BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161222T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161222T163000
DTSTAMP:20260511T222332
CREATED:20161221T122629Z
LAST-MODIFIED:20240202T063324Z
UID:10002498-1482424200-1482424200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ. \nმიმდინარე კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: \n2017/18 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის \nშეკითხვების შემთხვევაში\, დაგვიკავშირდით: \nსაგარეო ურთიერთობების სამსახური \n➳ ჩოლოყაშვილის 3/5\, ოთახი E208 \n☏ 995 322 220009-367 \n✉ erasmusplus@iliauni.edu.ge \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-erasmus-gatsvlithi-programis-pharglebshi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39022.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161222T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161222T170000
DTSTAMP:20260511T222332
CREATED:20161213T064334Z
LAST-MODIFIED:20240202T063322Z
UID:10002496-1482426000-1482426000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - პოლიტოლოგიის ინსტიტუტი
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი. \nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „ქართული პოლიტიკური აზროვნების ანალიზის სათავეებთან“ წაიკითხავს მალხაზ მაცაბერიძე.\n\nანოტაცია \nXX საუკუნის დამდეგს საქართველოში ერთ-ერთ საინტერესო კვლევით მიმართულებად ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკური აზროვნების შესწავლა და მისი დამახასიათებელი ნიშნების განსაზღვრა. თემა აქტიური განხილვის საგანი იმ მკვლევართა მხრიდან გახდა\, რომლებიც ეროვნულ-პატრიოტულ მიმართულებას მიეკუთვნებოდნენ; განხილვის აქტუალობა კი იმან განაპირობა\, რომ იმდროინდელ საქართველოში გვერდიგვერდ არსებობდა და ერთმანეთს უპირისპირდებოდა ფასეულობებითა და აზროვნების სტილით ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე პოლიტიკური მიმდინარეობა. კვლევაში განხილულია კიტა აბაშიძის\, არჩილ ჯორჯაძის\, ივანე ჯავახიშვილის და კონსტანტინე გამსახურდიას ის ნაშრომები\, რომლებშიც მოცემულია ქართული პოლიტიკური აზრის მიმდინარეობანი და მათთვის დამახასიათებელი თავისებურებანი. საბჭოთა პერიოდში ქართული პოლიტიკური აზროვნების კვლევა შეწყდა. \n\nმოხსენებას თემაზე „საქართველოს 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო დებატების ანალიზი: დელიბერაციის ხარისხი პოლიტიკურ პარტიებს შორის (ჰაბერმასის დისკურსის ეთიკის მიხედვით) “ წაიკითხავს ნანა მაჭარაშვილი.\n\nანოტაცია\n\nპროექტის ფარგლებში შეიქმნა ნაშრომი\, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტში შემდგარი დებატების ანალიზი\, რაც წინ უძღვოდა 1995 წლის კონსტიტუციის მიღებას. აღნიშნული კვლევა დაეყრდნო დისკურსის ხარისხის ინდექსს (DQI)\, რომელიც ეფუძნება ჰაბერმასის დისკურსის ეთიკას. კვლევითი ჩარჩო მაქსიმალურად ზუსტად წარმოადგენს პოლიტიკურ დებატების თუ დიალოგის მნიშვნელოვან პრინციპებს.\nთემაზე მომუშავე მკვლევრებმა მოიპოვეს აღნიშნული დისკუსიების სტენოგრამები; მათი შესწავლის შემდგომ კი გამოვლინდა ის გამოსვლები\, რომელთა შეფასება შესაძლებელი იყო აღნიშნული საკვლევი ინსტრუმენტით. მთლიანობაში 7 კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა 91 გამოსვლა. გამომდინარე იქიდან\, რომ ზოგიერთი კრიტერიუმი მთლიანად იყო დამოკიდებული მკლვევრის სუბიექტურ მოსაზრებებზე\, სამუშაოში ჩართული იყო რამდენიმე ადამიანი\, რომლებიც დამოუკიდებლად ახდენდნენ გამოსვლების შეფასებას\, ხოლო საბოლოო ეტაპზე კი ხდებოდა მათი შეჯერება\, რათა მკვლევრის სუბიექტურობის ფაქტორი მინიმუმამდე დაყვანილიყო. \nდრო: 22 დეკემბერი\, 17: 00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-politologiis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38971.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161222T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161222T180000
DTSTAMP:20260511T222332
CREATED:20161212T114905Z
LAST-MODIFIED:20240202T063319Z
UID:10002495-1482429600-1482429600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი.\nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\n მოხსენებას თემაზე „სახელმწიფო დემოგრაფიული სტატისტიკისა და შეფასებით დემოგრაფიულ მაჩვენებელთა შორის განსხვავებები საქართველოში“ წაიკითხავს პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე.\n\nანოტაცია\n\nსაქართველო\, თავისი დემოგრაფიული განვითარებით\, დღეისათვის იმყოფება მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვედან უახლეს ტიპზე გარდამავალ პერიოდში. დემოგრაფიული განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარე\, ამ ეტაპისთვის დამახასიათებელია შობადობის შემცირება და მოკვდავობის ზრდა\, რასაც მოსახლეობის აღწარმოების უახლეს ტიპზე დეპოპულაცია (მოკვდავობის გადამეტება შობადობაზე) მოჰყვება.\nმიუხედავად ამისა\, არსებული დემოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე\, საქართველოში აღინიშნება მსოფლიო დემოგრაფიული განვითარების ძირითადი სქემიდან გადახრა\, რასაც ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების სპეციფიკური თავისებურებები და არსებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განაპირობებს.\nშესაბამისად\, მოსახლეობის აღწარმოების თვალსაზრისით\, დღეისათვის საქართველო განვითარებული ქვეყნების\, ხოლო\, გარემიგრაციის თვალსაზრისით\, ნაკლებ განვითარებული ქვეყნების მსგავსია. \n\nმოხსენებას თემაზე „მართლმადიდებელ მორწმუნეთა დამოკიდებულება ოჯახის პრობლემებისადმი“ წაიკითხავს პროფესორი ლელა მენაბდიშვილი.\n\nანოტაცია \n2015 წლის ბოლოს (ნოემბერ-დეკემბერში) ქ. თბილისსა და რუსთავში მართლმადიდებელ მორწმუნეებში (1000 რესპოდენტი) ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე გაანალიზებულია რესპონდენტთა დამოკიდებულება – მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებისადმი; ქორწინების ფორმებისადმი (თანაცხოვრება\, რელიგიური ქორწინება\, იურიდიული ქორწინება); ქორწინების ოპტიმალური ასაკისადმი; მეუღლეთა ერთგულებისადმი; ოჯახის უფროსის ინსტიტუტისადმი; მეუღლეთა ლიდერობისადმი; ოჯახური პასუხისმგებლობისადმი; ოჯახური ცხოვრებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებისადმი; განქორწინებისადმი; ასევე\, რეპროდუქციული ქცევა და შობადობის შიგაოჯახური კონტროლი.\nრიგი საკითხები შედარებულია ჩვენი ინსტიტუტის მიერ 2004 წელს ამავე სოციალურ ჯგუფებში და\, აგრეთვე\, 2013 წელს სხვა სოცილურ ჯგუფებში ჩატარებულ კვლევის შედეგებთან. \nდრო: 22 დეკემბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-demographiisa-da-sotsiologiis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38956.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161222T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161222T190000
DTSTAMP:20260511T222332
CREATED:20161219T110250Z
LAST-MODIFIED:20240202T063317Z
UID:10002493-1482433200-1482433200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„წიგნის საათი“ ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე მწერალ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის შესახებ
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ მორიგ „წიგნის საათზე“ გიწვევთ. \nმწერალ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის შემოქმედების შესახებ მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე ისაუბრებს. \nარაბული მოდერნიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის\, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის\, რომანი „იესო – ძე კაცისა“ მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული ქმნილებაა. წიგნი იესოს თანამედროვეთა მწერლის ფანტაზიით აღდგენილი მოგონებებია ქრისტეს შესახებ. ჯიბრანი წერს ისე\, თითქოს ის ხალხი გვიყვებოდეს იესოს შესახებ\, ვინც მას სიცოცხლეში იცნობდა. ესადამიანები ქრისტეს სხვადასხვაგვარად აფასებენ. თავად ჯიბრანს მთელი სიცოცხლე აინტერესებდა ქრისტეს ფენომენი\, ამიტომ გარდა ამ რომანისა\, მას კიდევ რამდენიმე მოთხრობა თუ ესე მიუძღვნა. გიორგი ლობჟანიძის მიერ არაბულიდან თარგმნილი ეს კრებული\, რომანთან – „იესო – ძე კაცისა“ – ერთად\, თითქმის ყველა იმ ნაწარმოებს აერთიანებს\, რაც ჯიბრან ხალილ ჯიბრანსიესო ქრისტეზე არაბულად დაუწერია. \nდრო: 22 დეკემბერს\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-saathi-iliaunis-literaturul-klubshi-mthargmneli-giorgi-lobzhanidze-mtseral-jibran-khalil-jibranis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39004.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161222T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161222T190000
DTSTAMP:20260511T222332
CREATED:20161221T094229Z
LAST-MODIFIED:20240202T063313Z
UID:10002492-1482433200-1482433200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიორგი ქადაგიძის საჯარო ლექცია: „განათლება და კარიერის დაგეგმვა“
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, გიორგი ქადაგიძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „განათლება და კარიერის დაგეგმვა“.\nმომხსენებელი ისაუბრებს დასახულ პრიორიტეტებსა და იმ შესაძლებლობებზე\, რასაც ეს სფერო მოიცავს. \nსაჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ\, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე\, ჯანდაცვაზე\, განათლებაზე\, სამართალზე\, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nდრო: 22 დეკემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-giorgi-qadagidzis-sajaro-leqtsia-ganathleba-da-karieris-dagegmva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39017.png
END:VEVENT
END:VCALENDAR