BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210718T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210718T150000
DTSTAMP:20260428T045625
CREATED:20210716T091615Z
LAST-MODIFIED:20240201T113719Z
UID:10000542-1626620400-1626620400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რეზო კიკნაძის ექსპერიმენტული მუსიკის კონცერტი
DESCRIPTION:18 ივლისს\, 15:00 საათზე\, ონლაინ გაიმართება ილიაუნის მუსიკის პროგრამის დოქტორანტ რეზო კიკნაძის ექსპერიმენტული მუსიკის კონცერტი აუდიოვიზუალური და ინსტრუმენტული კომპოზიციებით ანსამბლ Rashomon-ის მონაწილეობით (რეზო კიკნაძე – კომპოზიცია\, საქსოფონი\, ელექტრონიკა\, ანუკა კონტრიძე – ტაბლა და სხვა პერკუსია\, ნიკა დავითაშვილი – სიმები\, ელექტრონიკა). \nპროგრამა: \n_____________________________________________________________________________________________ \n1. THE room\, კომპიუტერული კლავიატურისთვის (ca. 6 წუთი) \nანოტაცია: \n„პიესა არა მხოლოდ ეხმიანება ალვინ ლუსიეს ცნობილ კომპოზიციას ოთახის რეზონანსულ სიხშირეებზე\, არამედ მთლიანად აგებულია ამ ნაწარმოების პირველი (ლუსიესავე ოთახში) რეალიზაციის აუდიომასალაზე: კომპიუტერის თითოეულ კლავიშს შეესატყვისება თითო პაუზა\, ამოჭრილი ლუსიეს ფირიდან და ანბანის მიხედვით დალაგებული; შემსრულებელი კომპიუტერის კლავიატურაზე ბეჭდავს „I Am Sitting In A Room“-ის ანალოგიურ (ამ ვერსიაში პანდემიის ჩაკეტილობისას ფიქრად მოსულ) ტექსტს\, ალვინის ოთახის სიჩუმეები კი ეკრანზე პროეცირებულ ტექსტთან ერთად ტრიალებს სივრცეში“ – რეზო კიკნაძე. \n_____________________________________________________________________________________________ \n2. Gridshapes and Oscillations (“finite version”\, ca. 10 წუთი) \nანოტაცია: \n„სასრული“ ვერსია კომპოზიციისა\, რომელსაც არც დასაწყისი აქვს\, არც ბოლო\, ამით კი უფრო აუდიოვიზუალური ინსტალაცია უნდა ერქვას\, – სიბრტყის ცენტრში\, ლურჯ ფონზე\, ცვალებადი სკალირებით\, დისტანციით\, როტაციის ქანით და განათებით მოძრავი ორი ფერის ელემენტარულ „ბადისებრ ფორმათა“ სამგანზომილებიანი მორფოზია\, რომლის რიცხობრივობაც\, აუდიოსიგნალებად „თარგმნილი“ და სმენადობის ზღვარს მრავალგზის აცდენილი\, ალიას-ეფექტის შედეგად ცალკეულ შემთხვევით სიხშირეთა „უცხო“ ფაქტურად გვიბრუნდება უკან“ – რეზო კიკნაძე. \n_____________________________________________________________________________________________ \n3. ჰეტეროქრონია\, შორიშორს მყოფი შემსრულებლებისთვის (12 – 15 წუთი) \nანოტაცია: \n„ნაწარმოები ეძღვნება ანსამბლ „რასიომონს“\, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეული (მელბურნი – მიუნხენი – თბილისი) მუსიკოსებისგან შედგა იმ იშვიათ გამონაკლისად\, ინტერნეტით მუსიკობისას ყბადაღებულ „ლატენციაზე“ კი არ წუწუნებს\, არამედ ეძიებს (და პოვებს!) მუსიკალურ ენობრივ\, ბგერწყობით\, ფაქტურულ და\, წარმოიდგინეთ\, სტრუქტურულ კატეგორიებსაც კი\, რომ დროის\, უფრო სწორად კი „უდროობის“\, როგორც „სინქრონიის“ არქონის ფაქტორს\, არ დააჩაგვრინოს მუსიკობის სურვილი და სიხარული. შუასაუკუნეების soggeto cavato-ს ტექნიკით ინსპირირებულ ამ კონკრეტულ ნაწარმოებში მსმენელსაც\, სადაც უნდა იმყოფებოდეს\, სპეციალურ ვებგვერდზე შეუძლია ჩაწეროს თავისი სახელი და გვარი და მერე\, ნოტებად და პაუზებად გარდაქმნილი\, მუსიკოსთა მიერ ცოცხლად\, რეალურ დროში აჟღერებული და მელიზმებით გამშვენებული ისმინოს“ – რეზო კიკნაძე. \n_____________________________________________________________________________________________ \n4. Developer’s Dream (“finite version”\, ca. 10 წუთი) \nანოტაცია: \n„ესეც აუდიოვიზუალური ინსტალაცია უფროა\, ამჯერად – ბეტონის ჯუნგლების ცივი გეომეტრიული რელიეფი\, ქაოტურ ფრაქტალებად ცვლადი\, რომელთა რიცხობრივობით მოძრავ ხუთ ფილტრში გატარებული ხმაური\, ქარის ქროლვასავით\, და „გენგეგმასთან“ მოჭიდავე რომელიღაც დეველოპერის გრანულებად დანაწევრებული ხმა კიდევ უფრო პირქუშს ხდის ამ უკაცურ ლანდშაფტს\, კატასტროფის მოლოდინში…“ – რეზო კიკნაძე \n_____________________________________________________________________________________________ \n5. „სურომ ფითრით გადაბარდნა“ (ca. 10 წუთი) \nანოტაცია: \n„თენგიზ მირზაშვილის ბოლო\, დაუმთავრებელ\, ნამუშევარზე შემთხვევით მოძრავი კურსორის მიერ ამოკითხული RGB-სიდიდეები ამ რიცხვების შესაბამის აუდიოფრაგმენტებს აჟღერებს ჩუბჩიკასავე წაკითხული სამი სხვადასხვა ლექსიდან\, სანამ უკვე ამოკითხული პიქსელები თეთრად იქცევა და „დუმდება“. სამაგიეროდ\, ფაქტურა თანდათანობით მეჩხერდება\, ფრაგმენტები ნელ-ნელა უფრო გრძელდება და იქცევა სიტყვებად\, მერე – სრულ რეციტაციად\, ბოლოს კი ჩუბჩიკას ერთ-ერთი ბოლო ღიღინი ჟღერს\, მისი ერთი ანიმირებული ხატვის ფონად…“ – რეზო კიკნაძე \n  \nდრო: 18 ივლისი\, 15 საათი \nადგილი:  მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი\, რეზო კიკნაძის ფეისბუქგვერდი \n2021 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rezo-kiknadzis-eqsperimentuli-musikis-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/07/61098.png
END:VEVENT
END:VCALENDAR