BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20220101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221214T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221214T190000
DTSTAMP:20260424T024112
CREATED:20221209T111734Z
LAST-MODIFIED:20240201T112526Z
UID:10000191-1671044400-1671044400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„THE DEMISE OF A JUST CITY? ამსტერდამის ურბანული ტრანსფორმაცია“ – ჩერენ სეზერის საჯარო მოხსენება
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა” და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი სემინარის ფარგლებში ჩერენ სეზერი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „The demise of a just city? ამსტერდამის ურბანული ტრანსფორმაცია“. \nთემის მოკლე მიმოხილვა \nქალაქი ამსტერდამი დიდი ხანია ცნობილია როგორც “the just city” და აკადემიურ წრეებში დახასიათებულია როგორც თანასწორუფლებიანი\, მრავალფეროვანი და ტოლერანტული ქალაქი. თუმცა დროთა განმავლობაში ამსტერდამი ჩამოყალიბდა როგორც საერთაშორისო ატრაქციონი – ეკონომიკური თვალსაზრისით უთანასწორო და პოლიტიკურად დაძაბული სივრცე ჯენრტიფიცირებული უბნებით. \nჩერენ სეზერი ისაუბრებს ამსტერდამის ურბანული ტრანსფორმაციის პროცესებზე და შეეხება მათ ზეგავლენას ემიგრანტების უბნების კულტურულ ლანდშაფტზე. კონკრეტულად განიხილავს\, როგორ იცვლება ემიგრანტების პირობები საერთო ტრანსფორმაციასთან ერთად მაღაზიების\, რესტორნებისა და რელიგიური ადგილების მაგალითების განხილვით/ანალიზით. \nმომხსენებელი ამტკიცებს\, რომ ემიგრანტების პირობების ცვლილებები აჩენს დემოკრატიულ საჯარო სივრცეებსა და ურბანულ სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.ქალაქის მთავრობა\, ურბანული დიზაინისა და ურბანული დაგეგმარების პროფესიონალები ინფორმირებულები უნდა იყვნენ და ეს საკითხები გაითვალისწინონ ქალაქის განვითარების პოლიტიკასა და სტრატეგიებში. \nმომხსენებლის შესახებ: \nინჟინერიის დოქტორი ჩერენ სეზერი\, RWTH აახენის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი ურბანული დიზაინის კათედრაზე\, ფლობს დოქტორისა და მაგისტრის ხარისხებს ურბანიზმის დარგში დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს არქიტექტურაში სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტიდან. მისი კვლევითი ინტერესი მოიცავს საჯარო სივრცეების სიცოცხლისუნარიანობასა და მდგრადობას\, ურბანულ ფორმას და საზოგადოებრივი სფეროს სოციალურ ცხოვრებასა და სივრცულ სამართლიანობას. ის “Visibility\, democratic public space and socially inclusive cities (2020)”-ის ავტორი და რამდენიმე სპეციალური ნომრისა და წიგნის თანარედაქტორია\, მათ შორისაა: Marketplaces as Urban Development Strategy\, Public Space and Urban Justice\, Spatial Justice in Urban Studies and Planning education (მომავალში გამოსაცემი)\, Marketplaces: movement\, representation and practices და The Design of the Public Realm – Emerging Theories and Practices (მომავალში გამოსაცემი). აკადემიამდე ჩერენი მუშაობდა როგორც არქიტექტორი და ურბანული დიზაინერი თურქეთში\, კვიპროსსა და ნიდერლანდებში. 2010 წელს მან დააარსა სამუშაო ჯგუფი „საზოგადოებრივი სივრცეები და ურბანული კულტურები“ ევროპის დაგეგმვის სკოლების ასოციაციის (AESOP) ფარგლებში. იგი კოორდინაციას უწევდა ჯგუფის შეხვედრებსა და ვორკშოპებს ჰელსინკიში\, ვენაში\, ანკარაში\, ბუქარესტში\, სტამბულში\, უტრეხტში\, გლაზგოში\, ლიუბლიანაში\, ლისაბონში\, ბეირუთში\, ნიქოზიასა და ამსტერდამში. \nაკადემიური მუშაობის გარდა ჩერენი მუშაობდა ექსპერტად და კურატორად ნიდერლანდების არქიტექტურის ინსტიტუტში (NAI)\, როტერდამის არქიტექტურის საერთაშორისო ბიენალესა და საზოგადოებრივი სივრცის ბიენალეზე რომში. იგი იყო მიწვეული სპიკერი სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში\, ETH Future Cities ლაბორატორიაში\, კარდიფის უნივერსიტეტში\, ლუცერნის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების კათედრასა და ბრიუსელის ვრიჯეს უნივერსიტეტში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 დეკემბერი\, 19:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, Zoom-ის ფორმატში: https://bit.ly/3ULqtRp \nMeeting ID:  833 262 9803 \nდასწრება თავისუფალია. \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/the-demise-of-a-just-city-amsterdamis-urbanuli-transphormatsia-cheren-sezeris-sajaro-mokhseneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/12/71932.png
END:VEVENT
END:VCALENDAR