BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210201T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210201T190000
DTSTAMP:20260430T213755
CREATED:20201225T065429Z
LAST-MODIFIED:20240201T114208Z
UID:10000642-1612206000-1612206000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარიამ გოჩიაშვილის ღია ლექცია: როგორ იქმნება ჩათბოტი?
DESCRIPTION:1-ლ თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში მეორე ღია ლექციას ჩაატარებს ილიაუნის ჩეთბოტის „უნა“ ადმინისტრატორი\, ნარატივდიზაინერი მარიამ გოჩიაშვილი. \nლექციის თემა: როგორ იქმნება ჩათბოტი? \nმომხსენებელი ისაუბრებს ნარატივდიზაინზე\, როგორც უახლეს პროფესიაზე\, საიდან მომდინარეობს\, რა კავშირები აქვს სხვა სპეციალობებთან\, რისი ცოდნა სჭირდება ადამიანს\, რომ გახდეს ნარატივდიზაინერი\, რა პერსპექტივები აქვს ამ პროფესიას და როგორ მუშაობს ნარატივდიზაინერი ჩეთბოტის შექმნაზე. \nლექციის დასრულების შემდეგ ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ პრაქტიკულ ვორკშოპს\, რომელსაც ჩაატარებენ ტრენერები მარიამ გოჩიაშვილი და ქეთია ბელქანია. \nვორკშოპის თემა: როგორ ავაწყოთ ჩეთბოტი „ანიმას” პლატფორმაზე? \nდრო: 1-ლი თებერვალი\, 19:00 საათი \nფორმატი: დისტანციური პლატფორმა ზუმის გამოყენებით \nლექციასა და ვორკშოპზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს: \nჰაკათონის შესახებ ვრცლად: shorturl.at/akT68 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mariam-gochiashvilis-ghia-leqtsia-rogor-iqmneba-chathboti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/12/58718.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210203T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210203T170000
DTSTAMP:20260430T213755
CREATED:20210127T080757Z
LAST-MODIFIED:20240201T114204Z
UID:10000638-1612371600-1612371600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მოკლევადიანი პროგნოზირება ელექტროენერგეტიკაში
DESCRIPTION:3 თებერვალს\, 17:00-19:00 საათზე\,- ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მორიგი ინტერდისციპლინური ვებინარი\, რომელიც დაეთმობა მოკლევადიანი პროგნოზირებისა და დაგეგმვის ამოცანებს ელექტროენერგეტიკაში. \nსაქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ელექტროენერგიის მოთხოვნილების\, ასევე გენერაციის შესაძლებლობებისა და ფასების საათობრივი პროგნოზირება. საჭირო ხდება შესაბამისი მეთოდური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული სისტემების განვითარება და დანერგვა\, რაზეც დიდად იქნება დამოკიდებული ბირჟაზე მოვაჭრეთა და საბოლოოდ  ბირჟის წარმატება. ვებინარზე მიმოვიხილავთ ენერგეტიკულ ბირჟის მონაწილეების წინაშე მდგარ პროგნოზირებისა და დაგეგმვის ამოცანებს\, შესაბამის გამოწვევებს და მათი გადაჭრის შესაძლო გზებს მონაცემთა დამუშავების თანამედროვე მეთოდებით. \n\n\n\n \n\n\nშესავალი \n5 წთ\n\n\nირაკლი გალდავა\, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის მოადგილე\n25 წთ\n\n\nდაგეგმვისა და პროგნოზირების ამოცანები ელექტროენერგიის ბაზარზე\n\n\n\n\n\n\n\nზვიად გაჩეჩილაძე\,  სემეკის ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე\n15 წთ\n\n\nაღრიცხვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და დატვირთვის სახასიათო  გრაფიკები ელექტროენერგიის საათობრივ ვაჭრობაში\n\n\n\n\n\n\n\nგურამ მირინაშვილი\,  სახელმწიფო ელექტროსისტემის\n\n\n\nელექტროენერგიის დაბალანსების სამსახურის კოორდინატორი\n15 წთ\n\n\n\n\n\n\nკლიმატური ფაქტორების გათვალისწინება ენერგოსისტემის დატვირთვის პროგნოზირებისას\n\n\n\n\n\n\n\nერეკლე მაღრაძე\,  ილიაუნის ასოცირებული პროფესორი\, ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი                                                                                       .\n30 წთ\n\n\nხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება მოკლევადიანი პროგნოზირებისთვის\n\n\n\n\n\n\n\nთბილისის ელექტროენერგიის მოთხოვნილების საათობრივი პროგნოზირება\n\n\n\n\n\n\n\nბულგარეთის ელექტროენერგეტიკულ ბირჟაზე ფასების პროგოზირება\n\n\n\nდისკუსია\n30 წთ\n\n\n\n\nმომხსენებლების შესახებ\n\nვებინარზე შემოგვიერთდით შემდეგი ბმულით: https://us02web.zoom.us/j/87475949570  \nირაკლი გალდავა \nირაკლი გალდავას აქვს 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. ირაკლი ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის (ენერგოეკონომიკის მიმართულება) მაგისტრის ხარისხს. მისი კარიერა ენერგეტიკის სექტორში დაიწყო ISET-ის კვლევით ინსტიტუტში 2011 წელს\, სადაც ის მუშაობს მკვლევრად ენერგეტიკის საკითხებში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გატარებული 6 წლამდე პერიოდის შემდეგ ირაკლი შეუერთდა საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას. პრაქტიკული საქმიანობის გარდა\, ირაკლი ატარებდა ლექციებსა და ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით\, როგორიცაა: ეკონომეტრიკა\, ხარჯსარგებლიანობის ანალიზი\, პროგნოზირება ენერგეტიკის სექტორში და ა.შ. ის არის ავტორი სახელმძღვანელოებისა და სტატიების ენერგეტიკის დარგში\, ამავდროულად ჩართულია სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტში\, როგორც დარგის ექსპერტი. უწევდა რა ენერგეტიკის სექტორის\, მათ შორის ენერგეტიკული ბაზრების\, შეფასება სხვადასხვა კუთხით\, ირაკლიმ შეიძინა გამოცდილება და მრავალმხრივი ცოდნა როგორც ელექტროენერგეტიკის\, ასევე ბუნებრივი გაზისა და ეკონომიკის სხვა სექტორების შესახებ. \nზვიად გაჩეჩილაძე \, \nზვიად გაჩეჩილაძე\, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე\, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. აქვს ენერგეტიკის სექტორში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება.  მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში\, გაზოტურბინულ თბოელექტროსადგურზე\, ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-ის პროექტებში ენერგეტიკული ბაზრებისა და გადამცემი ქსელის განვითარების მრჩევლად. ზვიად გაჩეჩილაძე არის ენერგეტიკული გაერთიანების ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტის თავმჯდომარე. \nგურამ მირიანაშვილი \nგურამ მირიანაშვილი საქართველოს ელექტროსისტემაში ჰიდროლოგიისა და წყალსაცავების გზამკვლევი პროექტის კოორდინატორია.  იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი. ამავე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს მონაცემთა შეგროვებასა და დისპეჩერულ მართვაში. \nერეკლე მაღრაძე \nერეკლე მაღრაძემ 2015 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი გიოტინგენის უნივერსიტეტის ATLAS ექსპერიმენტის (CERN\, LHC) ჯგუფის ფარგლებში ფიზიკის მიმართულებით\, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დიდი გამოთვლითი ინფრასტრუქტურის მართვის ავტომატიზაციის განხრით. ეს გამოთვლითი სისტემები გამოიყენება ნაწილაკთა ფიზიკის ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზისთვის. ავტომატიზაცია დაფუძნებული იყო მონიტორინგის ინფორმაციის დროითი მწკრივების სახით წარმოდგენაზე\, ანალიზსა და მოდელირებაზე ხელოვნური ნეირონული ქსელებისა და არამკაფიო სიმრავლეების თეორიის საფუძველზე. 2018 წლამდე ერეკლე მუშაობდა გერმანიაში  მეცნიერ-მკვლევრად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით\, ხოლო შემდეგ დიდი მონაცემების (big data) ანალიტიკისა და გამოთვლითი პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით. 2018 წლიდან  ილიაუნის ასოცირებული პროფესორია. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა კომპიუტერული მეცნიერებების ახალი საბაკალავრო პროგრამა\,  ასევე ამოქმედდა საქართველოში პირველი საუნივერსიტეტო გამოთვლითი ცენტრი. იგი მუშაობს დროითი მწკრივების მოდელირების მიმართულებით ენერგეტიკის განხრით\, ასევე ამუშავებს ბუნებრივი ენის მოდელს ქართული ენისთვის. \n  \n  \n  \n  \n  \n  \n  \n  \n  \n  \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/moklevadiani-prognozireba-eleqtroenergetikashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/01/58856.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210204T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210204T170000
DTSTAMP:20260430T213755
CREATED:20210129T094116Z
LAST-MODIFIED:20240201T114345Z
UID:10000692-1612458000-1612458000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვებინარები ადრეულ განათლებაზე მეორე შეხვედრა
DESCRIPTION:4 თებერვალს\,17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება ციკლის „ვებინარები ადრეულ განათლებაზე“ მეორე შეხვედრა. \nშეხვედრის თემა: „ᲐᲓᲠᲔᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲙᲣᲠᲘᲙᲣᲚᲣᲛᲘ ᲗᲐᲛᲐᲨᲘ\nᲡᲐᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝ 2-ᲓᲐᲜ 5 ᲬᲚᲐᲛᲓᲔ ᲓᲐ ᲨᲔᲠᲔᲣᲚᲘ ᲐᲡᲐᲙᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲯᲒᲣᲤᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ“ \nშეხვედრის მონაწილეები: ხათუნა დოლიძე\, თამარ ბაქრაძე\, ნინო ჯიჯავაძე \nდრო: 4 თებერვალი\, 17:00 საათი \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vebinarebi-adreul-ganathlebaze-meore-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/01/58873.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210206T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210206T140000
DTSTAMP:20260430T213755
CREATED:20210114T150240Z
LAST-MODIFIED:20240201T114200Z
UID:10000635-1612620000-1612620000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პითონის კურსი მოსწავლეებისთვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან არსებული Google დეველოპერების სტუდენტური კლუბი აცხადებს მოსწავლეების მიღებას სრულად დაფინანსებულ პითონის პროგრამულ კურსზე. \nდღეს პითონი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროგრამული ენაა\, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გადავამუშაოთ მონაცემები და შევქმნათ სხვდასხვა აპლიკაცია. \nᲙურსის მიზანია მოსწავლეებმა პითონზე ისწავლონ პროგრამირების საწყისები. \nვისთვის არის განკუთვნილი კურსი? \nკურსი განკუთვნილია 15-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან\, რომლებსაც სურთ შეისწავლონ პროგრამირების საფუძვლები და 2021 წლის 29 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნიან შევსებულ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას. \nროგორ დავრეგისტრირდე კურსზე? \n\nსააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3nN3apz\nაპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 29 იანვარი\, 18:00 საათი\n\nმონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციის განხილვის საფუძველზე. \nფორმატი \nკურსი ჩატარდება დისტანციურად\, პლატფორმა ზუმის გამოყენებით. \nკურსი მოიცავს 12 გაკვეთილს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nროდის დაიწყება კურსი? \nკურსის პირველი შეხვედრა გაიმართება 6 თებერვალს\, 14:00 საათზე. შეხვედრის ბმულს გავუგზავნით შერჩეულ მონაწილეებს. \nდრო: 6 თებერვალი\, 14:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმი \nსამუშაო ენა: ინგლისური \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pithonis-kursi-mostsavleebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/01/58786.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210206T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210206T140000
DTSTAMP:20260430T213755
CREATED:20210203T091855Z
LAST-MODIFIED:20240201T114159Z
UID:10000633-1612620000-1612620000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტექნოლოგიების სკოლის საორიენტაციო პროგრამა აბიტურიენტებისთვის: შეხვედრა სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის დამსაქმებელთან
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა განაგრძობს საორიენტაციო შეხვედრებს აბიტურიენტებისთვის. \n6 თებერვალს\, 14:00 საათზე\, გაიმართება შეხვედრა ტექნოლოგიების სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამების დამსაქმებელთან. \nშეხვედრის პირველ ნახევარში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას პროგრამების დასაქმების სფეროების შესახებ\, გაიცნობთ სფეროს დამსაქმებლებს და გაეცნობით ინფორმაციას ტექნოლოგიების სკოლისა და სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლობის შესახებ. \nმეორე ნაწილი კი პროგრამის ხელმძღვანელებსა და დამსაქმებლებთან ერთად კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება\, თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ. \nდასაქმების პერპექტივების\, პროგრამის  სხვადასხვა ორგანიზაციასთან  თანამშრომლობისა და შესაძლებლობების შესახებ გესაუბრებიან: \n\nმაიკლ სანდერსი\, სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამისა და ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელი;\nვახტანგ ბალავაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;\nდავით ჭელიშვილი\,კომპანია Domson’s Engineering&Construction-ის საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მთავარი საოპერაციო ინჟინერი.\nპაატა ტრაპაიძე- კომპანია Caucasus Road Project Ltd.- ის დამფუძნებელი და მმართველი\nვლადიმერ შონია – კომპანია Saunders Group Ltd მმართველი დირექტორი\nლაშა ფორჩხიძე- კომპანია კუბიკონის ტექნიკური ოპერაციების მენეჯერი\n\nგაიცანით პროგრამის პარტნიორები და მომავალი დამსაქმებლები\, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: shorturl.at/hjoC8 \nტექნოლოგიების სკოლა გთავაზობთ 7-კვირიან შეხვედრებს\, რომლებზეც \n\nშეხვდებით პროგრამის პარტნიორებსა და მომავალ დამსაქმებლებს;\nგაეცნობით ინფორმაციას საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ;\nშეხვდებით პროფესორებს\, რომლებიც ტექნოლოგიების სკოლაში ასწავლიან;\nგაიგებთ მეტს დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ;\nგაეცნობით უნივერსიტეტის რესურსებსა და ლაბორატორიებს;\nმიიღებთ ინფორმაციას პრაქტიკული კომპონენტის შესახებ\, რომელსაც  სწავლების პროცესში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს;\nშეხვდებით და გაიცნობთ ჩვენი პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.\n\n7-კვირიანი პროგრამის განრიგი იხ. ბმულზე – https://bit.ly/36joixQ \nსაორიენტაციო შეხვედრების ციკლის პირველი Live-საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო პროგრამები იხ. ბმულზე – https://bit.ly/2NETFwy \nდრო: 6 თებერვალი\, 14:00 საათი \nადგილი: Zoom (რეგისტირებული მონაწილეები მიიღებთ ბმულს თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე) \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/teqnologiebis-skolis-saorientatsio-programa-abiturientebisthvis-shekhvedra-samoqalaqo-inzhineriis-programis-damsaqmebelthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/02/58901.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210206T210000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210206T210000
DTSTAMP:20260430T213755
CREATED:20210203T092315Z
LAST-MODIFIED:20240201T114154Z
UID:10000631-1612645200-1612645200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის დასაქმების პერსპექტივები
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა განაგრძობს საორიენტაციო შეხვედრებს აბიტურიენტებისთვის. \n6 თებერვალს\, 21:00 საათზე\, ტექნოლოგიების სკოლა შეგახვედრებთ საერთაშორისო მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმებულ ქართველ ინჟინრებსა და მეცნიერებთან. \nშეხვედრაზე მიიღებთ ინფორმაციას პროგრამების დასაქმების სფეროების შესახებ\, გაიცნობთ კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით დასაქმებულ წარმატებულ ქართველ ინჟინრებსა და მეცნიერებს და მოისმენთ მათი მიმდინარე პროექტების შესახებ. \nდასაქმების პერპექტივებსა და ინჟინერიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ გესაუბრებიან: \n\nნანა დიხამინჯია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე\n\nინოვაციების მიმართულებით\, პროფესორი კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით\, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი; \n\nდავით ნოზაძე\, Cisco-ს უფროსი ინჟინერი;\nზურაბ კიღურაძე\, მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიის მკვლევარი;\nთამარ მახარაშვილი\, Google-ის აპარატული უზრუნველყოფის ინჟინერი;\nგიორგი მაღლაკელიძე\, Cisco-ს ინჟინერი.\n\nგაიცანი პროგრამის პარტნიორები და მომავალი დამსაქმებლები\, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: shorturl.at/bovKQ \nტექნოლოგიების სკოლა შემოგთავაზებთ 7-კვირიან შეხვედრებს\, რომლებზეც \n\nშეხვდებით პროგრამის პარტნიორებსა და მომავალ დამსაქმებლებს;\nგაეცნობით  ინფორმაციას საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ;\nშეხვდებით პროფესორებს\, რომლებიც ტექნოლოგიების სკოლაში ასწავლიან;\nგაიგებთ მეტს დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ;\nგაეცნობით უნივერსიტეტში არსებულ რესურსებსა და ლაბორატორიებს;\nმიიღებთ ინფორმაციას პრაქტიკული კომპონენტის შესახებ\, რომელსაც ჩვენი სწავლების პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება;\nშეხვდებით და გაიცნობთ ჩვენი პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.\n\n7-კვირიანი პროგრამის განრიგი იხ. ბმულზე – https://bit.ly/36joixQ \nსაორიენტაციო შეხვედრების ციკლის პირველი Live-საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო პროგრამები იხ. ბმულზე – https://bit.ly/2NETFwy \nდრო: 6 თებერვალი\, 21:00 საათი \nადგილი: Zoom (რეგისტირებული მონაწილეები მიიღებთ ბმულს თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე) \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kompiuteruli-da-eleqtruli-inzhineriis-dasaqmebis-perspeqtivebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/02/58895.png
END:VEVENT
END:VCALENDAR