BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191212T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191212T190000
DTSTAMP:20260503T003940
CREATED:20191210T115344Z
LAST-MODIFIED:20240201T115651Z
UID:10000968-1576177200-1576177200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „რამდენად ახლოსაა ხელოვნური ინტელექტი ბუნებრივთან“
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ერეკლე მაღრაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: \,\,რამდენად ახლოსაა ხელოვნური ინტელექტი ბუნებრივთან“. \nთემის მოკლე აღწერა: \n1956 წელს ჯონ მაკარტიმ ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ გამოიყენა თავის ნაშრომში\, რომელიც შეეხებოდა ინტელექტის/ცნობიერების შესწავლას და მისი ძირითადი კომპონენტების კომპიუტერში დანერგვას. ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ 1956 წელს გამოჩნდა\, თუმცა მოაზროვნე ან მოფიქრალი მანქანების შექმნის იდეა ადრეც არსებობდა\, კერძოდ\, ალან ტიურინგმა ამის შესახებ ისაუბრა ნაშრომში Computing Machinery and Intelligence\, რომელშიც დასვა ხელოვნური ინტელექტის\, როგორც დარგისთვის უმნიშვნელოვანესი შეკითხვა: შეუძლიათ თუ არა გამომთვლელ მანქანებს აზროვნება? ამ კითხვაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა რთულია\, რადგან თვითონ აზროვნების განმარტებაა რთული. შეიძლება აზროვნება განვიხილოთ\, როგორც სამყაროსთან კომუნიკაციის შედეგი\, რასაც მივყავართ ლუდვიგ ვიტგენშტაინის ნაშრომებამდე ან\, არსებობის შედეგად\, მივყავართ დეკარტემდე. ეს რთული და სიღრმისეული კითხვა სხვანაირადაც იყო გაგებული\, კერძოდ\, დაფუძნდა ტიურინგის პრიზი – მეცნიერებს შეეძლოთ წარედგინათ თავიანთი შექმნილი მექანიზმები\, რომლებსაც უნდა ეთამაშათ „იმიტაციის თამაში” და გაევლოთ ტიურინგის ტესტი\, წარმატების შემთხვევაში\, პრიზად მიიღებდნენ 100 000 დოლარს. ტიურინგის კითხვის ამგვარმა ინტერპრეტაციამ დიდწილად განაპირობა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მსგავსი სისტემების შექმნა და ე. წ.\, მანქანური სწავლების\, დიდი მონაცემები ? ანალიტიკისა და მონაცემთა მეცნიერების განვითარების ახალ სტადიაზე გადასვლა. თუმცა არის კი ეს სწორი გზა ხელოვნური ინტელექტის შექმნისკენ? ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია. \nარსებობს მეორე მიდგომაც მოფიქრალი მანქანების შესაქმნელად\, კერძოდ\, ნეირომეცნიერები და ბიოინფორმატიკოსები ცდილობენ გაიგონ როგორც ადამიანის\, ასევე ცხოველების ტვინის ფუნქციონირების სიღრმისეული მექანიზმები\, ანუ ცდილობენ ამოხსნან აზროვნების ფიზიკა\, რაც შემდგომ საშუალებას მოგვცემს\, შევქმნათ მოაზროვნე მანქანა. \nმოხსენებაში საუბარი იქნება ამ ორ მიმართულებაზე\, კერძოდ\, მათში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მიღწევების და პერსპექტივების შესახებ\,\, პირველი: რამდენად ახლოს ვართ\, რომ სწორად შევიცნოთ\, რა არის ბუნებრივი ინტელექტი და მეორე: რამდენად შორს ვართ\, რომ შევქმნათ მისი ანალოგი. \nმომხსენებლის შესახებ: \n2006 წელს ერეკლე მაღრაძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი\, 2009 წელს – მაგისტრატურა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სტატისტიკის მიმართულებით\, 2008 წლიდან ჩართული იყო ცერნის ატლას ექსპერიმენტში. 2011 წელს განაგრძო დოქტორანტურა გიოტინგენის უნივერსიტეტის\, ფიზიკის მეორე ინსტიტუტის\, ცერნის ატლას ექპსერიმენტის ჯგუფში\, სადაც 2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიდი გამოთვლითი სისტემების ავტომატიზაციის შესახებ მანქანური სწავლების ტექნოლოგიების გამოყენებით.\nშემდგომ მუშაობდა კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჭკვიანი მონაცემების ინოვაციების ლაბორატორიაში მანქანური სწავლების პროცესის დანერგვასა და წარმართვაზე სხვადასხვა ინდუსტრიულ თუ სამეცნიერო სფეროში მრავალფეროვანი პლატფორმების გამოყენებით\, მათ შორის IBM Watson ტექნოლოგიის გამოყენებითაც.\n2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა დიდი მონაცემებისა და ავტომატიზაციის მიმართულებას გერმანულ სტარტაპკომპანიაში\, სადაც წარმატებით დაინერგა თანამედროვე დიდი მონაცემებისა და მონაცემთა ნაკადების ანალიზის ტექნოლოგიები. 2018 წლიდან ილიაუნის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების ასოცირებული პროფესორი და გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელია; კითხულობს მანქანური სწავლების\, ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის კურსებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოში; დაინტერესებულია ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიებით. \nდრო: 12 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-ramdenad-akhlosaa-khelovnuri-inteleqti-bunebrivthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55448.png
END:VEVENT
END:VCALENDAR