BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191112T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191112T150000
DTSTAMP:20260503T032955
CREATED:20191111T130250Z
LAST-MODIFIED:20240201T120123Z
UID:10001012-1573570800-1573570800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის\, პატენტის გადაცემის ცერემონია
DESCRIPTION:12 ნოემბერს\, 15:00 საათზე\, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) ფარგლებში ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას. ხელმოწერის ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კამპუსის საკონფერენციო დარბაზში. \nასევე გაიმართება პატენტის გაცემის ცერემონიალი. \n2016 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მიერ გამოცხადდა კონკურსი  ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში წარმატებული და  კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე გამოგონებების შესარჩევად. \nკონკურსში გაიმარჯვა მეცნიერ დავით აფხაზავას გამოგონებამ \,\,ქლორის იონების უჯრედებში შეღწევის მონიტორინგის ახალი სენსორი”. ამერიკის საპატენტო უწყებამ  აღნიშნულ გამოგონებაზე ოფიციალურად გასცა პატენტი. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/memorandumi-ilias-sakhelmtsipho-universitetsa-da-saqarthvelos-inovatsiebisa-da-teqnologiebis-saagentos-shoris-patentis-gadatsemis-tseremonia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/11/55143.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191112T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191112T180000
DTSTAMP:20260503T032955
CREATED:20191105T073600Z
LAST-MODIFIED:20240201T120119Z
UID:10001008-1573581600-1573581600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:​შტეფან მაისტერის საჯარო ლექცია: Contested Leadership – How Russia fails to integrate post-Soviet countries
DESCRIPTION:12 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი\, დოქტორი შტეფან მაისტერი წაიკითხავს ლექციას თემაზე: Contested Leadership – How Russia fails to integrate post-Soviet countries. \nრუსეთის ხელისუფლება თანმიმდევრულად ცდილობს გავლენის ქვეშ მოაქციოს „ახლო სამეზობლო“. მოსკოვის პერსპექტივიდან ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას მხოლოდ შეზღუდული სუვერენიტეტი აქვს. თუმცა რუსეთის ეკონომიკური ძალის შესუსტებისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მმართველი ელიტის მხრიდან დამოუკიდებლობის გამყარების მცდელობის შედეგად წარმოიქმნება დავის სხვადასხვა სტრატეგია. მათი წარმატება დამოკიდებულია ქვეყნების რესურსებზე\, გარე მოთამაშეებთან მათ გეოგრაფიულ სიახლოვესა და მათი ხელისუფლების მოლაპარაკების უნარზე. რაც უფრო ცდილობს რუსეთი პოსტსაბჭოთა მეზობლების დომინირებას\, მით უფრო შორდებიან მას ეს ქვეყნები. \nმომხსენებლის შესახებ  \nშტეფან მაისტერი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელია 2019 წლის ივლისიდან. 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მარტამდე დოქტორი მაისტერი იყო საგარეო პოლიტიკის გერმანული საბჭოს (DGAP) რობერტ ბოშის ცენტრის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის\, რუსეთისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელი. მანამდე ამავე საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის\, რუსეთისა და ცენტრალური აზიის პროგრამის უფროსად მუშაობდა\, ასევე პოლიტიკის უფროს მკვლევრად ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობების ევროპის გაფართოების გუნდში (Wider Europe). 2015-16 წლებში მაისტერი  მიწვეული მკვლევარი იყო ვაშინგტონში\, ტრანსატლანტიკურ აკადემიაში\, სადაც რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე წერდა. რამდენჯერმე მუშაობდა OSCE-ის არჩევნების დამკვირვებლად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მაისტერი იენაში\, ლაიფციგსა და ნიჟნი ნოვგოროდში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიას. მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი იენის უნივერსიტეტში რუსეთის უმაღლესი განათლებისა და კვლევის სისტემის ტრანსფორმაციის თემაზე. შტეფან მაისტერის კვლევითი ინტერესებია რუსეთის საშინაო\, საგარეო\, თავდაცვითი და ენერგო პოლიტიკა; ევროკავშირი-რუსეთისა და გერმანია-რუსეთის ურთიერთობები; აღმოსავლეთ პარტნიორობა და პოსტსაბჭოთა\, მათ შორის სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები. შტეფან მაისტერი თანაავტორია ბრუკინგსის პრესის მიერ გამოცემული წიგნებისა – „აღმოსავლეთის შეკითხვა“ (2016)\, „აღმოსავლეთის ხმები“ (2017) და „რუსეთის ფაილი“ (2018). 2019 წელს იყო თანაავტორი წიგნისა „გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება. ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის“. \n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 12 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shtephan-maisteris-sajaro-leqtsia-contested-leadership-how-russia-fails-to-integrate-post-soviet-countries/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/11/54847.png
END:VEVENT
END:VCALENDAR