BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20220101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220517T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220517T110000
DTSTAMP:20260426T052200
CREATED:20220504T064224Z
LAST-MODIFIED:20240201T113300Z
UID:10000418-1652785200-1652785200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჩო ჯუკვანის საჯარო ლექცია: თარგმნის მნიშვნელობა კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში
DESCRIPTION:კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი კორეის კვირეულის ფარგლებში\, 17 მაისს\, 11:00 საათზე\, იონსეის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი\, „ვეფხისტყაოსნის“ კორეულ ენაზე მთარგმნელი ჩო ჯუკვანი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „თარგმნის მნიშვნელობა კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში“. \nპროფესორი ჩო ჯუკვანი დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისას მიღებულ გამოცდილებას\, გააკეთებს ისტორიულ და კულტურულ პარალელებს და ისაუბრებს საქართველო-კორეას შორის ურთიერთობებზე. \nდრო: 17 მაისი\, 11:00-12:00 საათი \nსამუშაო ენები: კორეული\, ქართული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nფორმატი: ჰიბრიდული\, უზრუნველყოფილი იქნება ფეისბუქლაივი https://www.facebook.com/Iliauni \nLive – ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3LNf3ce \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/cho-jukvanis-sajaro-leqtsia-thargmnis-mnishvneloba-kulturuli-urthierthobebis-chamoqhalibebis-protsesshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/05/65396.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220517T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220517T120000
DTSTAMP:20260426T052200
CREATED:20220504T081247Z
LAST-MODIFIED:20240201T113257Z
UID:10000416-1652788800-1652788800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ოთარ ბერეჟიანის საჯარო ლექცია: კორეული ტალღა – როგორ შეიქმნა და რა მოუტანა სამხრეთ კორეას კულტურული ექსპორტის წარმატებულმა პოლიტიკამ
DESCRIPTION:კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი კორეის კვირეულის ფარგლებში\, 17 მაისს\, 12:00 საათზე. ჰანკუკის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ოთარ ბერეჟიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „კორეული ტალღა – როგორ შეიქმნა და რა მოუტანა სამხრეთ კორეას კულტურული ექსპორტის წარმატებულმა პოლიტიკამ“. \nლექციის შესახებ \nბოლო წლების განმავლობაში კორეულმა ფილმებმა\, მომღერლებმა და ტელეგადაცემებმა დიდ პოპულარობას მიაღწია. მომხსენებელი განიხილავს\, როგორმა პოლიტიკამ და ტრენდებმა შეუწყო ხელი კორეის კულტურის პოპულარიზაციას და რა სარგებელი მოაქვს ეგრეთ წოდებულ „კორეულ ტალღას” სახელმწიფოსა და მისი ხალხისთვის. \nმომხსენებლის შესახებ  \nოთარ ბერეჟიანმა დაამთავრა სოფიის უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის განხრით. აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის განხრით სეულის გიონგის უნივერსიტეტიდან. \nამჟამად მუშაობს საერთაშორისო ბიზნესის კონსალტინგის სფეროში და მოწვეული ლექტორია ჰანკუკის უნივერსიტეტში. იგი ოცი წელია სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და აქტიურად მონაწილეობს სეულის სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში\, ამიტომ 2018 წელს სეულის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. \nდრო: 17 მაისი\, 12:00 – 13:00 საათი \nსამუშაო ენა: ქართული \nფორმატი: ჰიბრიდული\, უზრუნველყოფილი იქნება ფეისბუქლაივი https://www.facebook.com/Iliauni \nLive – ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3seQKMh \n2022 წელი \n  \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/othar-berezhianis-sajaro-leqtsia-koreuli-talgha-rogor-sheiqmna-da-ra-moutana-samkhreth-koreas-kulturuli-eqsportis-tsarmatebulma-politikam/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/05/65491.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220517T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220517T140000
DTSTAMP:20260426T052200
CREATED:20220428T094333Z
LAST-MODIFIED:20240201T113255Z
UID:10000415-1652796000-1652796000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ერიკ ლის ვორქშოფი: „ისტორიული პროზა: რატომ და როგორ ვწერ”
DESCRIPTION:საქართველოს მწერალთა სახლი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა „ზიარი“ გიწვევთ ამერიკელი ავტორისა და მკვლევრის\, ერიკ ლის ვორქშოფზე „ისტორიული პროზა: რატომ და როგორ ვწერ”\, რომელიც შედგება 17 მაისს\, 14:00-დან 18:00 საათამდე\, მწერალთა სახლში\, თბილისში (ი. მაჩაბლის ქ. N13). \nერიკ ლი მრავალი სტატიის\, წიგნისა და კვლევის ავტორია. ის იკვლევს მე-20 საუკუნის ისტორიას; საქართველოზე გამოქვეყნებული აქვს ორი წიგნი: „ექსპერიმენტი\, მივიწყებული ქართული რევოლუცია“ (The Experiment\, Georgia’s Forgotten Revolution)\, 2018 და „ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში” (Night of the Bayonets: The Texel Uprising and Hitler’s Revenge\, April-May 1945)\, 2020. მთარგმნელი ქეთი ქანთარია\, გამომცემლობა Poezia Press („ზიარი“). \nერიკ ლი თბილისს 2022 წლის მაისში ერთი თვით ეწვევა მწერალთა სახლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში „ილიაუნის“ ფინანსური მხარდაჭერით. ის იცხოვრებს მწერალთა სახლის რეზიდენციაში და იმუშავებს ბოლშევიკური ტერორის დროს რეპრესირებული ქართველი ავტორების თემაზე. ინიციატივა უკავშირდება რეპრესირებული მწერლების მუზეუმს\, რომლის გახსნაც სექტემბერში მწერალთა სახლში იგეგმება აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით. \nთბილისში ერიკ ლის გადაეცემა ილიაუნის საპატიო დოქტორის ხარისხი და ის გამართავს რამდენიმე შეხვედრას\, მათ შორის – მკითხველთან თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში და ზემოხსენებულ ვორქშოფს დოკუმენტური და ისტორიული პროზის ავტორებისთვის. \nდასწრება უფასოა. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. \nერიკ ლი ქართველ კოლეგებს\, საქართველოს ისტორიითა და დოკუმენტური პროზით დაინტერესებულ მოქმედ თუ მომავალ ავტორებს\, ისტორიის მიმართულების დოქტორანტებს გაუზიარებს მუშაობის გამოცდილებას\, ისტორიულ წყაროებზე მუშაობის სპეციფიკას და თავისი საქმიანობის სხვა ტექნიკურ თუ შინაარსობრივ ასპექტებს. \nვფიქრობთ\, ეს ვორქშოფი მნიშვნელოვანი იქნება პროფესიული ისტორიული კვლევის მეთოდებისა და თხრობის შეხამების დახვეწისათვის\, ასევე საქართველოს ისტორიაზე მომუშავე უცხოელი მკვლევრების თვალსაზრისისა და მეთოდოლოგიის გასაცნობად. \nვორქშოფი წარიმართება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით. \nმონაწილეობის მისაღებად მოგვწერეთ ელფოსტაზე  residency@writershouse.ge 10 მაისის ჩათვლით. გთხოვთ\, სათაურის ველში მიუთითოთ „ერიკ ლის ვორქშოფი“.  ასევე გამოგვიგზავნოთ თქვენი მოკლე რეზიუმე ინგლისურად (საკმარისია 100-150 სიტყვა) პროფესიული გამოცდილების\, საქმიანობისა და ინტერესების შესახებ. \nგელით და გისურვებთ წარმატებებს! \nთარიღი: 17 მაისი\, 2022 წ. \nდრო: 14:00 – 18:00 სთ (ხანმოკლე შესვენებით) \nადგილი: მწერალთა სახლი\, მაჩაბლის ქ. N13 \nსამუშაო ენა: ინგლისური\, ქართული თარგმანით \n2022 წელი \n\n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erik-lis-vorqshophi-istoriuli-proza-ratom-da-rogor-vtser/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/04/65352.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220517T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220517T140000
DTSTAMP:20260426T052200
CREATED:20220504T090736Z
LAST-MODIFIED:20240201T113253Z
UID:10000413-1652796000-1652796000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დახურული ვორკშოპი ილიაუნის კორეული ენის კურსის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი კორეის კვირეულის ფარგლებში\, 17 მაისს\, 14:00 საათზე\, ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის (კორეის რესპუბლიკა) წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეული ენის კურსის სტუდენტებისთვის გამართავენ დახურული ვორკშოპების სერიას თემებზე: \n\nკორეული ენისა და დამწერლობის პრაქტიკული თავისებურებები;\nქალ მწერალთა როლი ტრადიციულ კორეულ საზოგადოებაში.\n\nვორკშოპი 3 სესიად ჩატარდება. \nსესია 1: მსოფლიოს დამწერლობითი სისტემების ტიპოლოგია: კორეული ჰანგუელის უნიკალურობა \nმსოფლიო დამწერლობითი სისტემების ლინგვისტურ ტიპოლოგიაში შესავლის შემდეგ გაიმართება მსჯელობა ჰანგუელის მახასიათებელთა შესახებ. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა\, ტიპოლოგიური პერსპექტივიდან შეადარონ ერთმანეთს ქართული და ჰანგუელის დამწერლობითი სისტემები. \nსესია 2: კორეული გამოთქმა: პრაქტიკა \nსესიაზე მენტორები განიხილავენ იმ გავრცელებულ თავისებურებებს\, რომელთაც კორეულ ენაზე მოსაუბრე ქართველები გამოთქმისას ხშირად ავლენენ. კორეულ ფონეტიკასა და გამოთქმასთან დაკავშირებული რჩევების გაცნობის თეორიული ნაწილის შემდეგ ვორკშოპის მონაწილე სტუდენტები დაიყოფიან მცირე ჯგუფებად და კორეული ენის გამოთქმის სავარჯიშოებს შეასრულებენ ინსტრუქტორთან ერთად\, რომლისთვისაც კორეული ენა მშობლიურია. \nსესია 3: ჩოსონის დინასტიის (Joseon Dynasty) პერიოდის ორი პოეტი ქალი: ქალთა ხმები მამაკაცებით დომინირებულ საზოგადოებაში \nსესიაზე სტუდენტები გაეცნობიან ჩოსონის დინასტიის პერიოდის ორ პოეტ ქალს – ჰვანგ ჯინისა და ჰეონანსეოლჰეონს. სტუდენტები მათ მცირე ლექსებს წაიკითხავენ\, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მამაკაცებით დომინირებულ საზოგადოებაში ქალების თვითგამოხატვის შესახებ. \nდრო: 17 მაისი\, 14:00 – 17:00 \nსამუშაო ენები: კორეული\, ქართული \nფორმატი: ფიზიკურ სივრცეში\, დახურული (მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეული ენის კურსის სტუდენტებისთვის) \n2022 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dakhuruli-vorkshopi-iliaunis-koreuli-enis-kursis-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/05/65390.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220517T170200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220517T170200
DTSTAMP:20260426T052200
CREATED:20220517T130049Z
LAST-MODIFIED:20240201T113252Z
UID:10000412-1652806920-1652806920@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უკრაინელი პროფესორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:უკრაინის სამეცნიერო საზოგადოების სოლიდარობისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის მარტში დააარსა პროგრამა რისკის ქვეშ მყოფი აკადემიური პერსონალის მხარდასაჭერად. პროგრამა მიზნად ისახავდა საფრთხის ქვეშ მყოფ უკრაინელ მეცნიერთა და მათი ოჯახების წევრთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. \nპროგრამის ფარგლებში 2022 წლის მაისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო და უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია. \nმათი მონაწილეობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს რამდენიმე პროგრამას: \n\nსაჯარო ლექციათა სერიას „ყველაფერი უკრაინის შესახებ“; მსმენელები შეძლებენ მეტი ინფორმაცია მიიღონ უკრაინის\, კერძოდ: მისი ისტორიის\, ენის\, ლიტერატურის\, კულტურის\, პოლიტიკური სისტემის\, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის შესახებ.\nსაჯარო ლექციათა სერიას „უკრაინის საგარეო პოლიტიკა 1991 წლიდან დღემდე“; მსმენელები გაეცნობიან უკრაინის საგარეო პოლიტიკის ძირითად ასპექტებს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში;\nუკრაინული ენის ინტენსიურ კურსს დამწყებთათვის\, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მიაღწევენ უკრაინული ენის A1 დონეს.\n\nსამივე პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ukraineli-prophesorebi-ilias-sakhelmtsipho-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/05/65559.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220518T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220518T110000
DTSTAMP:20260426T052200
CREATED:20220516T060100Z
LAST-MODIFIED:20240201T113249Z
UID:10000410-1652871600-1652871600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონკურსი კორეულ მეტყველებაში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის
DESCRIPTION:კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი კორეის კვირეულის ფარგლებში\, 18 მაისს\, 11:00 საათზე\, ილიაუნის საკვირაო სკოლის კორეული ენის (A1-1 დონე) შემსწავლელი პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის გაიმართება კონკურსი კორეულ მეტყველებაში. \nილიაუნის კორეული ენისა და კულტურის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით ილიაუნის საკვირაო სკოლის ფარგლებში კორეული ენის A1-1 დონეს კონკურსის წესით შერჩეული 160 მოსწავლე მთელი საქართველოდან თებერვლიდან 9 კვირის განმავლობაში დისტანციურად ეუფლებოდა. \nპროგრამით გათვალისწინებული საგაკვეთილო პროცესი დასრულდა და 18 მაისს კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა\, ფართო აუდიტორიისა და ჟიურის წინაშე გამოავლინონ ცოდნა. \nკონკურსანტები ჟიურის წინაშე კორეულ ენაზე წაიკითხავენ მოხსენებებს. I\, II და III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან პრიზებით. \nკორეული ენის შემსწავლელი პროგრამის კურსდამთავრებულებს კი გადაეცემათ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. \nდრო: 18 მაისი\, 11:00 – 13:00 საათი \nსამუშაო ენები: კორეული\, ქართული \nფორმატი: ჰიბრიდული\, პლატფორმა Zoom -ის გამოყენებით \n2022 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konkursi-koreul-metqhvelebashi-sakvirao-skolis-mostsavleebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/05/65493.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220518T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220518T153000
DTSTAMP:20260426T052200
CREATED:20220516T154043Z
LAST-MODIFIED:20240201T113354Z
UID:10000440-1652887800-1652887800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კორეული ტრადიციული თამაშები
DESCRIPTION:კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორი კორეული უნივერსიტეტების\, ასოციაციებისა და დიპლომატიური უწყებების მხარდაჭერით ორგანიზებას გაუწევს კორეის კვირეულს\, რომელიც გაიმართება 2022 წლის 14-20 მაისს. \nკვირეულის ფარგლებში 18 მაისს\, 15:30 საათზე\, გიწვევთ კორეულ ტრადიციულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. \nთქვენ შეძლებთ გაეცნოთ ინტრუქციებს და მონაწილეობა მიიღოთ ისეთ თამაშებში\, როგორებიცაა: ჰანბოკი\, სეოიე (კალიგრაფია)\, ტუჰო\, ეჯგიჩაგი\, დდაკჯი. \nღონისძიება ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით (ღონისძიებას დაესწრება პირველად რეგისტრირებული 50 მონაწილე). \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3MmLVIS \nჰანბოკი \nჰანბოკი ტრადიციული კორეული სამოსია\, რომელიც შეიძლება მოჰყვეს კორეის სამი სამეფოს პერიოდს (1-ელი საუკუნე ძვ. წ. – ახ. წ. VII საუკუნე). თუმცა\, დღესდღეობით გაცვეთილი ჰანბოკი ჯოსონის დინასტიაში ძველი ჰანბოკის ნიმუშია და ხშირად ტრადიციულ დღესასწაულებსა თუ ოფიციალურ ღონისძიებებზე იცვამენ. \nსეოიე \nკორეული კალიგრაფია\, ასევე ცნობილი როგორც სეოიე\, მხატვრული წერის კორეული ტრადიციაა. ჩინური კალიგრაფიიდან მიღებული ხელოვნების ეს ფორმა მოგვიანებით დაინერგა კორეასა და იაპონიაში და ასახავს ქაღალდზე მხატვრული წერის ტრადიციას ჰანჯასა (ჩინური სიმბოლოები) და ჰანგულში\, მშობლიურ კორეულ ანბანში. \nდდაკჯი \nდდაკჯი\, ტრადიციული კორეული სათამაშო\, დამზადებულია დაკეცილი ქაღალდის ფილებისგან. ის შეიძლება ვითამაშოთ მარტივად\, მიზანი იატაკზე მოთავსებული მოწინააღმდეგის დდაკჯის გადატრიალებაა თქვენი ნასროლი დდაკჯით. \nტუჰო \nტუჰოს ძირითადად სამეფო ოჯახები ან იანბანის (ჯოსონის პერიოდის დიდებულები) ოჯახები თამაშობდნენ ხშირად სახლის ეზოში. მიზანი ქოთანში ისრების შორიდან ჩაგდებაა. მოთამაშეები იყოფიან ორ გუნდად. იგებს ის გუნდი\, რომელიც ქოთანში მეტ ისარს ჩააგდებს. \nდრო: 18 მაისი\, 15:30 – 16:30 \nადგილმდებარეობა: პირველად რეგისტრირებული 50 მონაწილე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს ადგილის მისამართს. \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/koreuli-traditsiuli-thamashebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/05/65551.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220518T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220518T160000
DTSTAMP:20260426T052200
CREATED:20220517T092321Z
LAST-MODIFIED:20240201T113242Z
UID:10000409-1652889600-1652889600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საზაფხულო ვებინარების სერია
DESCRIPTION:18 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით იგეგმება საზაფხულო ვებინარების სერია\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამავე პროგრამის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი\, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები\, სტუდენტები და კურსდამთავრებულები. \nვებინარები ეხება თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით ადიქტოლოგიის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალური თემების განხილვას. \n ვებინარების კალენდარი \n\n18 მაისი\, 16:00-17:00 \nკანაფის პოლიტიკა და თანამედროვე კვლევები \nმომხსენებელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი \nმონაწილეები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ირმა კირთაძე\, მეცნიერებათა\, ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ზვიად ზალიკიანი \nმოდერატორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი \nვრცლად: https://bit.ly/38sWo79 \nLive – ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3wzbU9f \n\n25 მაისი\, 16:00-17:00 \nფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების პრევენცია \nმომხსენებელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი; თანამონაწილეები: დავით ოთიაშვილი\, ზვიად ზალიკიანი \nმოდერატორი – ირმა კირთაძე \n\n8 ივნისი\, 16:00-17:00 \nადიქციის კვლევების კურსდამთავრებულების მიერ შესრულებული უახლესი კვლევები: ნარკოვითარება საქართველოში\, მოხმარება ღამის ცხოვრებაში და ნარკობაზარი კოვიდის პირობებში \nმომხსენებლები \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები: სათემო ალიანსის პროგრამის მენეჯერი ადა ბესელია\, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევარი თამარ მღებრიშვილი\, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები – ირაკლი ნაცვლიშვილი და ლევან სალამაძე. \nმონაწილეები: ზვიად ზალიკიანი\, ირმა კირთაძე\, ჯანა ჯავახიშვილი \nმოდერატორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი \n\n15 ივნისი\, 16:00-17:00 \nადიქციის კვლევების კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები \nმომხსენებლები: იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი/ ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან სარაჯიშვილი\, ბუპრენორფინის ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმძღვანელი ქეთევან სიხარულიძე\, სათემო ალიანსის\, პროექტ „მანდალას“ ხელმძღვანელი თემურ ხატიაშვილი \nმონაწილეები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები – ირმა კირთაძე\, დავით ოთიაშვილი\, ჯანა ჯავახიშვილი \nმოდერატორი – ზვიად ზალიკიანი \n\n2 ივლისი\, 11:00-12:30 \nსაჯარო ლექცია (და ვებინარის ლაივსთრიმი): სამედიცინო კანაბინოიდების გამოყენება სამკურნალო მიზნით – ევროპული გამოცდილება \nმომხსენებელი – ნევროლოგ-ფსიქიატრი\, ჰანოვერის უნივერსიტეტის პროფესორი კირსტენ მიულერ-ვალი\, \nმოდერატორი – ილიაუნის ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazaphkhulo-vebinarebis-seria/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/05/65558.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220518T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220518T160000
DTSTAMP:20260426T052200
CREATED:20220517T102516Z
LAST-MODIFIED:20241122T110927Z
UID:10000436-1652889600-1652889600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საზაფხულო ვებინარების სერია: „კანაფის პოლიტიკა და თანამედროვე კვლევები“
DESCRIPTION:18 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით დაგეგმილი საზაფხულო ვებინარების სერიის ფარგლებში გაიმართება ვებინარი თემაზე: „კანაფის პოლიტიკა და თანამედროვე კვლევები“. \nმომხსენებელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი \nმონაწილეები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ირმა კირთაძე\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ზვიად ზალიკიანი \nმოდერატორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი \nვებინარში მონაწილეობას მიიღებენ ამავე პროგრამის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი\, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები\, სტუდენტები და კურსდამთავრებულები. \nდრო: 18 მაისი\, 16:00 საათი \nფორმატი: ჰიბრიდული\, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე \nვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გამოგეგზავნებათ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია. \nსარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3wxUmdN \nLive – ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3wzbU9f \n2022 წელი  \n  \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazaphkhulo-vebinarebis-seria-kanaphis-politika-da-thanamedrove-kvlevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/05/65557.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220519T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220519T100000
DTSTAMP:20260426T052200
CREATED:20220516T064741Z
LAST-MODIFIED:20240201T113239Z
UID:10000407-1652954400-1652954400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია „კორეა - საქართველო: ისტორიული პარალელები“
DESCRIPTION:კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე კორეის კვირეულის დღეებში ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით\, კორეის კვლევების აკადემიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში\, 19-20 მაისს გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „კორეა-საქართველო: ისტორიული პარალელები“. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის მკვლევრები\, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეული ენის კურსის სტუდენტები. \nკონფერენციის პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/39p3MQJ \nკონფერენციის დასასრულს ინჰას უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორმაგი ხარისხის პროგრამების განვითარებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეის ცენტრის დაფუძნების მიმართულებით. \nდრო: 19-20 მაისი\, 10:00 საათი \n19 მაისს ღონისძიება გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ფეისბუქლაივი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდზე. \nZoom-ის ბმული: https://bit.ly/3yH7T5C \nსამუშაო ენები: ინგლისური\, ქართული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \n2022 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-korea-saqarthvelo-istoriuli-paralelebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/05/65495.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220520T161000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220520T161000
DTSTAMP:20260426T052200
CREATED:20220520T115838Z
LAST-MODIFIED:20240201T113235Z
UID:10000402-1653063000-1653063000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი“
DESCRIPTION:16-18 ივნისს თბილისში\, სასტუმრო „ბილტმორში“\, გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი“. კონგრესი\, რომელიც ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით\, ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი MG-ISE-22-125]. ასევე მინიჭებული აქვს დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების გრანტი. \nკონგრესში მონაწილეობას მიღებენ დარგის წამყვანი ექსპერტები აშშ-დან\, ავსტრალიიდან\, გერმანიიდან\, ისრაელიდან და ა.შ. \nახალგაზრდებისთვის დაწესებულია გრანტები. \nკონფერენციის ფარგლებში ჩატარდება დერმატოქირურგიის\, დერმატოსკოპიის პრაქტიკული ტრენინგები\, პლენარული სხდომები. \nკონფერენციაზე მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://itc2022.photoderm.org/ \nუკრაინელი კოლეგების რეგისტრაცია უფასოა! \nღონისძიება გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ვირტუალური მონაწილეობაც. მნიშვნელოვანი ლექციების ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება კონგრესის დასრულებიდან 6 თვის მანძილზე. \nდრო: 16-18 ივნისი \nსამუშაო ენა: ინგლისური \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-praqtikuli-konpherentsia-dermatologiisa-da-esthetikuri-meditsinis-mesame-saerthashoriso-transkavkasiuri-kongresi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/05/65585.png
END:VEVENT
END:VCALENDAR