BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161214T160900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161214T160900
DTSTAMP:20260511T222328
CREATED:20161214T120959Z
LAST-MODIFIED:20240202T063419Z
UID:10002522-1481731740-1481731740@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ლიგამუსის“ ფასდაკლება წიგნის საახალწლო ფესტივალზე
DESCRIPTION:23-25 დეკემბერს\, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება წიგნის საახალწლო ფესტივალი\, რომლის ფარგლებშიც\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიაუნის გამოცემებს – წიგნებსა და ჟურნალებს – 30%-მდე ფასდაკლებით შემოგთავაზებთ. \nფასდაკლებული გამოცემების სრული სია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. \nდრო: 23-25 დეკემბერი\, 11:00-20:00 საათი\nადგილმდებარეობა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი (ადმინისტრაციული კორპუსი\, ლ. გუდიაშვილის ქ. #7) \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ligamusis-phasdakleba-tsignis-saakhaltslo-phestivalze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38993.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161214T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161214T170000
DTSTAMP:20260511T222328
CREATED:20161212T110352Z
LAST-MODIFIED:20240202T063418Z
UID:10002520-1481734800-1481734800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი"
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი. \nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „შთაბეჭდვის რეკოგნიციული მეხსიერების მოლეკულური  მექანიზმები წიწილებში“ წაიკითხავს პროფესორი რევაზ სოლომონია.\n\nანოტაცია \nდასწავლისა და მეხსიერების მოლეკულური საფუძვლების შეცნობის მთავარ სიძნელეს წარმოადგენს ტვინის იმ უბნის იდენტიფიკაცია\, რომელიც მონაწილეობს შენახვის პროცესებში. ეს სიძნელე დიდწილად დაძლეულია მხედველობითი იმპრინტინგისათვის\, რომელიც წარმოადგენს დასწავლის პროცესს\, როდესაც ზოგიერთი სახეობის ახლად დაბადებულები\, მათ შორის შინაური წიწილები\, სწავლობენ და შემდგომ ამოიცნობენ წარდგენილი ობიექტის მახასიათებლებს. იმპრინტინგამდე არანაირ მხედველობით დასწავლას არ აქვს კვალი დაჩნეული ტვინზე. არსებობს მტკიცე თანმხვედრი მონაცემები\, რომ წიწილების წინა ტვინის შემოსაზღვრული უბანი\, მეზოპალიუმის მედიალური და ინტერმედიალური ნაწილი (იმმ)\, ინახავს იმპრინტინგისა და ფრინველებში სხვა დასწავლის შედეგად  მიღებულ ინფორმაციას (1). ამ მოდელის საშუალებით შესაძლებელია დასწავლის რაოდენობრივი ქცევითი მაჩვენებლების კორელაცია რეგიონის ბიოქიმიური ცვლილებების რაოდენობრივ მაჩვენებლებთან. ამ თვისებების უპირატესობის საფუძველზე\, შესაძლებელი გახდა დადგენილიყო დასწავლისათვის სპეციფიკური რიგი მოლეკულური ცვლილებებისა\, რომელიც სხვადასხვა უჯრედულ პროცესებს მოიცავს.  მოცემულ მოხსენებაში გაანალიზებული იქნება დასწავლისა და მეხსიერებისათვის სპეციფიკური ცვლილებები მიკრო-რნმ-ებში\, ცილა კოგნინის ინტერაქტომი და მოტოქონდრიული დნმ-ის ეპიგენეტიკური ცვლილებები. \nმიკრო-რნმ-ები (მირნმ) წარმოადგენენ მოკლე ენდოგენურ\, ერთჯაჭვიან რნმ-ის მოლეკულებს\, რომლებიც უარყოფითად არეგულირებენ გენების ექსპრესიას პოსტტრანსკრიფციულად. ჩვენ მიერ შედარებული იქნა ცვლილებები მიკრო-რნმ-ების სპექტრში დასწავლიდან 24 საათის შემდეგ კარგად და ცუდად დამსწავლელი წიწილების მარცხენა ნახევარსფეროს იმმ-ში. ამ შედარებებმა გამოავლინა 12 მიკრო-რნმ\, რომელთა ექსპრესია სარწმუნოდ განსხვავდება ჯგუფებს შორის. ამ მიკრო-რნმ-ებიდან შემდგომი ვალიდაციისათვის შერჩეული იქნა mir-130b\, რომელიც ზომიერი სიხშირის ექსპრესიით ხასიათდება. ჩვენ მიერ ნაჩვენები იქნა mir-130b მეხსიერებისათვის სპეციფიკური კლება მარცხენა იმმ-ში. შესაბამისად\, გაზრდილი უნდა იყოს მისი სამიზნეებით კოდირებული ცილოვანი მოლეკულები\, რომელთაგან ერთისათვის\, კერძოდ კი DRP-1 ჩვენ ვაჩვენეთ მეხსიერებისათვის  სპეციფიკური მატება. \nმოხსენებას თემაზე „გლუტამატის მეტაბოტროპული რეცეპტორ 5-ის მონაწილეობა მაკროფაგთა პლასტიურობაში“ წაიკითხავს ლალი შანშიაშვილი. \nანოტაცია \nმაკროფაგები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასპინძლის დაცვასა და მისი ქსოვილოვანი ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. ფუნქციურად მაკროფაგები ჰეტეროგენული უჯრედებია და\, მიკროგარემოზე დამოკიდებულების მიხედვით\, პოლარიზდება 2 ჯგუფად: კლასიკურად გააქტივებად M1 და ალტერნატიულად გააქტივებად M2 ფენოტიპებად. გლუტამინის მჟავა და გლუტამტის რეცეპტორები\, შესაძლოა\, მონაწილეობდნენ მაკროფაგების პლასტიურობაში. ჩვენ მოვახდინეთ გლუტამატის მეტაბოტროპული რეცეპტორი 5-ის ტრანსფექცია RAW-264.7 მაკროფაგულ უჯრედებში.  ტრანსფექცირებული და არატრანსფექცირებული უჯრედების  შედარებითმა ანალიზმა აჩვენა\, რომ ტრანსფექცირებული მაკროფაგები უფრო მეტი გლუტამატის  ადსორბციას ახდენდნენ\, ვიდრე საკონტროლო უჯრედები. გლუტამატის უჯრედშიდა კონცენტრაცია კორელაციაში იყო ამაგზნებელი ამინომჟავების ტრანსპორტერ 2-ის ექსპრესიასთან.  ამასთან\, ტრანსფექცირებულ  მაკროფაგებში იზრდებოდა პეროქსისომის პროლიფერაციის გამააქტივებელი რეცეპტორ-g -ს ექსპრესია\, ინტერლეიკინ-10-ის\, მაღალი მობილობის ჯგუფ ბ1-ის ცილების და გალექტინ-3-ის სეკრეცია\, საკონტროლო უჯრედებთან შედარებით. \nჩვენ ვვარაუდობთ\, რომ  შიდაუჯრედული გლუტამატის კონცენტრაციისა და გლუტამატის მეტაბოტროპული რეცეპტორი 5-ის ექსპრესიის გაზრდას შეუძლია გამოიწვიოს მაკროფაგების მეტაბოლური გადაწყობა და იმუნოსუპრესორული M2 ფენოტიპის ფორმირება. \nდრო: 14 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-qimiuri-biologiis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38979.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161214T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161214T180000
DTSTAMP:20260511T222328
CREATED:20161212T094900Z
LAST-MODIFIED:20240202T063414Z
UID:10002518-1481738400-1481738400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. \nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „ენის მოდელირება და კომპიუტერული ლინგვისტიკა“ წაიკითხავენ პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ირინა ლობჟანიძე\n\nანოტაცია \nმოხსენებაში განხილული იქნება ენის დოკუმენტირებისა და კვლევის თანამედროვე სტანდარტები და ქართული ენის კორპუსული რესურსები (ქართული ენის კორპუსი – http://corpora.iliauni.edu.ge/)\, რომლებიც ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში შეიქმნა. მომხსენებლები წარმოადგენენ პრობლემებს\, რომლებიც ქართული ენის კომპიუტერული დამუშავების პროცესში იჩენს თავს. ნაჩვენები იქნება უკვე შექმნილი საანალიზო ინსტრუმენტის\, მორფოლოგიური ანალიზატორის\, სამომავლო განვითარების პერსპექტივა: მორფოსინტაქსური მოდული\, ელექტრონული კორექტორი\, ელექტრონული მთარგმნელი. \n\nმოხსენებას თემაზე „კავკასიისა და საქართველოს კულტურული სემანტიკის კვლევა“ წაიკითხავენ პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და თამარ კალხიტაშვილი\n\nანოტაცია \nმოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ორი კვლევითი პროექტი\, რომლებიც ციფრული ჰუმანიტარიის სტანდარტების მიხედვით იქმნება: \n\nსაქართველოს ეპიგრაფიკის კორპუსი (http://epigraphy.iliauni.edu.ge/)\, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ან დაცული უძველესი არამეული\, ბერძნული\, ებრაული\, ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების ელექტრონული გამოცემა\, შესრულებული ლაიდენის კონვენციის ციფრული მემკვიდრის\, EpiDoc-ის\, მიხედვით. ურარტულიდან დაწყებული\, საქართველოს ეპიგრაფიკაში წარმოდგენილია ძველი კულტურული სამყაროს თითქმის ყველა ფენა\, რის გამოც იგი ყველაზე საერთაშორისო ქართველოლოგიური დარგია.\nსაქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი (http://prosopography.iliauni.edu.ge/) – ციფრული პროსოპოგრაფიის სტანდარტის მიხედვით შექმნილი მონაცემთა ბაზა\, რომელიც სოციალური ისტორიის კვლევის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. მოხსენება ეხება ქართულენოვანი საკვლევი მასალის\, წყაროების დოკუმენტირების პრობლემებს\, მიზეზებს\, რომელთა გამო ვერ ხერხდება იმპერიული პროექტის ფარგლებში დაწერილი ჩვენი ისტორიის სისტემური რევიზია.\n\nდრო: 14 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-lingvistur-kvlevatha-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38955.png
END:VEVENT
END:VCALENDAR