BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201004T104300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201004T104300
DTSTAMP:20260501T171018
CREATED:20201006T141107Z
LAST-MODIFIED:20240201T114531Z
UID:10000713-1601808180-1601808180@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის2020  გამარჯვებული გუნდები საქართველოს გლობალურ ჰაკათონზე წარადგენენ
DESCRIPTION:4 ოქტომბერს NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ფინალი გაიმართა. კონკურსზე ორი გამარჯვებული გამოვლინდა – პირველი ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკოპლექტებულმა გუნდმა\, Fire Detector-მა დაიკავა\, ხოლო მეორე ადგილი – კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების გუნდმა\,The2Degrees-მა. \nგამარჯვებული გუნდები საქართველოს ყოველწლიურ გლობალურ ჰაკათონ NASA Space Apps Challenge-ზე წარადგენენ. \nგამარჯვებული გუნდების შესახებ \nI ადგილი \nგუნდის წევრები: NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ჟიურის წევრების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა Fire Detector\, რომლის წევრებიც – გიორგი ტყებუჩავა\, მარიამ შერეშაშვილი და კარლო თევზაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. \nპროექტის აღწერა: მათ მიერ ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის (Software) განვითარებას\, რომელიც ადგილმდებარეობის მიხედვით გადაამუშავებს ხანძრის წარმოქმნასთან დაკავშირებულ ძველ მონაცემებს და შეძლებს სისტემაში ხანძრის წარმოქმნასთან დაკავშირებული ყველა სხვა დეტალის (ამინდის პროგნოზი\, წელიწადის დრო\, კვირის დღე\, ტემპერატურა და სხვ.) გათვალისწინებას. \nპრიზები: გუნდი ჰაკათონის გენერალური სპონსორის\, Beeline-სგან 2000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გუნდის თითოეული წევრი 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დააჯილდოვა. კომპანია EDISON-მა კი გუნდს არდუინოს სრული კომპლექტი გადასცა. \nII ადგილი \nგუნდის წევრები: ადგილობრივი კონკურსის მეორე ადგილზე გავიდა გუნდი The2Degrees\, რომლის წევრებიც კომაროვის მე-11 კლასის მოსწავლეები – დავით დომუზაშვილი\, ალექსანდრე ლაშქარავა\, ნიკოლოზ სვანიძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი არიან. \nპროექტის აღწერა: მათ მიერ ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პროექტის მიზანია რეგიონულ მთავრობებს დაეხმაროს კლიმატის ცვლილების მიტიგაციის ღონისძიებების განხორციელებასა და საქართველოს GHG ემისიების (პარიზის ხელშეკრულების მიხედვით) 25%-ით შემცირებაში 2030 წლამდე. \nპრიზები: გუნდი SECTOR 3 განვითარების ჰაბისგან 1000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა. კომპანია EDISON-მა მათ არდუინოს კომპლექტი გადასცა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი გადაეცა გუნდის თითოეულ წევრს – ვაუჩერით სარგებლობას ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულების საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში შეძლებენ. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდი \nჯგუფის წევრები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდის სტატუსი მოიპოვა გუნდმა Carbonodetectors. მისი წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ივანე კალატოიშვილი და ტუკაზბან ისაკანდაროვა. \nპროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში გუნდის წევრებმა შექმნეს ინდივიდუალური ნახშირორჟანგის გამოყოფის კალკულატორი. ვებაპლიკაცია მომხმარებელს შეკითხვებს უსვამს ყოველდღიური აქტივობების შესახებ\, რათა გამოთვალოს მომხმარებლის მიერ გამოყოფილი CO2-ის ოდენობა. ამასთან აპლიკაცია ინახავს მონაცემებს\, რომლებითაც ავტომატურად ავსებს შეგროვებულ მონაცემებში გამოტოვებულ დეტალებს. \nპრიზები: გუნდის თითოეულ წევრს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი გადასცა. \nპროექტის შესახებ \nNASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია\, რომელიც 200 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს\, მკვლევრებს\, დიზაინერებს\, მშენებლებს\, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. \nNASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის მთავარი პარტნიორია „ბილაინი“. ჰაკათონის პარტნიორია Edison Store ელექტრონული კომპონენტები\, რომელიც ჰაკათონის 2 გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად გადასცემს Arduino-ს სრულ კომოპლექტაციას. ჰაკათონის პარტნიორები არიან DataFest Tbilisi\, Zoomout და Fablab Iliauni. პროექტის მედიაპარტნიორია Marketer.ge \nწელს ჰაკათონს ჰქონდა 25 გამოწვევა 6 კატეგორიის მიმართულებით: დაკვირვება\, ინფორმირება\, შენარჩუნება\, შექმნა\, დაპირისპირება\, დაკავშირება. მასში მონაწილეობის სურვილი 200-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა\, ჟიურიმ კი საბოლოოდ 70 აპლიკანტი შეარჩია. \nNASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ფინალი 4 ოქტომბერს გაიმართა. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nasa-space-apps-challenge-tbilisi-is2020-gamarjvebuli-gundebi-saqarthvelos-globalur-hakathonze-tsaradgenen/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/57925.png
END:VEVENT
END:VCALENDAR