BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190904T151400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190904T151400
DTSTAMP:20260503T150658
CREATED:20190904T111431Z
LAST-MODIFIED:20240201T120805Z
UID:10001144-1567610040-1567610040@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგები ტუტორების სკოლის მონაწილეთათვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდულ ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს გაეროს ასოციაციის დაფინანსებით „ტოლერანტობის\, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში 12-13 ოქტომბერს წყნეთში\, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში\, გაიმართება ტრენინგები ტუტორების სკოლის მონაწილეთათვის. \nპროექტში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/2lwZ8r6 \nტუტორების სკოლის შესახებ \nტუტორების სკოლას ახორციელებს ფონდი ALPE\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად\, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი საქართველოს გაეროს ასოციაციის “ტოლერანტობის\, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფინანსური თანამონაწილეობით. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningebi-tutorebis-skolis-monatsilethathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/53915.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190904T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190904T163000
DTSTAMP:20260503T150658
CREATED:20190904T123000Z
LAST-MODIFIED:20240201T120804Z
UID:10001141-1567614600-1567614600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა
DESCRIPTION:ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამაზე. \nპროგრამის მიზანი  \nპროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს. \nვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?  \nპროგრამა განკუთვნილია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის\, საჯარო\, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. \nპროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა  \nკორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა საერთაშორისო პროგრამის ნაწილია. სასწავლო კურსი 8 მოდულისგან შედგება და ფარავს შემდეგ თემებს: \n– ძირითადი იდეები\, კონცეფციები\, თეორიები &სოციალურ მეცნიერებათა პერსპექტივები კორუფციის შესახებ (პოლიტიკური მეცნიერება\, ანთროპოლოგია\, სოციოლოგია\, ფსიქოლოგია); \n– კორუფციის სამართლებრივი მხარე; \n– ანტიკორუფციული პოლიტიკა საჯარო დაწესებულებებში\, ბიზნეს &არასამთავრობო სექტორებში\, კერძო კორუფცია; \n– კარგი მმართველობა; \n– ელმმართველობა კორუფციასთან ბრძოლაში; \n– კორუფცია და პოლიტიკა; \n– როგორ მიაღწიეს წარმატებას კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სხვადასხვა ქვეყანაში; \n– თანამედროვე მამხილებლობა და კორუფციის ჟურნალისტური გამოძიება. \nსწავლის ხანგრძლივობა: სრული კურსის ხანგრძლივობაა ორი სემესტრი (7 ოქტომბერი\, 2019 – 16 ივნისი\, 2020). თითო მოდულის ხანგრძლივობაა 3 კვირა (12 საათი/6 ლექცია). \nლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ (სამშაბათს და ხუთშაბათს)\, 19:00-დან 22:00-საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. \nსწავლების ენა: ქართული (მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ქართულად და ინგლისურად). \nსწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე\, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს. \nტრენერები  \nსასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან როგორც ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები\, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. \nტრენერების შესახებ დეტალური იფორმაცია იხილეთ აქ. \nსერტიფიკატი \n– თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ გაიცემა მოდულის დონის განმსაზღვრელი სერტიფიკატი. \n– პროგრამის მონაწილე\, რომელიც 8 მოდულიდან მინიმუმ 6 მოდულს დაესწრება\, მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. \n– პროგრამის მონაწილეების მიერ მომზადებული 10 საუკეთესო ესე პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება/გავრცელდება ილიას უნივერსიტეტის და IDFI-ის ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter). \n– პროგრამის 2 საუკეთესო მსმენელი 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის IDFI-ში. \nკურსდამთავრებულების ქსელი  \nპროგრამის დასასრულს შეიქმნება კურსდამთავრებულთა ქსელი (ე. წ. Alumni Network)\, რომელიც გააერთიანებს პროგრამის მონაწილეებს\, დააკავშირებს მათ ანალოგიური პროგრამის უცხოელ კურსდამთავრებულებთან და დაგეგმავს საერთო კვლევებს\, გაცვლით პროგრამებსა და სხვა შესაბამის აქტივობებს. \nპროგრამაში  რეგისტრაციისთვის \n– დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები\, საჯარო სამსახურის\, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2019 წლის 25 სექტემბრამდე უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: corruptionhunters@idfi.ge\n \n– პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე. \n– მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების  დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა\, რათა ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები. \nშერჩეულ მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური. \nშერჩევის კრიტერიუმები \nპროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შერჩეული კანდიდატების პროგრამაში მონაწილეობის საფასურს სრულად დაფარავენ პარტნიორი ორგანიზაციები. \n– მოტივაცია; \n– კომუნიკაბელურობა; \n– გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი; \n– სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა. \nინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI). პროგრამა ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით. \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  \nდავით მაისურაძე \nკორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კოორდინატორი \nელფოსტა: corruptionhunters@idfi.ge \nტელ.: 577 11 45 22 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/koruphtsiasthan-brdzolis-sasertiphikato-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/53917.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190906T162800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190906T162800
DTSTAMP:20260503T150658
CREATED:20190906T122856Z
LAST-MODIFIED:20240201T120758Z
UID:10001138-1567787280-1567787280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საზაფხულო სკოლა: „სამხრეთ კავკასია – კულტურა\, საზოგადოება\, პოლიტიკა“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის\, DAAD-ის ფინანსური მხარდაჭერით წელს უკვე მეთერთმეტედ უმასპინძლებს  საზაფხულო სკოლას გერმანელი სტუდენტებისთვის: „სამხრეთ კავკასია – კულტურა\, საზოგადოება\, პოლიტიკა”. საზაფხულო სკოლა დიდი პოპულარობით სარგებლობს გერმანელ\,  და არა მხოლოდ გერმანელ\, სტუდენტებს შორის. \n2019 წელს საზაფხულო სკოლა გაიმართება 7-დან 9 სექტემბრამდე. სკოლას ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან გურჩიანი\, ასევე ჩართულნი იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები\, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. \nსკოლის მიზანია\, მონაწილეებს გააცნოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი\, მისი კულტურული თავისებურებები და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები; ხელი შეუწყოს რეგიონის მეცნიერული კვლევის პოპულარიზაციას. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას  ექსკურსიების მეშვეობით. \nსკოლას ტრადიციულად ესტუმრებიან საქართველოში ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლები. \nსაზაფხულო სკოლის ვებგვერდი: www.summerschools.iliauni.edu.ge \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazaphkhulo-skola-samkhreth-kavkasia-kultura-sazogadoeba-politika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/53935.png
END:VEVENT
END:VCALENDAR