BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230508T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230508T130000
DTSTAMP:20260423T023425
CREATED:20230501T074925Z
LAST-MODIFIED:20240201T112042Z
UID:10000081-1683550800-1683550800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის საჯარო ლექცია „ნატო-საქართველოს ურთიერთობები“
DESCRIPTION:8 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი წაიკითხავს საჯარო ლექციას. \nლექციის თემა: ნატო-საქართველოს ურთიერთობები \nმომხსენებლის შესახებ \nსაქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს\, რომლის საქმიანობაც მოიცავს აზერბაიჯანსა და სომხეთს\, ჰოლანდიელი დიპლომატი ალექსანდრე ვინიკოვი 1-ელი თებერვლიდან შეუერთდა ხელმძღვანელის პოზიციაზე. \n2015-დან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით\, 6 წლის განმავლობაში\, ალექსანდრე მსახურობდა უკრაინაში ნატოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად. \nმისი წინა სამუშაო გამოცდილება მოიცავს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელობას ცენტრალურ აზიაში და მუშაობას ნატოს შტაბ-ბინაში\, როგორც პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის\, ასევე თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოში. ადრე რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო). \nკარიერა კი საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრად დაიწყო ოქსფორდის უნივერსიტეტში\, ჰარვარდ კენედის სკოლასა და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში. \nდიპლომატი ალექსანდრე ვინიკოვი ფლობს აკადემიურ ხარისხს ოქსფორდის უნივერსიტეტის\, Sciences-Po Paris-ისა და ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან. საუბრობს შვიდ ენაზე. \nდრო: 8 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/natos-samekavshireo-ophisis-khelmdzghvanelis-sajaro-leqtsia-nato-saqarthvelos-urthierthobebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/75866.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230508T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230508T160000
DTSTAMP:20260423T023425
CREATED:20230504T120903Z
LAST-MODIFIED:20240201T112035Z
UID:10000079-1683561600-1683561600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სებასტიან კონრადის წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:8 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსის\, სებასტიან კონრადის\, წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. \nწიგნი 2016 წელს გამოსცა პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობამ\, მისი ქართული თარგმანი კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. \nავტორის შესახებ \nდოქტორი სებასტიან კონრადი\, მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსი\, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორია. \nვრცელი ბიოგრაფიისთვის:  https://bit.ly/3Lwr4DO \nწიგნის შესახებ \nსებასტიან კონრადის „რა არის გლობალური ისტორია?” საისტორიო მეცნიერებაში ახალი მიმართულების შესავლად ითვლება. დარგის კრიტიკოსები ერთხმად თანხმდებიან\, რომ წიგნმა მოახერხა უაღრესად კომპლექსური და მრავალმხრივი დისკუსიების ობიექტად ქცეული სფეროს სისტემატიზება და მისი მომავალი განვითარების მკაფიო მონახაზის\, ჩარჩოს შექმნა. \nვიმედოვნებთ\, რომ სებასტიან კონრადის წიგნის თარგმანი ქართველ კოლეგებს აღუძრავს სურვილს\, კვლევებში ჩართონ გლობალური ისტორიის მიდგომა და ამით კრიტიკულად გადასინჯონ ტრადიციული\, მყარად ფესვგადგმული თეორიები. \nდრო: 8 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sebastian-konradis-tsignis-ra-aris-globaluri-istoria-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/76115.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230508T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230508T190000
DTSTAMP:20260423T023425
CREATED:20230503T104557Z
LAST-MODIFIED:20240201T112026Z
UID:10000076-1683572400-1683572400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია
DESCRIPTION:8 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე „ქვიარ ტრავმა და ურბანული სივრცე: სხეული\, ინტერაქცია და ყოველდღიური ცხოვრება“. \nკვლევის ავტორები და მომხსენებლები \n\nსალომე შიუკაშვილი\, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობს ზრდასრულთა შეფასებისა და კონსულტირების მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესებია: სექსუალური და გენდერული უმცირესობის ჯგუფების გამოცდილებები\, უმცირესობის სტრესი და ქრონიკული ტრავმა\, კრიმინალური ქცევის გენდერული განზომილებები. სალომე შიუკაშვილი\, როგორც კონტრაქტორი ფსიქოლოგი\, კვლევისა და კონსულტირების მიმართულებით თანამშრომლობს როგორც საჯარო სექტორთან\, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.\n\n\nგიორგი კანკია\, ურბანგეოგრაფი სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხით.  აქვს ურბანული და რეგიონული დაგეგმარებისა და გრანადის უნივერსიტეტის ურბანისტიკის მაგისტრის ხარისხი. ასევე – რამდენიმეწლიანი გამოცდილება ქალაქების კვლევის\, დაგეგმარების\, სივრცითი ანალიზისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის სფეროში. თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანაზაციებთან. კვლევითი ინტერესი: დაკვირვება სივრცის და ურბანული ნაშენი გარემოსა და ადამიანების ურთიერთობაზე.\n\nკვლევის შესახებ \nქართულ საჯარო სივრცეში ნაკლები ყურადღება ეთმობა\, როგორ აისახება აქტივიზმის სხვადასხვა ფორმა ქვიარ თემის წარმომადგენელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე\, ასევე დაგროვებულ ტრავმულ გამოცდილებათა ქრონიკულ ხასიათს. ყურადღების მიღმა რჩება ქვიარ ადამიანების ინტერაქციაც იმ ურბანულ გარემოსთან\, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება\, მუშაობა\, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. კვლევა\, რომელიც ქვიარ ადამიანებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს ეყრდნობა და განიხილავს მათ ურთიერთობას ურბანულ სივრცეში და მასთან ინტერაქციის ფორმებს ტრავმული შემთხვევების კონტექსტში\, აჩვენებს\, რომ ეს ურთიერთობა ორმხრივი ხასიათისაა. ერთი მხრივ\, სოციალური და ნაშენი გარემო იწვევს საფრთხის შეგრძნების\, ტრავმული გამოცდილების მუდმივ მოლოდინსა და წარმოსახვითი თუ რეალური თავდასხმის მსხვერპლად აქცევს ქვიარ ადამიანებს. მეორე მხრივ\, წარსულის ტრავმული გამოცდილებების შედეგად ისინი თავად აყალიბებენ და უცვლიან ფორმას როგორც საკუთარ თავს\, ასევე მათ გარშემო ფიზიკურ თუ სოციალურ სივრცეს. ასე იკვეთება უსაფრთხო სივრცის\, ქვიარ სხეულისა და იმ სტრატეგიების ფლუიდური\, მუდმივად ცვლადი ხასიათი\, რასაც ისინი სივრცესთან სოციალური ინტერაქციისას მიმართავენ. \nკვლევა საინტერესო იქნება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (ფსიქოლოგების\, სოციალური მუშაკების\, გენდერის მკვლევრებისთვის) არქიტექტურისა და ურბანული სივრცის მკვლევრებისთვის\, აქტივისტებისთვის. \nკვლევა ჩატარდა ორგანიზაცია WISG-ის (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) ფინანსური მხარდაჭერით. \nდრო: 8 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kvlevis-prezentatsia-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/75983.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230508T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230508T190000
DTSTAMP:20260423T023425
CREATED:20230504T054607Z
LAST-MODIFIED:20240201T112014Z
UID:10000070-1683572400-1683572400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კომპეტენცია ბიზნესში – ალექსანდრ ბურკას საჯარო ლექცია
DESCRIPTION:8 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციების მიმართულების პროფესორი ალექსანდრ ბურკა წაიკითხავს საჯარო ლექციას. \nლექციის თემა: საერთაშორისო კომპეტენცია ბიზნესში: გამოწვევები და შესაძლებლობები \nლექციის შესახებ \nკულტურულ განსხვავებათა ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენება საერთაშორისო პროფესიული წარმატების საწინდარია. დღევანდელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელია უსაზღვრო მობილობა და ურთიერთკავშირი\, რაც\, თავის მხრივ\, კულტურული საზღვრების კვეთის გზით კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს ითვალისწინებს. \nრას გულისხმობს საერთაშორისო კომპეტენცია? რა თეორიები უდევს საფუძვლად ინტერკულტურულ კომუნიკაციას? რომელ მოსაზრებათა გათვალისწინება იქნება მიზანშეწონილი? რაში მდგომარეობს ავსტრიული მიდგომა ამ დარგში? \nმომხსენებლის შესახებ \nალექსანდრ ბურკა ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციების მიმართულების პროფესორია 25-წლიანი პროფესიული გამოცდილებით\, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 60 ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საწარმოებში სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობას. \nდრო: 8 მაისი\, 19:00-21:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-kompetentsia-biznesshi-aleqsandr-burkas-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/75997.png
END:VEVENT
END:VCALENDAR