BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200727T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200727T170000
DTSTAMP:20260501T212808
CREATED:20200721T102733Z
LAST-MODIFIED:20240201T114648Z
UID:10000740-1595869200-1595869200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Live-საინფორმაციო შეხვედრა: სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა
DESCRIPTION:27 ივლისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფეისბუქლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის შესახებ. \nპროგრამის შესახებ\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ახალი სადოქტორო პროგრამა დოქტორანტების მიღებას შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებს. \nპროგრამა აერთიანებს დარგში არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ცოდნას მასში ჩართული პროფესორებისა და საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს საშუალებით. \nპროგრამა გამოირჩევა ინტერდისციპლინური ორიენტაციით\, რაც უზრუნველყოფს დარგთაშორის დიალოგის განვითარებასა და კვლევითი საკითხების გაფართოებას. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გრძელვადიანი ეთნოგრაფიული კვლევის ტრადიციას\, თანამედროვე გლობალური პრობლემებისადმი კრიტიკულ თეორიულ მიდგომებსა და რეგიონული თუ ადგილობრივი ისტორიით ნასაზრდოებ ანალიზს. \nპროგრამაში ჩართულ პროფესორთა კვლევითი ინტერესები მოიცავს კრიტიკულ მიდგომებს თანამედროვე ანთროპოლოგიისადმი და მას აკავშირებს ფილოსოფიასთან\, ეთიკასთან\, პოლიტიკასთან\, სემიოტიკასთან\, ესთეტიკასთან\, ეკოლოგიასთან\, მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან\, ასევე აფექტის თეორიასთან\, ურბანულ\, ვიზუალურ და ჟღერადობის კვლევებთან. \nპროგრამა დოქტორანტს საშუალებას აძლევს მოიპოვოს ორმაგი ხარისხი კოტუტელის (თანახელმძღვანელობის) ფორმატის ფარგლებში და მიიღოს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს რჩევები კვლევის განვითარების პროცესში. \nპროგრამის საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო წევრების შესახებ ინფორმაციისთვის იხ.: anthro.iliauni.edu.ge \nLive-საინფორმაციო შეხვედრაზე პროგრამის უნიკალურობაზე\, მის სტრუქტურაზე\, სწავლების მეთოდოლოგიაზე გესაუბრებიან: \n∙     თამთა ხალვაში – ასოცირებული პროფესორი\, პროგრამის ხელმძღვანელი. თამთა ხალვაშმა დოქტორის წოდება 2015 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში მიიღო. მანამდე ის ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მიწვეული დოქტორანტი იყო. 2016-2017 წლებში ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში პოსტდოქტორანტად მუშაობდა. \n∙    ქეთევან გურჩიანი – პროფესორი\, უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (საქართველო) და ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის უნივერსიტეტში (გერმანია) კლასიკური ფილოლოგიის და სიძველეთა კვლევების მიმართულებით. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ანტიკური თეატრისა და რელიგიის ურთიერთმიმართების თემაზე. მოგვიანებით რელიგიის კვლევებმა მისი ინტერესი თანამედროვეობას დაუკავშირა და ამჟამად იკვლევს/ასწავლის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით. \n∙    ფლორიან მიულფრიდი – პროფესორი\, სოციალური ანთროპოლოგი. ოც წელზე მეტია მუშაობს კავკასიაზე\, კერძოდ\, საქართველოზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციის დაკავებამდე იყო ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის (გერმანია) ასისტენტ-პროფესორი\, მიწვეული პროფესორი ბრაზილიის კამპინას საჯარო უნივერსიტეტში\, მიწვეული მკვლევარი გერმანიის მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში და ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. \n∙     ელენე გავაშელიშვილი – ასისტენტ-პროფესორი\, 2007 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2018 წელს ამავე უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი სოციოლოგიის მიმართულებით.  მისი სადისერტაციო ნაშრომი „უშვილო ქალები საქართველოში: რელიგიურ აკრძალვებსა და სამედიცინო შესაძლებლობებს შორის“ ცდილობს ყოველდღიურ რელიგიურობას შეხედოს ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან. \n∙       მარიამ დარჩიაშვილი – ასისტენტ-პროფესორი\, 2008 წელს დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხური. 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო სოციოლოგიის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი შეისწავლის ნასაკირალში მცხოვრები მუსლიმი მესხების ეკონომიკურ და ყოველდღიურ პრაქტიკებს. \n∙      თამარ გეთიაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი\, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ექსპერტი. \n\nგექნებათ შესაძლებლობა\, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები. გელოდებით ყველას\, ვინც დაინტერესებული ხართ სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით\, 27 ივლისს\, 17:00 საათზე\, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 27 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილი: ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-sainphormatsio-shekhvedra-sotsialuri-da-kulturuli-anthropologiis-sadoqtoro-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56962.png
END:VEVENT
END:VCALENDAR