BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20220101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221026T104800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221026T104800
DTSTAMP:20260424T020541
CREATED:20221021T064807Z
LAST-MODIFIED:20240201T112858Z
UID:10000298-1666781280-1666781280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:MDF მედიაწიგნიერების ფორუმი 2022
DESCRIPTION:26-27 ოქტომბერს მედიის განვითარების ფონდი (MDF)\, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების მე-11 გლობალური კვირეულის ფარგლებში მასპინძლობს ყოველწლიურ მედიაწიგნიერების ფორუმს. \nღონისძიება ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით. \nღონისძიება მედია და ინფორმაციული წიგნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს შემდეგ თემატურ ვორკშოპებს: \nგემიფიკაცია – „ცეცხლთან ცეცხლით ბრძოლა: როგორ გავხდეთ ბოროტი გენიოსი და ვმართოთ მსოფლიო”\, ლიზა პოოტი\, The Bad News Game https://bit.ly/3z32d55 \nგეოლოკაცია – „როგორ ვიმოგზაუროთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გეოლოკაციის გამოყენებით”\, მაიკო რატიანი\, მითების დეტექტორი/MDF; მანანა თევზაძე\, საქართველოს ლურჯი ფარი https://bit.ly/3CUnv5V \nნარატივდიზაინი – „როგორ შევქმნათ ჩეტბოტები”\, სანდრო ასათიანი და მენტორი თამთა პაპუკაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი https://bit.ly/3eKqHcB \nკოდინგი – „რა არის კოდინგი და როგორ შევძლოთ კომპიუტერულ კოდთან მუშაობა”\, სანდრო ასათიანი და გიორგი კვარაცხელია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი https://bit.ly/3scBGOO \nთემატური ვორკშოპების გარდა ფორუმი ტრადიციულად MIL თამაშების ბაზრობასაც უმასპინძლებს და მონაწილეები გაეცნობიან MDF-ის ახალ თამაშს „კიბერხოკერა“. \nფორუმზე წარმოდგენილი იქნება MDF-ის ახალი კვლევა\, რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის გავლენას სწავლობს. \nღონისძიებაზე მედიაწიგნიერების პროექტის ფარგლებში მომზადებული კლიპების პრეზენტაციაც გაიმართება\, რომელთაგან ერთ-ერთი #GlobalFact9-ის ნომინაციის „ყველაზე კრეატიული ფორმატი“ გამარჯვებულია. \nფორუმი 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ ახალგაზრდას და „მითების დეტექტორის” წლის საუკეთესო პუბლიკაციებს გამოავლენს. \nმედიაწიგნიერების ფორუმს მედიის განვითარების ფონდი 2019 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლობიანი მედია მოხმარებისთვის“ ფარგლებში მართავს. \nდამატებითი ინფორმაციისთვის: https://bit.ly/3Dh7Krp \n2022 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mdf-mediatsignierebis-phorumi-2022/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/70074.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221026T180300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221026T180300
DTSTAMP:20260424T020541
CREATED:20221026T140244Z
LAST-MODIFIED:20240201T112854Z
UID:10000296-1666807380-1666807380@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერაქტიული გამოფენა: სამყარო. ადამიანი. ინტელექტი – გახსნითი ღონისძიება
DESCRIPTION:25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა გერმანიის უახლესი სამეცნიერო მიღწევებისადმი მიძღვნილი ინტერაქტიული გამოფენა „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი”\, რომლის ორგანიზატორებიც უნივერსიტეტთან ერთად არიან გოეთეს ინსტიტუტი და მაქს პლანკის საზოგადოება. \nგამოფენა მოგვითხრობს კაცობრიობის დიდ საიდუმლოებებსა და მეცნიერული აზროვნების მიღწევებზე. \n„სამყარო. ადამიანი. ინტელექტი“ წარმოადგენს მაქს პლანკის საზოგადოების კვლევის შედეგებს\, მიმდინარე და სამომავლო კვლევით პროექტებს გერმანიიდან და სვამს ისეთ შეკითხვებს\, რომლებიც კაცობრიობის მიერ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. \nგამოფენის მიზანია ინტერესის გაღვივება მეცნიერებისა და გერმანული ენის მიმართ. \nგამოფენა ხუთი თემატური სფეროსგან შედგება: „სამყარო“\, „ჰომო საპიენსის გზა“\, „ჩვენი ტვინი“\, „ცხოვრება ანთროპოცენში“ და „ხელოვნური ინტელექტი“. თითოეულ მოდულში არის ინსცენირების ელემენტი: მაგალითად\, მონიტორი „ფეისმორფინგისთვის”\, ატმოსფერული გარსი\, რომელიც აჩვენებს დისტანციებს გალაქტიკაში ან თაროები სხვადასხვა ლაბორატორიული ჭურჭლით. \nგამოფენაზე\, რომელიც 29 ნოემბრამდე უმასპინძლებს დამთვალიერებლებს\, გაგაცნობთ ბევრ საინტერესო სამეცნიერო სიახლეს. \nQR კოდების მეშვეობით გადახვალთ ვიდეოების\, სურათებისა და პოდკასტების სახით წარმოდგენილ დამატებით მასალაზე. \nგამოფენა ძირითადად გამიზნულია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის\, რომლებიც სწავლობენ გერმანულ ენას და აინტერესებთ მეცნიერება. თუმცა გამოფენაზე მოსვლა შეუძლიათ სხვა დაინტერესებულ პირებსაც. \nგამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის: https://bit.ly/3SGxS3n  \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/interaqtiuli-gamophena-samqharo-adamiani-inteleqti-gakhsnithi-ghonisdzieba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/70724.png
END:VEVENT
END:VCALENDAR