BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20220101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220705T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220705T120000
DTSTAMP:20260424T185923
CREATED:20220628T071200Z
LAST-MODIFIED:20240201T113104Z
UID:10000346-1657022400-1657022400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის პავილიონი
DESCRIPTION:5 ივლისს კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტი მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“\, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს\, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების\, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ქალაქ ბათუმში. \nკავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით\, საქართველოს\, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულების ჩართულობით მიმდინარეობს. \nპროექტი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიების „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“ ფარგლებში შესაძლებლობას მოგცემთ\, ახლოს გაეცნოთ პროექტის იდეას და კვლევის მეთოდებს\, გაიღრმაოთ ინტერესი ველური ბუნებისადმი. \nადგილზე მოსულ სტუმრებს დაგხვდებათ მინილაბორატორია\, სადაც შეგეძლებათ: \n\nსაკუთარი თვალით ნახოთ უხერხემლოების სამყარო\, თავად დაახარისხოთ სინჯი და გაეცნოთ მონაცემთა ბაზირების საწყისებს;\nმონაწილეობა მიიღოთ ჰერბარიუმის დამზადებაში.\n\nლაბორატორიული სამუშაოების გარდა გაეცნობით საინტერესო ფაქტებს იმ ორგანიზმების შესახებ\, რომლებიც დედამიწის უმრავლესობას წარმოადგენენ. \nდრო: 5 ივლისი\, 12:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: სამეცნიერო პავილიონები\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნინოშვილის N35) \n2022 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kavkasiis-sitsotskhlis-barkodirebis-cabol-proeqtis-pavilioni/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/06/66471.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220705T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220705T120000
DTSTAMP:20260424T185923
CREATED:20220628T083800Z
LAST-MODIFIED:20240201T113101Z
UID:10000344-1657022400-1657022400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის პლანეტარიუმი
DESCRIPTION:5 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტარიუმი მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“\, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს\, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების\, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ქალაქ ბათუმში. \nილიაუნის პლანეტარიუმში მოისმენთ ვიდეოლექციებს და ჩვენი მკვლევრებისგან მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენი სამყაროს წარმოშობის შესახებ. ასევე გაეცნობით მზის სისტემის ობიექტების ბუნებას (პლანეტები\, ასტეროიდები\, კომეტები\, მზე); დიდი და მცირე ვარსკვლავების დაბადებასა და ევოლუციის გზას\, ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობას; გაიგებთ გალაქტიკის მახასიათებლების შესახებ; გალაქტიკათშორისი სივრცისა და სამყაროს სტრუქტურას. \nდრო: 5 ივლისი\, 12:00 – 18:00 \nადგილმდებარეობა: სამეცნიერო პავილიონები\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნინოშვილის ქ. N35) \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-planetariumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/06/66475.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220705T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220705T150000
DTSTAMP:20260424T185923
CREATED:20220628T071000Z
LAST-MODIFIED:20240201T113051Z
UID:10000341-1657033200-1657033200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი ქალაქ ბათუმში ღონისძიებაზე „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“
DESCRIPTION:5 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“\, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს\, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების\, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ქალაქ ბათუმში. \nილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სტენდთან შესაძლებლობა გექნებათ მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთოთ. \nვორკშოპი ვიზუალურ პროგრამირებაში II-IV კლასების მოსწავლეებისთვის \nკიბერლაბორატორია უნილაბის სივრცეში\, ღია ცის ქვეშ\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ (ნინოშვილის ქN35)\, ლაბორატორიის წარომადგენლები II-IV კლასების მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ ვორკშოპს „ვიზუალური პროგრამირება“ და თავად შექმნიან შავი ზღვის თემატიკასთან დაკავშირებულ კომპიუტერულ თამაშს. \nვიზუალური პროგრამირების ვორკშოზე ბავშვები იმუშავებენ პროგრამა scratch-ში\, რომელიც წარმოადგენს ვიზუალური პროგრამირების გარემოს \, გაეცნობიან პროგრამირების საწყისებს\, გაიგებენ\, როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და\, რაც მთავარია\, გაიაზრებენ კომპიუტერული პროგრამირების ფუნქციონირების პრინციპებს. \nვორკშოპს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი გაუძღვება. \nვორკშოპში მონაწილეობას მიიღებს 20 მოსწავლე (2-2 მოსწავლე 1 ჯგუფში). მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. \nვორკშოპში მონაწილეობისთვის შეირჩევა ის 20 მონაწილე\, რომლებიც ყველაზე ადრე დარეგისტრირდებიან. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/39YlUBR \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 ივლისი\, 23:59 \nვორკშოპის მონაწილენი კომპიუტერებსა და სხვა საჭირო მასალებს ადგილზე მიიღებენ. \nვორკშოპის ჩატარების დრო: 5 ივლისი\, 15:00-17:00 \nვირტუალური რეალობის ლაბორატორია   \nუნილაბის სტენდზე გექნებათ შესაძლებლობა\, მოირგოთ ვირტუალური რეალობის მოწყობილობები და ამ გზით გაეცნოთ წყალქვეშა სამყაროს\, მის ბინადრებსა და მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე საზღვაო კვლევებს. \nსაინფორმაციო ცენტრი \nკიბერლაბორატორია უნილაბის საინფორმაციო  ცენტრი მოგაწვდით ინფორმაციას იმ კურსებისა და პროექტების შესახებ\, რომელთაც ლაბორატორია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის პირებისთვის ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. უნდა შეარჩიოთ\, მოინიშნოთ და ინტერესი დააფიქსიროთ თქვენთვის საინტერესო კურსსა და პროექტში ჩართულობაზე. \nადგილმდებარეობა: კიბერლაბორატორია უნილაბის პავილიონი\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია (ნინოშვილის N35) \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-kiberlaboratoria-unilabi-qalaq-bathumshi-ghonisdziebaze-shavi-zghvis-lurji-politika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/06/66473.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220705T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220705T150000
DTSTAMP:20260424T185923
CREATED:20220630T060400Z
LAST-MODIFIED:20240201T113048Z
UID:10000339-1657033200-1657033200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი და სამრეწველო ინოვაციების პავილიონი
DESCRIPTION:5 ივლისს ქალაქ ბათუმში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია „ფაბლაბი“ მრავალფეროვანი აქტივობებით მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“\, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს\, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების\, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია „ფაბლაბის” პავილიონში შესაძლებლობა გექნებათ\, გაეცნოთ სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებას\, როგორებიცაა 3D პრინტინგის მუშაობისა და დრონების გამოყენების პრინციპები. ასევე შეიტყოთ ინფორმაცია ინოვაციური კურსებისა და პროექტების შესახებ\, რომლებიც ახალგაზრდების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაბლაბის ორგანიზებით ხორციელდება. \nვორკშოპი მომავლის პროფესიების შესახებ IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი IX-XII კლასების მოსწავლეებს შესთავაზებს ვორკშოპს „მომავლის პროფესიები“\, რომელზეც მონაწილეები შეიტყობენ\, რომელი ტექპროფესიებია დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალური\, რა პერსპექტივები არსებობს დასაქმების მხრივ და როგორ შეიძლება აღნიშნული მიმართულებით განვითარება. \nვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ კანდიდატებს. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3NpT8aL \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 ივლისი\, 23:59 საათი \nვორკშოპის ჩატარების დრო: 5 ივლისი\, 15:00-15:30 საათი \n\nდრონების მართვისა და პროგრამირების ვორკშოპი  \nაქტივობის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ\, მონაწილეობა მიიღონ დრონების მართვისა და პროგრამირების ვორკშოპში\, როდესაც მათ: \n\nჩაუტარდებათ დრონების მართვისა და გამოყენების ტრენინგი;\nᲑლოკური პროგრამირების მეშვეობით დააპროგრამებენ დრონებს;\nშეძლებენ თავად მართონ დრონები და შეასრულებინონ წინასწარ დაპროგრამებული ფუნქციები.\n\nვორკშოპი ჩატარდება ორ ნაკადად: \n\n5 ივლისი\, 16:00 – 16:45\n5 ივლისი\, 17:00 – 17:45\n\nვორკშოპში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3A9DE82 \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 ივლისი\, 23:59 საათი \nთითოეულ ნაკადს ეყოლება მხოლოდ 10 მონაწილე (3-3 მოსწავლე თითოეულ გუნდში). \nმონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ იმ კანდიდატებს\, რომლებიც უფრო ადრე დარეგისტრირდებიან. \n\n3D პრინტინგის აქტივობები \n \nფაბლაბის სტენდზე შეგიძლიათ იხილოთ 3D პრინტერის მუშაობის პროცესი.  დაინტერესებულ პირებს \n\nჩაუტარდებათ მცირე ტრენინგი 3D მოდელირებასა და მისი სხვადასხვა სფეროში გამოყენების შესახებ;\nსაშუალება ექნებათ\, გაიარონ ყველა ეტაპი\, რომლებსაც 3D დიზაინერი გადის (3D მოდელის აწყობა\, ფაილის გამზადება და ფორმატირება\, 3D პრინტერზე ობიექტის დამზადება).\n\n\nელექტრონიკის კომპონენტებით აქტივობები  \n\nმონაწილეები სპეციალური თამაშების საშუალებით შეძლებენ ითამაშონ და გაეცნონ ელექტრონიკის შესახებ ინფორმაციას\, თეორიულ მასალასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.\n\n\nრობოტების (OttoBot) სტენდი \n\nმონაწილეებს საშუალება ექნებათ არდუინოსა და ბლოკური პროგრამირების მეშვეობით დააპროგრამონ და მართონ OttoBot\, Mbot\, მანქანა\, გემი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.\n\n2022 წელი\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-teqmetsarmeobisa-da-inovatsiebis-ganvitharebis-tsentri-da-samretsvelo-inovatsiebis-pavilioni/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/06/66484.png
END:VEVENT
END:VCALENDAR