BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180207T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180207T150000
DTSTAMP:20260508T170659
CREATED:20180201T131342Z
LAST-MODIFIED:20240202T060310Z
UID:10002118-1518015600-1518015600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამუსიკო ხელოვნების პროგრამის დოქტორანტების კონცერტი
DESCRIPTION:7 თებერვალს\, 15:00 საათზე\, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სარკეებიან დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუსიკო ხელოვნების პროგრამის დოქტორანტების – ნათია ბერაიასა და დაჩი თაქთაქიშვილის საჯარო კონცერტი. პროგრამაშია შუბერტის\, შოპენის\, ლისტისა და ლაღიძის საფორტეპიანო ნაწარმოებები. \nნათია ბერაიამ ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში\, პროფ. ნანა ხუბუტიას კლასში განაგრძო. ნათია არაერთი კონკურსის ლაურეატი და ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა: ემილ გილელსის სახ. საერთაშორის კონკურსი – III პრემია და კონკურსის „საუკეთესო პიანისტი ქალის” წოდება (2006 წ.\, ოდესა\, უკრაინა); თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის დიპლომი და სპეციალური პრიზები – საუკეთესო ნახევარფინალისტი\, ალფრედ კორტოს პრიზი – რომანტიკული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის\, სანდრა რულოვსის სიმპათიის პრიზი (2009 წ.\, თბილისი); ნოდარ გაბუნიას საფორტეპიანო კონკურსი – III პრემია (2001 წ.); ოთარ თაქთაქიშვილის საფორტეპიანო კონკურსი – I პრემია (2000 წ.). მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებსა და მასტერკლასებზე ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. \nდაჩი თაქთაქიშვილმა ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში\, პროფ. რევაზ თავაძის კლასში განაგრძო. 2009 წელს მაგისტრის ხარისხი მოიპოვა პროფ. თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. დაჩის გავლილი აქვს მასტერკლასები ცნობილ მუსიკოსებთან: ეთერ ანჯაფარიძესთან\, ჯარჯი ბალანჩივაძესთან\, ჟან-კლოდ პენტიესთან\, იანინა ფიალკოვსკასთან\, ა. ზასმანისა და სხვ.; 2006 წლიდან სისტემატურად იწვევენ შვეიცარიაში კონცერტებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად. მისი ხელმძღვანელობით შვეიცარიის ქალაქებში გაიმართა საზაფხულო მუსიკალური ფესტივალი. დაჩის ნაშრომი „საფორტეპიანო ხელოვნების დიდოსტატები: იოსეფ ჰოფმანი და ფერუჩო ბუზონი“ შეტანილია თბილისის სახ. კონსერვატორიის სასწავლო პროგრამაში. \nდრო: 7 თებერვალი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი (დ. აღმაშენებლის გამზირი N123) \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-samusiko-khelovnebis-programis-doqtorantebis-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/02/43725.png
END:VEVENT
END:VCALENDAR