BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170612T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170612T170000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170607T085731Z
LAST-MODIFIED:20240202T061411Z
UID:10002237-1497286800-1497286800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ  ქრისტიან  კიორნერის  საჯარო ლექცია
DESCRIPTION:2017 წლის 12 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფეს ორგანიზებით პროფესორი ქრისტიან კიორნერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “Explaining the climatic range limits of plant species” („მცენარეთა კლიმატური არეალის საზღვრების დახასიათება“). \nმომხსენებლის შესახებ: ქრისტიან კიორნერი (Christian Körner) ინსბრუკის მაღალმთის ეკოლოგიის ცნობილი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი 1949 წელს დაიბადა ქ. ზალცბურგში (ავსტრია). სადოქტორო დისერტაცია მაღალმთის მცენარეთა ეკოლოგიის საკითხებზე ქ.ინსბრუკში ცნობილი ფიტოეკოლოგის\, ვალტერ ლარხერის ხელმძღვანელობით დაიცვა. ქრისტიან კიორნერი 1989 წლამდე ინსბრუკის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში მოღვაწეობდა.1989 წელს მიიღო ბოტანიკის პროფესორის წოდება და მუშაობა განაგრძო ბაზელის (შვეიცარია) უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წლიდან იგი ემერიტუს-პროფესორია. ქრისტიან კიორნერი  400-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორია. იგი იყო ჟურნალ “Science”-ის სარედაქციო საბჭოს წევრი. ამჟამად არის ჟურნალების – “Oekologia” და “Alpine Botany” – რედაქტორი; რამდენიმე ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიების წევრი. 40 წელია\,  აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბოტანიკის ინსტიტუტის მეცნიერებთან. მისი წიგნი “Alpine Plant Life: Functional plant ecology” 2008 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართულ ენაზე გამოსცა. 2015 წელს ქრისტიან კიორნერი აირჩიეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. \nთემის დასახელება: “Explaining the climatic range limits of plant species” („მცენარეთა კლიმატური არეალის საზღვრების დახასიათება“). \nთემის მოკლე აღწერა: მოხსენება შეეხება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას – კლიმატის გლობალური ცვლილების ეკოლოგიურ პერსპექტივებს. კერძოდ\, მის გავლენას სახეობათა სივრცითი განაწილების (ჰიფსომეტრულ და ექსპოზიციურ გრადიენტებზე) თავისებურებებზე. \nლექციის ენა: ინგლისური \nდრო: 12 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ.წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-qristian-kiorneris-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40773.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170612T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170612T190000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170605T095029Z
LAST-MODIFIED:20240202T061406Z
UID:10002236-1497294000-1497294000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ თენგიზ ვერულავას  საჯარო ლექცია: „ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის 10 პარადიგმა“
DESCRIPTION:2017 წლის 12 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მედიცინის აკადემიურ დოქტორთან\, პროფესორ თენგიზ ვერულავასთან. \nსაუბარი შეეხება ჯანმრთელობის სოციალური  დაზღვევის დანერგვის თავისებურებებს\, განსაკუთრებით ისეთი განვითარებადი\, გარდამავალი ქვეყნების მაგალითზე\, როგორიც საქართველოა. კერძოდ: \nრამდენად უწყობს ხელს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა ჯანმრთელობის სისტემის მიზნებს? \nრამდენად საჭიროებს დამატებით დაფინანსებას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან? \nრამდენად შესაძლებელია შემოსავლების შეგროვების პროცედურების განხორციელება ტექნიკურად? \nრამდენად ხელმისაწვდომია ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსები ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემის დასანერგად? \nრა სარგებელი შეიძლება ჰქონდეთ მათ\, ვინც ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევით სარგებლობს? \nჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემის ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობა და ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა რამდენად არის დამოკიდებული სადაზღვევო მოცვის სიღრმეზე\, სიგანესა და სიმაღლეზე? \nჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა როგორ ახორციელებს ჯანმრთელობის სერვისების შეძენას ან  გაწევას? \nჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა როგორ ახდენს სადაზღვევო შენატანებისა და სავარაუდო სუბსიდირებული შემოსავლების დაბალანსებას დაზღვეულთა ჯანმრთელობის დაზღვევისა და  ადმინისტრაციულ ხარჯებთან. \nშეხვედრის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი. \nდრო: 12 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა:  E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-thengiz-verulavas-sajaro-leqtsia-janmrthelobis-sotsialuri-dazghvevis-10-paradigma/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40723.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170612T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170612T190000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170605T135733Z
LAST-MODIFIED:20240202T061400Z
UID:10002234-1497294000-1497294000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონსტანზა კუროს საჯარო ლექცია: ''From Goods to Emotions: The Transformation of Supra as an Informal Practice''
DESCRIPTION:12 ივნისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის დოქტორის\, კონსტანზა კუროს (Costanza Curro)\, საჯარო ლექცია. \nკონსტანზა კუროს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია ქართული სუფრის\, მასპინძლობის თემატიკაზე. \nლექციის თემა: From Goods to Emotions: The Transformation of Supra as an Informal Pravtice \nთემის აღწერა: არაოფიციალურ ეკონომიკურ პრაქტიკას ხშირად გაიაზრებენ\, როგორც შეგუების სტრატეგიას\, რომელიც სოციალურ აქტორებს საშუალებას აძლევს\, აიტანონ ოფიციალური სისტემის ნაკლოვანებები. ამ პრაქტიკამ სოციალური და პოსტსოციალური საზოგადოებების  მოქალაქეებისათვის საქონელი და მომსახურება ხელმისაწვდომი გახადა; ამის შედეგად დაგეგმილი  ეკონომიკა\, პოლიტიკური კონტროლი\, მოგვიანებით კი სოციალურ-ეკონომიკური „შოკი“\, რომელიც ამ ცვლილებამ მოიტანა\, უცხო გახდა. აღნიშნული პრეზენტაცია აანალიზებს ქართული სუფრის ტრადიციას არაოფიციალური ეკონომიკის ჩარჩოებში. სუფრა (საზეიმო სადილი/ვახშამი) მიჩნეულია ტრადიციული სტუმართმოყვარეობის მთავარ ელემენტად. პრეზენტაცია შესაბამის ლიტერატურასა და ეთნოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით განიხილავს სუფრის\, როგორც არაოფიციალური გაცვლა-გამოცვლის პრაქტიკის\, როლს\, რაც მატერიალური და არამატერიალური საგნების ბრუნვის საშუალებას იძლევა. სოციალური კავშირების დამყარებითა და ერთობლივ ვალდებულებაზე დაფუძნებული ურთიერთობების აგებით სუფრაში ჩართულობამ\, მიუხედავად სისტემის ნაკლისა და შეზღუდვებისა\, ადამიანებს საშუალება მისცა 1990-იანი წლების საბჭოთა კავშირში გაეძლოთ\, ხაზს ვუსვამთ\, რომ 2000-2010 წწ-ის ნეოლიბერალური რეფორმებით დაწყებული\, სუფრის\, როგორც შეეგუების სტრატეგიის როლი\, ნაკლებად აქტუალური გახდა\, მაგრამ მაინც გვგონია\, რომ სუფრა კვლავ რჩება უკმარობის განცდის (განსაკუთრებით ემოციური ხასიათის უკმარისობათა) შევსების მთავარ საშუალებად. \nკონსტანზა კუროს ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ. \nდრო: 12 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konstanza-kuros-sajaro-leqtsia-from-goods-to-emotions-the-transformation-of-supra-as-an-informal-practice/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40747.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170613T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170613T100000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170612T111151Z
LAST-MODIFIED:20240202T061401Z
UID:10002235-1497348000-1497348000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტ  LeAGUe-ის  დასკვნითი კონფერენცია
DESCRIPTION:2017  წლის 13 ივნისს\, 10:00  საათზე\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  G106  აუდიტორიაში  გაიმართება ტემპუსის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტ  LeAGUe-ის  დასკვნითი კონფერენცია. \nპროექტის  მთავარი  მიზანია  უწყვეტი  განათლების  პროგრამების  განვითარება საქართველოში\, უკრაინასა და სომხეთში. პროექტის კოორდინატორია ლინეუსის უნივერსიტეტი (შვედეთი). \nპროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ. გვერდზე http://tempusleague.eu/. \nდრო: 13 ივნისი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ.N3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqt-league-is-daskvnithi-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40783.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170613T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170613T150000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170530T070858Z
LAST-MODIFIED:20240202T061853Z
UID:10002310-1497366000-1497366000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ არჩილ აბაშიძის საჯარო ლექცია ილიაუნის ახალგაზრდულ ცენტრში
DESCRIPTION:13 ივნისს\,15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D106 აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი არჩილ აბაშიძე  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საინფორმაციო ტექნოლოგიები და დემოკრატიის მომავალი“. \nშეხვედრა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით\, პროექტის – „ტოლერანტობის\, სამოქალაქო ცნობიერებისა დაინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA)“ – ფარგლებში\, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG)\, ფონდთან ALPE და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთანერთად\, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. \nცენტრის შესახებ \nთბილისის ახალგაზრდული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2013 წელს დაარსდა. ცენტრის წევრები საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი სტუდენტებიც არიან. ცენტრი ეხმარება თავის წევრებს სტაჟირების დაწყებაში და მათთვის რეგულარულად გეგმავს/ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს: საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში საინფორმაციო /გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს\, ტრენინგებსა და ლექცია-სემინარებს. \nდრო: 13 ივნისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: თბილისის ახალგაზრდული ცენტრი\, D106 აუდიტორია(ჭავჭავაძის გამზ #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-archil-abashidzis-sajaro-leqtsia-iliaunis-akhalgazrdul-tsentrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40620.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170613T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170613T190000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170609T110001Z
LAST-MODIFIED:20240202T061400Z
UID:10002233-1497380400-1497380400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნასას კოსმოსური ინჟინრის\, შონ ფულერის\, საჯარო ლექცია
DESCRIPTION:13 ივნისს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით ნასას ინჟინერი შონ ფულერი წაიკითხავს საჯარო ლექციას. \nშონ ფულერს არაერთი ასტრონავტისათვის უსწავლებია კოსმოსური სვლა და დედამიწაზე დაბრუნებულებს ძალის აღდგენაში დახმარებია. ამჟამად იგი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტაზე შენარჩუნებაზე მუშაობს და ადამიანის კოსმოსურ ფრენას ხელმძღვანელობს. \nლექციის მთავარი თემაა კოსმოსის კვლევა\, როგორც გზა ინოვაციისა და მეწარმეობისკენ. მომხსენებელი შეეხება კოსმოსის კვლევის გავლენას ტექნოლოგიასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ასევე ისაუბრებს\, თუ რატომ გადაწყვიტა\, გამხდარიყო მფრინავი და კოსმოსური ინჟინერი. გაგიზიარებთ ნასაში უმაღლეს თანამდებობათა დასაკავებლად საჭირო უნარ-ჩვევებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 13 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ბ 201 აუდიტორია (ილია ჭავჭავაძისგამზირი N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nasas-kosmosuri-inzhinris-shon-phuleris-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40781.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170613T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170613T190000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170612T132926Z
LAST-MODIFIED:20240202T061158Z
UID:10002227-1497380400-1497380400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი  ამაღლობელის  „სიტყვის სახელოსნო“:  პოეზია და 7  ხელოვნება  (IX ლექცია)
DESCRIPTION:13  ივნისს\,  სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „პოეზია და რეციტაცია“ –  ფარგლებში პოეტი რატიამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს – „პოეზია და 7 ხელოვნება“. \nლექციათა ციკლის  მეცხრე ლექციის თემაა: „ხელოვნების ნუგეშისცემა“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ფაუსტი მუსიკასა და პოეზიას შორის\, თავისუფლების იდეა და მისი მეტამორფოზები პოეზიაში\, ძალაუფლებისა და ხელოვნების შინაგანი დაპირისპირება\, გალაკტიონის „დროშები ჩქარა“ და ორმოცდამეერთე ფსალმუნი. \nდრო: 13 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-poezia-da-7-khelovneba-ix-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40788.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170614T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170614T100000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170607T124103Z
LAST-MODIFIED:20240202T061154Z
UID:10002226-1497434400-1497434400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია "Luigi Pirandello: in cerca d`autore" ილიაუნის იტალიური კულტურის  ცენტრში
DESCRIPTION:2017 წლის 14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება ერთდღიანი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით “Luigi Pirandello: in cerca d`autore” \nკონფერენცია ეძღვნება ლუიჯი პირანდელოს დაბადებიდან 150-ე  წლისთავს. \nკონფერენციას გახსნის იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი. \nმონაწილეობენ როგორც ქართველი\, ასევე იტალიელი მომხსენებლები. \nკონფერენციის ორგანიზატორია იტალიური კულტურის ცენტრის პედაგოგი  ნანა ლომია. \nმოხსენებები წარმოდგენილი იქნება შემდეგ დარგებში: \n\nენათმეცნიერება;\nლიტერატურათმცოდნეობა;\nიტალიური ენისა და ლიტერატურის სწავლების საკითხები;\nმხატვრული თარგმანის თეორია.\n\nსამეცნიერო კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. \nდრო: 14 ივნისი\, 10 საათი \nადგილმდებარეობა: S501 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-luigi-pirandello-in-cerca-d-autore-iliaunis-italiuri-kulturis-tsentrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40779.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170614T120200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170614T120200
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170613T075952Z
LAST-MODIFIED:20240202T061153Z
UID:10002225-1497441720-1497441720@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის  გუნდები  უნივერსიადაზე  ასპარეზობას  განაგრძობენ
DESCRIPTION:ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული გუნდები  სტუდენტურ უნივერსიადაზე ასპარეზობას  განაგრძობენ. ჯგუფური ეტაპების  წარმატებით დასრულების შემდეგ გუნდები მიმდინარე  კვირაში მნიშვნელოვან  მეოთხედფინალურ მატჩებს ითამაშებენ. \nგთავაზობთ ანონსს: \nკალათბურთი \nილიაუნი – თსუ \nდრო: 14 ივნისი\, 13:30 საათი\nადგილმდებარეობა: თბილისის საკალათბურთო აკადემია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N9) \nფრენბურთი (გოგონები) \nილიაუნი – სპორტის უნივერსიტეტი \nდრო: 15 ივნისი\, 13:30 საათი\nადგილმდებარეობა: ფრენბურთის დარბაზი (კიევის ქ. N8) \nფრენბურთი (ვაჟები) \nილიაუნი – თავისუფალი უნივერსიტეტი \nდრო: 17 ივნისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: ფრენბურთის დარბაზი (კიევის ქ. N8) \nდასწრება თავისუფალია \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-gundebi-universiadaze-asparezobas-ganagrdzoben/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40791.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170614T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170614T150000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170612T135946Z
LAST-MODIFIED:20240202T061149Z
UID:10002224-1497452400-1497452400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მაჩი  ბარტკოვსკის  საჯარო ლექცია: „სამოქალაქო  მოძრაობები  და დემოკრატიული განვითარება“
DESCRIPTION:14 ივნისს\, ოთხშაბათს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ამერიკელი მკვლევრის\, მაჩი ბარტკოვსკის\,  საჯარო ლექცია თემაზე: „სამოქალაქო მოძრაობები და დემოკრატიული განვითარება“. \nდრო: 14 ივნისი\, ოთხშაბათი\, 15:00 სთ. \nადგილმდებარეობა:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/machi-bartkovskis-sajaro-leqtsia-samoqalaqo-modzraobebi-da-demokratiuli-ganvithareba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40789.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170614T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170614T190000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170609T084859Z
LAST-MODIFIED:20240202T061147Z
UID:10002223-1497466800-1497466800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„თეთრი  კბილები“ – ზეიდი  სმითის  რომანის  პრეზენტაცია  ილიაუნის  ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:14 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ ზეიდი სმითის რომანის – „თეთრი კბილები“ – პრეზენტაციაზე. \n„ერთდროულად ძალიან სერიოზული და სასაცილო წიგნი\, განსაცვიფრებელი დებიუტი… საოცრად ინდივიდუალური\, ნამდვილი მწერლის ხმა. ძალიან ვისიამოვნე „თეთრი კბილებით“\, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს…იკბინება“\, – სალმან რუშდი \nრომანის შესახებ: ზეიდი სმითის „თეთრი კბილები“ 21-ე საუკუნის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს რომანად არის აღიარებული. ნაწარმოები რამდენიმე ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს\, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აერთიანებთ ლონდონში ცხოვრების გარდა. წიგნში სხვადასხვა კულტურა\, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ემიგრანტებიცა და მკვიდრი ლონდონელებიც საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობენ და ამ ფონზე ძალიან საინტერესოდ იშლება მათი წინაპრების ისტორიები\, მათი ჩახლართული გენეალოგიური ხეები\, მათი „თანკბილვის პრობლემები“ და „ფესვთა არხები“.  წიგნი დაწერილია საოცარი მახვილგონივრულობით\, იუმორით\, უდიდესი სამწერლო ოსტატობით. ტექსტში მრავლადაა ალუზიები სხვადასხვა ნაწარმოებზე\, ისტორიული\, თეოლოგიური და ფილოსოფიური წიაღსვლები\, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები\, დანახული საინტერესო მწერლის თვალით. \nპრეზენტაციაზე ისაუბრებენ მთარგმნელი თამარ ბაბუაძე და რედაქტორი მარი კორინთელი. \nდრო: 14  ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის  სახლი  „ლიგამუსი“  (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thethri-kbilebi-zeidi-smithis-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40780.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170614T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170614T190000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170609T131059Z
LAST-MODIFIED:20240202T061146Z
UID:10002222-1497466800-1497466800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„თეთრი  კბილები“ – ზეიდი  სმითის  რომანის  პრეზენტაცია  ილიაუნის  ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:14 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ ზეიდი სმითის რომანის – „თეთრი კბილები“ – პრეზენტაციაზე. \n„ერთდროულად ძალიან სერიოზული და სასაცილო წიგნი\, განსაცვიფრებელი დებიუტი… საოცრად ინდივიდუალური\, ნამდვილი მწერლის ხმა. ძალიან ვისიამოვნე „თეთრი კბილებით“\, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს…იკბინება“\, –  სალმან რუშდი \nრომანის შესახებ:  ზეიდი სმითის „თეთრი კბილები“ 21-ე საუკუნის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს რომანად არის აღიარებული. ნაწარმოები რამდენიმე ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს\, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აერთიანებთ ლონდონში ცხოვრების გარდა. წიგნში სხვადასხვა კულტურა\, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ემიგრანტებიცა და მკვიდრი ლონდონელებიც საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობენ და ამ ფონზე ძალიან საინტერესოდ იშლება მათი წინაპრების ისტორიები\, მათი ჩახლართული გენეალოგიური ხეები\, მათი „თანკბილვის პრობლემები“ და „ფესვთა არხები“.  წიგნი დაწერილია საოცარი მახვილგონივრულობით\, იუმორით\, უდიდესი სამწერლო ოსტატობით. ტექსტში მრავლადაა ალუზიები სხვადასხვა ნაწარმოებზე\, ისტორიული\, თეოლოგიური და ფილოსოფიური წიაღსვლები\, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები\, დანახული საინტერესო მწერლის თვალით. \nპრეზენტაციაზე ისაუბრებენ მთარგმნელი თამარ ბაბუაძე და ნინია მაჭარაშვილი (გამომცემლობა წიგნები ბათუმში). \nდრო: 14  ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის  სახლი  „ლიგამუსი“  (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thethri-kbilebi-zeidi-smithis-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40780.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170614T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170614T190000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170613T131350Z
LAST-MODIFIED:20240202T061141Z
UID:10002221-1497466800-1497466800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტუსკიის უნივერსიტეტის  მკვლევრების მოხსენება: ნიადაგის გასაუმჯობესებელი მარცვლეულის შეტანა მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემისთვის
DESCRIPTION:14 ივნისს\,  19:00 საათზე\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გიწვევთ შეხვედრაზე\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  Dr. Emanuele Radicetti  (სამიწადმოქმედო  და სატყეო მეცნიერებების სადოქტორო განყოფილება (DAFNE)\, ტუსკიის უნივერსიტეტი) და Professor Enio Campiglia (მარცვლეულის წარმოების განყოფილება\, ტუსკიის უნივერსიტეტი) \nშეხვედრის პირველი ნაწილის თემაა „ნიადაგის გასაუმჯობესებელი მარცვლეულის შეტანა მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემისთვის“. \nმეორე ნაწილი შეეხება 20-წლიან ექსპერიმენტულ აქტივობებს ცენტრალურ იტალიაში ნიადაგის გასაუმჯობესებელი მარცვლეულის შესატანად. \nთემის აღწერა: \n1. ტრადიციულ მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები; მდგრადი მიწათმოქმედება მომავლისთვის; ნიადაგის გასაუმჯობესებელი მარცვლეული\, როგორც იარაღი მდგრადი მარცვლეულის სისტემებისთვის. \n2. ნიადაგის გასაუმჯობესებელი მარცვლეული ნიადაგის ეროზიის შესამცირებლად; ნიადაგის გასაუმჯობესებელი მარცვლეული  საკვები  ნივთიერებების ნარჩენთა გადასამუშავებლად; ნიადაგის გასაუმჯობესებელი მარცვლეული N სასუქის გავლენის შესამცირებლად; ნიადაგის გასაუმჯობესებელი მარცვლეული სარეველების საკონტროლოდ; ნიადაგის გასაუმჯობესებელი მარცვლეული მოსავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. \nლექციის  ენა: ინგლისური \nდრო: 14 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია  E207  (ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tuskiis-universitetis-mkvlevrebis-mokhseneba-niadagis-gasaumjobesebeli-martsvleulis-shetana-mdgradi-sasophlo-sameurneo-sistemisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40796.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170615T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170615T180000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170529T065516Z
LAST-MODIFIED:20240202T061140Z
UID:10002220-1497549600-1497549600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია საქართველოს ნარკოპოლიტიკის შესახებ
DESCRIPTION:15 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი\, საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან თანამშრომლობით\, გიწვევთ შეხვედრაზე\, რომელიც საქართველოს ნარკოპოლიტიკის განხილვას ეძღვნება. \nმიუხედავად იმისა\, რომ თანამედროვე მიდგომებისა და სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად\, რეპრესიულ ზომებს ნარკოვითარების გაჯანსაღების თვალსაზრისით შედეგები არ მოაქვს\, საქართველოში ათწლეულების განმავლობაში მოქმედი კანონმდებლობა და სამართალაღსრულების პრაქტიკა არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებელთა დევნასა და მკაცრ დასჯაზეა ორიენტირებული. \nნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ შეიმუშავა ნარკოპოლიტიკის რეფორმის გეგმა\, რომელსაც შეხვედრაზე გააცნობს ილიაუნის სტუდენტებსა და ლექტორებს. გაიმართება დისკუსია\, რომელზეც განიხილება შემდეგი თემები: \n\n რატომ არის აუცილებელი ნარკოპოლიტიკის შეცვლა;\n რა შედეგები მოიტანა მოქმედმა პოლიტიკამ;\n რა ცვლილებებს სთავაზობს ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის პლატფორმა;\n როგორი იქნება ნარკოტიკებთან დაკავშირებული სასჯელი ახალი კანონმდებლობის პირობებში;\n რა შეიცვლება ზრუნვის (პრევენცია\, მკურნალობა\, რეაბილიტაცია) თვალსაზრისით;\n როგორია რეფორმის მოსალოდნელი შედეგები.\n\nშეხვედრის დრო: 15 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-saqarthvelos-narkopolitikis-shesakheb-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40619.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170616T113000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170616T113000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170615T102242Z
LAST-MODIFIED:20240202T061134Z
UID:10002219-1497612600-1497612600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:როგორ დავიცვათ პროფესიული ეთიკა
DESCRIPTION:16 ივნისს\, პარასკევს\, 11:30-დან 13:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 409 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტები სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მხარდაჭერით გამართავენ პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ ეთიკის კომისიის იმიტირებულ განხილვას – „როგორ დავიცვათ პროფესიული ეთიკა“. \nასეთი  განხილვა  პირველად იმართება და  პროფესიული ეთიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის კარგი  შესაძლებლობაა\, შეიტყონ ეთიკის კოდექსისა და საქმის განხილვის პროცესის შესახებ. \n„ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ადვოკატთა პროფესიულ ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს.\nადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიზანია\, საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე\, განსაზღვროს პროფესიული ეთიკის ნორმების შესაბამისი ქცევის წესები და დაამკვიდროს ადვოკატის ვალდებულება\,  შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება\, პატივი  სცეს თავის საქმიანობას და იზრუნოს ადვოკატის პროფესიისადმი მაღალი ნდობის მოპოვებისთვის“. \nდრო: 16 ივნისი\, 11:30-13:00 საათი\nადგილმდებარეობა: A 409 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rogor-davitsvath-prophesiuli-ethika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40815.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170616T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170616T170000
DTSTAMP:20260510T063612
CREATED:20170612T120916Z
LAST-MODIFIED:20240202T061134Z
UID:10002218-1497632400-1497632400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ენა და ტერიტორია 2“ – კონფერენციის მასალათა კრებულების პრეზენტაცია  „ლიგამუსში“
DESCRIPTION:2017 წლის 16 ივნისს\, 17 სთ-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება  საერთაშორისო  კონფერენციის – „ენა და ტერიტორია  2“ – მასალათა კრებულების პრეზენტაცია. \nკონფერენცია „ენა და ტერიტორია  2“  2015 წელს გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის – „რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი“ – და ქ. სედბერის ლორანსიენის უნივერსიტეტის (ონტარიო\, კანადა) ერთობლივი ორგანიზებით. \nწიგნები – ”Les langues et leurs territoires. Entre conflit et cohabitation” („ენები და მათი ტერიტორიები.  კონფლიქტსა და თანაარსებობას შორის“) და ”F ‘ondements historiques et ancrages culturels des langues” („ენათა ისტორიული საფუძვლები და მათი კულტურული უწყვეტობა“) –  მონოგრაფიული სერიით „ჰუმანიტარული მეცნიერებები“\,  გამოიცა ლორანსიენის უნივერსიტეტის დაფინანსებით კანადაში.  მათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად მუშაობდა ლორანსიენის უნივერსიტეტი. ქართველ მეცნიერთა სტატიები დაბეჭდილია  როგორც ქართულ\, ასევე ფრანგულ და  ინგლისურ ენებზე (რედაქტორები: ჟული ბუასონო\, ალი რეგიგი\, მზაღო დოხტურიშვილი). \nდრო: 16 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ena-da-teritoria-2-konpherentsiis-masalatha-krebulebis-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40784.png
END:VEVENT
END:VCALENDAR