BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170928T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170928T160000
DTSTAMP:20260510T011933
CREATED:20170927T113245Z
LAST-MODIFIED:20240202T060605Z
UID:10002164-1506614400-1506614400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარკუს პენელის სემინარებისა და შეხვედრების ციკლი
DESCRIPTION:28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამას ეწვევა მარკუს პენელი\, O&O Baukunst-ის ბერლინის ოფისის ხელმძღვანელი. მარკუს პენელი სტუდენტებისათვის ჩაატარებს სპეციალურ სემინარს: ”Public Street for Public Life”.  სემინარის მიზანია\, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების მიმართულებით მომუშავე სტუდენტებმა შეისწავლონ ურბანული დაგეგმარების პრინციპები\, თავისებურებები და ეს ცოდნა შემდგომი განვითარებისთვის გამოიყენონ. 3 დღის განმავლობაში სტუდენტები შეასრულებენ მოცემულ დავალებებს მარკუს პენელის ხელმძღვანელობით. საბოლოო ნამუშევრები გამოიფინება ილიაუნის არქიტექტურის პროგრამის სივრცეში. სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ არქიტექტურის მიმართულების მე-3 და მე-4 კურსის ბაკალავრებსა და მაგისტრებს. \nვიზიტის ფარგლებში მარკუს პენელი  შეხვდება პრაქტიკოს არქიტექტორებს\, ურბანისტებსა და მომიჯნავე სპეციალისტებს. გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: ”Public Street for Public Life”.  ასევე გაიმართება შეხვედრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან. პროექტი ხორციელდება ქ. თბილისის მერიის განათლების\, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით. \nმარკუს პენელი სწავლობდა ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში TU Berlin. 90-იან წლებში მუშაობდა ნიუ იორკში სტივენ ჰოლთან\, Arup Associates და პიტერ იზენმანთან. 1997 წლიდან მუშაობს ბერლინში O&O Baukunst-ის ჯგუფთან ერთად. 2011 წელს გახდა ბერლინის სახელოსნოს პარტნიორი და ხელმძღვანელი. მის საქმიანობაში შედის სტრატეგიული განვითარების\, ურბანული და არქიტექტურული პროექტების შემუშავება და ხელმძღვანელობა. მისი ვრცელი ბიოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.ortner-ortner.com \nღონისძიებების განრიგი: \nსემინარი სტუდენტებისთვის: ”Public Street for Public Life”  \nდრო: 28 სექტემბერი\, 14:00 საათი \n29\, 30 სექტემბერი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: H 111 აუდიტორია (H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ.\, 3/5 ეზოდან)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nშეხვედრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან \nდრო: 29 სექტემბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: თბილისის მერია \n\nსაჯარო ლექცია და შეხვედრა არქიტექტორებთან\, დისკუსია ქალაქგეგმარებით პრობლემებზე \nდრო: 2 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nლექციებისა და შეხვედრების სამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/markus-penelis-seminarebisa-da-shekhvedrebis-tsikli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/09/41940.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170928T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170928T180000
DTSTAMP:20260510T011934
CREATED:20170927T073225Z
LAST-MODIFIED:20240202T060603Z
UID:10002163-1506621600-1506621600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემინარი: „ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“
DESCRIPTION:СSR კვირეულის ფარგლებში 28 სექტემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი-შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ\, რომელსაც კლუბის სამდივნოს წევრი სალომე ზურაბიშვილი გაუწევს ფასილიტაციას. თემის ირგვლივ ფართო დისკუსიაში ჩაერთვებიან როგორც CSR კლუბის წევრი ორგანიზაციები\, ასევე სტუდენტები. \nგაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა შეუძლებელია ბიზნესსექტორის ჩართულობის გარეშე. მათი იმპლემენტაცია არა მხოლოდ მსოფლიოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარების გასაუმჯობესებლად არის საჭირო\, არამედ ბიზნესს ეხმარება\, იყოს უფრო პასუხისმგებლიანი და\, შესაბამისად\, მზარდიც. აქედან გამომდინარე\, მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების არსის სწორად გაგება და იმის გააზრებაც\, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს ჩაერთოს მიზნების მიღწევის საქმიანობაში და როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი საკუთარი წარმატებისთვის. \nCSR კვირეულის ფარგლებში\, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ორგანიზებით წელს 26-29 სექტემბერს გაიმართება\, უკვე გაიმართა დისკუსია-ლანჩი ქალთა გაძლიერების საკითხებზე და მასტერკლასი შშმ პირების დასაქმების პერსპექტივებზე. ამასთან იგეგმება წევრების საერთო კრება მიმდინარე და სამომავლო აქტუალურ საკითხებზე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seminari-biznesi-mdgradi-ganvitharebis-miznebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/09/41930.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170928T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170928T183000
DTSTAMP:20260510T011934
CREATED:20170926T070841Z
LAST-MODIFIED:20240202T060602Z
UID:10002161-1506623400-1506623400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ალიონა ლედენიოვას საჯარო ლექცია:„სამყარო ქვემოდან: მასალები გლობალური არაფორმალობის პროექტიდან"
DESCRIPTION:28 სექტემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსული პოლიტიკისა და საზოგადოების აღიარებული მკვლევარი\, პროფესორი\, ალიონა ლედენიოვა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სამყარო ქვემოდან: მასალები გლობალური არაფორმალობის პროექტიდან”. \nმომხსენებლის შესახებ  \nალიონა ლედენიოვა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორია და რუსეთში არაფორმალური მმართველობის მსოფლიო დონის ექსპერტად მიიჩნევა. მისი ინტერესების სფერო მოიცავს კორუფციას\, ეკონომიკურ დანაშაულებს\, რუსეთის არაფორმალურ მმართველობას\, კორპორაციული მართვის არაფორმალურ პრაქტიკასა და პატრონ-კლიენტურ ურთიერთობებს რუსეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 28 სექტემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-aliona-ledeniovas-sajaro-leqtsia-samqharo-qvemodan-masalebi-globaluri-araphormalobis-proeqtidan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/09/41901.png
END:VEVENT
END:VCALENDAR