BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240122T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240122T203000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20240116T094420Z
LAST-MODIFIED:20240227T100200Z
UID:10001637-1705951800-1705955400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საინვესტიციო გარემო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”
DESCRIPTION:სტარტაპი რომ წამოიწყოთ ან განავითაროთ\, არ უნდა გამოტოვოთ შეხვედრა\, რომელიც 22 იანვარს ილიაუნიში გაიმართება. „გლობალაიზის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სალომე კუკავა და „აქსელის“ მმართველი დირექტორი ირო ცაგარეიშვილი საკუთარი კომპანიების მაგალითზე გაგაცნობენ ქართული სტარტაპებისთვის მისაწვდომ ფინანსურ შესაძლებლობებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. \nმომხსენებლები წარმოადგენენ შემდეგ კომპანიებს: Globalize: ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაციას\, რომელიც სტარტაპებსა და მეწარმეებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებაში ეხმარება\, Axel საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელს\, დაარსებულს 2021 წელს ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განსახორციელებლად. ამ დროისათვის ორგანიზაცია 60-ზე მეტ ინვესტორს აერთიანებს. \nშეხვედრა გაიმართება 22 იანვარს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N1). \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://forms.gle/Sxt1VFMpwxoJBao78 \nშეხვედრის ორგანიზატორები: ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი\, Startup Grind Iliauni და პრეაქსელერატორი Zoomout \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainvestitsio-garemo-saqarthveloshi-da-mis-pharglebs-gareth/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/82016.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240116T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240118T160000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20240110T111646Z
LAST-MODIFIED:20240202T102147Z
UID:10001638-1705429800-1705593600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა"
DESCRIPTION:16-18 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა”. \nსაზღვრების გადალახვა და წითელი ხაზების გადაკვეთა სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებისა და ხელოვნების საერთო მახასიათებელია. ის თავად იყო განსხვავებული იდენტობებისა და მიკუთვნებულობების გადაკვეთაზე – თბილისში დაბადებული ეთნიკური სომეხი\, რომელმაც თავისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი უკრაინაში\, უკრაინული ფოლკლორის მოტივებზე გადაიღო. მისი დანარჩენი სამი მნიშვნელოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმიდან ერთი ეძღვნება საიათნოვას\, სამენოვან თბილისელ სომეხ პოეტს\, მეორე წარმოადგენს ქართული ლიტერატურულად დამუშავებული ლეგენდის თავისებურ ეკრანიზაციას\, ხოლო მესამე – თურქული ლეგენდის გადააზრებას. \nპოსტსტალინურ საბჭოთა კავშირში მისი სოციალური ქცევის სკანდალური ნონკონფორმიზმი და კინოხელოვნების სრულიად განუმეორებელი\, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური სტილი\, აგებული კოლაჟისა თუ tableu vivant-ის (‘ცოცხალი სურათის’) ესთეტიკაზე\, წარმოადგენდა ასაფეთქებელ ნაზავს\, რომელმაც მძიმე დაღი დაასვა დიდი რეჟისორის ცხოვრებას\, მაგრამ მისი ფილმები გლობალური მნიშვნელობის ნაწარმოებებად აქცია. \nკონფერენციაზე კინოსა და კულტურის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები – ჯეიმს სტეფენი\, პატრიკ კაზალი\, თეო ხატიაშვილი\, ქეთი შავგულიძე\, ვერონიკა ჟურავლიოვა\, გიორგი მაისურაძე\, ნიკოლოზ ნადირაშვილი\, ოლგა ბრიუხოვეცკა\, გოგი გვახარია\, ზაალ ანდრონიკაშვილი\, გიგა ზედანია – განიხილავენ ფარაჯანოვის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს\, რათა უკეთ გამოკვეთონ მისი ხელოვნების უნიკალური ფორმა\, რომელიც მომაჯადოებელ ხასიათს დღემდე ინარჩუნებს. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nადგილმდებარეობა: \n16 იანვარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 უდიტორია\, გ. წერეთლის N1 \n17-18 იანვარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გიორგი წერეთლის N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2024 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konpherentsia-zghvrebis-gadakvetha/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81960.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240110T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240110T203000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20231229T064150Z
LAST-MODIFIED:20240202T102019Z
UID:10001636-1704915000-1704918600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბაზარზე გასვლის სტრატეგიები Phubber-ისა და Retain-ის მაგალითზე
DESCRIPTION:2024 წლის 10 იანვარს Startup Grind Iliauni და პრეაქსელერატორი Zoomout წარმოგიდგენთ შეხვედრას გიორგი ჩუგოშვილთან\, თემით “ბაზარზე გასვლის სტრატეგიები Phubber-ისა და Retain-ის მაგალითზე”.  \nგაიგე\, როგორი გზა განვლო და რა გამოცდილება დააგროვა გიორგიმ და მისმა გუნდმა საქართველოს\, უკრაინისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიის მაგალითზე. \nPhubber: ციფრული პლატფორმა შოპინგისთვის\, მომხმარებელს საშუალებას აძლევს\, თავისი გარდერობი ონლაინმაღაზიად აქციოს. ის 2019 წლიდან არსებობს და დღეს საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა. \nRetain: უკუკავშირის ფორმა\, რომელსაც მარტივად მიაქვს მომხმარებლის ხმა სათაო ოფისამდე.  \nშეხვედრის დრო: 19:30 საათი 10 იანვარი\, 2024 წელი \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი\, 106 აუდიტორია \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://forms.gle/dQXNGWmEYcmRL5GX8 \nსამუშაო ენა: ქართული \n2023 \n \n \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bazarze-gasvlis-strategiebi-phubber-isa-da-retain-is-magalithze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81892.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20231225T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20231226T180000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20231220T123142Z
LAST-MODIFIED:20240202T102019Z
UID:10001635-1703520000-1703613600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი ფორუმი 2023
DESCRIPTION:25-26 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საუნივერსიტეტო სამეცნიერო ფორუმი\, რომელიც ეძღვნება ილიაუნის პროფესორ-ემერიტუსის\, ზურაბ კიკნაძის 90 წლის იუბილეს.   \nფორუმზე ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების  ინსტიტუტისა და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორები თავიანთ პრეზენტაციებში ისაუბრებენ ზურაბ კიკნაძის კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ. \nილიას უმაღლესი კვლევების ცენტრი წარმოადგენს ცენტრის სერიის „ილიაუნის გზამკვლევის“ ფარგლებში  ზურაბ კიკნაძის ავტორობით გამოცემულ ნაშრომს „ამირანიანი“. \n26 დეკემბერს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები დაინტერესებულ საზოგადოებას  წარუდგენენ  უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ მოხსენებებს. \nიხილეთ ფორუმის გრაფიკი: https://rb.gy/ix63yv \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 დეკემბერი\, 16:00-18:00 საათი \n26 დეკემბერი\, 11:30-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1) \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kvlevithi-phorumi-2023/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81606.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20231223T135700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20231223T135700
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20231223T095734Z
LAST-MODIFIED:20240201T143109Z
UID:10001634-1703339820-1703339820@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პრაღაში  დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის გამო  ილიას უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს კარლის  უნივერსიტეტს
DESCRIPTION:Condolences to the Charles University in Prague \nIn connection with the tragic events that took place at Charles University in Prague\, on behalf of Ilia State University\, we offer our deepest condolences and sympathy to students\, family members of the victims and the colleagues of the Charles University. \nWe are profoundly shocked over the tragic events at your campus and extend our solidarity and support in this most difficult of situations. It is inconceivable to believe that something so terrible could happen at a university\, a place dedicated to peaceful self-reflection\, pursuit of knowledge\, and cultivation of personal growth through education.  \nOur thoughts are with the families of the victims\, as well as those who have been injured in this senseless act of violence. \nPlease accept our solidarity and support in this tragic moment. \nWith heartfelt condolences\, \nRector Nino Doborjginidze \nIlia State University \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/praghashi-datrialebuli-umdzimesi-tragediis-gamo-ilias-universiteti-samdzimars-utskhadebs-karlis-universitets/
CATEGORIES:განცხადებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81628.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20231222T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20231222T200000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20231218T130803Z
LAST-MODIFIED:20240315T085221Z
UID:10001632-1703271600-1703275200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის საახალწლო საღამო
DESCRIPTION:ძვირფასო სტუდენტებო\, 22 დეკემბერს\, 19:00 საათზე გელოდებით ილიაუნის საახალწლო საღამოზე. საშობაო ქალაქში დაგხვდებათ ცხელი გლინტვეინი\, სითბო და საახალწლო მუსიკა ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან. საღამოს დიჯეი ANNA SUE დაასრულებს. \nსაღამოს პროგრამა : \n\n19:00 – გახსნა\n19:30 – ილიაუნის ხალხური სიმღერის გუნდი\n19 :35 -ილიაუნის მუსიკალური ცენტრის ჯაზ-ვოკალის მიმართულების სტუდენტები: თათია კაპანაძე\, ცირა მორჩილაძე\, მარიამ კუპატაძე\, შაბან მამედოვი.\n20:00 – ილიაუნის კურსდამთავრებულები : ნინუცა გაბისონია და ბაჩი ვალიშვილი\n20:30 – ANNA SUE https://shorturl.at/pyE07\n\nდრო : 22 დეკემბერი\, 19:00 \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსის ეზო. \nგილოცავთ დამდეგ შობა- ახალ წელს და გელოდებით ! \n2023 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-saakhaltslo-saghamo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81620.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20231222T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20231222T130000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20231207T075637Z
LAST-MODIFIED:20240202T102020Z
UID:10001630-1703246400-1703250000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ორიგამის წეროების დამზადების ვორკშოპი
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სტუდენტებისთვის გაიმართება ორიგამის წეროების დამზადების ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნაგასაკის ატომური ბომბის მსხვერპლთა მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენის „იაპონიის ატომური დაბომბვა“ ფარგლებში. სტუდენტების დამზადებული ორიგამები განთავსდება საგამოფენო სივრცეში. \nვორკშოპს გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენის ლექტორი რისა უჩიდა\, რომელიც საქართველოში JICA Japan-ის საზღვარგარეთული თანამშრომლობის მოხალისის სტატუსით იმყოფება. \nორიგამის წეროების შესახებ \nიაპონიაში წერო იღბლიან ფრინველად ითვლება. უძველესი პერიოდიდან იაპონელები ორიგამის წეროებს აკეთებდნენ\, რათა ღმერთებს მათი სურვილები შეესრულებინათ. \nმეორე მსოფლიო ომის მიწურულს ჰიროშიმაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი. დაბომბვის მსხვერპლი იაპონელი გოგონა რადიაციით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებით დასნეულდა. ტკივილისგან შეწუხებულმა გადაწყვიტა\, 1000 ქაღალდის წეროს გაკეთება. მას სწამდა\, რომ თუ ამას გააკეთებდა\, ღმერთები განკურნავდნენ. სამწუხაროდ გოგონა გარდაიცვალა\, თუმცა ეს ფაქტი საყოველთაოდ ცნობილი გახდა და ორიგამის წერო მშვიდობის სიმბოლოდ იქცა. ამჟამად არა მხოლოდ იაპონიაში\, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც ქაღალდის წეროებს მშვიდობისთვის სალოცავად აკეთებენ. \nვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ\, 19 დეკემბრის 18:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია. მასზე დასწრებას შეძლებს პირველი 100 რეგისტრირებული სტუდენტი. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს. \nსამუშაო ენა: იაპონური\, უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი ქართულად. \nდრო: 22 დეკემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ.N1 \n2023 \n  \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/origamis-tseroebis-damzadebis-vorkshopi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81330.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20231221T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20231221T160000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20231220T071716Z
LAST-MODIFIED:20240202T102020Z
UID:10001629-1703170800-1703174400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2024 წლის 15 იანვარს გაიმართება. \nსაარჩევნო პროცესის სრულყოფილად წარმართვის მიზნით\, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით და ამ უწყების კვალიფიციური სპეციალისტების მოწვევით/ჩართულობით დაკომპლექტდა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია 9 წევრის შემადგენლობით. \n21 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E208 აუდიტორიაში  სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია გამართავს შეხვედრას საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღების მსურველ სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ სტუდენტებთან საარჩევნო პროცესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. \nშეხვედრას არაუმეტეს 2 წარმომადგენელი დაესწრება თითო ორგანიზაციიდან.  \nწერილობითი კომუნიკაცია უნივერსიტეტის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან შესაძლებელია მეილზე: elections2023@iliauni.edu.ge \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E208 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nპატივისცემით\, \nუნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია“ \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-studenturi-thvithmmarthvelobis-archevnebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81603.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20231220T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20231220T180000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20231218T100622Z
LAST-MODIFIED:20240202T102020Z
UID:10001628-1703091600-1703095200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"სამხრეთ კავკასიური ენების წარმოშობის დრო და ადგილი: რას გვაძლევს ცოდნა ადამიანთა ძველი საზოგადოებების\, ეკოსისტემებისა და პოპულაციური გენეტიკის შესახებ?"
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ალექსანდრე გავაშელიშვილის საჯარო ლექცია ქართველურ ენათა წარმოშობის დროისა და ადგილის შესახებ.  \nმომხსენებელი შეაჯამებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტში ინტერდისციპლინური მიმართულებით წლების განმავლობაში განხორციელებული კვლევების შედეგებს\, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველურ ენათა ოჯახის ისტორიისთვის.  \nკვლევის შედეგები გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში: Scientific Reports (იხ. https://doi.org/10.1038/s41598-023-45500-w). კვლევა ეფუძნება ბაიესური ფილოგენეტიკის (Bayesian phylogenetics) მეთოდოლოგიურ ჩარჩოს და ცდილობს ქართველურ ენათა წარმოშობის ადგილი დაადგინოს: \nა. იმ ცხოველებისა და მცენარეების (შესაბამისად\, მათი გავრცელების არეალის) მიხედვით\, რომელთა სახელები აღდგება წინარე ქართველურ ძირებამდე; \n ბ. წარსული კულტურების გავრცელების ადგილებით; \n გ. წარსულ და არსებულ ადამიანთა პოპულაციების გენეტიკური ვარიაციებით. \nკვლევის შედეგები თანხვდება ამ პრობლემატიკის აქამდელი კვლევის ფართოდ გაზიარებულ ტოპოლოგიას\, თუმცა\, გვთავაზობს უფრო ადრეულ საშუალო გაყოფის თარიღებს; კერძოდ\, სვანური და ქართო-ზანურის დაშორება უნდა მომხდარიყო ადრეული სპილენძის ხანაში\, ხოლო ქართულისა და ზანურის – ადრეული რკინის ხანაში. \nკვლევის მიხედვით ქართველურ ენათა სამშობლოდ მიიჩნევა ადგილი\, რომელიც მოიცავს კოლხურ მყინვარულ რეფუგიუმს.მათი დაყოფა დაკავშირებულია როგორც ტექნოლოგიების გავრცელების სიჩქარესთან სხვადასხვა ლანდშაფტში\, ისე სახელმწიფოს მიერ მართული თემების გაჩენასთან. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \nლექციაზე დასწრებას შეძლებთ ზუმის ბმულის საშუალებით https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81282489645 \n2023 წელი \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samkhreth-kavkasiuri-enebis-tsarmoshobis-dro-da-adgili-ras-gvadzlevs-tsodna-adamiantha-dzveli-sazogadoebebis-ekosistemebisa-da-populatsiuri-genetikis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81592.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20231216T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20231216T220000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20231205T062100Z
LAST-MODIFIED:20240202T102020Z
UID:10001626-1702720800-1702764000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფოტოგამოფენა „იაპონიის ატომური დაბომბვა“
DESCRIPTION:16 დეკემბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ნაგასაკის მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის ორგანიზებით გაიხსნება ფოტოგამოფენა „იაპონიის ატომური დაბომბვა“. \nექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროშიმისა და 1945 წლის 9 აგვისტოს ნაგასაკის დაბომბვის შედეგის ამსახველი ფოტონამუშევრები\, გადარჩენილ ადამიანთა წერილობითი და ვიდეოჩანაწერები. \nფოტოგამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 30 იანვრამდე და დასრულდება ესეების კონკურსში „მსოფლიო ატომური იარაღის გარეშე“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოებით. \nსტუდენტებისთვის ასევე მოეწყობა ორიგამის წეროების ვორკშოპი. მათ მიერ შექმნილი ნამუშევრებიც საგამოფენო სივრცეში განთავსდება. \nგამოფენის შესახებ \nმეორე მსოფლიო ომის მიწურულს\, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს\, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიის ქალაქებში\, ჰიროშიმასა და ნაგასაკიში\, ჩამოაგდო 2 ატომური ბომბი\, რომლებმაც მყისიერად გაანადგურა ორივე ქალაქი და შეიწირა 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე\, ხოლო მრავალი ათასი სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდა ატომური დაბომბვის შედეგად მიღებული დაზიანებებით. \nიაპონიის მთავრობამ ატომური ბომბის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად და ატომური დაბომბვით შექმნილი საშინელი რეალობის გასაცნობად ჰიროშიმასა და ნაგასაკიში დააარსა ატომური დაბომბვის მსხვერპლთა მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზები\, რომლებიც მარადიული მშვიდობის მემორიალის როლს ასრულებს. \n2005 წლიდან ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ნაგასაკის მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის ინიციატივით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა ფოტოგამოფენები\, რათა მთელ მსოფლიოს შეატყობინონ ატომური დაბომბვით მიღებული ზარალის შესახებ და მოუწოდონ მსოფლიოს ატომური იარაღის გარეშე მშვიდობიანი სამყაროს შექმნის აუცილებლობაზე. გამოფენები უკვე გაიმართა 13 ქვეყნის 24 ქალაქში\, მსგავსი გამოფენა საქართველოში პირველად ეწყობა. \nდრო: 16 დეკემბერი\, 2023 – 30 იანვარი\, 2024\, 10:00 -20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიე\, გ. წერეთლის ქ. N1 \n 2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/photogamophena-iaponiis-atomuri-dabombva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81303.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20231214T143100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20231214T143100
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20231214T103108Z
LAST-MODIFIED:20240202T102020Z
UID:10001625-1702564260-1702564260@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა"
DESCRIPTION:ზღაპარი 1 მოქმედებად \nშობის ღამეს ყველა მეოცნებე ადამიანი სასწაულის მოლოდინშია\, პატარა ჩარლიც\, რომელიც ერთი დიდი ქალაქის განაპირას\, ხის პატარა სახლში ცხოვრობს\, ოცნებობს რომ ოდესმე მსოფლიოში უზარმაზარ შოკოლადების ქარხანაში მოხვდება \, ცნობილი ვილი ვონკას ქარხანაში\, რადგან შოკოლადი ძალიან უყვარს და მისი დაგემოვნების საშუალება\, წელიწადში მხოლოდ ერთხელ\, შობას ეძლევა\, ისიც ოჯახის წევრების დაუღალავი შრომის ფასად. \nრას უმზადებს ბედი ჩარლის?! ვის შეხვდება ვილი ვონკას შოკოლადების ქარხანაში შესასვლელი ოქროს ბარათი და ვინ მიიღებს მთავარ ჯილდოს?! \nშობას ხომ ყველა ოცნება უნდა ახდეს! \n\nრეჟისორი: ქეთი ასათიანიმხატვარი: ლიზა ჭიჭინაძემუსიკალური გამფორმებელი: ნინო სიხარულიძეტექნიკური რეჟისორი: ლენი ფანჯავიძე \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \nვილი-ვონკა – ანდრია ვაჭრიძებაბუა ჯო – კოტე ჯოხაძებებია ჯორჯიანა – მაკა ძაგანიაჩარლი ბაკეტი – საბა ქვლივიძევერუკა სოლტი – ელენე ჭავჭავაძემაიკ ტივი – ოთო სიხარულიძევიოლეტ ბორეჟანი – თუთი ნადირაძედედა\, მოქალაქე – თათუ უშვერიძედედა\, მოქალაქე – ნინი მაჭავარიანი \nუმპა-ლუმპები: (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები) \nნიკალაი ამოევი\, ელენე კაპანაძე\, გიორგი მარტინენკო\, შაკო ფაილოძე\, გვანცა ჩუბინაშვილი\,ჟურნალისტები – ეკუნა ლაბაძე\, დანიელ პირველი \nსპექტაკლის სპონსორია ლოკო-მოკო \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2023 წლის 28 დეკემბერს \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი ანტრაქტის გარეშე \n\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \nთარიღი: \n\n28 დეკემბერი\, 18:00 საათი\n29 დეკემბერი\, 18:00 საათი\n4 იანვარი\, 18:00 საათი\n5 იანვარი\, 15:00 საათი\n6 იანვარი\, 18:00 საათი\n9 იანვარი\, 18:00 საათი\n10 იანვარი\, 18:00 საათი\n11 იანვარი\, 18:00 საათი\n12 იანვარი\, 15:00 საათი\n13 იანვარი\, 18:00 საათი\n16 იანვარი\, 18:00 საათი\n17 იანვარი\, 18:00 საათი\n18 იანვარი\, 18:00 საათი\n19 იანვარი\, 18:00 საათი\n20 იანვარი\, 18:00 საათი\n\n 2023  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-charli-da-shokoladis-qarkhana/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81547.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230729T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230729T190000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20230719T060200Z
LAST-MODIFIED:20240201T110903Z
UID:10000004-1690657200-1690657200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ბაკალავრებისა და მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია 2023
DESCRIPTION:29 ივლისს\, 19:00 საათზე\, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2023 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე. \nღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. \nტრადიციულად წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამარჯვებული კურსდამთავრებულები გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ. \nოფიციალური ნაწილი დასრულდება კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით. \nღონისძიებაზე დაუკრავენ: KILLAGES\, ABDALI \nდრო: 29 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\, ვაკის პარკის მოპირდაპირედ) \nგელით! \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-bakalavrebisa-da-magistrebis-gamosashvebi-tseremonia-2023/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230718T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230718T180000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20230715T090300Z
LAST-MODIFIED:20240201T111447Z
UID:10000006-1689703200-1689703200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:არქიტექტურის პროგრამის სტუდენტთა ფინალური გამოფენა
DESCRIPTION:18 ივლისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსში გაიხსნება არქიტექტურის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა ნამუშევრების წლის შემაჯამებელი გამოფენა. \nგამოფენაზე გამოვლინდება 5 საუკეთესო ნამუშევარი შემდეგ ნომინაციებში: \n\nსაუკეთესო სამაგისტრო ნაშრომი\nსაუკეთესო საბაკალავრო ნაშრომი\nIII კურსის საუკეთესო არქიტექტურული პროექტი\nII კურსის საუკეთესო არქიტექტურული პროექტი\nI კურსის საუკეთესო არქიტექტურული პროექტი\n\nგამოფენის მიზანია ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების პოპულარიზაცია\, სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/arqiteqturis-programis-studenttha-phinaluri-gamophena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230717T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230717T170000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20230714T113817Z
LAST-MODIFIED:20240201T111517Z
UID:10000027-1689613200-1689613200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია კარის დღე: სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგის ხარისხის საბაკალავრო პროგრამა
DESCRIPTION:17 ივლისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა  სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით გამართავს ღია კარის დღეს ჰიბრიდულ ფორმატში. \nვისაუბრებთ ორმაგი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის\, ორი (ამერიკული და ქართული) დიპლომის მოპოვებისა და ერთი-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების უნიკალურ შესაძლებლობაზე. \nშეხვედრის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81777641128 \nღია კარის დღის შემდეგ გაიმართება ტური ტექნოლოგიის კორპუსში და შეძლებთ\, დაათვალიეროთ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები. \nპროგრამის შესახებ  \nსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით\, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ\, კალიფორნია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბაროთ სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამაზე და მოიპოვოთ როგორც ამერიკული\, ისე ქართული უნივერსიტეტის დიპლომი. \nსწავლის პროცესში გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ\, კალიფორნია). \nსწავლის წლიური საფასური\, როგორც ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის პროგრამაზე\, 2250 ლარია. \nპროგრამის არჩევა უკვე შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ცენტრის (NAEC) ბაზაში კოდით 0100130. \nდრო: 17 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: T 102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N⅗\, ვაკის პარკის გადმოსწვრივ ან დისტანციურად ბმულზე: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81777641128 \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია. \nვირტუალური ტური ილიაუნის ტექნოლოგიების კამპუსში: https://vr.ihomepedia.com/IliaUni1/ \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-karis-dghe-samoqalaqo-inzhineriis-ormagis-khariskhis-sabakalavro-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230714T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230714T140000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20230710T090601Z
LAST-MODIFIED:20240201T111509Z
UID:10000022-1689343200-1689343200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Back2Networking კონფერენცია
DESCRIPTION:14 ივლისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია Greennet-ის ორგანიზებით გაიმართება Back2Networking კონფერენცია\, რომლის თითოეული სესია იქნება მინი-ვორშოპი – კონკრეტული ტექნოლოგიის განხილვა საფუძვლებიდან მისი იმპლემენტაციის მაგალითებამდე. \nთემებისა და მომხსენებლების შესახებ: \nდავით ირემაძე – „ქსელური ბრანდმაუერების წარმადობის ტესტირება“ \nდავით ირემაძე\, ქსელის ინჟინერი\, ამ სფეროში 15 წელია მოღვაწეობს. თავის საქმიანობაში აქცენტს აკეთებს მომავალი თაობის ბრანდმაუერებზე. დავითი ქსელური ბრანდმაუერების წარმადობის ტესტირების სესიაზე გაგიზიარებთ საუკეთესო პრაქტიკას ქსელური ბრანდმაურის წარმადობის შესაფასებლად. \nალექსანდრე ხიდეშელი – „ქსელის ტესტირების ავტომატიზაცია“ \nალექსანდრე ხიდეშელი ქსელური ინჟინერიის სფეროს ამომავალი ვარსკვლავია. მისმა მიდგომებმა და თანამედროვე ხედვამ ხელი შეუწყო მოკლე დროში დიდი განაწილებული ქსელების პრობლემების სწრაფ და ეფექტურ მოძიებასა და აღმოფხვრას. ქსელის ტესტირების ავტომატიზაცის სესიაზე იგი გაგიზიარებთ ქსელის ტესტირების თანამედროვე მიდგომებს. \nალექს ზნამენსკი – „LAN\, WAN და Cloud რესურსების ტესტირების მასშტაბირება“ \nალექს ზნამენსკი ქსელის პროფესიონალია 21-წლიანი გამოცდილებით. მისი კარიერის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა დიდი განაწილებული ქსელების ადმინისტრირებას\, სწორედ ამიტომ\, იგი საინტერესო მომხსენებელია B2N აუდიტორიისთვის. LAN\, WAN და Cloud რესურსების ტესტირების მასშტაბირების სესიაზე ალექსი გაგიზიარებთ პრაქტიკულ გამოცდილებას თანამედროვე განაწილებულ ქსელში სხვადასხვა ქსელური სეგმენტის ტესტირების უზრუნველყოფის მიმართულებით. \nრატომ უნდა დაესწრო B2N-ს? \n\nდაუკავშირდები ქსელის ინჟინრებს\, რითაც შეძლებ  ნეთვორქინგის გაფართოებას;\nჩაერთვები დისკუსიებში და გაეცნობი პრაქტიკაზე დაფუძნებულ ექსპერტთა დაკვირვებებს;\nიმუშავებ მარკეტინგისგან თავისუფალი გარემოში\, რომელიც ორიენტირებულია ტექნიკური ცოდნის გაზიარებაზე.\n\nსარეგისტრაციო ბმული: https://b2n2023.ticketforevent.com/ \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 14 ივლისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, T102 საკონფერენციო დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/back2networking-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230711T101000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230711T101000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20230707T091629Z
LAST-MODIFIED:20240201T111512Z
UID:10000025-1689070200-1689070200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო ვორკშოფი „საქართველოს ისტორიული მყინვარული კერნი: საპილოტე პუბლიკაციები და შემდგომი ნაბიჯები"
DESCRIPTION:11-12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრი\, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გეგმავს საერთაშორისო ვორკშოფს „საქართველოს ისტორიული მყინვარული კერნი: საპილოტე პუბლიკაციები და შემდგომი ნაბიჯები” (Georgia Historical Ice-Core Project (GHICP) Workshop: Pilot publications and next stages). \nვორკშოფი გაიმართება ჩვენს უნივერსიტეტსა და ნოტინგემის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ვორკშოფში მონაწილეობას მიიღებენ მკვლევარები გაერთიანებული სამეფოდან\, აშშ\, გერმანია და საფრანგეთი\, ასევე მოწვეული სტუმრები\, სტუდენტები საქართველოდიან. \nვორკშოფის ძირითადი მიზანია საერთაშორისო კვლევითი კონსორციუმის დაფუძნება და ერთიანი კვლევითი საკითხის შეთანხმება EU-USA-UK პროექტისთვის “CESOC-Caucasus: Climate\, Environment and Social Change in the Caucasus”. \nდეტალური პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/oqX05 \n\nორგანიზატორები \n\n\n\n \n\n\nქრისტოფერ ლოვლაქი\, Prof. Dr.\nკლასიკური კვლევების და არქეოლოგიის განყოფილება\, ნოტინგემის უნივერსიტეტი\, UK\n\n\nანდრეი კურბატოვი\, Prof. Dr.\nკლიმატის ცვლილების ინსტიტუტი\, მეინის უნივერსიტეტია\, US\n\n\nლიზი გადრანი\, PhD student\nკლიმატის ცვლილების ინსტიტუტი\, მეინის უნივერსიტეტია\, US\n\n\nმიხეილ ელაშვილი\, Prof\, Dr.\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, GE\n\n\nლევან ტიელიძე\, Prof. Dr.\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, GE\, ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიეტი\, NZ\n\n\nჰელმუტ ბრუკნერი\, Prof. Dr.\nგეოგრაფიის ინსტიტუტი\, კიოლნის უნივერსიტეტი\, DE\n\n\nჰანეს ლაერმანსი\, Dr.\nგეოგრაფიის ინსტიტუტი\, კიოლნის უნივერსიტეტი\, DE\n\n\nანკა-ქრისტინა დან\, Prof. Dr.\nსამეცნეირო კვლევების ეროვნული ცენტრი\, Ecole Normale Superieure\, FR\n\n\nუდო შლოცჰაუერი\, Dr.\nგერმანიის არქეოლოგიის სკოლა (DAI)\, DE\n\n\nჰანს ფონ სუხოდოლეცი\, Dr.\nგეოგრაფიის ინსტიტუტი\, ლაიპციგის უნივერსიტეტი\, DE\n\n\nნათანიელ ერბ-სათურლო\, Prof\, Dr.\nქრენფილდის უნივერსიტეტი\, UK\n\n\n\n\nპირველი ორი დღე 11-12 ივლისი დაეთმობა მოხსენებებს და სამუშაო შეხვედრებს. 13 ივლისს დაგეგმილია საველე-კვლევითი გასვლა დმანისის მიმართულებით\, ხოლო 14- 18 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში\, რომელიც სამომავლო კვლევების ძირითად არეალს წარმოადგენს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11-12 ივლისი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, E207 აუდიტორია\, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n2023 წელი \nhttps://iliauni.edu.ge/uploads/other/78/78801.pdf \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-vorkshophi-saqarthvelos-istoriuli-mqhinvaruli-kerni-sapilote-publikatsiebi-da-shemdgomi-nabijebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230708T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230708T100000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20230627T080037Z
LAST-MODIFIED:20240201T111524Z
UID:10000028-1688810400-1688810400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნილაბში AWS Game Day Georgia გაიმართება
DESCRIPTION:8 ივლისს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T404-406 აუდიტორიაში (უნილაბი) ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის DataArt Georgia-სა და AWS User Group Tbilisi- ის ერთობლივი ინიციატივით გაიმართება AWS Game Day Georgia. \nGameDay არის შემეცნებით-გასართობი აქტივობა\, რომელიც ამოწმებს AWSგადაწყვეტილებების დანერგვის უნარებს რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. \nეს არის პრაქტიკული შესაძლებლობა IT სფეროს პროფესიონალებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის\, შეისწავლონ AWS-ის სერვისები\, არქიტექტურის ნიმუშები\, გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებს და გამოიმუშაონ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები. \nღონისძიების განმავლობაში აქტივობის მონაწილეებს მიეწოდებათ ყველა საჭირო რესურსი სხვადასხვა სცენარით მუშაობისთვის. \nთითოეულ გუნდს რეგისტრაციისას გადაეცემა AWS-ის ანგარიშზე წვდომისთვის საჭირო მონაცემები. \nთამაშს პრეზენტაციის სახით გახსნიან Unicorn.Rentals-ის თანამშრომლები. \nთითოეული გუნდი (4 წევრამდე) მიიღებს დაფას იმ ამოცანებით\, რომლებიც უნდა ამოიხსნას სხვადასხვა გზით. \nAWS Gameday-ზე არ არსებობს სწორი პასუხი\, თითოეულ გუნდს ექნება ამოცანის ამოხსნის საკუთარი სტრატეგია\, რომელიც AWS-ის ანგარიშებში წარმოდგენილი რესურსების მიხედვით უნდა შეიმუშაოს. \nმონაწილეები მზად უნდა იყვნენ AWS Management Console-ში ინტენსიური მუშაობისთვის. თავიანთი ცოდნის გამოსავლენად მათ ასევე უნდა უნდა გამოიყენონ AWS-ის სერვისები. ღონისძიება მოიცავს cloud domains-ის მრავალფეროვნებას. \nმონაწილეობისთვის: \nმონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე\, რის შემდეგაც გადანაწილდებით გუნდების მიხედვით. \n\nიმ შემთხვევაში\, თუ გსურთ\, რომ მეგობრებმა ერთობლივად მიიღოთ მონაწილეობა და შექმნათ თქვენი გუნდი\, გთხოვთ აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობოთ ორგანიზატორებს.\nიმ შემთხვევაში\, თუ მონაწილეობთ გუნდთან ერთად\, თითოეული წევრი უნდა დარეგისტრირდეს ინდივიდუალურად.\n ორგანიზატორებს შეუძლიათ შეცვალონ გუნდის შემადგენლობა მონაწილეთა გამოცდილების დონის დასაბალანსებლად.\n\nთამაშში მონაწილეობისთვის საჭიროა: \n\nAWS და მიკროსერვისების საფუძვლების ცოდნა;\nთავისუფლად ფლობდეთ ინგლისურს (თამაშის დროს კომუნიკაციისთვის);\n ლეპტოპი და ადაპტერი;\n Firefox ან Chrome.\n\nდღის წესრიგი: \n\n10:00 – 10:30 – რეგისტრაცია\n10:30 – 10:45 – მისასალმებელი სიტყვა\n11:00 – 17:00 – AWS Game Day კონკურსი\n17:00 – 18:00 – ნეთვორქინგი\n\nსარეგისტრაციო ფორმა:  https://bit.ly/43qH3eo \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 ივლისი\, 10:00 \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი\, T404-406 აუდიტორია (UniLab)\,  ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია! \n2023 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unilabshi-aws-game-day-georgia-gaimartheba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230707T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230707T120000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20230706T055821Z
LAST-MODIFIED:20240201T111703Z
UID:10000033-1688731200-1688731200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:IT დასაქმების ფორუმი ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის „Training for Life (T4L) Industry-Led Workforce Development” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის Advanced IT Trainings-ის ფარგლებში 7 ივლისს 12:00 საათიდან IT დასაქმების ფორუმი გაიმართება \nფორუმი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს შეხვდნენ IT კომპანიების წარმომადგენლებს\, გაიგონ მათი სერვისების\, შეთავაზებების შესახებ\, გაეცნონ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს. \nფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები და სტუდენტები\, ასევე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის „Training for Life (T4L) Industry-Led Workforce Development” ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების Advanced IT Trainings კურსდამთავრებულები. \nდასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იქნება Advanced IT Trainings-ის DevOps კურსის პროექტების პრეზენტაცია\, კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტების ფინალური პროექტები\, მოეწყობა მათ მიერ შესულებული საინჟინრო და ტექნოლოგიური პროტოტიპების დემონსტრაცია. \nკომპანიებისთვის გამოყოფილი იქნება სივრცე\, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ გასაუბრებასა და სტაჟირების\, დასაქმების პროგრამებზე ინფორმაციის მიღებას. \nპროექტი “Advanced IT Trainings” 2021 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო და მის ფარგლებში უკვე 60-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა ინტენსიური კურსები DevOps მიმართულებით. \nIT დასაქმების ფორუმზე დასწრება შეუძლიათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს\, ამისათვის საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია\, რათა მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია. \nსარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/eztBkYMnHwXNkqUE7 \nUSAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყანაში ისეთი სექტორების გაძლიერებას\, რომელთაც აქვთ დიდი პოტენციალი დასაქმების ბაზრის გაფართოების\, შემოსავლის ზრდისა და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციის მიმართულებით. \nდრო: 7 ივლისი\, 12:00-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი\, G106\, გ. წერეთლის ქუჩა N1 \nსამუშაო ენა: ქართული\, ინგლისური \nდამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: \n\ndevops@iliauni.edu.ge\ntechschool@iliauni.edu.ge\n\n2023\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/it-dasaqmebis-phorumi-iliaunis-studentebisa-da-kursdamthavrebulebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230705T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230705T120000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20230626T083449Z
LAST-MODIFIED:20240201T111729Z
UID:10000035-1688558400-1688558400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ სალომე მჭედლიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:5 ივლისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სალომე მჭედლიძის სადოქტორო ნაშრომის \,\,პირველადი მაგნიტური ველები: ევოლუცია და დაკვირვებითი ანაბეჭდები” (“Primordial Magnetic Fields: Evolution and Signatures”) დაცვა. \nსამეცნიერო ხელმძღვანელები: გეორგ-აუგუსტის სახელობის გოტინგენის უნივერსიტეტიდან  პროფესორი იენს ნიმაიერი. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროფესორი თინათინ კახნიაშვილი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 5 ივლისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი\, აუდიტორია 106\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-salome-mtchedlidzis-sadoqtoro-nashromis-datsva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/06/78810.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230703T103000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230703T103000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20230622T111312Z
LAST-MODIFIED:20240201T111537Z
UID:10000030-1688380200-1688380200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კურსდამთავრებულთა კლუბის დაარსება და განათლების სკოლის პროგრამების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა
DESCRIPTION:3 ივლისს\, 10:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის 102 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის პროგრამების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა და კურსდამთავრებულთა კლუბის დაარსების ღონისძიება. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 3 ივლისი\, 10:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kursdamthavrebultha-klubis-daarseba-da-ganathlebis-skolis-programebis-samagistro-nashromebis-sajaro-datsva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/06/77426.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230628T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230628T093000
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20230626T120222Z
LAST-MODIFIED:20241122T110930Z
UID:10000031-1687944600-1687944600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „ცვლილებები შავი ზღვის რეგიონში: უსაფრთხოების\, სტრატეგიული კავშირისა და მდგრადობის გაძლიერება“
DESCRIPTION:28-29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (Foreign Policy Research Institute\, USA) მიერ ორგანიზებული კონფერენცია: \nცვლილებები შავი ზღვის რეგიონში: უსაფრთხოების\, სტრატეგიული კავშირისა და მდგრადობის გაძლიერება \nკონფერენცია მიზნად ისახავს\, ხელი შეუწყოს შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ საექსპერტო და სამეცნიერო დიკუსიას და ცნობიერების ამაღლებას. ამავდროულად\, კონფერენცია მნიშნელოვნად იქნება ფოკუსირებული შავი ზღვის ქვეყნების პოლიტიკური\, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების ანალიზზე მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. კონფერენცია თავს მოუყრის ექსპერტებს და აკადემიური სივრცის წარმომადგენლებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან. \nკონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ფაილი. \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა N1\, G კორპუსი \nრეგისტრაცია: დასწრება თავისუფალია. რეგისტრაცია სავალდებულოა. \nსარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/zBIW5  \nკონფერენციის თარიღი: 28-29 ივნისი\, 2023 წელი \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konpherentsia-tsvlilebebi-shavi-zghvis-regionshi-usaphrthkhoebis-strategiuli-kavshirisa-da-mdgradobis-gadzliereba/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230627T162900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230627T162900
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20230627T122916Z
LAST-MODIFIED:20240201T111248Z
UID:10000008-1687883340-1687883340@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მესამე ეროვნული ფესტივალის „მეცნიერება მთავარ როლში“ გამარჯვებული ცნობილია
DESCRIPTION:24 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მესამე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში”\, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა 24 პროექტი. \nფესტივალის ჟიურიმ 4 საუკეთესო პროექტი შეარჩია და მათი ავტორი ქართველი მასწავლებლები 2024 წლის აგვისტოში ტურკუში (ფინეთი) საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. \nჟიურის რჩეული პროექტები გახდნენ: \nპროექტი: „პლასტმასა VS მცენარე“\nსკოლა: სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA GESS\, თბილისი\nპედაგოგი: თამარ ტურაშვილი \nპროექტი: „დარგე ემოცია“\nსკოლა: სსიპ ქ. გორის #8 საჯარო სკოლა\nპედაგოგი: ნინო ფსუტური \nპროექტი: “ჭიქა წყლის საიდუმლოებანი (მეშვიდეკლასელის დაკვირვება ფერწერულ ტილოზე)”\nსკოლა: ქართული სასწავლებელი\, თბილისი\nპედაგოგი: ინესა ბეჟანოვა \nპროექტი: „ნიადაგის მჟავიანობის შესწავლა“ \nსკოლა: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლა\nპედაგოგები: მაკა მაკარიძე\, ჟანა ყუთულაშვილი\, ნანა დემეტრაშვილი \nწლევანდელი ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაცია\, გამომცემლობა „ინტელექტი”\, სულაკაურის გამომცემლობა\, WWF\, უნილაბი. \nქსელის შესახებ \nScience on Stage\, ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ქსელი\, მიზნად ისახავს\, გააუმჯობესოს STEM განათლება ევროპაში მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერითა და წახალისებით\, ასევე ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ხარისხიან განათლებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. \nქსელში გაერთიანებულია ევროპის 34 ქვეყანა. საქართველო ამ ქსელის წევრია 2016 წლიდან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS Science on Stage-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. \nორ წელიწადში ერთხელ ქსელის წევრ ქვეყნებში ეწყობა ეროვნული ფესტივალი დევიზით „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“. ჟიურის მიერ შერჩეული ეროვნული პროექტები კი ქვეყანას საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენენ. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mesame-erovnuli-phestivalis-metsniereba-mthavar-rolshi-gamarjvebuli-tsnobilia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230626T140100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230626T140100
DTSTAMP:20260418T094742
CREATED:20230626T100053Z
LAST-MODIFIED:20240201T111050Z
UID:10000007-1687788060-1687788060@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აშშ-ის საელჩოს ატაშეს\, მარიო მონტოიას\, ფოტოგამოფენა „არნახული ამერიკა“
DESCRIPTION:23 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ატაშეს\, მარიო მონტოიას ფოტოგამოფენას „არნახული ამერიკა / Unseen America“. \nგამოფენის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი; შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. \nპროექტის შესახებ \n„არნახული ამერიკა/Unseen America” დოკუმენტური ფოტოგრაფიის ინსტალაციაა და დამთვალიერებლებს აჩვენებს შეერთებული შტატების საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მხარეებს. \nპროექტი Unseen America 2019 წლის მარტში გაიხსნა კიევში (უკრაინა)\, ამერიკის სახლის კულტურულ სივრცეში და დაფინანსებული იყო უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ. ამასთან პროექტი განიხილებოდა ესპანური მემკვიდრეობის თვის ფარგლებში ვირტუალურ საგანმანათლებლო სერიაში “Siesta Americana” 2020 წელს კიევში. \nგამოფენა ასევე დააფინანსა საქართველოში აშშ-ის საელჩომ და წარმოდგენილი იყო ყვარლის ამერიკულ სივრცეში. \nმარიო მონტოიას შესახებ \nმარიო მონტოია დაიბადა ალბურკში\, ნიუ-მექსიკოში. ცხოვრობდა შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში ახლახან კიევიდან დაბრუნდა. 10 წელია\, რაც დოკუმენტურმა ფოტოგრაფიამ გაიტაცა. მარიოს ფოტოგრაფია წარმოდგენილია ვაშინგტონის სამხატვრო გალერეებში\, კიევის გამოფენებსა და საერთაშორისო ჟურნალებში. \n2023 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ashsh-is-saelchos-atashes-mario-montoias-photogamophena-arnakhuli-amerika-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230626T114500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230626T114500
DTSTAMP:20260418T094743
CREATED:20230626T074441Z
LAST-MODIFIED:20240201T111313Z
UID:10000009-1687779900-1687779900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველ ქალ ხელმძღვანელთან\, ჯილ მარი ჰრუბთან
DESCRIPTION:23 ივნისს\, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა ჯილ მარი ჰრუბი\, აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველი ქალი ხელმძღვანელი და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში. \nშეხვედრა გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა\, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ. \nშეხვედრაზე ჯილ ჰრუბი\, პროფესიით მექანიკური ინჟინერი\, სტუდენტებს ესაუბრა თავის კარიერასა და საქმიანობაზე. \nშეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. \nმომხსენებლის შესახებ \nჯილ მარი ჰრუბი პროფესიით მექანიკური ინჟინერია. 2021 წლის 26 ივლისიდან აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში\, უკავია თანამდებობა\, რომელსაც სენატი ამტკიცებს. \n2015-2017 წლებში იყო სანდრიას ეროვნული ლაბორატორიის დირექტორი და ისტორიაში შევიდა\, როგორც აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველი ხელმძღვანელი ქალი. \nეს დაწესებულება\, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის/ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული ლაბორატორია\, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების დარგში განსაზღვრული სხვადასხვა ამოცანის შესრულებას\, მათ შორის ბირთვული შეიარაღების\, კიბერსივრცის\, ენერგეტიკის\, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის\, ბიოლოგიური საფრთხისგან თავდაცვისა და კოსმოსის კვლევის მიმართულებით. \n2023 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-ashsh-is-birthvuli-sheiaraghebis-laboratoriis-pirvel-qal-khelmdzghvanelthan-jil-mari-hrubthan-2/
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/06/77439.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230623T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230623T170000
DTSTAMP:20260418T094743
CREATED:20230621T065600Z
LAST-MODIFIED:20240201T111330Z
UID:10000011-1687539600-1687539600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აშშ-ის საელჩოს ატაშეს\, მარიო მონტოიას\, ფოტოგამოფენა „არნახული ამერიკა“
DESCRIPTION:23 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ატაშეს\, მარიო მონტოიას\, ფოტოგამოფენას „არნახული ამერიკა / Unseen America“. \nგამოფენის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან\, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება. \nშეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2023 წლის 22 ივნისი\, 21:00 საათი. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/DkExyTNg8EF2nggXA \nპროექტის შესახებ \n„არნახული ამერიკა / Unseen America”\, დოკუმენტური ფოტოგრაფიის ინსტალაცია\, დამთვალიერებლებს აჩვენებს შეერთებული შტატების საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მხარეებს. \nპროექტი Unseen America 2019 წლის მარტში გაიხსნა კიევში (უკრაინა)\, ამერიკის სახლის კულტურულ სივრცეში\, და დაფინანსებული იყო უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ. ამასთან პროექტი განიხილებოდა ესპანური მემკვიდრეობის თვის ფარგლებში ვირტუალურ საგანმანათლებლო სერიაში “Siesta Americana” 2020 წელს კიევში. \nგამოფენა ასევე დააფინანსა საქართველოში აშშ-ის საელჩომ და წარმოდგენილი იყო ყვარლის ამერიკულ სივრცეში. \nმარიო მონტოიას შესახებ \nმარიო მონტოია დაიბადა ალბურკში\, ნიუ მექსიკოში. ცხოვრობდა შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში ახლახან კიევიდან დაბრუნდა. 10 წელია\, რაც დოკუმენტურმა ფოტოგრაფიამ გაიტაცა. მარიოს ფოტოგრაფია წარმოდგენილია ვაშინგტონის სამხატვრო გალერეებში\, კიევის გამოფენებსა და საერთაშორისო ჟურნალებში. \nდრო: 23 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, გ. წერეთლის ქ.N1 \nსამუშაო ენა: ინგლისური \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ashsh-is-saelchos-atashes-mario-montoias-photogamophena-arnakhuli-amerika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/06/77420.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230623T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230623T163000
DTSTAMP:20260418T094743
CREATED:20230619T082305Z
LAST-MODIFIED:20240201T111348Z
UID:10000013-1687537800-1687537800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველ ქალ ხელმძღვანელთან\, ჯილ მარი ჰრუბთან
DESCRIPTION:23 ივნისს\, 16:30 საათზე\, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს ჯილ მარი ჰრუბი\, აშშ-ის ბირთვული შეირაღების ლაბორატორიის პირველი ქალი ხელმძღვანელი\, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში. \nშეხვედრაზე ჯილ ჰრუბი\, პროფესიით მექანიკური ინჟინერი\, სტუდენტებს ესაუბრება თავის კარიერასა და საქმიანობაზე. \nშეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. \nშეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2023 წლის 22 ივნისი\, 18:00 საათი. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/A4YcK2cReaicj1pn7 \nმომხსენებლის შესახებ \nჯილ მარი ჰრუბი პროფესიით მექანიკური ინჟინერია. 2021 წლის 26 ივლისიდან აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში\, უკავია თანამდებობა\, რომელსაც სენატი ამტკიცებს. \n2015-2017 წლებში იყო სანდრიას ეროვნული ლაბორატორიის დირექტორი და ისტორიაში შევიდა\, როგორც აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველი ხელმძღვანელი ქალი. \nეს დაწესებულება\, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის/ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული ლაბორატორია\, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების დარგში განსაზღვრული სხვადასხვა ამოცანის შესრულებას\, მათ შორის ბირთვული შეიარაღების\, კიბერსივრცის\, ენერგეტიკის\, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის\, ბიოლოგიური საფრთხისგან თავდაცვისა და კოსმოსის კვლევის მიმართულებით. \nდრო: 23 ივნისი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: T406\, კიბერლაბორატორია უნილაბი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\, ვაკის პარკის გადმოსწვრივ) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nშეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2023 წლის 22 ივნისი\, 18:00 საათი. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/A4YcK2cReaicj1pn7 \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-ashsh-is-birthvuli-sheiaraghebis-laboratoriis-pirvel-qal-khelmdzghvanelthan-jil-mari-hrubthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/06/77399.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230620T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230620T190000
DTSTAMP:20260418T094743
CREATED:20230619T070641Z
LAST-MODIFIED:20240201T111403Z
UID:10000015-1687287600-1687287600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:FrontSpot MeetUp
DESCRIPTION:20 ივნისს FrontSpot Georgia-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალებისთვის. \n\nსპიკერების შესახებ: \n\nისკანდერ შარიპოვი\, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი\n\nთემა – JS necromancy: re-animating dead images using shaders \nპრეზენტაციის შინაარსი: სპიკერი განიხილავს ფრაგმენტების ჩრდილებს\, რას აკეთებს და როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება. თქვენ შექმნით სხვადასხვა ეფექტს ჩრდილებისა და WebGL-ის გამოყენებით\, ასევე ნახავთ\, როგორ არის ინტეგრირებული ჩრდილები JS თამაშის ძრავებში\, მაგალითად\, pixiJS-ში. \n\nალიაქსანდრ ერახავეცი\, უფროსი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი\n\nთემა – OAuth 2.0. How secure is your mobile login? \nპრეზენტაციის შინაარსი: დღეს\, mobile world-ის ეპოქაში\, სულ უფრო რთულდება მომხმარებლის მონაცემთა დაცვა\, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა უსაფრთხო აპლიკაციებზე. ამიტომ აუცილებელია\, არ ჩამორჩეთ სიახლეებს და ფლობდეთ ინფორმაციას OAth 2.0-ის განვითარებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. \nმომხსენებელი განიხილავს OAuth 2.0 სამუშაო პროცესს და ინტეგრაციას\, ისაუბრებს შეცდომებზე\, რომელთაც ყოველდღიურად ვუშვებთ ცხოვრებაში მონაცემთა დაცვის დროს\, და ბოლოს: შეისწავლით საუკეთესო პრაქტიკას მობილური აპლიკაციების უსაფრთხოებისთვის. \n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 20 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, T102 საკონფერენციო დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/frontspot-meetup/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/06/77391.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230618T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230618T120000
DTSTAMP:20260418T094743
CREATED:20230615T082043Z
LAST-MODIFIED:20240201T111422Z
UID:10000017-1687089600-1687089600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება
DESCRIPTION:18 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის განათლების სკოლის ორგანიზებით გაიმართება წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება. \nღონისძიებაზე მოსწავლეები წარადგენენ სტუდენტებისა და მასწავლებლების მენტორობით შექმნილ წიგნებსა და მათ ინტერაქციულ ვერსიებს. \nწიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბებს\, რომლებიც ხორციელდება USAID  საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში\, ილიაუნის განათლების სკოლა უნილაბის მხარდაჭერით ქვემო ქართლის 10 საჯარო სკოლაში ახორციელებს. კლუბების ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების პროგრამის სტუდენტებისა და სკოლის მასწავლებლების მენტორობით დაწყებითი კლასების მოსწავლეები ქმნიან საკუთარ ხელნაკეთ წიგნებს და ამ წიგნების ინტერაქციულ ვერსიებს. \nპროექტმა გააერთიანა 120 მოსწავლე\, 21 მასწავლებელი\, 10 მენტორი სტუდენტი. სულ მომზადდა 72 გაციფრულებული და ხელნაკეთი პროექტი. \n18 ივნისს მოსწავლეები ეწვევიან უნივერსიტეტს\, გამოფენენ თავიანთ ხელნაკეთ წიგნებს\, სტუდენტებთან ერთად გამართავენ მოკლე პრეზენტაციებს – წარმოგვიდგენენ წიგნების გაციფრებულ ვარიანტებს. \nსკოლები დაჯილდოვდებიან საბავშვო წიგნების სხვადასხვა ნაკრებით. \nმოსწავლეების\, სტუდენტებისა და მასწავლებლების თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროცესია. პროექტი ეხმარება მასწავლებლებს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვაში\, სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარებაში\, ხოლო მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და საინტერესო\, დაუვიწყარი გამოცდილების მიღებაში. \nსპეციალურად პროექტისთვის ილიაუნის კიბერლაბორატორიაში შეიქმნა ვებგვერდი https://ibook.iliauni.edu.ge/ საიტზე განთავსდა მოსწავლეების მიერ შექმნილი წიგნების ინტერაქტიული ვერსიები\, რომლებიც დღეიდან ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომი იქნება. \nდრო: 18 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: T102 დარბაზი\, ტექნოლოგიის კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის ქ.N3/5\, ვაკის პარკის გადმოსწვრივ) \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-megobartha-da-ideatortha-klubebis-saqmianobis-shemajamebeli-ghonisdzieba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/06/77352.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230616T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230616T170000
DTSTAMP:20260418T094743
CREATED:20230601T110138Z
LAST-MODIFIED:20240201T111446Z
UID:10000019-1686934800-1686934800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლარს ვიგერლანდის საჯარო ლექცია „შეუძლია თუ არა „კარგ არქიტექტურას“ უპასუხოს ბაზრის გამოწვევას?“
DESCRIPTION:16 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის 401 აუდიტორიაში დოქტორი ლარს ვიგერლანდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „შეუძლია თუ არა „კარგ არქიტექტურას“ უპასუხოს ბაზრის გამოწვევას?“ \nთემის მოკლე მიმოხილვა \nრას გულისხმობს ბუნდოვანი ტერმინი „კარგი არქიტექტურა” და ბაზარზე არის თუ არა მასზე მოთხოვნა? აშშ-ში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით მომხსენებელი შეეცდება\, პარალელი გაავლოს\, ზოგადად\, არქიტექტურასა და იმ კომენტარებსა და რეფლექსიას შორის\, რომელიც თბილისის სამშენებლო დაგეგმარებასა და დიზაინის გარშემო არსებობს. ლექცია საინტერესო იქნება მიკროპერსპექტივიდან როგორც უძრავი ქონების ინვესტორების\, ასევე მაცხოვრებლებისა და დამქირავებლებისთვის\, ხოლო მაკროპერსპექტივიდან – სილამაზე ყოველდღიურობის წინააღმდეგ\, რეგიონულობა გლობალიზმის წინააღმდეგ და უნიკალურობა უნივერსალურობის წინააღმდეგ. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი ლარს ვიგერლანდი სტოკჰოლმის სოდერტორნის უნივერსიტეტის (შვედეთი) წამყვანი ლექტორი და მკვლევარია. ასევე ბიზნესმენი\, ინვესტორი\, კონსულტანტი და სხვადასხვა საქველმოქმედო და სამეცნიერო ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრია. დოქტორი ვიგერლანდი ასწავლის მარკეტინგს\, ფინანსებს\, კვლევის მეთოდებსა და მეცნიერების ფილოსოფიას. მისი კვლევის სფეროა უძრავი ქონება\, საბანკო საქმე\, ფილოსოფია და ბიზნესის ეთიკა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 16 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: T401 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lars-vigerlandis-sajaro-leqtsia-sheudzlia-thu-ara-karg-arqiteqturas-upasukhos-bazris-gamotsvevas/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/06/76839.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230616T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230616T100000
DTSTAMP:20260418T094743
CREATED:20230209T080019Z
LAST-MODIFIED:20240201T111506Z
UID:10000020-1686909600-1686909600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პირველი კავკასიური სიმპოზიუმი მღვიმეების ბიოლოგიის შესახებ
DESCRIPTION:16-17 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება პირველი კავკასიური სიმპოზიუმი მღვიმეების ბიოლოგიის შესახებ. \nორგანიზატორები \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: \nშალვა ბარჯაძე\, ლევან მუმლაძე\, ასისტენტ-მკვლევარი ეთერ მაღრაძე\, ასისტენტ-ლაბორანტი ლადო შავაძე \nსიმპოზიუმის შესახებ \nმღვიმეების ბიოლოგების შეხვედრა იქნება პირველი მცდელობა კავკასიის ბიოლოგიის შესახებ სიმპოზიუმების სერიიის დაწყებისა მღვიმეების ბიოლოგიით დაინტერესებული მეცნიერების ქსელის შესაქმნელად. \nპრეზენტაციები შეეხება შემდეგ თემებს: ტაქსონომია\, სისტემატიკა\, ბიომრავალფეროვნება\, ეკოლოგია\, კონსერვაცია\, ბიოგეოგრაფია\, ევოლუცია და ა.შ. \nმონაწილეობა \nმონაწილეებს შეუძლიათ მოამზადონ ზეპირი პრეზენტაციები როგორც ადგილზე\, ასევე ონლაინ – Zoom-ის გამოყენებით. \nრეგისტრაციისა და აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილი. \nსიმპოზიუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://cssb.iliauni.edu.ge/ \nზუმის ბმული : \n\n\nდღე 1\n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/88969001913\nMeeting ID: 889 6900 1913 \n\nდღე 2\n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86491576406\nMeeting ID: 864 9157 6406 \n\nფორმატი: ჰიბრიდული \nსამუშაო ენა: ინგლისური \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, აუდიტორია T102\, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pirveli-kavkasiuri-simpoziumi-mghvimeebis-biologiis-shesakheb/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/02/74456.png
END:VEVENT
END:VCALENDAR