BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20220101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221108T135300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221108T135300
DTSTAMP:20260424T033643
CREATED:20221108T095230Z
LAST-MODIFIED:20240201T112837Z
UID:10000283-1667915580-1667915580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:CAUCASUS MOUNTAIN FORUM 2023
DESCRIPTION:Designed to be a meeting place for scientists\, policymakers\, and practitioners from the Caucasus region and beyond\, the third Caucasus Mountain Forum (CMF3) follows in the footsteps of CMF1 (2016) and CMF2 (2019) as a crucial opportunity for constructive interaction between scientists\, governmental experts\, and practitioners; with debate on opportunities and challenges and contributions to the improved coordination of sustainable development in the Caucasus region. \nThe theme of CMF3 “Transdisciplinarity for Sustainable Tourism Development: Role of Caucasus Scientists” will be perspectives and challenges of tourism development in the region\, which was identified as one of the hottest issues by the Caucasus Regional Research Agenda (C-RRA) adopted by CMF2 in Ankara in 2019. In particular\, the presentations and discussions of CMF2 determined that tourism\, even with both positive and negative impacts on nature\, local communities\, and economies\, plays the most important role in the Caucasus mountain regions’ socio-economic promotion. \nThe tourism sector constituted 3 to 15 percent of the GDP of the  Caucasus Ecoregion countries in 2019. Tourism development is interlinked with a number of other economic sectors such as agriculture\, transport\, infrastructure\, construction\, energy\, and\, in general\, socio-economic development and planning. The tourism sector also embraces different aspects of historical heritage and cultural diversity\, environmental and ecosystem protection\, climate change\, and water management. \nCMF3 will be held from 4 to 6 July 2023 and will be hosted by Kutaisi Akaki Tsereteli State University\, Georgia. \nCMF3 will offer a combination of plenary sessions open to the public\, research sessions\, workshops\, and poster sessions. The organisers invite participants to choose among the following types of contributions: \n\nAbstracts for oral presentation in research sessions (max 300 words + 5 keywords). Research sessions provide academic researchers with a chance to present and discuss their latest scientific findings. Researchers from non-academic settings (NGOs\, government\, private sector) are also invited.\nAbstracts for a practical example in a workshop (max. 300 words). The purpose of the workshops is to stimulate discussion and exchange between practitioners and scientists. Practical examples in policy advocacy; scientific networking; leveraging spatial data education for sustainable development\, natural hazards\, and disaster risk reduction are expected. As a consequence\, workshop presentations are expected to be short\, focusing on practical insights from development projects\, policy initiatives\, or teaching practices.\nAbstracts for a poster presentation (max. 200 words). Posters will be displayed in a prominent area. Poster presenters will attend two dedicated poster sessions. The size of the posters should not exceed A0 format (84 cm x 119 cm). One-page handouts will be available. The prize for the best poster will be awarded during the closing session.\n\nDeadlines: \nAbstract submission deadline: 15 January\, 2023 \nDeadline for the notification of abstract acceptance: 15 February 2023 \nAbstracts are to be submitted in English only to CMF2023@caucasus-mt.net using the Abstract Submission Form \nScholarships will be available primarily for participants from the region. \nFor more details visit: https://www.caucasus-mt.net/Caucasus-Mountain-Forum-2023 \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/caucasus-mountain-forum-2023/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70874.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221108T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221108T190000
DTSTAMP:20260424T033643
CREATED:20221103T062800Z
LAST-MODIFIED:20240201T112832Z
UID:10000280-1667934000-1667934000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია სახალხო დამცველის კანდიდატებთან
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება კავშირ „საფართან” თანამშრომლობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე სახალხო დამცველის კანდიდატებთან. \nმომხსენებლები \nანა აბაშიძე\, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი; სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი \nნაზი ჯანეზაშვილი\, ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი; სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი \nგიორგი ბურჯანაძე\, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი \nმოდერატორი \nანა აფციაური\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის კოორდინატორი; თანასწორობის მოძრაობის სამართლებრივი ოფიცერი \nდისკუსიის თემატიკა \nპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო. Პარლამენტში რეგისტრირებული 19 კანდიდატიდან 3 არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს. მათი შერჩევის პროცესში 52 ორგანიზაცია მონაწილეობდა. \nსახალხო დამცველობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესი სამოქალაქო სექტორმა ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო. 52 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა შესაფერისი კანდიდატების შერჩევაზე – გაიწერა კრიტერიუმები\, შესაბამისად\, შეფასების მეთოდები\, შიდა კენჭისყრის წესები და პროცედურები. შედეგად\, 27 სექტემბერს წარადგინეს სამი კანდიდატი. აღსანიშნავია\, რომ კანიდატებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს პარლამენტის მიერ შექმნილი 9-კაციანი კომისიისგანაც. \nმოქმედ სახალხო დამცველს\, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. Პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს. დისკუსიაზე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება\, მოისმინოს კანდიდატების მოსაზრებები მიმდინარე პროცესებზე\, აგრეთვე მათი სამომავლო ხედვები და მიზნები. \nსემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი\, რომელთაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს. \nდასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ\, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/4psb8hay \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 8 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-sakhalkho-damtsvelis-kandidatebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70813.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221108T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221108T200000
DTSTAMP:20260424T033643
CREATED:20221104T080838Z
LAST-MODIFIED:20240201T112824Z
UID:10000275-1667937600-1667937600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „ძალად ექიმი“
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სპექტაკლი „ძალად ექიმი“\, კომედია ერთ მოქმედებად. \nსპექტაკლის შესახებ \nკომედია მოგვითხრობს\, როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ\, რომ მთავარი გმირი\, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია\, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება შეუძლია. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზარმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში\, რომელიც სინამდვილეში\, რა თქმა უნდა\, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება\, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“\, შეყვარებული წყვილის\, „განკურნებასაც“ ახერხებს. \nვინ შექმნა სპექტაკლი \nმთარგმნელი ქეთი კვანტალიანი\nრეჟისორი კოკო როინიშვილი\nმხატვარი ბარბარე ასლამაზი\nმუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილი\nქორეოგრაფი თინათინ წულაძე\nტექნიკური რეჟისორი თამუნა კამლაძე \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \nსგანარელი – ირაკლი ჩხიკვაძე\nმარტინი – ანი იმნაძე\nლუკა – ნოდარ ძოწენიძე\nჟერონტი – ანდრია ვაჭრიძე\nჟაკლინი – ანიკო შურღაია\nლუსინდა – ანკა ვასაძე\nლეანდრო – გიორგი კიკნაძე \n\nბილეთის ფასი  \n\n20 ლარი\nილიაუნის სტუდენტებისთვის – 5 ლარი\nსხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის – 10 ლარი\n\nმოცემული ფასებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის თეატრის სალაროში ბილეთების დაჯავშნით. \nროგორ დავჯავშნო და შევიძინო ბილეთი? \nილიაუნის თეატრის სალარო \nტელეფონის ნომერი: +995 32 2 29 47 15 \nსამუშაო განრიგი: ყოველდღე\, ორშაბათის გარდა\, 13:00-20:00 საათები \nbiletebi.ge\nონლაინ 24 საათის განმავლობაში ბმულიდან https://bit.ly/3DAgpUE \n\nდრო: 8 ნოემბერი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1.5 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-dzalad-eqimi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70823.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221109T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221109T140000
DTSTAMP:20260424T033643
CREATED:20221108T063900Z
LAST-MODIFIED:20240201T112816Z
UID:10000266-1668002400-1668002400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა“ – წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:9 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფონდი „აი ია“ გამართავს ელექტრონული წიგნის „სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა“ პრეზენტაციას. \nწიგნში აღწერილია სმენადაზიანებული ბავშვების რეაბილიტაციის სამედიცინო\, ტექნიკური და ფსიქოსაგანმანათლებლო მეთოდები\, მოცემულია ინფორმაცია სასმენი აპარატების\, კოხლეარული და ტვინის ღეროს იმპლანტების\, ბავშვების სმენის პროთეზირების თავისებურებათა შესახებ\, განხილულია მეტყველების განვითარების სმენითი მეთოდი. \nპედაგოგიურ და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის\, სმენითი რეაბილიტაციის მეთოდის ავტორის\, ინა კოროლიოვას წიგნის ქართული თარგმანი ფონდის „აი ია“ აუდიოვერბალურ თერაპევტ თეა გოჩიტაშვილს ეკუთვნის. \nწიგნზე ასევე იმუშავეს კონსულტანტებმა სოფიო ნადირაძემ\, კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრმა\, მაკ ჯორჯიას პროგრამის „მშობლის სკივრი“ ხელმძღვანელმა\, და ნინო ლომიძემ\, რომელიც კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი და მაკ ჯორჯიას ფსიქოლოგების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. \nწიგნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების სამაგისტრო კურსში ინტეგრირდა და ილიაუნის ბიბლიოთეკას გადაეცა. \nპრეზენტაციაზე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები და საკითხით დაინტერესებული პირები სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა გარშემო არსებულ სისტემურ გამოწვევებსა და რესურსებზე ისაუბრებენ. \nსახელმძღვანელო შეიქმნა მაკ ჯორჯიას მიერ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის „სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერის“ ფარგლებში. \nპროექტის თანადამფინანსებელი და განმახორციელებელია სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“\, საინვესტიციო ჰოლდინგის\, სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების მნიშვნელოვანი ფონდი. პროექტის პარტნიორია კომპანია „კინდსმენა“. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 9 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილია ჭავჭავაძის გამზ. N32 \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/smenis-dazianebis-mqone-bavshvtha-mkhardatchera-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70866.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221109T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221109T180000
DTSTAMP:20260424T033644
CREATED:20221102T110700Z
LAST-MODIFIED:20240201T112811Z
UID:10000261-1668016800-1668016800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის დებატების კლუბი იწყებს ახალი წევრების მიღებას
DESCRIPTION:დებატების კლუბები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტში არსებობს და მათ პოპულარობას ხელს უწყობს თამაშის ფორმა\, რომელიც სტუდენტებს ახალი სამომავლო კარიერისათვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. \nშესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ დებატების კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ ილიაუნის ბაკალავრიატის სტუდენტებს\, რომლებსაც სამომავლოდ შეეძლებათ მონაწილეობა დებატების ეროვნულ და საერთაშორისო ფორუმებში\, რომლებიც მუდმივად იმართება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ეგიდით. ეს ინსტიტუტი საერთაშორისო დებატების ასოციაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოში. ფორუმში\, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს\, მონაწილეობს ყველა ის ქვეყანა\, რომლებშიც არსებობს დებატების კლუბები. \nკლუბის წევრობის მსურველებმა უნდა გაიარონ ორეტაპიანი კონკურსი. \nპირველი ეტაპია რეგისტრაცია\, მეორე – ზეპირი გასაუბრება. \nპირველ ეტაპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3DumQsq \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 ნოემბერი\, 23:59 საათი \nიმისათვის\, რომ კონკურსი წარმატებით გაიაროთ და გახდეთ დებატების კლუბის წევრი\, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გიწვევთ კლუბის პრეზენტაციაზე. \nდრო: 9 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის ქ.N3 / 5\, T102 საკონფერენციო დარბაზი \n2022 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-debatebis-klubi-itsqhebs-akhali-tsevrebis-mighebas/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70811.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221110T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221110T130000
DTSTAMP:20260424T033644
CREATED:20221108T141047Z
LAST-MODIFIED:20240201T112804Z
UID:10000255-1668085200-1668085200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორ დომენიკ ლივენის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:10 ნოემბერს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით\, თანამედროვე ისტორიის სემინარების სერიის ფარგლებში\, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის ისტორიის საუკეთესო მკვლევარი\, პროფესორი დომენიკ ლივენი დისტანციურ ფორმატში პლატფორმა ზუმის გამოყენებით გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: იმპერიების არსი\, განვითარების თავისებურებები და საბოლოო ბედი. \nშეხვედრაზე პროფესორი ლივენი ასევე ისაუბრებს 2022 წელს გამოცემულ თავის წიგნზე “In the Shadow of the Gods: The Emperor in World History (2022)”. \nმომხსენებლის შესახებ \nდომინიკ ლივენი არის კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი. მის კალამს ეკუთვნის არაერთი კვლევა\, მათ შორის Russia and the Origins of the First World War (1983)\, The Aristocracy in Europe (1992)\, Empire: The Russian Empire and its Rivals (2003)\, Russia Against Napoleon: The Battle for Europe\, 1807 to 1814 (2009)\, The End of Tsarist Russia: The March to World War I and Revolution\, Penguin Random House (2015)\, In the Shadow of the Gods: The Emperor in World History (2022)/ \nვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: shorturl.at/bpDPW \nდრო: 10 ნოემბერი\, 13:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმი \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fNLUml \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kembrijis-universitetis-prophesor-domenik-livenis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70944.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221110T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221110T200000
DTSTAMP:20260424T033644
CREATED:20221108T085938Z
LAST-MODIFIED:20240201T112758Z
UID:10000247-1668110400-1668110400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „სკამები“
DESCRIPTION:10 ნოემბერს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სპექტაკლი „სკამები“\, აბსურდული კომედია ერთ მოქმედებად. \nსპექტაკლის შესახებ \nსამი რეალური პერსონაჟი უამრავი რეალური სკამისა და მოჩვენებითი სტუმრების გარემოცვაში\, რომლებსაც ეჟენ იონესკოს პიესის გმირები ხვდებიან\, სიახლეებს უზიარებენ\, ეჭორავებიან. ორატორიც მალე უნდა მოვიდეს და წაიკითხოს მოხსენება ახალი აღმოჩენის შესახებ. სტუმრები მთელი სამყაროა\, ადამიანებიც და ღმერთიც\, ხოლო აღმოჩენა – ცხოვრების არსი\, რომლის გაცხადებას სპექტაკლის პერსონაჟებთან ერთად ველოდებით\, ველოდებით\, ველოდებით… გარშემო კი უამრავი ცარიელი სკამია. \nვინ შექმნა სპექტაკლი \n\nმთარგმნელი დავით კახაბერი\nრეჟისორი ანა ბალიაშვილი (სადიპლომო ნაშრომი)\nმხატვარი თეო კუხიანიძე\nტექნიკური რეჟისორი თეკლე ფედროვი\nდადგმის ხელმძღვანელი ვანო ხუციშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\n\nმონაწილეობენ \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები: \n\nვლადიმერ ვაშაკიძე\nთინათინ ნიკოლაშვილი\nანიკო შურღაია\n\n\nბილეთის ფასი  \n\n20 ლარი\nილიაუნის სტუდენტებისთვის – 5 ლარი\nსხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის – 10 ლარი\n15 ან მეტი ბილეთის შეძენის შემთხვევაში – 1 ბილეთის ფასი 15 ლარი\n\nმოცემული ფასებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის თეატრის სალაროში ბილეთების დაჯავშნით. \nროგორ დავჯავშნო და შევიძინო ბილეთი? \nილიაუნის თეატრის სალარო \nტელეფონის ნომერი: +995 32 2 29 47 15 \nსამუშაო განრიგი: ყოველდღე\, ორშაბათის გარდა\, 13:00-20:00 სთ. \nbiletebi.ge \ntkt.ge  \nონლაინ 24 საათის განმავლობაში ბმულიდან https://bit.ly/3ThGFZY \n\nდრო: 10 ნოემბერი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1საათი და 20 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2022 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-skamebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70868.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221112T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221112T200000
DTSTAMP:20260424T033644
CREATED:20221108T070037Z
LAST-MODIFIED:20240201T112745Z
UID:10000239-1668283200-1668283200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „უხერხემლო“
DESCRIPTION:12 ნოემბერს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სპექტაკლი „უხერხემლო“\, დრამა ერთ მოქმედებად. \nსპექტაკლის შესახებ   \nროგორია საქართველოში ცხოვრება\, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების\, ოჯახის\, საზოგადოების\, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე\, ან ღირს კი გადარჩენა\, როდესაც არავის სჭირდები\, არავის ესმის შენი? ამ ტრაგიკულ ამბავში\, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა\, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს\, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა\, სადაც მშობლებს განსხვავებული ორიენტაციის შვილის დაკრძალვა მეზობლებისგან\, სოფლისგან\, ქვეყნისგან მალულად უწევთ. \nვინ შექმნა სპექტაკლი \n\nრეჟისორი გელა გულიაშვილი (სადიპლომო ნაშრომი)\nმხატვარი თეო კუხიანიძე\nტექნიკური რეჟისორი მაკა მეტრეველი\nდადგმის ხელმძღვანელი: ვანო ხუციშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\n\nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nმართა – მაიკო ხორნაული\nმამია – გიორგი ცერცვაძე\nნინო – ანიკო შურღაია\nდანიელი – გიორგი მაქაძე\n\n\nბილეთის ფასი  \n\n20 ლარი\nილიაუნის სტუდენტებისთვის – 5 ლარი\nსხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის – 10 ლარი\n15 ან მეტი ბილეთის შეძენის შემთხვევაში – 1 ბილეთის ფასი 15 ლარი\n\nმოცემული ფასებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის თეატრის სალაროში ბილეთების დაჯავშნით. \nროგორ დავჯავშნო და შევიძინო ბილეთი?    \nილიაუნის თეატრის სალარო \nტელეფონის ნომერი: +995 32 2 29 47 15 \nსამუშაო განრიგი: ყოველდღე\, ორშაბათის გარდა\, 13:00-20:00 სთ. \nbiletebi.ge \ntkt.ge  \nონლაინ 24 საათის განმავლობაში ბმულიდან https://bit.ly/3tabvZA \n\nსპექტაკლი გაიმართება ინგლისური სუბტიტრებით. \nდრო: 12 ნოემბერი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2022 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-ukherkhemlo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70867.png
END:VEVENT
END:VCALENDAR