BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200731T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200731T190000
DTSTAMP:20260501T204513
CREATED:20200730T061242Z
LAST-MODIFIED:20240201T114648Z
UID:10000739-1596222000-1596222000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-შეხვედრების სერია:  „ნარატივები კონფლიქტზე „პოსტსიმართლის“ ეპოქაში: საქართველო რევიზიონისტული რუსეთის პირისპირ“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. \nმეხუთე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორი\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ თორია. \nთემა: „ნარატივები კონფლიქტზე „პოსტსიმართლის“ ეპოქაში: საქართველო რევიზიონისტული რუსეთის პირისპირ“ \nლექციის შესახებ  \nმომხსენებელი ისაუბრებს წარსულის ინსტრუმენტალიზაციისა და მეხსიერების პოლიტიკის თავისებურებზე თანამედროვე\, ე.წ. „პოსტსიმართლის“ (post-truth)\, ეპოქაში\, როდესაც „ისტორიული სიმართლესა“ თუ „ნამდვილ ისტორიაზე“ პოპულისტურმა აპელირებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ყურადღება გამახვილდება სახელმწიფო პროპაგანდისა და პოლიტიკის კონტექსტში ისტორიის მიზანმიმართული დამახინჯების მექანიზმებზე\, კერძოდ\, აქცენტი გაკეთდება იმაზე\, თუ როგორ იყენებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ. პუტინი ისტორიულ არგუმენტებს 2008 წლის აგვისტოში რუსული არმიის საქართველოში შემოჭრის ლეგიტიმაციისთვის. ასევე საუბარი შეეხება საქართველოს წარსულში პუტინის „ექსკურსიების“ სხვა დეტალებს. კონკრეტულად\, თუ რატომ მიიჩნევს და როგორ ამტკიცებს რუსეთის ლიდერი\, რომ ისტორიის გაკვეთილებმა უნდა გაფანტოს მითი საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის ისტორიული საფუძვლების შესახებ. მომხსენებელი ისაუბრებს აგრეთვე ქართულ ისტორიულ ნარატივზე\, რომლის ფარგლებში რუსეთთან კონფლიქტი კონცეპტუალიზებულია\, როგორც დაპირისპირება ყოფილ მეტროპოლიასა და კოლონიას შორის ამ უკანაკსკნელის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისა და დასავლურ სივრცეში\, „ევროპულ ოჯახში“\, დაბრუნების აღსაკვეთად. \nმომხსენებლის შესახებ \n2006-2008 წლებში მალხაზ თორია ასწავლიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტში; 2006-2010 წლებში იყო  ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2014 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2014 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი ისტორიის მიმართულებაზე და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის წევრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2015 წლიდან ხელმძღვანელობს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  მეხსიერების კვლევების კავკასიურ ცენტრს; რიგი პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების (DAAD\, OSF\, Fulbright\, რუსთაველის ფონდი და სხვ.) ფარგლებში მუშაობდა კვლევით პროექტებზე  ისეთ აკადემიურ დაწესებულებებში\, როგორებიცაა : Central Europena University (ბუდაპეშტი\, უნგრეთი); Zentrum für Literatur-und Kulturforschung (ბერლინი\, გერმანია)\, The New School for Social Research (ნიუ იორკი\, აშშ)\, The Harriman Institute\, Columbia University (ნიუ იორკი\, აშშ);  UC Berkeley (ბერკლი\, აშშ)\, Mount Holyoke College (საუთ ჰედლი\, აშშ)\,   Humboldt University (ბერლინი\, გერმანია).  მის მიერ გაწეული კვლევის შედეგები აისახა  სხვადახვა  აკადემიურ ფორუმზე წარდგენილ მოხსენებებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებში\, მათ შორის – საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში. \n  \nდრო: 31 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-shekhvedrebis-seria-narativebi-konphliqtze-postsimarthlis-epoqashi-saqarthvelo-revizionistuli-rusethis-pirispir/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/57046.png
END:VEVENT
END:VCALENDAR