BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200511T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200511T190000
DTSTAMP:20260502T064002
CREATED:20200511T064805Z
LAST-MODIFIED:20240201T115051Z
UID:10000830-1589223600-1589223600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Live-საინფორმაციო შეხვედრა: პროექტი „ილიაუნი+“ და უნილაბის პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:11 მაისს\, 19:00 საათზე\, ფეისბუქლაივით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა უნილაბის მოკლე პრაქტიკული კურსების შესახებ პროექტის „ილიაუნი +” ფარგლებში. \nშეხვედრას გაუძღვება უნილაბის დირექტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სანდრო ასათიანი. \nპროექტის „ილიაუნი+” ფარგლებში ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას პრაქტიკული კურსები გაიაროთ ციფრული მარკეტინგის\, wordpress დეველოპმენტის\, Front-end (html\, css) და UX დიზაინის საწყისებისა და Python დეველოპმენტის მიმართულებით. \nგანაცხადების მიღება 13 მაისს დასრულდება. \nთუ გსურს მიიღო დამატებითი ინფორმაცია ონლაინკურსებისა და ილიაუნის კიბერლაბორატორიის შესახებ\, გელოდებით ონლაინშეხვედრაზე. \nიმ სტუდენტთა ნამუშევრების სანახავად\, რომლებმაც პროექტით „ილიაუნი+“ უკვე გაიარეს მოკლე პრაქტიკული კურსები\, ეწვიე უნილაბის ვებგვერდს: http://unilab.iliauni.edu.ge/projects/ \nკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადი ბმულზე: https://bit.ly/2YMkCSD \nამასთან ონლაინშეხვედრაზე თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღებთ პასუხებს. \nპროექტის ფარგლებში შეგიძლიათ 13 მაისამდე დარეგისტრირდეთ და გაიაროთ შემდეგი კურსები: \n\nPython დეველოპმენტი  – https://bit.ly/2WqwSFi\nFront-end (html\, css) და UX დიზაინის საწყისები – https://bit.ly/3aWEnJh\nwordpress დეველოპმენტი – https://bit.ly/3b34KNQ\nციფრული მარკეტინგი – https://bit.ly/2yqt6nx\n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-sainphormatsio-shekhvedra-proeqti-iliauni-da-unilabis-praqtikuli-kursebi-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/05/56566.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200513T105200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200513T105200
DTSTAMP:20260502T064002
CREATED:20200513T065218Z
LAST-MODIFIED:20240201T115049Z
UID:10000829-1589367120-1589367120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:CYBER TALKS: „რა შესაძლებლობებს გაძლევს პითონის შესწავლა“
DESCRIPTION:პითონი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროგრამირების ენაა. Python დეველოპერთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება კოდის აღქმის სიმარტივის დამსახურებით. \nშემდეგ Cyber Talks-შზე უნილაბის ლექტორი და Python დეველოპერი თემურ ჩიჩუა გესაუბრებათ თემაზე „რა შესაძლებლობებს გაძლევს პითონის შესწავლა“\, გაგაცნობთ ამ პროგრამულ ენას\, პრაქტიკულ მაგალითებს\, და სასწავლო რესურსებითაც მოგამარაგებთ. \nგელოდებით ჩვენს Facebook გვერდზე\, 15 მაისს\, პარასკევს\, 19:00 საათზე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/cyber-talks-ra-shesadzleblobebs-gadzlevs-pithonis-shestsavla/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/05/56568.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200514T111400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200514T111400
DTSTAMP:20260502T064002
CREATED:20200514T071425Z
LAST-MODIFIED:20240201T115044Z
UID:10000828-1589454840-1589454840@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:NASA Space Apps COVID-19 Challenge
DESCRIPTION:მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე\, NASA European Space Agency (ESA)-სა და Japan Aerospace Exploration Agency (JAXA)-თან ერთად 29-31 მაისს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით გლობალურ ჰაკათონს – NASA Space Apps COVID-19 Challenge-ს ონლაინრეჟიმში გამართავს. \nპროექტი Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება\, მთავარი პარტნიორები არიან სექტორი 3 და პრომედოსი. \nვირტუალურ ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად NASA იწვევს პროგრამისტებს\, ენტერპრენერებს\, მეცნიერებს\, დიზაინერებს\, ორატორებს\, მშენებლებს\, არტისტებსა და ტექნოლოგებს მთელი მსოფლიოდან. მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან შექმნიან ვირტუალურ გუნდებს და დედამიწის დაკვირვების მონაცემების საფუძველზე შეიმუშავებენ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების (ახალი კორონა ვირუსი\, მისი გავრცელება\, გავლენა დედამიწაზე\, ადამიანებისა და ეკონომიკური საპასუხო ქმედება ვირუსისადმი) გადაჭრის გზებს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება NASA-ს\, ESA-სა და JAXA-ს მიერ მოპოვებული სატელიტური მისიებით დედამიწის დაკვირვების მონაცემები\, გარდა ამისა\, ESA ჰაკათონის გამარჯვებულების შესარჩევად გამოჰყოფს დედამიწის შემსწავლელ ექსპერტებსა და ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ EuroDataCube-ს. \nსაქართველოში ჰაკათონი ორ ეტაპად გაიმართება – დატათონ-ბუთქემფი და გლობალური ჰაკათონი. 29 მაისს ჩატარდება ვირტუალური დატათონ-ბუთქემფი ქართველი მონაწილეებისთვის. ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები და მენტორები მონაწილეებს დაეხმარებიან გლობალური ჰაკათონისთვის მომზადებაში მონაცემების გამოყენების\, სქრაფინგის\, ვიზუალიზაციისა და სხვა საკითხების შესახებ საუბრებითა და ვორკშოპებით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ\, წარადგინონ თავიანთი პროდუქტები და მიიღონ ფულადი და სხვა სახის ჯილდო სხვადასხვა კატეგორიაში (საუკეთესო იდეა\, საუკეთესო გუნდი\, საუკეთესო მოქმედება და ა. შ.). \n30-31 მაისს კი მონაწილეები შეუერთდებიან გლობალურ ჰაკათონს და მუშაობას განაგრძობენ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებლებთან. \nრეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად მაისის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი მოცემულ ბმულზე: https://www.facebook.com/events/1502816383233501/ \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nasa-space-apps-covid-19-challenge/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/05/56606.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200515T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200515T150000
DTSTAMP:20260502T064002
CREATED:20200513T074813Z
LAST-MODIFIED:20240201T115041Z
UID:10000827-1589554800-1589554800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ალექსანდრე ხუბულავასთან – BOOSTER Talks
DESCRIPTION:15 მაისს\, პარასკევს\, 15:00 საათზე\, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება საქართველოში ყველაზე დიდი დასაქმების პლატფორმის\, jobs.ge-ს დამფუძნებელი და დირექტორი ალექსანდრე ხუბულავა. \nBOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო\, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან შეხვედრებს ონლაინრეჟიმში. \nშეხვედრისას მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: \n\nროგორ შეიქმნა jobs.ge;\nროგორ შეიცვალა დასაქმების სისტემა ბოლო წლების მანძილზე;\nფრილანსერობის უპირატესობები;\nთვითგანვითარების ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები;\nპრაქტიკული რჩევები რეზიუმეს შედგენისა და გასაუბრებისთვის.\n\nშეხვედრის ბოლოს სტუმარი უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 14 მაისის 23:59 საათისა. \nშეხვედრის ბმული გამოგეზავნებათ შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. \nდრო: პარასკევი\, 15 მაისი\, 15:00 საათი. \nსარეგისტრაციო ფორმა. \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-aleqsandre-khubulavasthan-booster-talks/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/05/56573.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200515T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200515T150000
DTSTAMP:20260502T064002
CREATED:20200513T132355Z
LAST-MODIFIED:20240201T114951Z
UID:10000823-1589554800-1589554800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Live-საინფორმაციო შეხვედრა: არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა
DESCRIPTION:15 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ფეისბუქის ლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას არქიტექტურის პროგრამის შესახებ. \nმომავალ პროფესიაზე\, პროგრამების სტრუქტურაზე\, სწავლების მეთოდოლოგიაზე\, დაფინანსების მოპოვების\, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან: \n\n\nია კუპატაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი\, მკვლევარი\nნანო ზაზანაშვილი – არქიტექტურის მკვლევარი\, თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის\, ურბანული პოლიტიკისა და დაგეგმარების განყოფილების ხელმძღვანელი;\nსალომე მამრიკიშვილი – მოწვეული ლექტორი\, Multivers Architecture-ის ინტერიერის დიზაინის დეპარტამენტის უფროსი;\nდავით ავალიშვილი – მოწვეული ლექტორი\, არქიტექტორი – Atelier Architects;\nგიორგი ზაუტაშვილი – არქიტექტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;\nმარიამ მაჭავარიანი – ბიზნესის\, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის კურიკულუმის ექსპერტი;\nთამარ ტეხოვა\, ნიკა ქსოვრელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის: არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა) და სამაგისტრო პროგრამის: თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება კურსდამთავრებულები.\n\nგექნებათ შესაძლებლობა\, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები. \nგელოდებით ყველას\, ვინც დაინტერესებული ხართ არქიტექტურის მიმართულებით განათლების მიღებით 15 მაისს\, 15:00 საათზე\, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე\, ფეისბუქლაივში. \nდრო: 15 მაისი\, 15:00 საათი \nადგილი: ილიაუნის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-sainphormatsio-shekhvedra-arqiteqturis-sabakalavro-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/05/56605.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200515T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200515T180000
DTSTAMP:20260502T064002
CREATED:20200513T082753Z
LAST-MODIFIED:20240201T114947Z
UID:10000821-1589565600-1589565600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვებინარების სერია: „სტუდენტური ასაკი და ფსიქიკური ჯანმრთელობა“
DESCRIPTION:15 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის\, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერიის „COVID-19-თან დაკავშირებული ახალი ფსიქოსოციალური რეალობა და მასთან გამკლავება“ მეოთხე ვებინარი. \nვებინარის თემა: „სტუდენტური ასაკი და ფსიქიკური ჯანმრთელობა“ \nვებინარზე საუბარი შეეხება სტუდენტური ასაკის ადამიანების COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებს. გაგიზიარებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედ სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების სერვისის გამოცდილებას\, ასევე ვისაუბრებთ სტრესთან გამკლავების გზებზე. \nვებინარს გაუძღვებიან ნინო მახაშვილი\, თეკლა ლათიბაშვილი\, ანა პაპავა. \nშეგიძლიათ წინასწარ მოგვაწოდოთ შეკითხვები მისამართზე: ispcc@iliauni.edu.ge \nან დაგვისვათ ლაივის მსვლელობისას. \nდრო: 15 მაისი\, 18:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსულტირების ცენტრის ფეისბუქგვერდი \nსერიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2VdUiyA \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vebinarebis-seria-studenturi-asaki-da-phsiqikuri-janmrtheloba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/05/56574.png
END:VEVENT
END:VCALENDAR