BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200527T115900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200527T115900
DTSTAMP:20260502T042200
CREATED:20200527T075911Z
LAST-MODIFIED:20240201T114810Z
UID:10000794-1590580740-1590580740@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების მოკლე კურსი დოქტორანტებისათვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა დოქტორანტებს კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების მოკლე კურსს სთავაზობს. კურსის მონაწილეები ინტერაქციულად შეისწავლიან კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების 4 ეტაპს: I – \nსამეცნიერო კვლევის სისტემური მეთოდებისა და მიდგომების მიმოხილვა\, ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის შეკითხვის დასმა\, II –კვლევის მეთოდის შერჩევა\, კაუზალური და კორელაციური დიზაინი\, კონტროლირებული ექსპერიმენტები\, III –მონაცემების დამუშავება\, მონაცემთა ანალიზის მიდგომები და მეთოდები\, IV –შედეგების განხილვა და ანალიზი. \nოთხნაწილიანი კურსის პირველ და მესამე ნაწილს გაუძღვება პროფესორი ერეკლე მაღრაძე\, ხოლო მეორე და მეოთხე ნაწილს – პროფესორი ნინო ჯავახიშვილი (იხილეთ მოკლე ბიოგრაფიები). თითო თემას დაეთმობა ერთი კვირა\, ყოველ კვირას იქნება შეხვედრა პროფესორთან\, დამოუკიდებელი მუშაობა დავალებებზე და პრეზენტაცია (პპტ ფაილის დახმარებით). \nკურსის დაწყებამდე სტუდენტებს მიეწოდებათ საკითხავი მასალა\, რომელიც პროფესორთან შეხვედრისათვის მათ უკვე წაკითხული უნდა ჰქონდეთ\, რათა პროფესორთან შეხვედრის დრო გამოიყენონ მასალისა და საკითხების სიღრმისეული გააზრებისა და შეკითხვების დასმისათვის. \nშეხვედრაზე პროფესორები\, საკითხავი მასალის გარდა\, სტუდენტებს შესთავაზებენ მოკლე სავარჯიშოებს. ასევე თითოეული სტუდენტი მოამზადებს ოთხ პრეზენტაციას პროფესორთან შეთანხმებულ თემაზე (ეს შეიძლება იყოს მისი სადოქტორო ნაშრომის თემა ან რომელიმე სხვა თემა) და გააკეთებს ერთ პრეზენტაციას ყოველ კვირაში. \nკურსის დასრულების შემდეგ დასწრების სერტიფიკატს მიიღებს ყველა მონაწილე. \nვორკშოპის ხელმძღვანელები: პროფ. ნინო ჯავახიშვილი\, პროფ. ერეკლე მაღრაძე \nწინასწარ წასაკითხი სავალდებულო ლიტერატურა: ტექსტი ხელმისაწვდომი გახდება \nმსურველებისთვის რეგისტრაციის შემდეგ. \nფორმატი: On-line კურსი \nსამუშაო ენა: ქართული \nმონაწილეთა რაოდენობა: 15 \nთარიღები და დროები: \n8.06.2020\, ორშაბათი\, 11:00 -14:00 \nI სამეცნიერო კვლევის სისტემური მეთოდების და მიდგომების მიმოხილვა\, ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის კითხვის დასმა. \n15.06.2020\, ორშაბათი\, 11:00 -14:00 \nII კვლევის მეთოდის შერჩევა\, კაუზალური დაკორელაციური დიზაინი\, კონტროლირებული ექსპერიმენტები. \n22.06.2020\, ორშაბათი\, 11:00 -14:00 \nIII მონაცემების დამუშავება\, მონაცემთა ანალიზის მიდგომები და მეთოდები. \n29.06.2020\, ორშაბათი\, 11:00 -14:00 \nIV შედეგების განხილვა და ანალიზი. \n\nრეგისტრაცია: წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა და მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპი. სარეგისტრაციო ვადის ბოლო დღეა 2020 წლის 3 ივნისი\, 18:00. გთხოვთ\, დარეგისტრირდეთ ონლაინ ანკეტის მეშვეობით: https://forms.gle/wJ7oHvMp3NQVVeJ56  \nვორკშოპის ხელმძღვანელების შესახებ: \nპროფესორი ნინო ჯავახიშვილი ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამივე საფეხურის სტუდენტებს და ფსიქოლოგიის პროგრამას უძღვება. მან სწავლებისა და კვლევის გამოცდილება მიიღო ოქსფორდის (1996-1997)\, ჰეთფილდის (1999)\, ზაარლანდის (2002\, 2009\, 2011)\, ვასედას (2010)\, რატგერსის (2009)\, კალიფორნიის ლოს ანჟელესის (2005-2009)\, მაიამის (2017-2018) უნივერსიტეტებში. სამაგისტრო კურსებისა და მოხსენებებისათვის პროფესორი ჯავახიშვილი მიიწვიეს ვენის\, ტუშას\, ჰელსინკის\, გრანადის\, გლაზგოს\, პარიზის დიდროს\, ლიონის ლუმიერის\, თესალონიკის უნივერსიტეტებში. ნინო ჯავახიშვილს გამოქვეყნებული აქვს სტატიები როგორც საერთაშორისო\, ასევე ადგილობრივ გამოცემებში (312 ციტირება Scopus-ის ბაზაში). პროფესორი ჯავახიშვილი თანამშრომლობს და რეკომენდაციების აწვდის ისეთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს\, როგორებიცაა: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო\, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო\, სოციალური მომსახურების სააგენტო\, World Bank\, USAID\, SIDA\, UNIFEM\, UN Women\, UNFPA\, EBRD და სხვ. \nასოცირებული პროფესორი ერეკლე მაღრაძე ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების საგნებს\, ასევე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ კამპუსში კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებს და არის ქართული კამპუსის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის კოორდინატორი. ერეკლე მაღრაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი მოთხოვნების და ბაზრის გამოწვევების გათვალისწინებით ქმნის და ავითარებს ქართული და ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამებს. ასევე ხელმძღვანელობს ილიაუნის გამოთვლით ცენტრს\, რომელიც ერთადერთი საუნივერსიტეტო გამოთვლითი ცენტრია საქართველოში. \nერეკლე მაღრაძემ 2006 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით\, ხოლო 2009 წელს – მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მათემატიკური მოდელირების მიმართულებით. 2008 წლიდან ჩართული იყო ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN)\, ATLAS ექსპერიმენტში. მისი კვლევა დაკავშირებული იყო განაწილებული და პარალელური გამოთვლითი სისტემების შექმნასთან და ექსპერიმენტული მონაცემების ეფექტურ შენახვასა და ანალიზთან. 2011 წელს მან სწავლა განაგრძო გიოტინგენის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე (GAUSS)\, ასევე გახდა CERN-ის ATLAS ექსპერიმენტის კვალიფიციური წევრი გოტინგენის უნივერსიტეტის ფიზიკის II ინსტიტუტიდან. მისი სადოქტორო კვლევა დაკავშირებული იყო გამოთვლითი კლასტერული სისტემების მართვის ავტომატიზაციასთან მონაცემთა ანალიზისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით. 2016 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი და მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში\, კერძოდ გამოთვლითი ფიზიკის მიმართულებით. ერეკლე მაღრაძის მოხსენებებმა გაიმარჯვა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე (NEC2013\, CHEP2015). დღეს ის აქტიურადაა ჩართული მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებასა და სასწავლო მასალის ქართულ ენაზე შექმნაში. ამავე მიმართულებით ჩართულია პრაქტიკულ მუშაობაში\, როგორც კომპანია MaxinAI-ის ინჟინერიის მიმართულების დირექტორი. ერეკლე მაღრაძე ასევე DevOps Georgia საზოგადოების დამფუძნებელია. ამ საზოგადოების ფარგლებში ჩატარებული კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზებით ცდილობს ხელი შეუწყოს ღია კოდის პრინციპზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფისა და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის დანერგვასა და განვითარებას. \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kvlevis-dagegmvisa-da-chatarebis-mokle-kursi-doqtorantebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/05/56661.png
END:VEVENT
END:VCALENDAR