BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191226T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191226T150000
DTSTAMP:20260503T003938
CREATED:20191223T070025Z
LAST-MODIFIED:20240201T115503Z
UID:10000933-1577372400-1577372400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნარკოვითარება საქართველოში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის 2019 წელს შესრულებულ ნაშრომთა წარდგენა
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, 15:00-დან 17:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ადიქციის კვლევების ინსტიტუტი გამართავს 2019 წელს სხვადასხვა კვლევითი პროექტის ფარგლებში შესრულებულ ნაშრომთა პრეზენტაციას. \nპრეზენტაციაზე წარადგენენ საქართველოს ნარკოვითარების უახლეს ანალიტიკურ ანგარიშს რომლის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის\, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯია“\, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“\, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები. \nპრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შემდეგი კვლევები: \n\nინტერნეტტექნოლოგიების როლი ნარკოტიკების შეძენის პროცესში;\nზედოზირების შემთხვევაში დახმარების პრაქტიკის შესწავლა კლუბურ და საფესტივალო გარემოში;\nპრევენცია\, როგორც ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ\n\nშეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის  შემადგენლობა\, პროფესორები: ირმა კირთაძე\, დავით ოთიაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი. \nდრო: 26 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/narkovithareba-saqarthveloshi-ilias-sakhelmtsipho-universitetis-adiqtsiis-kvlevebis-institutis-2019-tsels-shesrulebul-nashromtha-tsardgena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/gif:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55660.gif
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191226T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191226T190000
DTSTAMP:20260503T003938
CREATED:20191220T150353Z
LAST-MODIFIED:20240201T115502Z
UID:10000932-1577386800-1577386800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მხარდასაჭერად
DESCRIPTION:დასწრებიხართ კონცერტს\, რომლის ბილეთიც სათამაშოების სანაცვლოდ მიგიღიათ და ამით ძალიან მნიშვნელოვან საქმეში შეგიტანიათ წვლილი? \n26 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ახალგაზრდა მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე და ილიაუნის მუსიკის ცენტრის საშემსრულებლო მიმართულების სტუდენტები – ბადი ანთაძე\, მარიამ ბეჟუაშვილი\, დავით ალადაშვილი\, ელენე გოგოლაძე\, ნიკოლოზ შენგელია – ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბენეფიციარების მხარდასაჭერად გაერთიანდებიან და არაჩვეულებრივ მუსიკალურ პროგრამას წარმოგიდგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის\, ნინო მამრაძის ხელმძღვანელობით. \nკონცერტზე შესრულდება ი. ს. ბახის\, ფრანც ლისტის\, მორის რაველის\, ალექსანდრე სკრიაბინის\, ბელა ბარტოკის\, ჟიორდ ლიგეტის\, ასტორ პიაცოლას\, ბრედ მელდოუს\, დიუკ ელინგტონის\, ჰერბი ჰენკოკისა და ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოებები. \nკონცერტზე დასასწრებად აუცილებელი პირობაა\, თან იქონიოთ ერთი ან\, სურვილის შემთხვევაში\, რამდენიმე სათამაშო\, რომლებიც ჩვენს პატარებს ფიქრის\, მეტყველების\, ემოციების გამოხატვის\, დაკვირვების\, კონცენტრაციის უნარებისა და მოტორული ფუნქციების განვითარებაში დაეხმარება.  ამ მიზნის მიღწევაში ბავშვებს თოჯინები\, სახლობანას ატრიბუტიკა\, ფაზლები\, მაგნიტური სილა\, კონსტრუქციები\, სამაგიდო თამაშები\, პლასტელინი და სხვა მსგავსი ტიპის სათამაშოები გამოადგებათ. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის მუსიკის ცენტრს\, ქალბატონ ნინო მამრაძესა და შემსრულებლებს. \nდრო: 26 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akhalgazrda-musikosebis-kontserti-bavshvis-ganvitharebis-institutis-mkhardasatcherad/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55658.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191226T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191226T190000
DTSTAMP:20260503T003938
CREATED:20191223T070700Z
LAST-MODIFIED:20240201T115458Z
UID:10000929-1577386800-1577386800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნიკოლოზ გოგოჭურის ლექცია \,\,ესაუბრე ბაზარს“
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში ექსკლუზიურად მონაწილე გუნდებისთვის ნიკოლოზ გოგოჭური\, სერიული ანტერპრენერი და სტარტაპ VRex Immersive-ის დამფუძნებელი\, წაიკითხავს ლექციას თემაზე: \,\,ესაუბრე ბაზარს“. \nაღსანიშნავია\, რომ VRex Immersive პირველი სტარტაპ კომპანიაა მსოფლიოში\, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას ვირტუალური რეალობის გამოყენების საშუალებას აძლევს. \nპრე-აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის” ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ასევე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (ჯიტა) და აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტის \,\,Paving the Way to Knowledge-based Economy: Enhancing University Research and Entrepreneurial Skills in Georgia” მხარდაჭერით. \nპროგრამა აგებულია ევროპის ყველაზე გამოცდილი B2B აქსელერატორის Startup Wise Guys რეკომენდაციებითა და სილაბუსით. \nმომხსენებლის შესახებ \n„ანტრეპრენერი ვარ 2004 წლიდან\, როდესაც ჩემი პირველი კომპანია დავაფუძნე. კომპანია მუშაობდა არქიტექტურულ ვიზუალიზაციასა და ანიმაციაზე. შემდეგ კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების სფეროში ვმუშაობდი. 2013 წელს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე კომპიუტერული გრაფიკის პირველი ასოციაცია (CG Georgia) საქართველოში. საქართველოში ტექნოლოგიური დარგების განვითარებაზე ორიენტირებულ ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა\, მათ შორის იყო საგანმანათლებლო სტანდარტები პროფესიული განათლებისთვის და საქართველოში პირველად გამართული კომპიუტერული გრაფიკის ფესტივალი (Cg Fest Tbilisi). \n2015 წლიდან მთლიანად გადავერთე ჩემს მიმდინარე სტარტაპზე VRex Immersive\, რომელიც ვირტუალური რეალობის პლატფორმას ქმნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის. ჩვენი კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია\, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას ვირტუალური რეალობის გამოყენების საშუალებას აძლევს. \n2018 წლის დასაწყისში Startup Grind-მა შეგვარჩია საუკეთესო 50 სტარტაპს შორის 7000-დან მსოფლიოში და ორჯერ კალიფორნიაში\, Silicon Valley-ში\, და ერთხელ ლონდონში ჩატარებულ გლობალურ გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. \nჩემი აზრით\, ანტრეპრენერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცოდნის გაზიარებაა. სწორედ ამიტომ ბოლო წლებში უამრავი მენტორშიპ პროგრამისა და ღონისძიების მონაწილე ვიყავი\, ათობით სტარტაპერისა და ანტრეპრენერის მენტორი ვარ. მუდმივად ვეძებ ცოდნის მიღების ახალ შესაძლებლობებს და ვსწავლობ ჩემი თანატოლებისა და უფრო გამოცდილი ანტრეპრენერებისგან. \nცოდნის მიღების ეს შიმშილია ჩემი მოტივაცია.“ \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nikoloz-gogotchuris-leqtsia-esaubre-bazars/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/gif:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55661.gif
END:VEVENT
END:VCALENDAR