BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200623T103500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200623T103500
DTSTAMP:20260502T054857
CREATED:20200623T063524Z
LAST-MODIFIED:20240201T114816Z
UID:10000799-1592908500-1592908500@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-შეხვედრების სერია: რატომ უნდა გვახსოვდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. \nსერიის პირველ შეხვედრას მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯისა (აშშ) და ილიაუნის პროფესორი სტივენ ჯონსი გამართავს.  \nშეხვედრის თემა: „რატომ უნდა გვახსოვდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ \nლექციის შესახებ  \n2018 წლის მაისში საქართველოში აღინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი. თუმცა მისი არსებობის შესახებ ცოტა ვიცით. საქართველოსა და ევროპის ისტორიის ეს ნაწილი მეტწილად მივიწყებულია. თბილისში ნაკლებად არის ძეგლები თუ ქუჩები\, რომლებიც საქართველოს პირველ რესპუბლიკას მოგვაგონებენ. 1918-21 წლებში კი სრულიად განსხვავებული ვითარება იყო: საქართველოს რესპუბლიკა რუსეთს\, ოსმალეთის იმპერიასა და დიდ ბრიტანეთს შორის მძაფრი გეოპოლოტიკური კონკურენციის წყაროს წარმოადგენდა და ამავე დროს სოციალიზმის შესახებ ევროპული დებატების მთავარ საკითხად იქცა. საქართველო ბოლშევიზმის უფრო ჰუმანურ სოციალისტურ ალტერნატივად განიხილებოდა. თუმცა\, მოცემულ პერიოდში მისი ამგვარი მნიშვნელობის მიუხედავად\, დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკა ისტორიული ნარატივის „დანამატს“ წარმოადგენს. ქართველების უმეტესობამ ცოტა რამ თუ იცის თავიანთი ქვეყნის ამ ინოვაციური და პოლიტიკურად შემოქმედებითი პერიოდის შესახებ. \nვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე: \n\n\nრატომ მიეცა დავიწყებას საქართველოს პირველი რესპუბლიკა? \n\n\nრა განაპირობებდა საქართველოს რესპუბლიკის მნიშვნელობას მის თანამედროვე პერიოდში?  \n\n\nვინ იყვნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის „დამფუძნებელი მამები“ და რა იყო მათი მიზანი?  \n\n\nრატომ უნდა გვახსოვდეს საქართველოს პირველი რესპუბლიკა?  \n\n\nრა სახის მემკვიდრეობა დაგვიტოვა მან? გვაძლევს თუ არა გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას\, გვასწავლის თუ არა რამეს?  \n\n\nმომხსენებლის შესახებ: \nპროფესორმა სტივენ ჯონსმა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში 1984 წელს მოიპოვა. იგი ასწავლიდა კალიფორნიის\, ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი და ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ ენტონის კოლეჯის უფროსი ასოცირებული წევრი. 1989 წლიდან ასწავლის მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ). ჯონსის ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალურ დემოკრატიამდე\, 1883-1917“ (Harvard University Press\, 2005); „ომი და რევოლუცია კავკასიაში: საქართველო ცეცხლის ალში” (რედ.\, Routledge\, 2010); „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ (I.B. Tauris\, 2012) და „თანამედროვე საქართველოს დაბადება: პირველი ქართული რესპუბლიკა და მისი მემკვიდრეები\, 1918-2010″ (რედ.\, Routledge\, 2013). პროფესორი ჯონსი „ქართლის ცხოვრების“ ინგლისური თარგმანის მთავარი რედაქტორი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და არტანუჯი\, 2014) და ნოე ჟორდანიას სიტყვებისა და ნაშრომების სამტომეულის მთავარი რედაქტორია (ქართულენოვანი კრებული). პროფესორი ჯონსი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (2012) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (2018) პროფესორი.  \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 ივნისი\, 19:00 საათი  \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-shekhvedrebis-seria-ratom-unda-gvakhsovdes-saqarthvelos-demokratiuli-respublika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/06/56802.png
END:VEVENT
END:VCALENDAR