BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170930T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170930T180000
DTSTAMP:20260510T011938
CREATED:20170919T084850Z
LAST-MODIFIED:20240202T060551Z
UID:10002156-1506794400-1506794400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პირველკურსელების მიღების ცერემონია – WELCOME PARTY 2017
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელების მიღებისა და დაჯილდოების ცერემონია 30 სექტემბერს\, 18:00 საათზე\, ვაკის პარკში\, ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკზე გაიმართება. \nეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სხვადასხვა ფაკულტეტის ოთხ ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტს ილიაუნი\, ტრადიციულად\, ლეპტოპებით დააჯილდოებს. უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტს vici • ვიცი  სპეციალურ საჩუქარს უმზადებს. ცერემონიის მონაწილე სხვა სტუდენტებს კი vici • ვიცი-ის პრომოსაჩუქრები დახვდებათ. \nპირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს ჯგუფი MokuMoku.  vici • ვიცი   კი მათ იწვევს ჯგუფ „არას“ კონცერტზე. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს მეექვსედ ატარებს სამეცნიერო პიკნიკს. სპეციალურად გაშლილი კარვები დაეთმობა უნივერსიტეტებს\, არასამთავრობო ორგანიზაციებს\, კერძო სასწავლო დაწესებულებებს\, სკოლებს\, მათ შორის\, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან\, რომლებიც საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ და ინტერაქციულ გამოფენებს წარმოადგენენ. გაიმართება პიკნიკისთვის სპეციალურად დადგმული სპექტაკლი „ყვავილების ალქიმია“. სცენა ასევე დაეთმობა „ექსპერიმენტორიუმს“\, რომელიც სახალისო შოუპროგრამას წარმოადგენს. მოეწყობა სამეცნიერო კაფე\, სადაც ილიაუნის მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს. \nპიკნიკის მთავარი ამოცანაა\, სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები\, განსაკუთრებით – საბუნებისმეტყველო დისციპლინებში და\, უპირველესად\, განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისთვის\, თუმცა საინტერესო იქნება ნებისმიერი ასაკის მონაწილეებისთვისაც. \nწელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. \nსამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში 11:00 საათზე გაიხსნება და მთელი დღით უმასპინძლებს დამთვალიერებლებს\, 18:00 საათზე კი მთავარი სცენა პირველკურსელთა მიღების ცერემონიას დაეთმობა. \nგილოცავთ ილიაუნელობას! \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pirvelkurselebis-mighebis-tseremonia-welcome-party-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/09/41751.png
END:VEVENT
END:VCALENDAR