზიური პარტნიორიც. \n„წელს მეშვიდედ ვიწყებთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიას და მოხარულები ვართ\, რომ დღეს ეს ქვეყანაში ყველაზე ცნობილი\, პრესტიჟული და აღიარებული პროფესიული კონკურსია. ამის განმაპირობებელი ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი პროექტში ჩართული საზოგადოებრივი თუ კერძო სექტორის წარმომადგენელთა წარმატებული თანამშრომლობა და განათლების სფეროსა და საზოგადოებაში აღიარებული ადამიანებით დაკომპლექტებული ჟიურია. წელს ამ მიმართულებით გვაქვს სიახლეები\, ჟიურის ჰყავს ახალი წევრები: ლიკა ღლონტი (პროექტის EU4Dialogue ხელმძღვანელი) და დავით გორგილაძე (მწერალი); მხარდამჭერთა რიცხვს ალტე უნივერსიტეტიც შემოუერთდა. ტექნიკური თუ პროცედურული კუთხით რაიმე თვისებრივი ცვლილება არ გვაქვს. შესაბამისად\, მასწავლებლებისთვის ყველაფერი ნაცნობია და ველოდებით მათ აქტიურობას“\, –განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძემ. \n„ილიაუნი 2019 წლიდან თანამშრომლობს განათლების კოალიციასთან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში. მსგავსი ღონისძიებების მიზანი განათლების\, განსაკუთრებით სასკოლო\, სფეროში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და\, ზოგადად\, სასკოლო განათლების განვითარებაა. ილიაუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მეცნიერული რეაგირებაა\, ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისა და საზოგადოების მდგრადი განვითარების კუთხით. მიგვაჩნია\, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოების მომავალი გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი ხაზი განათლებაზე გადის\, განათლების სისტემაში კი განსაკუთრებული როლი აკისრია სასკოლო განათლებას. შესაბამისად\, როგორც ამ კონკრეტული ჯილდოს ფარგლებში\, ისე სხვა სამეცნიერო და აკადემიური პროექტებით ილიაუნი მაქსიმალურად უჭერს მხარს ნებისმიერ პროექტსა თუ ინიციატივას\, რომელთა საბოლოო მიზანი სკოლის გაძლიერება\, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და განათლების სისტემაში ამ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლის სამომავლო განვითარებაა“\, – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა\, პროფესორმა გიორგი გვალიამ. \nმასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 17 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. \nმასწავლებლების წარდგენა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს\, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/2023-tslis-mastsavleblis-erovnuli-jildos-gakhsnithi-ghonisdzieba-gaimartha/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75060.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230321T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230321T180000
DTSTAMP:20260423T121016
CREATED:20230317T065000Z
LAST-MODIFIED:20240201T112309Z
UID:10000124-1679421600-1679421600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის საპატიო დოქტორის\, ერიკ ლის შეხვედრა მკითხველთან
DESCRIPTION:21 მარტს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი\, მწერალი და ჟურნალისტი ერიკ ლი გამართავს შეხვედრას მკითხველთან. შეხვედრაზე იგი ისაუბრებს მომავალ წიგნზე სამუშაო სათაურით „1924 წლის აჯანყება: საქართველო და ევროპაში დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“. \nწიგნის შესახებ \nავტორი მოგვითხრობს 1924 წლის აჯანყების მზადების პროცესსა და წინაპირობებზე\, მის სასტიკ ჩახშობასა და იმ გამოხმაურებაზე\, რომელიც ამ აჯანყებას მოჰყვა ევროპაში მთავრობების\, ასევე მემარცხენე მოღვაწეთა მხრიდან. იგი ვარაუდობს\, რომ 1924 წლის აჯანყებაზე რეაქციამ დაუდო საფუძველი დემოკრატიული სოციალიზმის წარმოშობას ბოლშევიზმის საპირწონედ. \n2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება წიგნის გამოცემა ინგლისურად და ქართულად. \nერიკ ლის ქართველი მკითხველი იცნობს წიგნებით „ექსპერიმენტი: საქართველოს მივიწყებული რევოლუცია“ (2018) და „ქართული ამბოხი ტექსელზე – ბოლო ბრძოლა ევროპაში“ (2020)\, (ორივე წიგნი თარგმნა ქეთი ქანთარიამ და გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sapatio-doqtoris-erik-lis-shekhvedra-mkithkhvelthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74975.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230323T113000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230323T113000
DTSTAMP:20260423T121016
CREATED:20230320T064103Z
LAST-MODIFIED:20240201T112334Z
UID:10000122-1679571000-1679571000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოში ისრაელის ელჩის\, ჰადას მეიცადის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან
DESCRIPTION:23 მარტს\, 11:30 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი. \nშეხვედრის თემა: 30-წლიანი დიპლომატიური და ბილატერალური ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის \nელჩი ისაუბრებს ქვეყნების მეგობრობის ისტორიაზე\, თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებზე\, როგორებიცაა: უსაფრთხოება\, ენერგეტიკა და ინოვაციები; მიმოიხილავს ისრაელში არსებულ ვითარებას და უპასუხებს სტუდენტების შეკითხვებს. \nელჩის ვრცელი ბიოგრაფიისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3JP3tyC \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 მარტი\, 11:30 \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nმნიშვნელოვანი ინფორმაცია: შეხვედრაზე დასასწრებად უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დასწრების მსურველებმა უსაფრთხოების მიზნით უნდა გაიარონ შემოწმება. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthveloshi-israelis-elchis-hadas-meitsadis-shekhvedra-iliaunis-studentebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74982.png
END:VEVENT
END:VCALENDAR