BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170502T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170502T120000
DTSTAMP:20260510T100314
CREATED:20170420T121814Z
LAST-MODIFIED:20240202T062107Z
UID:10002335-1493726400-1493726400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ესტონელი დიპლომატის\, დოქტორი კაუპო კანდის\, საჯარო ლექცია ილიაუნიში
DESCRIPTION:2 მაისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელი\, დოქტორი კაუპო კანდი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას ილიაუნის სტუდენტებისთვის. \nლექციის თემაა:  „ეროკავშირი\, ევროკავშირის მისია\, მისი როლი და მნიშვნელობა“. \nლექციის ფარგლებში\, ესტონელი დიპლომატი ისაუბრებს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესახებ და მიმოიხილავს მის განხორციელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს; განმარტავს ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მიერ საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების ისტორიას; აღწერს წარსულ და მიმდინარე კონფლიქტებს და შეთანხმებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ\, რაც შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს\, საკითხი უფრო ფართო\, რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში შეისწავლონ. \nსაჯარო ლექცია გაიმართება ევროკავშირის დაარსებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში. პროექტის მიხედვით\, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მართავენ საჯარო ლექციებს\, რომელთა თემაა ევროკავშირის მნიშვნელობა\, მოკლე ისტორია\, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა\, მანდატის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები; ხოლო მიზანი – ევროკავშირისა და მისიის მანდატის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების დაინტერესება. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი კაუპო კანდი 2010-2015 წლებში იგი მუშაობდა ჰააგაში\, ეუთოს უმაღლესი წარმომადგენლის უფროს მრჩევლად ეროვნული უმცირესობის საკითხებში\, რაც მოიცავდა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას\, ტაჯიკეთსა და უკრაინას; 2007-2010 წლებში\, 2008 წლის აგვისტოს ჩათვლით\, მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის\, პიტერ სემნების\, პოლიტიკურ მრჩევლად ევროპის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის პირველ მისიაში საქართველოში (EUJUST Themis). სხვადასხვა დროს იყო ევროპის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დიპლომატი ევროკავშირში (ესტონეთის წარმომადგენლობა ბრიუსელში) და ანალიტიკოსი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის დაგეგმარების დეპარტამენტში. \nროგორც „ფონდ ღია საზოგადოების“ სტიპენდიატი\, დოქტორი კაუპო კანდი ფლობს კონტინენტური ფილოსოფიის დოქტორისა (PhD) და მაგისტრის (MA) ხარისხებს ვარვიკის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო)\, ხელოვნების ისტორიასა და ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (პრაღა) და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს ფილოსოფიაში. \nდოქტორი კაუპო კანდი სხვადასხვა დროს იყოს ესტონეთის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი/ფილოსოფიის განყოფილების ხელმძღვანელი და რადიო „ევროპის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი გაერთიანებულ სამეფოში. \nდრო: 2 მაისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nსამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდასწრება თავისუფალია \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/estoneli-diplomatis-doqtori-kaupo-kandis-sajaro-leqtsia-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/40188.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170502T131800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170502T131800
DTSTAMP:20260510T100314
CREATED:20170502T091840Z
LAST-MODIFIED:20240202T062103Z
UID:10002334-1493731080-1493731080@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნუცა მახვილაძის სახელობის დებატების რესპუბლიკური ტურნირი
DESCRIPTION:5-15 მაისს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდებატის\, ნუცა მახვილაძის\, სახელობის დებატების რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდება. \nღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი\, ხოლო პარტნიორები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, თბილისის მწვანე სკოლა.\nპროექტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის დებატების კლუბების IX-XII კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოდან. \nდებატების თემა: ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის აწევა გამართლებულია. \nაქტივობების განრიგი\nმსაჯთა კორპუსის შეხვედრა\, ორგანიზაციის წლიური ანგარიშის წარდგენა\nდრო: 5 მაისი\, 20:00-21:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32) \nგუნდების რეგისტრაცია\, 3 შესარჩევი რაუნდი\nდრო: 6 მაისი\, 11:00-18:00 საათი (გათვალისწინებულია ყავის შესვენება)\nადგილმდებარეობა: თბილისის მწვანე სკოლა (დიღმის მასივი\, მე-6 კვარტალი) \nგუნდების რეგისტრაცია\, 3 შესარჩევი რაუნდი\nდრო: 7 მაისი\, 11:00-18:00 საათი (გათვალისწინებულია ყავის შესვენება)\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32) \nშემეცნებით-გასართობი პროგრამა პროექტის მონაწილეებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან\nდრო: 11 მაისი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტუმრო ყაზბეგში \nპროექტის ფინალი\nდრო: 15 მაისი\nადგილმდებარეობა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (დიმიტრი უზნაძის ქ. #52) \nპროექტის ყველა წარმატებული მონაწილე და მოდებატე დაჯილდოვდება პრიზებით. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nutsa-makhviladzis-sakhelobis-debatebis-respublikuri-turniri/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40302.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170502T172600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170502T172600
DTSTAMP:20260510T100314
CREATED:20170502T132636Z
LAST-MODIFIED:20240202T062100Z
UID:10002332-1493745960-1493745960@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სხვა არქიტექტურა - გამოფენა და სიმპოზიუმი
DESCRIPTION:3-5 მაისს\, 10:00-დან 21:00 საათამდე\, გალერეაში „არტარეა“ დანიის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით\, გიწვევთ ღონისძიებათა კვირეულზე: „სხვა არქიტექტურა – გამოფენა და სიმპოზიუმი“\, რომელიც მოიცავს სემინარებს\, დისკუსიებს\, გამოფენას. \nღონისძიებათა განრიგი \nდრო: 3-5 მაისი\, 10:00-21:00 საათი \nგამოფენა: „Another Architecture’ – an exhibition of explorative and evolving architectural propositions for Tbilisi\, Georgia“ („მორიგი“ არქიტექტურა – თბილისის კვლევითი და განვითარებადი არქიტექტურული პროექტების გამოფენა). \nთემატიკა: გამოფენაზე წარმოდგენილია საცხოვრებელი შენობების\, ბაზრების\, ქალაქის შენობებისა თუ ინფრასტრუქტურის ტიპოლოგიათა ფართო ნაირსახეობა\, თუმცა\, უფრო მეტად ყურადღება გამახვილებულია არქიტექტურის პოლიტიკურ თუ სოციალურ პოტენციალზე. \nდრო: 3 მაისი\, 18:00 საათი \nპრეზენტაცია: „დაპროექტების მნიშვნელობა ურბანული განვითარებისთვის“ \nთემატიკა: თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მნიშვნელობაზე პროექტთა შედგენისა და საქართველოს პოლიტიკაში მოლაპარაკებათა წარმოების ხელოვნება \nმომხსენებლები: „აქსისის“ დეველოპერები \nდრო: 4 მაისი\, 19:30 საათი \nდისკუსია: „პაემანი შენს კარიერასთან“ \nთემატიკა: როგორ იღებენ ქალები დამოუკიდებლობასა და ძალაუფლებას საქმიან სამყაროში?“ \nმომხსენებელი: კენდრა რეიდი \nდამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.facebook.com/events/ \nდრო: 4 მაისი\, 19:30 \nსემინარი: „Pickling in Samgori – როგორია არაფორმალური ბაზრის სამომავლო განვითარების პერსპექტივა? \nთემატიკა: სემინარი ფორმალური და არაფორმალური ეკონომიკის გაერთიანების შესაძლებლობაზე \nმომხსენებლები: ზენდერ როდენი\, საქალაქო დაგეგმარების\, სამართლისა და ეკონომიკის ექსპერტები \nდრო: 5 მაისი \nპანელური დისკუსია: „არქიტექტურული სააგენტო“ \nთემატიკა:  საქალაქო არქიტექტურის მდგომარეობის კვლევა\, არქიტექტურული პროექტთა დროებითობის პრობლემა და არქიტექტურული სააგენტოს „გამოწვევა“.\nპანელური დისკუსიის მიზანია  კრიტიკული დისკუსიების გამართვა გამოფენის სხვადასხვა თემის გარშემო\, ყურადღების გამახვილებით არქიტექტურულ პოტენციალზე  თბილისის უბრანული\, პოლიტიკური და სოციალური გარემოს გამდიდრებაში. დისკუსიის მთავარი თემებია: \n\nსაქალაქო არქიტექტურა – თბილისის განსაკუთრებული გარემოს გათვალისწინებით\, მთავარი მიზანს წარმოადგენს იმ ძალების გაცნობა-შესწავლა\, რომლებიც თამაშობს მთავარ როლს საქალაქო არქიტექტურის ჩამოყალიბებაში\, ასევე იმის გარკვევა\, თუ როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა გარეგანი ზეწოლის პირობებში და იმ გზების პოვნა\, რომლებიც მოქალაქეებს  უფრო მეტად ჩართავს საქალაქო არქიტექტურის განხორციელების პროცესში;\nწარმავალი/დროებითი არქიტექტურა – იმის გათვალისწინებით\, რომ არქიტექტურული ნაგებობები წარმავალია\, მთავარ მიზანს წარმოადგენს ფორმალურობასა და არაფორმალურობას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების კვლევა და ბაზარზე არსებული სხვადასხვა მოთხოვნილებების მხედველობაში მიღება.\nარქიტექტურული სააგენტო – მთავარ მიზანს წარმოადგენს თბილისის არქიტექტურული სააგენტოს როლის კვლევა\, იმის გაგება\, თუ როგორ შეიძლება ამ როლის გაზრდა და გამოფენაზე წარმოდგენილი სტრატეგიებთან დაკავშირებით დისკუსიების გამართვა.\n\nმომხსენებლები: ლევან ასაბაშვილი (ურბან რეაქტორი)\, ლევან კალანდარიშვილი (თბილისის არქიტექტურული ფორუმი / ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი)\, გიორგი გაბუნია (მრჩეველი მდგრადი განვითარების საკითხებში\, (ქ. თბილისის მერია)\, დავით ასანიძე (მიწის გამოყენების მენეჯმენტი\, ქ. თბილისის მერია)\, ანა გულიაშვილი (ურბანული მენეჯმენტი და განვითარება\, ქ. თბილისის მერია  / არქიტექტურული ფორუმი)\, ნათია ნებიერიძე (სტუდია CAMPUS / ნამდვილი ლაბორატორია მომავალი ურბანული დაგეგმარების ექსპერტებისთვის). \nღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/skhva-arqiteqtura-gamophena-da-simpoziumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40307.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170502T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170502T183000
DTSTAMP:20260510T100314
CREATED:20170425T074746Z
LAST-MODIFIED:20240202T062054Z
UID:10002331-1493749800-1493749800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ფილო პარკის საჯარო ლექცია: „აბრეშუმის გზის სიმპოზიუმი-წარსული\, აწმყო და მომავალი“
DESCRIPTION:2 მაისს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ცენტრალური აზიის სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი\, დოქტორი ფილო პარკი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „აბრეშუმის გზის სიმპოზიუმი-წარსული\, აწმყო და მომავალი“. \nმომხსენებლის შესახებ \nფილო პარკი იუნესკოს აბრეშუმის გზის პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული ცენტრალური აზიის სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (IICAS) დირექტორია. იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი მან ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში (აშშ) მოიპოვა. დოქტორი პარკი წლების განმავლობაში სხვადახვა პოზიციაზე მუშაობდა კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. მას მიღებული აქვს კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო ჯილდო. \nფილო პარკის პუბლიკაციებს შორისაა: „Foreign Investment in North Korea: A Risk Analysis in the Legal Invironment(2004)\, „Inter-Korean Transactions in the World Trade order: Legal Issues“(2005)\, „Safeguarding of Silk Road Intangible Cultural Heritage: Perspectives on Law and Policy” (2014) და ა.შ. \nლექციის ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 2 მაისი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზირი №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-philo-parkis-sajaro-leqtsia-abreshumis-gzis-simpoziumi-tsarsuli-atsmqho-da-momavali/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/40228.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170502T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170502T183000
DTSTAMP:20260510T100314
CREATED:20170501T062954Z
LAST-MODIFIED:20240202T062052Z
UID:10002330-1493749800-1493749800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა მწერალ ირენ ნიგთან ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში
DESCRIPTION:2 მაისს\, 18:30 საათზე\, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი ლიხტენშტაინელ მწერალს\, ირენ ნიგს\, მასპინძლობს. \nირენ ნიგი ცნობილი ავტორია\, რომლის შემოქმედება არაერთი ევროპული ლიტერატურული ჯილდოთი აღნიშნულა\, მათ შორის ევროკავშირის ლიტერატურული პრემიით (2011 წ.). მისი სტუმრობა საქართველოში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრისა და ლიხტენშტაინის საელჩოს (ვენაში) ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადდა. \nმწერალი წაიკითხავს ნაწყვეტებს წიგნიდან „Man wortet sich die Orte selbst“ და რამდენიმე ჯერ გამოუქვეყნებელ პროზაულ ტექსტს. პარალელურად შემოგთავაზებთ ტექსტების ქართულ თარგმანსაც. \nდრო: 2 მაისი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: S 507 აუდიტორია\, ავსტრიული კულტურის ცენტრი (გიორგი წერეთლის ქ. #3) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-mtseral-iren-nigthan-iliaunis-avstriuli-kulturis-tsentrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40296.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170502T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170502T190000
DTSTAMP:20260510T100314
CREATED:20170501T120521Z
LAST-MODIFIED:20240202T062049Z
UID:10002329-1493751600-1493751600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: პოეზია და 7 ხელოვნება (VI ლექცია)
DESCRIPTION:2 მაისს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელიაგრძელებს ლექციათა ციკლს: „პოეზია და 7 ხელოვნება“. \nლექციათა ციკლის მეექვსე ლექციის თემაა: „პოეზია და მუსიკა“. \nლექციის ფარგლებში\, მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ლოგოსი და მელოსი\, ცნობიერი და არაცნობიერი\, ვაჟა და ვალაკტიონი. \nდრო: 2 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-poezia-da-7-khelovneba-vi-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/39986.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR