BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200713T123900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200713T123900
DTSTAMP:20260502T125420
CREATED:20200713T083936Z
LAST-MODIFIED:20240201T114711Z
UID:10000755-1594643940-1594643940@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შემოგვიერთდით კოდირების ევროპულ ლიგაში!
DESCRIPTION:საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს მოსწავლეებთან ერთად გიწვევთ კოდირების ევროპულ ლიგაში მონაწილეობის მისაღებად! \nგახდით კრეატიულები\, წარმოგვიდგინეთ კოდირების ინოვაციური პროექტები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი\, საბაზო და საშუალო საფეხურის STEM გაკვეთილებისთვის. \nგანაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 1-ლი დეკემბერი. \nჩვენ ვეძებთ  \nთქვენ მიერ მოსწავლეებთან ერთად შემუშავებულ კოდირების პროექტებს. \nშეგიძლიათ გამოიყენოთ ციფრული ინსტრუმენტები\, როგორებიცაა მიკროკონტროლერი (Arduino\, Raspberry Pi\, Calliope და ა.შ.) ან / და  სხვადასხვა პროგრამული გარემო და ენები (Snap !\, Scratch\, C ++ და ა.შ.). \nკატეგორიები: \n\nფუნდამენტური მეცნიერება ბინარული კოდირებით\n\nროგორ მუშაობს სამყარო ჩვენ გარშემო? მოსწავლეები ქმნიან სიმულაციებს\, აანალიზებენ და შეისწავლიან საბუნებისმეტყველო მოვლენებს ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით. \n\nსამყაროს მიკროკონტროლირება\n\nროგორ ვიყენებთ ციფრულ ხელსაწყოებს ჩვენ გარშემო სამყაროში ორიენტაციისთვის? მოსწავლეები გარემოსთან ურთიერთობის მიზნით შეიმუშავებენ დიზაინს\, იყენებენ კოდირებას და ქმნიან სხვადასხვა აპლიკაციას (ინტერნეტი\, ადამიანი-მანქანის ინტერფეისი\, დისტანციური კონტროლი და ავტომატიზაცია\, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.). \n\nგარემო 4.0\n\nროგორ გამოვიყენოთ ციფრული ხელსაწყოები ბუნებისა და გარემოს შესასწავლად და დასაცავად (სიმულაციის\, მიკროკონტროლერის\, სენსორების და ა.შ. გარემოსდაცვითი ასპექტების განხორციელება)? \nინსპირაცია  შეგიძლიათ იპოვოთ სასწავლო მასალაში „კოდირება STEM განათლებაში“. \nვის შეუძლია მონაწილეობა? \nდაწყებითი\, საბაზო და საშუალო საფეხურის STEM–ის მასწავლებელს თავის მოსწავლეებთან ერთად. \nროგორ მივიღოთ მონაწილეობა? \nგანახორციელეთ პროექტი მოსწავლეებთან ერთად და წარმოადგინეთ პოსტერისა და მოკლე ფილმის სახით ინგლისურ ენაზე. \nთქვენ უნდა გამოგზავნოთ: \n\nშევსებული აპლიკაციის დოკუმენტი (შესავსები აპლიკაციის ფორმა ჩამოტვირთეთ ოფიციალური გვერდიდან);\nპოსტერი (ციფრულ ფორმატში)\, რომელიც კარგად ასახავს სტუდენტების ჩართულობასა და განხორციელებულ პროექტს (ჩამოტვირთეთ პლაკატის შაბლონი და ინსტრუქციები ოფიციალური გვერდიდან);\nმოკლემეტრაჟიანი ფილმი (მაქსიმუმ 2.5 წუთი) სტუდენტების მიერ გაკეთებული თქვენი პროექტის შესახებ (ჩამოტვირთეთ ვიდეომოთხოვნები და ინსტრუქციები ოფიციალური გვერდიდან).\n\nშეგიძლიათ ვიდეო გაგზავნოთ Google Drive\, Wetransfer ან Dropbox გამოყენებით. \nპროექტი უნდა გაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე : coding@science-on-stage.eu. \nგანაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1-ლი დეკემბერი 2020 წელი. \nგანაცხადებს შეაფასებს ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით: \n\nპროექტის ხარისხი (თემის აქტუალობა\, პროექტის მდგრადობა და მისი მასშტაბი\, დიდაქტიკური მიდგომა\,  მოსწავლეთა შეძენილი  ცოდნა და ა.შ.);\nკრეატიულობა (პროექტის ინოვაციურობა და დანერგვა);\nმოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა (კვლევაზე დაფუძნებული სწავლება\, გუნდური მუშაობა\, პროექტზე მუშაობა და ა.შ.);\nშედეგების პრეზენტაცია (პლაკატისა და ვიდეოს შინაარსი და ხარისხი).\n\nრა ხდება შემდეგ?  \nშემოსული აპლიკაციებიდან ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო გუნდს (3 მოსწავლე და 2 მასწავლებელი თითო გუნდში). შერჩეული გუნდები წარადგენენ პროექტის შედეგებს საერთაშორისო ფინალზე. \nკოდირების ევროპული ლიგის ფინალი გაიმართება 2021 წლის გაზაფხულზე ტექნომუზეუმში\, ქალაქ მანჰაიმში (გერმანია). \nსაუკეთესო გუნდის არჩევისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია: კრეატიულობა\, მოსწავლეთა ჩართულობა\, პროექტის შინაარსი და შედეგების პრეზენტაცია. \nპრიზები \nგამარჯვებული მასწავლებლები 2022 წელს  Science On Stage-ის საერთაშორისო ფერსტივალში მიიღებენ მონაწილეობას. \nმოსწავლეებისთვის კი მზადდება სიურპრიზი! \nგისურვებთ წარმატებას! \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shemogvierthdith-kodirebis-evropul-ligashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56929.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200714T114600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200714T114600
DTSTAMP:20260502T125420
CREATED:20200714T073637Z
LAST-MODIFIED:20240201T114709Z
UID:10000753-1594727160-1594727160@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კლასგარეშე საუბრები“ – „ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები“
DESCRIPTION:„კლასგარეშე საუბრები“– ილიაუნისა და განათლების კოალიციის ახალი ინიციატივაა\, რომელიც ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ფარგლებში და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ლაივრეჟიმში მოისმინონ ილიაუნის პროფესორთა საინტერესო ლექციები\, დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ პასუხები.\n \nმომხსენებელი: სანდრო ასათიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, უნილაბის დირექტორი\n\nლექციის თემა: „ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები“ \nლექციასთან დაკავშირებით კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ წინასწარ ან ლაივის მიმდინარეობისას\, კომენტარების სახით.   \nდრო: 16 ივლისი\,17:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, განათლების კოალიციის\, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა\, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა\, ხაშურის N1 საჯარო სკოლა\, ქუთაისის N33 საჯარო სკოლა\, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლა\, მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ\, ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლა\, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა\, რუსთავის N4 საჯარო სკოლა\, მარნეულის N2 საჯარო სკოლა \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/klasgareshe-saubrebi-eleqtronuli-saganmanathleblo-resursebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56937.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200715T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200715T183000
DTSTAMP:20260502T125420
CREATED:20200714T064742Z
LAST-MODIFIED:20240201T114706Z
UID:10000750-1594837800-1594837800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბრიტანეთში გამომავალი რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის Caucasus Survey სპეციალური ნომრის \,\,ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:2018 წლის 24 მაისს კარლის უნივერსიტეტში (პრაღა) გაიმართა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. მომხსენებელთა შორის იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის პროფესორები და ლექტორები (ადრიან ბრისკუ\, ტიმოთი ბლაუველტი\, სარა სლაი და ბექა კობახიძე). აღნიშნულ მოხსენებათა პუბლიკაციას კავკასიის რეგიონის მიმოხილვით დაკავებულმა ერთ-ერთმა მთავარმა ჟურნალმა Caucasus Survey (Routledge\, Oxford) დაუთმო სპეციალური ნომერი\, რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა. \n15 ივლისს\, 18:30 საათზე\, ადრიან ბრისკუ\, კარლის უნივერსიტეტისა (პრაღა) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, წარადგენს აღნიშნულ გამოცემას.  \nჟურნალის სპეციალური ნომრის წარდგენა დაგეგმილია კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის (CRRC)\, სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტისა (ARISC) და ამერიკული საბჭოების (American Councils) თბილისის სამუშაოების პროექტის 2020 წლის საგაზაფხულო სერიის (Works-in-Progress series) მე-15 სესიის ფარგლებში. წელს სერიების 10 წლისთავი აღინიშნება.  \nამ კვირის მოხსენების წარდგენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ ახალ სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობით იგეგმება.  \nკორონავირუსით განპირობებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით სამუშაოების პროექტის სესია ვირტუალურად გაიმართება. ღონისძიების ბმულის მისაღებად მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე georgia@arisc.org.\n \nმოხსენების შესახებ \n„ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ სპეციალური ნომრის მომზადება“ \nადრიან ბრისკუ\, კარლის უნივერსიტეტი\, პრაღა\, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, თბილისი \nდრო: 15 ივლისი\, ოთხშაბათი\, 18:30 საათი \nსამუშაო ენა: ინგლისური \n1918 წლის 22 აპრილიდან 26 მაისამდე მოკლე პერიოდში მე-20 საუკუნის დასაწყისის სომხეთის\, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოწინავე პოლიტიკურმა ჯგუფებმა\, ამიერკავკასიის კომისარიატის და მომდევნო თვეებში სეიმის ერთობლივი ფედერაციული სტრუქტურების ჩამოყალიბების შემდეგ\, დამოუკიდებელი ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა (ადფრ) გამოაცხადეს. შიდა დაძაბულობის შედეგად ჩამოშლილი ცარისტული იმპერიის ნანგრევებიდან პირველი მსოფლიო ომით განპირობებულ ჯერ კიდევ რთულ გარემოში აღმოცენებული ადფრ-ი\, რომელიც ამავდროულად ოსმალების არმიის შემოსევისა და საბჭოთა რუსეთის მზარდი ამბიციის უშუალო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა\, იმ დროის აქტორებსა და მოგვიანებით რეგიონის მკვლევრებს უნიკალურ\, შემთხვევით და დანამდვილებით განუმეორებელ წარმონაქმნად ესახებოდათ. თუმცა\, მიუხედავად იმისა\, რომ ადფრ-ს ისტორიული აქტორები და მოგვიანებით რეგიონით დაინტერესებული ისტორიკოსები და მკვლევრები შემთხვევითი გარემოებების შედეგად წარმოშობილ უნიკალურ პოლიტიკურ ფენომენად წარმოადგენდნენ\, ამ დრომდე სისტემურად არ არის შესწავლილი მისი ჩამოყალიბების განმაპირობებელი გარემოებები\, პოლიტიკური დისკურსები\, რომლებიც აძლიერებდა ან\, პირიქით\, სადავოს ხდიდა მასთან დაკავშირებულ საკითხებს\, ასევე პოლიტიკური აქტორებისა და ძირითადი დაინტერესებული მხარეების/სახელმწიფოების პოზიციები. აღნიშნულის გათვალისწინებით\, სპეციალური ნომრის მიზანია რეგიონით დაინტერესებულ მკითხველებს შესთავაზოს ადფრ-ის ყოვლისმომცველი ისტორიული მიმოხილვა ერთდროულად რამდენიმე პერსპექტივიდან\, რაც შემდეგ ძირითად კითხვებზე პასუხის გაცემით იქნება შესაძლებელი: რას წარმოადგენდა ადფრ? ვინ და როგორ ჩამოაყალიბა იგი? შესაბამისი პოლიტიკური ძალებიდან რეალურად ვინ იყო დაინტერესებული ადფრ-ის არსებობით? \nჟურნალის Caucasus Survey სპეციალურ ნომერში გამოთქმულია მოსაზრება\, რომ გარდა ადფრ-ის უნიკალურობისა და შემთხვევითობისა\, რაც ხაზგასმულია ამ საკითხზე დღეისათვის არსებულ ლიტერატურაში\, აუცილებელია იმის აღნიშვნა\, რომ ყველა მხარეს/ძალას (ადგილობრივ აქტორებსა და დიდ სახელმწიფოებს) სხვადასხვა დროს საკუთარი მიზეზები და მოტივაცია ჰქონდა ადფრ-ის ან მისი ფედერაციული და კონფედერაციული ჩარჩოს არსებობის სასარგებლოდ. მათ ფართო და პოლიტიკურად გაერთიანებული რეგიონი (გეო)პოლიტიკურად\, განვითარების პერსპექტივითა და იდეოლოგიურად უფრო სიცოცხლისუნარიანად წარმოედგინათ\, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილები ცალ-ცალკე.  \nმოხსენებაში განხილული იქნება სპეციალური ნომრის მომზადებასთან დაკავშირებული გამოწვევები\, ასევე ის ძირითადი საკითხები და არგუმენტები\, რომელთა მკითხველისთვის გაცნობასაც ითვალისწინებს გამოცემა. \nადრიან ბრისკუ ინტელექტუალობის და შეპირისპირებითი ისტორიის სპეციალისტია. იგი პრაღის კარლის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია და კავკასიის საკითხებზე მუშაობს. ამავდროულად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია შეპირისპირებითი ისტორიის მიმართულებით. ბრისკუს გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა იმპაქტ-ფაქტორიან და რეცენზირებულ ჟურნალში ევროპული იდენტობის\, პოლიტიკური ეკონომიკისა და მეცხრამეტე საუკუნის ოსმალეთისა და რუსეთის\, ასევე თანამედროვე ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის კონტექსტებში რეფორმებისა და იმპერიის შესახებ. განსაკუთრებულ ყურადღებას იგი ალბანეთსა და საქართველოზე ამახვილებს. ავტორია ორი მონოგრაფიისა: Bittersweet Europe: Albanian and Georgian Discourses on Europe\, 1878-2008 (New York: London\, Berghahn Books\, 2013) და Political Reform in the Ottoman and Russian Empires: A Comparative Approach (London: Bloomsbury Academics\, 2017). \n\nმიუხედავად იმისა\, რომ მოხსენება ვირტუალურ ფორმატში წარიმართება\, ჩეთამ ჰაუზის (Chatham House) წესების შესაბამისად\, რომელსაც სერიები ეყრდნობა\, მოხსენება არ ჩაიწერება. აქვე ვთხოვოთ სხვა მონაწილეებსაც\, თავი შეიკავონ მოხსენების ჩაწერის და/ან გავრცელებისგან.  \n\nსამუშაოების პროექტის სერია (WiP) მიმდინარე აკადემიური სადისკუსიო ლექციათა სერიაა\, რომელიც თბილისში\, კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის ახალ შენობაში (ლიზიკო ქავთარაძის ქ. N16) ტარდება. პროექტი ხორციელდება კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის (CRRC)\, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების (ACTR/ACCELS) და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) თანაორგანიზებით. \nყველა სადისკუსიო შეხვედრა უფასოა და მასზე დასწრება ყველას შეუძლია.  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/britanethshi-gamomavali-retsenzirebadi-sametsniero-zhurnalis-caucasus-survey-spetsialuri-nomris-amierkavkasiis-demokratiuli-phederatsiuli-respublika-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56934.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200715T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200715T183000
DTSTAMP:20260502T125420
CREATED:20200714T065235Z
LAST-MODIFIED:20240201T114703Z
UID:10000749-1594837800-1594837800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბრიტანეთში გამომავალი რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის Caucasus Survey სპეციალური ნომრის \,\,ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:2018 წლის 24 მაისს კარლის უნივერსიტეტში (პრაღა) გაიმართა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. მომხსენებელთა შორის იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის პროფესორები და ლექტორები (ადრიან ბრისკუ\, ტიმოთი ბლაუველტი\, სარა სლაი და ბექა კობახიძე). აღნიშნულ მოხსენებათა პუბლიკაციას კავკასიის რეგიონის მიმოხილვით დაკავებულმა ერთ-ერთმა მთავარმა ჟურნალმა Caucasus Survey (Routledge\, Oxford) დაუთმო სპეციალური ნომერი\, რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა. \n15 ივლისს\, 18:30 საათზე\, ადრიან ბრისკუ\, კარლის უნივერსიტეტისა (პრაღა) და\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, წარადგენს აღნიშნულ გამოცემას. \nჟურნალის სპეციალური ნომრის წარდგენა დაგეგმილია კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის (CRRC)\, სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტისა (ARISC) და ამერიკული საბჭოების (American Councils) თბილისის სამუშაოების პროექტის 2020 წლის საგაზაფხულო სერიის (Works-in-Progress series) მე-15 სესიის ფარგლებში. წელს სერიების 10 წლისთავი აღინიშნება. \nამ კვირის მოხსენების წარდგენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ ახალ სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობით იგეგმება. \nკორონავირუსით განპირობებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით სამუშაოების პროექტის სესია ვირტუალურად გაიმართება. ღონისძიების ბმულის მისაღებად მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე georgia@arisc.org. \nმოხსენების შესახებ \n\,\,ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ სპეციალური ნომრის მომზადება” \nადრიან ბრისკუ\, კარლის უნივერსიტეტი\, პრაღა და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, თბილისი \nდრო: ოთხშაბათი\, 15 ივლისი\, 18:30 \n1918 წლის 22 აპრილიდან 26 მაისამდე მოკლე პერიოდში მე-20 საუკუნის დასაწყისის სომხეთის\, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოწინავე პოლიტიკურმა ჯგუფებმა\, ამიერკავკასიის კომისარიატის და მომდევნო თვეებში სეიმის ერთობლივი ფედერაციული სტრუქტურების ჩამოყალიბების შემდეგ\, დამოუკიდებელი ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა (ადფრ) გამოაცხადეს. შიდა დაძაბულობის შედეგად ჩამოშლილი ცარისტული იმპერიის ნანგრევებიდან პირველი მსოფლიო ომით განპირობებულ ჯერ კიდევ რთულ გარემოში აღმოცენებული ადფრ-ი\, რომელიც ამავდროულად ოსმალების არმიის შემოსევისა და საბჭოთა რუსეთის მზარდი ამბიციის უშუალო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა\, იმ დროის აქტორებსა და მოგვიანებით რეგიონის მკვლევრებს უნიკალურ\, შემთხვევით და დანამდვილებით განუმეორებელ წარმონაქმნად ესახებოდათ. თუმცა\, მიუხედავად იმისა\, რომ ადფრ-ს ისტორიული აქტორები და მოგვიანებით რეგიონით დაინტერესებული ისტორიკოსები და მკვლევრები შემთხვევითი გარემოებების შედეგად წარმოშობილ უნიკალურ პოლიტიკურ ფენომენად წარმოადგენდნენ\, ამ დრომდე სისტემურად არ არის შესწავლილი მისი ჩამოყალიბების განმაპირობებელი გარემოებები\, პოლიტიკური დისკურსები\, რომლებიც აძლიერებდა ან\, პირიქით\, სადავოს ხდიდა მასთან დაკავშირებულ საკითხებს\, ასევე პოლიტიკური აქტორებისა და ძირითადი დაინტერესებული მხარეების/სახელმწიფოების პოზიციები. აღნიშნულის გათვალისწინებით\, სპეციალური ნომრის მიზანია რეგიონით დაინტერესებულ მკითხველებს შესთავაზოს ადფრ-ის ყოვლისმომცველი ისტორიული მიმოხილვა ერთდროულად რამდენიმე პერსპექტივიდან\, რაც შემდეგ ძირითად კითხვებზე პასუხის გაცემით იქნება შესაძლებელი: რას წარმოადგენდა ადფრ? ვინ და როგორ ჩამოაყალიბა იგი? შესაბამისი პოლიტიკური ძალებიდან რეალურად ვინ იყო დაინტერესებული ადფრ-ის არსებობით? \nჟურნალის Caucasus Survey სპეციალურ ნომერში გამოთქმულია მოსაზრება\, რომ გარდა ადფრ-ის უნიკალურობისა და შემთხვევითობისა\, რაც ხაზგასმულია ამ საკითხზე დღეისათვის არსებულ ლიტერატურაში\, აუცილებელია იმის აღნიშვნა\, რომ ყველა მხარეს/ძალას (ადგილობრივ აქტორებსა და დიდ სახელმწიფოებს) სხვადასხვა დროს საკუთარი მიზეზები და მოტივაცია ჰქონდა ადფრ-ის ან მისი ფედერაციული და კონფედერაციული ჩარჩოს არსებობის სასარგებლოდ. მათ ფართო და პოლიტიკურად გაერთიანებული რეგიონი (გეო)პოლიტიკურად\, განვითარების პერსპექტივითა და იდეოლოგიურად უფრო სიცოცხლისუნარიანად წარმოედგინათ\, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილები ცალ-ცალკე. \nმოხსენებაში განხილული იქნება სპეციალური ნომრის მომზადებასთან დაკავშირებული გამოწვევები\, ასევე ის ძირითადი საკითხები და არგუმენტები\, რომელთა მკითხველისთვის გაცნობასაც ითვალისწინებს გამოცემა. \nადრიან ბრისკუ ინტელექტუალობის და შეპირისპირებითი ისტორიის სპეციალისტია. იგი პრაღის კარლის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია და კავკასიის საკითხებზე მუშაობს. ამავდროულად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია შეპირისპირებითი ისტორიის მიმართულებით. ბრისკუს გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა იმპაქტ-ფაქტორიან და რეცენზირებულ ჟურნალში ევროპული იდენტობის\, პოლიტიკური ეკონომიკისა და მეცხრამეტე საუკუნის ოსმალეთისა და რუსეთის\, ასევე თანამედროვე ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის კონტექსტებში რეფორმებისა და იმპერიის შესახებ. განსაკუთრებულ ყურადღებას იგი ალბანეთსა და საქართველოზე ამახვილებს. ავტორია ორი მონოგრაფიისა: Bittersweet Europe: Albanian and Georgian Discourses on Europe\, 1878-2008 (New York: London\, Berghahn Books\, 2013) და Political Reform in the Ottoman and Russian Empires: A Comparative Approach (London: Bloomsbury Academics\, 2017). \n**** \nმიუხედავად იმისა\, რომ მოხსენება ვირტუალურ ფორმატში წარიმართება\, ჩეთამ ჰაუზის (Chatham House) წესების შესაბამისად\, რომელსაც სერიები ეყრდნობა\, მოხსენება არ ჩაიწერება. აქვე ვთხოვოთ სხვა მონაწილეებსაც\, თავი შეიკავონ მოხსენების ჩაწერის და/ან გავრცელებისგან. \n****\nსამუშაოების პროექტის სერია (WiP) მიმდინარე აკადემიური სადისკუსიო ლექციათა სერიაა\, რომელიც თბილისში\, კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის ახალ შენობაში (ლიზიკო ქავთარაძის ქ. N16) ტარდება. პროექტი ხორციელდება კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის (CRRC)\, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების (ACTR/ACCELS) და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) თანაორგანიზებით.\nყველა სადისკუსიო შეხვედრა უფასოა და მასზე დასწრება ყველას შეუძლია. \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/britanethshi-gamomavali-retsenzirebadi-sametsniero-zhurnalis-caucasus-survey-spetsialuri-nomris-amierkavkasiis-demokratiuli-phederatsiuli-respublika-prezentatsia-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200717T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200717T160000
DTSTAMP:20260502T125420
CREATED:20200715T120336Z
LAST-MODIFIED:20240201T114700Z
UID:10000747-1595001600-1595001600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-ციკლი – შეხვედრები მშობლებთან: „ორმხრივი რეგულაცია და თვითრეგულაცია“
DESCRIPTION:17 ივლისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ მორიგი შეხვედრა თემაზე: „ორმხრივი რეგულაცია და თვითრეგულაცია“. \nშეხვედრას ფასილიტაციას გაუწევს ადრეული ჩარევის სპეციალისტი თინათინ ავსაჯანიშვილი. \nდრო: 17 ივლისი\, 16:00 საათი \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი. \nშეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Toa48n \n  \n\n\n\n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-tsikli-shekhvedrebi-mshoblebthan-ormkhrivi-regulatsia-da-thvithregulatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56942.png
END:VEVENT
END:VCALENDAR