BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20220101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221024T103000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221024T103000
DTSTAMP:20260424T033600
CREATED:20221019T082603Z
LAST-MODIFIED:20240201T112908Z
UID:10000305-1666607400-1666607400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ისტორიის სწავლება: განათლება და იდენტობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ – სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენცია
DESCRIPTION:24 ოქტომბერს\, 10:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენცია „ისტორიის სწავლება: განათლება და იდენტობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ მეხსიერების პოლიტიკის შესახებ. \nჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან (SOVLAB) ერთად ყოველწლიურად მართავს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციას მეხსიერების პოლიტიკაზე\, რათა მიმოიხილოს ისტორიის კვლევა და სწავლება სამხრეთ კავკასიაში. \nმეხსიერების პოლიტიკის მკვლევრები და მეცნიერები აღწერენ\, საგანმანათლებლო დაწესებულებები დღეს როგორ განაგრძობენ სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა საგანმანათლებლო პრაქტიკას. საკლასო ოთახებსა და ისტორიის წიგნებში საბჭოთა პერიოდის მსგავსად მოსწავლეებს ხშირად აცნობენ წარსულის ერთ ოფიციალურ ინტერპრეტაციას. \nმომხსენებლები იმსჯელებენ ისტორიის სწავლების მეთოდებზე\, ისტორიულ ნარატივებზე და განიხილავენ მიმდინარე დებატებს ისტორიის როლზე ახალგაზრდების იდენტობის ჩამოყალიბებაში. \nჰაინრიჰ ბიოლის ფონდი პარტნიორებთან ერთად მხარს უჭერს კვლევებსა და დისკუსიებს მეხსიერების პოლიტიკის მნიშვნელოვან თემაზე და ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიული განვითარების პროცესს. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ისტორიის\, ანთროპოლოგიის\, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით მომუშავე მეცნიერები\, მკვლევრები და სტუდენტები. \nვრცლად კონფერენციის შესახებ https://bit.ly/3seP9px \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 24 ოქტომბერი\, 10:30 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია B201\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2022 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/istoriis-stsavleba-ganathleba-da-identobis-mshenebloba-samkhreth-kavkasiashi-samkhreth-kavkasiis-regionuli-konpherentsia/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/70077.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221024T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221024T150000
DTSTAMP:20260424T033600
CREATED:20221019T073400Z
LAST-MODIFIED:20240201T112903Z
UID:10000303-1666623600-1666623600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ერთობლივი დასაქმების ფორუმი 2022
DESCRIPTION:24 ოქტომბერს\, 15:00-17:00 საათზე\, შერატონ მეტეხი პალასის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სდსუ – საქართველოს\, თსუ-ის\, ილიაუნისა და სტუ-ის ერთობლივი დასაქმების ფორუმი. \nღონისძიების მიზანია დამსაქმებლებისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოსა და პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო პროგრამების წარმატებული სტუდენტების დაკავშირება დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობისათვის. \nსტუდენტებს\, რომლებიც სწავლობენ STEM მიმართულების პროგრამებზე – ელექტრული ინჟინერია\, კომპიუტერული ინჟინერია\, კომპიუტერული მეცნიერება\, სამოქალაქო ინჟინერია\, ქიმია/ბიოქიმია – შესაძლებლობა გაქვთ\, დარეგისტრირდეთ დასაქმების ფორუმზე 21 ოქტომბრამდე. \nსარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3gmuaP3 \nდაინტერესებულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა\, დაესწრონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერულ საკითხებზე მრჩევლის\, ბრიანა ქუინტეროს ონლაინტრენინგს\, სადაც მიიღებენ რჩევებს CV-ის შედგენასთან დაკავშირებით. \nონლაინტრენინგი გაიმართება 19 ოქტომბერს\, 20:30-დან 21:30 საათამდე. \nZoom Link: https://bit.ly/3giT4iv \nPassword: 437093 \nგთხოვთ\, თან იქონიოთ თქვენი CV-ის რამდენიმე ამობეჭდილი ვერსია\, რათა დაინტერესების შემთხვევაში დამსაქმებელს დაუტოვოთ. \nდრო: 24 ოქტომბერი\, 15:00-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: შერატონ მეტეხი პალასი\, დიდი საკონფერენციო დარბაზი \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erthoblivi-dasaqmebis-phorumi-2022/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/70034.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221024T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221024T190000
DTSTAMP:20260424T033600
CREATED:20221010T130806Z
LAST-MODIFIED:20240201T112859Z
UID:10000300-1666638000-1666638000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევის მონაცემების მართვა (Research Data Management) - სემინარი სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:2022 წლის 24 ოქტომბერს 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გიწვევთ სემინარზე\, რომელსაც გაუძღვება მაქს პლანკის (მიუნხენი\, გერმანია) ციფრული ბიბლიოთეკის თანამშრომელი დოქტორი ივ ვინსენტ გროსმანი. \nსემინარზე დეტალურად განიხილება კვლევის მონაცემების მართვასთან დაკავშირებული ასპექტები: კვლევის მონაცემების დეფინიცია; მეტამონაცემები და სტანდარტები; FAIR DATA პრინციპები; სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები; კვლევის მონაცემების გრძელვადიანი დაარქივება. მომხსენებელი პირველ ნაწილში ისაუბრებს ზოგად არსსა და მნიშვნელობაზე\, მეორე ნაწილში კი განიხილავს კონკრეტულ მაგალითებს. \nსემინარი საინტერესო იქნება სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის მეცნიერების ყველა დარგში\, ასევე მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის. \nსემინარი ჩატარდება 24 ოქტომბერს 19:00 საათზე დისტანციურ ფორმატში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nსემინარზე დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია ბმულზე. \n2022 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kvlevis-monatsemebis-marthva-research-data-management-seminari-sadoqtoro-saphekhuris-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/69486.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221026T104800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221026T104800
DTSTAMP:20260424T033600
CREATED:20221021T064807Z
LAST-MODIFIED:20240201T112858Z
UID:10000298-1666781280-1666781280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:MDF მედიაწიგნიერების ფორუმი 2022
DESCRIPTION:26-27 ოქტომბერს მედიის განვითარების ფონდი (MDF)\, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების მე-11 გლობალური კვირეულის ფარგლებში მასპინძლობს ყოველწლიურ მედიაწიგნიერების ფორუმს. \nღონისძიება ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით. \nღონისძიება მედია და ინფორმაციული წიგნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს შემდეგ თემატურ ვორკშოპებს: \nგემიფიკაცია – „ცეცხლთან ცეცხლით ბრძოლა: როგორ გავხდეთ ბოროტი გენიოსი და ვმართოთ მსოფლიო”\, ლიზა პოოტი\, The Bad News Game https://bit.ly/3z32d55 \nგეოლოკაცია – „როგორ ვიმოგზაუროთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გეოლოკაციის გამოყენებით”\, მაიკო რატიანი\, მითების დეტექტორი/MDF; მანანა თევზაძე\, საქართველოს ლურჯი ფარი https://bit.ly/3CUnv5V \nნარატივდიზაინი – „როგორ შევქმნათ ჩეტბოტები”\, სანდრო ასათიანი და მენტორი თამთა პაპუკაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი https://bit.ly/3eKqHcB \nკოდინგი – „რა არის კოდინგი და როგორ შევძლოთ კომპიუტერულ კოდთან მუშაობა”\, სანდრო ასათიანი და გიორგი კვარაცხელია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი https://bit.ly/3scBGOO \nთემატური ვორკშოპების გარდა ფორუმი ტრადიციულად MIL თამაშების ბაზრობასაც უმასპინძლებს და მონაწილეები გაეცნობიან MDF-ის ახალ თამაშს „კიბერხოკერა“. \nფორუმზე წარმოდგენილი იქნება MDF-ის ახალი კვლევა\, რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის გავლენას სწავლობს. \nღონისძიებაზე მედიაწიგნიერების პროექტის ფარგლებში მომზადებული კლიპების პრეზენტაციაც გაიმართება\, რომელთაგან ერთ-ერთი #GlobalFact9-ის ნომინაციის „ყველაზე კრეატიული ფორმატი“ გამარჯვებულია. \nფორუმი 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ ახალგაზრდას და „მითების დეტექტორის” წლის საუკეთესო პუბლიკაციებს გამოავლენს. \nმედიაწიგნიერების ფორუმს მედიის განვითარების ფონდი 2019 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლობიანი მედია მოხმარებისთვის“ ფარგლებში მართავს. \nდამატებითი ინფორმაციისთვის: https://bit.ly/3Dh7Krp \n2022 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mdf-mediatsignierebis-phorumi-2022/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/70074.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221026T180300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221026T180300
DTSTAMP:20260424T033600
CREATED:20221026T140244Z
LAST-MODIFIED:20240201T112854Z
UID:10000296-1666807380-1666807380@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერაქტიული გამოფენა: სამყარო. ადამიანი. ინტელექტი – გახსნითი ღონისძიება
DESCRIPTION:25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა გერმანიის უახლესი სამეცნიერო მიღწევებისადმი მიძღვნილი ინტერაქტიული გამოფენა „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი”\, რომლის ორგანიზატორებიც უნივერსიტეტთან ერთად არიან გოეთეს ინსტიტუტი და მაქს პლანკის საზოგადოება. \nგამოფენა მოგვითხრობს კაცობრიობის დიდ საიდუმლოებებსა და მეცნიერული აზროვნების მიღწევებზე. \n„სამყარო. ადამიანი. ინტელექტი“ წარმოადგენს მაქს პლანკის საზოგადოების კვლევის შედეგებს\, მიმდინარე და სამომავლო კვლევით პროექტებს გერმანიიდან და სვამს ისეთ შეკითხვებს\, რომლებიც კაცობრიობის მიერ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. \nგამოფენის მიზანია ინტერესის გაღვივება მეცნიერებისა და გერმანული ენის მიმართ. \nგამოფენა ხუთი თემატური სფეროსგან შედგება: „სამყარო“\, „ჰომო საპიენსის გზა“\, „ჩვენი ტვინი“\, „ცხოვრება ანთროპოცენში“ და „ხელოვნური ინტელექტი“. თითოეულ მოდულში არის ინსცენირების ელემენტი: მაგალითად\, მონიტორი „ფეისმორფინგისთვის”\, ატმოსფერული გარსი\, რომელიც აჩვენებს დისტანციებს გალაქტიკაში ან თაროები სხვადასხვა ლაბორატორიული ჭურჭლით. \nგამოფენაზე\, რომელიც 29 ნოემბრამდე უმასპინძლებს დამთვალიერებლებს\, გაგაცნობთ ბევრ საინტერესო სამეცნიერო სიახლეს. \nQR კოდების მეშვეობით გადახვალთ ვიდეოების\, სურათებისა და პოდკასტების სახით წარმოდგენილ დამატებით მასალაზე. \nგამოფენა ძირითადად გამიზნულია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის\, რომლებიც სწავლობენ გერმანულ ენას და აინტერესებთ მეცნიერება. თუმცა გამოფენაზე მოსვლა შეუძლიათ სხვა დაინტერესებულ პირებსაც. \nგამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის: https://bit.ly/3SGxS3n  \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/interaqtiuli-gamophena-samqharo-adamiani-inteleqti-gakhsnithi-ghonisdzieba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/70724.png
END:VEVENT
END:VCALENDAR