BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191020T140600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191020T140600
DTSTAMP:20260503T131910
CREATED:20191020T100600Z
LAST-MODIFIED:20240201T120531Z
UID:10001074-1571580360-1571580360@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ონლაინგამოცემა On.ge-ის კონკურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის "
DESCRIPTION:პირველი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ხელმეორედ ცხადდება კონკურსი ონლაინგამოცემა On.ge-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო პროექტისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს. \nთუ ხართ ცნობისმოყვარე\, გიტაცებთ ჟურნალისტიკა\, კარგად იცით ინგლისური და ქართული ენები\, გიყვართ უცხოური გამოცემების კითხვა და ხშირად გიფიქრიათ იმაზე\, რა კარგი იქნებოდა\, ესა თუ ის სტატია ქართულადაც რომ ყოფილიყო ნათარგმნი\, მაშინ ამ კონკურსში აუცილებლად უნდა მიიღოთ მონაწილეობა. \nკონკურსის შედეგად შეირჩევა 10-15 სტუდენტი\, რომლებიც 6 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან ონლაინგამოცემა On.ge-ის რედაქციაში. \nშერჩეულ სტუდენტებს დაევალებათ ინგლისურენოვანი ანალიტიკური სტატიების თარგმნა ქართულ ენაზე და მათი მორგება ქართველი მკითხველისათვის. პროექტში მონაწილეობისთვის ჟურნალისტური გამოცდილება აუცილებელი არ არის. \nრატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში? \nპროექტის წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტი\, რომ მის შედეგად დასაქმდა ილიაუნის ერთი სტუდენტი\, რომელიც On.ge-ის სარედაქციო ჯგუფს შეუერთდა. \nკონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები:    \n\nგაივლიან 6-თვიან სტაჟირებას ონლაინგამოცემა On.ge-ს რედაქციაში – შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას ჟურნალისტიკის სფეროში და შეძლებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში;\nსტაჟირების დასრულების შემდეგ გაემგზავრებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ბაზაზე და მონაწილეობას მიიღებენ თემატურ ბანაკში;\nმიიღებენ ონლაინგამოცემა On.ge-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატს;\nპროექტის მონაწილე 5 საუკეთესო სტუდენტი სტაჟირების ბოლო 3 თვის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს სტიპენდიას თვეში 300 ლარის ოდენობით.\n\nრა იქნება ჩემი ფუნქციები და მოვალეობები პროექტის ფარგლებში? \n\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და On.ge-ის მიერ ერთობლივად დაგეგმილ გასვლით სემინარებსა და საჯარო ლექციებზე დასწრება;\nსათარგმნი სტატიების მოძიება;\nსხვადასხვა თემატიკის მოცულობითი სტატიების თარგმნა ინგლისური ენიდან ქართულზე;\nნათარგმნი სტატიის მორგება ქართულ რეალობაზე და მათი ადაპტირება ქართველი მკითხველისთვის;\nსაჭიროების შემთხვევაში ცალკეული სტატიისთვის დამატებითი ინფორმაციის მოძიება;\nრედაქტორისგან მიღებულ შენიშვნებზე მუშაობა და კომენტარების გათვალისწინება;\nსურვილის შემთხვევაში საკუთარი სიღრმისეული და ანალიტიკური სტატიების მომზადება.\n\nროგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა? \nკონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა 27 ოქტომბრის ჩათვლით შეასრულოთ საკონკურსო დავალება და ატვირთოთ სააპლიკაციო ფორმაში ბმულზე: https://bit.ly/31MYt55 \nსაკონკურსო დავალება  \nThe Conversation-ის სტატიაში მიმოხილულია ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელი 4 თვისება. თქვენ გევალებათ: \n\n  თარგმნოთ სტატიის სათაური;\n  მოიფიქროთ ერთ ან ორაბზაციანი შესავალი\, რომელიც განსხვავებული იქნება სტატიის შესავლისაგან;\n სტატიაში განხილული 4 თვისებიდან აარჩიოთ თქვენთვის საინტერესო 3 თვისება და თარგმნოთ შესაბამისი ტექსტი;\n მოიძიოთ ინფორმაცია ემოციური ინტელექტისთვის დამახასიათებელ ისეთ თვისებაზე\, რომელიც სტატიაში განხილული არ არის და დაურთოთ თქვენს სტატიას მეოთხე პუნქტად ისე\, რომ ბუნებრივად მიებას დანარჩენ ტექსტს (მიუთითეთ წყარო\, რომელზე დაყრდნობითაც დაწერეთ ეს პუნქტი).\n\nნაწერების შეფასებისას ყურადღება მიექცევა: \n\nრამდენად ზუსტად და შინაარსის დაუმახინჯებლადაა ტექსტი ნათარგმნი;\n რამდენად გამართული ქართული ენითაა დაწერილი ტექსტი როგორც გრამატიკულად\, ასევე სტილისტურად;\nშინაარსობრივად და სტილისტურად რამდენად ბუნებრივად და ლოგიკურად ერთვის შესავალი და ებმის მეოთხე\, დამატებითი პუნქტი მთლიან სტატიას.\nვორდის ფაილს დაარქვით სახელი შემდეგი პრინციპით: თქვენი სახელი\, გვარი და სიტყვები „საკონკურსო დავალება“.\n\nაპლიკაციის შესრულებისა და დავალების გამოგზავნის ბოლო ვადა: 27 ოქტომბერი. \nაპლიკაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/31MYt55 \nშერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ნოემბრის პირველ ნახევარში. \nგისურვებთ წარმატებას! \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ \nk.chartolani@on.ge \npr@iliauni.edu.ge \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/onlaingamotsema-on-ge-is-konkursi-iliaunis-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/10/54670.png
END:VEVENT
END:VCALENDAR