BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200113T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200113T190000
DTSTAMP:20260502T161837
CREATED:20200110T084451Z
LAST-MODIFIED:20240201T115456Z
UID:10000928-1578942000-1578942000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:PR Talks - Კახა მაღრაძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:13 იანვარს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 401 აუდიტორიაში გაიმართება პირველი შეხვედრა ილიაუნის PR Talks-ისა\, რომელზეც ცნობილი სპიკერები\, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები\, ასევე სამთავრობო სტრუქტურების პროფესიონალები ილაპარაკებენ კრიზისის დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სირთულეებსა და კონკრეტულ კამპანიებზე\, რომლებიც განახორციელეს 3 მიმართულებით: კრიზისის პრევენცია\, კრიზისული კომუნიკაცია და ზიანის შემცირება\, იმიჯისა და რეპუტაციის აღდგენა. \nშეხვედრები გაიმართება ყოველკვირა\, 19:00 საათზე. აუდიტორიას ეძლევა შესაძლებლობა\, მოუსმინოს სპიკერებს\, რომლებიც განიხილავენ ქართულ ქეისებს\, რომელთა შესახებ არ არის ცნობილი ფართო აუდიტორიისთვის. \nშეხვედრის შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nკამპანია „არ გამიძვირო ლუდი!“ \n2013 წლის პირველ იანვარს ძალაში უნდა შესულიყო ცვლილება საგადასახადო კოდექსში\, რომლის თანახმადაც მოხდებოდა არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირება\, რაც წამყვან კომპანიებსა და მთლიანად ინდუსტრიას წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე ზარალს მიაყენებდა. ამ ცვლილების საწინააღმდეგოდ ინდუსტრიის 6 წამყვანი კომპანიის დაკვეთით\, რომლებიც გაერთიანდნენ „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციაში“\, ჯეპრამ განახორციელა კამპანია რამდენიმე ტალღად\, 2012-დან 2015-წლამდე. როგორ წარიმართა პროცესები? რა სტრატეგიასა და ტაქტიკას მიმართეს კონსულტანტებმა კრიზისის მართვისა და ზიანის შემცირების მიზნით? ამ საკითხებზე ილიაუნის PR Talks-ზე ისაუბრებს კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი და კონსულტანტი\, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი კახა მაღრაძე. \nსპიკერის შესახებ \nკახა მაღრაძე 2004 წლიდან მუშაობს პიარისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში\, როგორც საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ პროექტების მენეჯერი და უფროსი კონსულტანტი. ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის\, პიარის\, ივენთმენეჯმენტის\, ციფრული კომუნიკაციისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის და ბრენდინგის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით; განხორციელებული აქვს ოცდახუთამდე საჯარო უწყების სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვისა და კონსულტაციის პროექტი საქართველოსა და ყირგიზეთში. მუშაობდა სამოცამდე მსხვილი და საშუალო ბიზნესორგანიზაციის პიარსა და საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელებაზე. Მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და \nადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის\, მათი კონსალტინგისა და თანამშრომლების მომზადების დიდი გამოცდილება. \n2005 წლიდან კახა მაღრაძემ გამართა ას ოცამდე ტრენინგი\, სემინარი და სამუშაო შეხვედრა მარკეტინგის\, ბრენდინგის\, პიარისა და ზოგადი ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვასა და შეფასებაში საჯარო მოხელეების\, ბიზნესის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის. \n2007 წლიდან პიარის კურსის ლექტორია „თბილისის პიარსკოლაში”. ასწავლის ილიას სახელმწიფო და თავისუფალ უნივერსიტეტებში საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსს. ასევე აქვს ორმოცდაათამდე ორგანიზაციისა და მენეჯერის ონლაინ და სამუშაო ადგილზე კონსულტირების გამოცდილება. \nკახა მაღრაძე საქართველოს „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ გამგეობის თავმჯდომარე და საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნის – „სტრატეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“ ავტორია. \nდრო: 13 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 401 აუდიტორია \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pr-talks-akha-maghradzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/01/55760.png
END:VEVENT
END:VCALENDAR