BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210803T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210803T130000
DTSTAMP:20260427T194847
CREATED:20210802T091008Z
LAST-MODIFIED:20240201T113637Z
UID:10000522-1627995600-1627995600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-საინფორმაციო შეხვედრა: რატომ კინომცოდნეობა?
DESCRIPTION:3 აგვისტოს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსის“ ერთობლივი პროექტის\, „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა კინომცოდნეობის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. \nკინომცოდნეობის პროფესიის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და წარმომადგენლები: \n\nგოგი გვახარია\, ილიაუნის პროფესორი კინოს ისტორიისა და თეორიის მიმართულებით;\nთეო ხატიაშვილი\, ილიაუნის პროფესორი კინომცოდნეობის მიმართულებით;\nნინო მხეიძე\, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ხელოვნებისა და კულტურის კვლევების მიმართულებით;\nნათია ბურჯანაძე\, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის განვითარების სპეციალისტი;\nდავით დავითიანი\, ილიაუნის კინომცოდნეობის პროგრამის კურსდამთავრებული.\n\nშეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე\, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე\, მიღების პროცედურებზე\, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა\, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან. \nგელოდებით კინოთი დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან 3 აგვისტოს\, 13:00 საათზე. \nშეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის მეშვეობით. \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fmGqLO \nდრო: 3 აგვისტო\, 13:00 საათი \nპროექტის შესახებ \nპროექტი „არჩევანი შენია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეთა პროფორიენტაცია\, რათა მათ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ. \nინტერაქტიულ შეხვედრებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები\, მკვლევრები\, სტუდენტები\, კურსდამთავრებულები\, პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსწავლეებს უპასუხებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ საკითხებზე: \n\nრა ტიპის ცოდნის მიღებასა და ძალისხმევას ეფუძნება ამა თუ იმ პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება?\nროგორია მასთან დაკავშირებული კარიერული განვითარების შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოში?\nცოდნის მიღებისა და მხარდაჭერის რა შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.\n\n2021 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-sainphormatsio-shekhvedra-ratom-kinomtsodneoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/08/61425.png
END:VEVENT
END:VCALENDAR