BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20220101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221212T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221212T140000
DTSTAMP:20260424T024024
CREATED:20221212T094656Z
LAST-MODIFIED:20240201T112531Z
UID:10000193-1670853600-1670853600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი HR.HUB-ის კარიერის ფესტივალზე
DESCRIPTION:10 დეკემბერს სასტუმრო რუმსში hr.hub-მა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართა კარიერის მასშტაბური ფესტივალი\, რომლის ფარგლებში ასევე ჩატარდა მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი. \nფესტივალში მონაწილეობდა 60-მდე კომპანია. \nფორუმზე სტუდენტები გაეცნენ სხვადასხვა კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებს და განაცხადები გააკეთეს კომპანიების მიერ წარმოდგენილ ვაკანსიებზე. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ლექტორებმა და აკადემიური წერის ცენტრის ტრენერებმა დასაქმების მაძიებელთათვის თემატური ვორკშოპები გამართეს. \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mari-burdulis-sakhelobis-iliaunis-dasaqmebis-phorumi-hr-hub-is-karieris-phestivalze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/12/72064.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221214T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221214T190000
DTSTAMP:20260424T024024
CREATED:20221209T111734Z
LAST-MODIFIED:20240201T112526Z
UID:10000191-1671044400-1671044400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„THE DEMISE OF A JUST CITY? ამსტერდამის ურბანული ტრანსფორმაცია“ – ჩერენ სეზერის საჯარო მოხსენება
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა” და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი სემინარის ფარგლებში ჩერენ სეზერი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „The demise of a just city? ამსტერდამის ურბანული ტრანსფორმაცია“. \nთემის მოკლე მიმოხილვა \nქალაქი ამსტერდამი დიდი ხანია ცნობილია როგორც “the just city” და აკადემიურ წრეებში დახასიათებულია როგორც თანასწორუფლებიანი\, მრავალფეროვანი და ტოლერანტული ქალაქი. თუმცა დროთა განმავლობაში ამსტერდამი ჩამოყალიბდა როგორც საერთაშორისო ატრაქციონი – ეკონომიკური თვალსაზრისით უთანასწორო და პოლიტიკურად დაძაბული სივრცე ჯენრტიფიცირებული უბნებით. \nჩერენ სეზერი ისაუბრებს ამსტერდამის ურბანული ტრანსფორმაციის პროცესებზე და შეეხება მათ ზეგავლენას ემიგრანტების უბნების კულტურულ ლანდშაფტზე. კონკრეტულად განიხილავს\, როგორ იცვლება ემიგრანტების პირობები საერთო ტრანსფორმაციასთან ერთად მაღაზიების\, რესტორნებისა და რელიგიური ადგილების მაგალითების განხილვით/ანალიზით. \nმომხსენებელი ამტკიცებს\, რომ ემიგრანტების პირობების ცვლილებები აჩენს დემოკრატიულ საჯარო სივრცეებსა და ურბანულ სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.ქალაქის მთავრობა\, ურბანული დიზაინისა და ურბანული დაგეგმარების პროფესიონალები ინფორმირებულები უნდა იყვნენ და ეს საკითხები გაითვალისწინონ ქალაქის განვითარების პოლიტიკასა და სტრატეგიებში. \nმომხსენებლის შესახებ: \nინჟინერიის დოქტორი ჩერენ სეზერი\, RWTH აახენის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი ურბანული დიზაინის კათედრაზე\, ფლობს დოქტორისა და მაგისტრის ხარისხებს ურბანიზმის დარგში დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს არქიტექტურაში სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტიდან. მისი კვლევითი ინტერესი მოიცავს საჯარო სივრცეების სიცოცხლისუნარიანობასა და მდგრადობას\, ურბანულ ფორმას და საზოგადოებრივი სფეროს სოციალურ ცხოვრებასა და სივრცულ სამართლიანობას. ის “Visibility\, democratic public space and socially inclusive cities (2020)”-ის ავტორი და რამდენიმე სპეციალური ნომრისა და წიგნის თანარედაქტორია\, მათ შორისაა: Marketplaces as Urban Development Strategy\, Public Space and Urban Justice\, Spatial Justice in Urban Studies and Planning education (მომავალში გამოსაცემი)\, Marketplaces: movement\, representation and practices და The Design of the Public Realm – Emerging Theories and Practices (მომავალში გამოსაცემი). აკადემიამდე ჩერენი მუშაობდა როგორც არქიტექტორი და ურბანული დიზაინერი თურქეთში\, კვიპროსსა და ნიდერლანდებში. 2010 წელს მან დააარსა სამუშაო ჯგუფი „საზოგადოებრივი სივრცეები და ურბანული კულტურები“ ევროპის დაგეგმვის სკოლების ასოციაციის (AESOP) ფარგლებში. იგი კოორდინაციას უწევდა ჯგუფის შეხვედრებსა და ვორკშოპებს ჰელსინკიში\, ვენაში\, ანკარაში\, ბუქარესტში\, სტამბულში\, უტრეხტში\, გლაზგოში\, ლიუბლიანაში\, ლისაბონში\, ბეირუთში\, ნიქოზიასა და ამსტერდამში. \nაკადემიური მუშაობის გარდა ჩერენი მუშაობდა ექსპერტად და კურატორად ნიდერლანდების არქიტექტურის ინსტიტუტში (NAI)\, როტერდამის არქიტექტურის საერთაშორისო ბიენალესა და საზოგადოებრივი სივრცის ბიენალეზე რომში. იგი იყო მიწვეული სპიკერი სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში\, ETH Future Cities ლაბორატორიაში\, კარდიფის უნივერსიტეტში\, ლუცერნის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების კათედრასა და ბრიუსელის ვრიჯეს უნივერსიტეტში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 დეკემბერი\, 19:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, Zoom-ის ფორმატში: https://bit.ly/3ULqtRp \nMeeting ID:  833 262 9803 \nდასწრება თავისუფალია. \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/the-demise-of-a-just-city-amsterdamis-urbanuli-transphormatsia-cheren-sezeris-sajaro-mokhseneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/12/71932.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221215T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221215T160000
DTSTAMP:20260424T024024
CREATED:20221202T065211Z
LAST-MODIFIED:20240202T101021Z
UID:10000186-1671120000-1671120000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ბოიანა ბოგოვიჩ მატიაშიჩის საჯარო ლექცია – „პრობიოტიკური და დამწყები კულტურების რეზისტომები
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, ლუბლიანას უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის უფროსი მკვლევარი\, რძის პროდუქტებისა და პრობიოტიკების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ნუტრიციოლოგიის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკრობული ეკოლოგიის კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელი ბოიანა ბოგოვიჩ მატიაშიჩი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას თემაზე „პრობიოტიკური და დამწყები კულტურების რეზისტომები\, როგორც ანტიბიოტიკორეზისტენტობის გავრცელების პოტენციური რისკ-ფაქტორები“. \nმოხსენების შესახებ \nპროფესორი წარმოგიდგენთ ახალდასრულებული პროექტის „პრობიოტიკური და სასტარტო კულტურების რეზისტომები\, როგორც ანტიბიოტიკორეზისტენტობის გავრცელების პოტენციური რისკ-ფაქტორები“ შედეგებს. \nანტიმიკრობული საშუალებების ინტენსიურმა გამოყენებამ ადამიანის და ვეტერინარულ მედიცინაში ბოლო 50 წლის განმავლობაში გამოიწვია პათოგენური მიკროორგანიზმების ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის პრობლემა და შეამცირა ინფექციების მკურნალობის ეფექტურობა\, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ. კვებით ჯაჭვში განზრახ შეყვანილი პრობიოტიკური ბაქტერიები\, სასტარტო კულტურები და ბუნებრივად ფერმენტირებადი საკვები პროდუქტები\, ასევე რეზისტენტობის რეზერვუარებად იქნა გამოვლენილი. მაგრამ ამ პროდუქტების რეალური რისკი რეზისტენტობის თვალსაზრისით ჯერ არ არის სათანადოდ შეფასებული. \nწინამდებარე კვლევაში გამოყენებული იყო მიდგომა\, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ\, გენომურ და მეტაგენომურ კვლევას\, რათა შეფასდეს სასტარტო და პრობიოტიკური კულტურების გაჯერება ანტიბიოტიკორეზისტენტული გენებით და აღმოჩენილი ანტიბიოტიკორეზისტენტული გენებების გადაცემის რისკი. \nგარდა ამისა\, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის\, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით (პროფესორი ნინა ჭანიშვილი\, R&D დეპარტამენტის ხელმძღვანელი) მოხდა საქართველოში მაწვნის პროდუქტებიდან გამოყოფილი და ადრე დახასიათებული იზოლატების გამოკვლევა შედარებითი გენომიური ანალიზით და უსაფრთხოების კუთხით შეფასება. \nმომხსენებლის შესახებ \nბოიანა ბოგოვიჩ მატიაშიჩი არის ლუბლიანას უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის უფროსი მკვლევარი\, რძის პროდუქტებისა და პრობიოტიკების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ნუტრიციოლოგიის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკრობული ეკოლოგიის კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელი. მისი ძირითადი ინტერესის საგანია რძემჟავა ბაქტერიების და მათი მეტაბოლიტების დახასიათება\, პრობიოტიკების და მათი მეტაბოლიტების ფუნქციონირების შესწავლა\, ნაწლავის მიკრობიოტის/მიკრობიომისა და რეზისტომების შესწავლა. იგი ხელმძღვანელობდა 6 ახალგაზრდა მკვლევარს\, 5 სადოქტორო დისერტაციას და რამდენიმე სამაგისტრო ან საბაკალავრო დისერტაციას. ის კითხულობს ლექციებს ბიოტექნოლოგიის\, სურსათის მეცნიერებისა და ნუტრიციოლოგიის მიმართულების მაგისტრებისთვის და ბიომეცნიერებების მიმართულების დოქტორანტებისთვის. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 დეკემბერს\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, G106 აუდიტორია\, გ.წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2022 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/boiana-bogovich-matiashichis-sajaro-leqtsia-probiotikuri-da-damtsqhebi-kulturebis-rezistomebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221215T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221215T183000
DTSTAMP:20260424T024024
CREATED:20221212T070546Z
LAST-MODIFIED:20240201T112556Z
UID:10000217-1671129000-1671129000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნილაბის წლის შემაჯამებელი ღონისძიება
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორიაში ილიაუნის კიბერლაბორატორია „უნილაბის“ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. \nღონისძიებაზე უნილაბისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ისაუბრებენ მიმდინარე წელს განხორციელებულ შემდეგ პროექტებსა და პროგრამებზე : \n\nსანდროს წიგნების ვებგამოცემა\nონლაინ ილიაუნი\nდოკუმენტური ფილმის „მთელი სულით დასავლეთისკენ” ძველი ვებგვერდის რესტავრაცია\nმათემატიკის რესურსი\n„სცადე\, ისწავლე\, გაუზიარე“\nქართული ენის კორპუსი\nქალები მეცნიერებაში\nგლოსარიუმი\nლექსიკოგრაფების კონკურსი\nარქიტექტორების საიტი\nადიქციის ვებგვერდი\nვიზუალური პროგრამირების ეროვნული კონფერენცია\nQart NLP\nჰორტენზია\nინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა\n\nაუდიტორიას შესაძლებლობა ექნება\, მეტი გაიგოს უნილაბის საქმიანობის\, სასწავლო კურსებისა და აქსელერაციის პროგრამის შესახებ. \nღონისძიება 15 დეკემბერს\, 18:30-ზე\, დაიწყება და კიბერლაბორატორია უნილაბში გაიმართება. \nმისამართი: 3/5 ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი\, T კორპუსი\, აუდიტორია T406 \nუნილაბის შესახებ \nუნილაბი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია \, მიზნად ისახავს STEAM პროფესიების პოპულარიზაციას . უნილაბი აერთიანებს თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობებს შემდეგი მიმართულებებით: \n\nFront-End დეველოპმენტი;\nBack-End დეველოპმენტი;\nციფრული კომუნიკაციები\nგრაფიკული და ინტერფეის დიზაინი;\nICT პროექტების მართვა;\nნარატივდიზაინი.\n\nამასთან ქმნის სხვადასხვა ციფრულ პროდუქტსა და პლატფორმებს. \nდამატებითი ინფორმაციისთვის \n\ninfounilab@iliauni.edu.ge\nhttps://www.facebook.com/UniLabEdu\nhttps://unilab.iliauni.edu.ge\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 15 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორია\, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2022 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unilabis-tslis-shemajamebeli-ghonisdzieba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/12/72141.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221217T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221217T200000
DTSTAMP:20260424T024024
CREATED:20221125T062400Z
LAST-MODIFIED:20240201T112545Z
UID:10000205-1671307200-1671307200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „ძალად ექიმი“
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nკომედია მოგვითხრობს თუ როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ\, რომ მთავარი გმირი\, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია\, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება ძალუძს. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზრმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში\, რომელიც სინამდვილეში\, რა თქმა უნდა\, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება\, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“\, შეყვარებული წყვილის\, „განკურნებასაც“ ახერხებს. \n\nთარგმანი: ქეთი კვანტალიანი\nრეჟისორი: კოკო როინიშვილი\nმხატვარი: ბარბარე ასლამაზი\nმუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი\nქორეოგრაფი: თინათინ წულაძე\nტექნიკური რეჟისორი: თამუნა კამლაძე\n\nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nსგანარელ – ირაკლი ჩხიკვაძე\nმარტინ – ანი იმნაძე\nლუკა – ნოდარ ძოწენიძე\nჟერონტ – ანდრია ვაჭრიძე\nჟაკლინ – ანიკო შურღაია\nლუსინდ – ანკა ვასაძე\nლეანდრ – გიორგი კიკნაძე\n\nსპექტაკლში ჟღერს მუსიკა: \nRaphael – Balada De La Trompeta\nRaphael Beau – Ca Deroule\nRoque Banos – Circus Freaks\, Love at Park\,  Hidding In The Forest\, Titles\nll piccolo circo\nStephen Trask – The Show\nCirque Du Soleil – Wedding\nA. Zanzotto & Nin0 Rotta – Canto della Buranella \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 3 ნოემბერს \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით \n\nფოტო გალერეა\n\n\nდრო:  10\, 17  დეკემბერი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა:  1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2022 წელი \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-dzalad-eqimi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/71575.png
END:VEVENT
END:VCALENDAR