BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210601T101400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210601T101400
DTSTAMP:20260429T015915
CREATED:20210528T061300Z
LAST-MODIFIED:20240201T113935Z
UID:10000590-1622542440-1622542440@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების ვორკშოპები  –  მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი
DESCRIPTION:მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი და აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ კარიერული განვითარების უფასო ვორკშოპებს. თითოეული ვორკშოპი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის დამსაქმებელთან ურთიერთობისთვის აუცილებელი ისეთი უნარების განვითარებას\, როგორებიცაა: CV-ის შედგენის ტექნიკა\, ინტერვიუ დამსაქმებელთან\, სამოტივაციო წერილის წერა და საქმიანი კორესპონდენცია. \nვორკშოპებზე დასწრება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად. \nმონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ დაესწრონ სამი თემატური ვორკშოპიდან ყველას ან შეარჩიონ მათთვის სასურველი რომელიმე თემა/ები: \n\nვორკშოპი: სამოტივაციო წერილის წერა და საქმიანი კორესპონდენცია\nვორკშოპი: CV-ს შედგენის ტექნიკები\nვორკშოპი: ინტერვიუ დამსაქმებელთან\n\nთითოეული ვორკშოპი გაიმართება 4-4 ჯგუფისთვის\, ამიტომ რეგისტრაციისას შეგიძლიათ მოცემული ვარიანტებიდან თქვენთვის ხელსაყრელი დრო შეარჩიოთ. \nგაითვალისწინეთ\, რომ თითო თემატური ვორკშოპი ჩატარდება ორ სესიად. თითოეული სესიის ხანგრძლივობაა ორი საათი. მეორე სესია გაიმართება შემდეგ კვირას\, იმავე დროს. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებს შესასრულებელი ექნებათ დავალება. სტუდენტები\, რომლებიც დავალებას დადგენილ ვადაში შეასრულებენ\, მიიღებენ ინდივიდუალურ უკუკავშირს\, ხოლო მეორე სესიაზე კიდევ ერთხელ შეძლებენ განმავითარებელი შეფასების მიღებას. \nვორკშოპების განრიგი იხილეთ ბმულზე. \nვორკშოპებზე რეგისტრაცია \nბმულზე გადასვლის შემდეგ თქვენთვის სასურველი თემატური ვორკშოპის დასახელების ქვევით შეარჩიეთ ჯგუფი ხელსაყრელი თარიღის და დროს მიხედვით. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და კვოტის შევსების შემდეგ შესაბამისი ჯგუფის არჩევის შესაძლებლობა შეიზღუდება. რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის ელ. ფოსტით. \nრეგისტრაცია: https://forms.gle/RHKX1cYxdLE4ioUSA \nმარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერები არიან HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub-ი და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge. \n2021 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-vorkshopebi-mari-burdulis-sakhelobis-iliaunis-dasaqmebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/05/60240.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210601T140700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210601T140700
DTSTAMP:20260429T015915
CREATED:20210517T100655Z
LAST-MODIFIED:20240201T113929Z
UID:10000589-1622556420-1622556420@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ონლაინჩემპიონატი ჭადრაკში - 2021
DESCRIPTION:ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს ონლაინჩემპიონატს სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატი ჩატარდება 1-ლ ივნისს. ტურნირი გაიმართება შვეიცარული სისტემით\, 7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს – 10 წუთი პარტიის ბოლომდე. \nშეჯიბრებაში მონაწილე სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ვებსაიტზე www.chess.com. ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მონაწილეები ელფოსტით მიიღებენ „ონლაინკლუბის“ ბმულს\, რომელშიც უნდა გაწევრიანდნენ. \nChess.com-ზე რეგისტრაციისას სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ რეალური ვინაობა\, რომელიც გააადვილებს მოთამაშეთა იდენტიფიცირებას. მეტსახელი (ნიკნეიმი) შეიძლება იყოს ნებისმიერი\, მაგრამ პროფილში აუცილებლად უნდა შეიტანოთ სახელი და გვარი. \nმონაწილეებისთვის აუცილებელია Zoom-ში ჩართვა. შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას მიიღებთ სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ. \nტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს. \nგთხოვთ\, დაინტერესების შემთხვევაში შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/BLpUEkMVqoSHrFKs9 \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 მაისი. \n2021 წელი  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-onlainchempionati-tchadrakshi-2021/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/05/60127.png
END:VEVENT
END:VCALENDAR