BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161212T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161212T180000
DTSTAMP:20260511T203216
CREATED:20161208T094754Z
LAST-MODIFIED:20240202T063444Z
UID:10002531-1481565600-1481565600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. \nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „მზე და კოსმიური ამინდი“ წაიკითხავს პროფესორი თემურ ზაქარაშვილი.\n\nანოტაცია \nმზე არის უახლოესი ვარსკვლავი\, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მზის სისტემაზე\, დედამიწის ატმოსფეროსა და ცოცხალ ორგანიზმებზე. ამიტომ მზის კვლევას აქვს უდიდესი მნიშვნელობა კაცობრიობის შემდგომი სამეცნიერო-ტექნიკური განვითარებისთვის. მზის ფიზიკის ჯგუფი წარმოადგენს ახალგაზრდა სწრაფად განვითარებად კვლევით ერთეულს\, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული კავშირები მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო ცენტრთან და უნივერსიტეტთან\, აგრეთვე\, გააჩნია უშუალო წვდომა თანამედროვე კოსმოსური და დედამიწაზე არსებული ტელესკოპების მიერ მიღებულ დაკვირვებით მასალაზე. მოხსენება შეეხება მზის ფიზიკაში არსებულ მთავარ პრობლემებს და ჯგუფის მიერ ამ პრობლემების გადაჭრისთვის განხორციელებულ კვლევებს. მომხსენებელი მიმოიხილავს ჯგუფის მომავალ სამეცნიერო-კვლევით გეგმებს. \n\nმოხსენებას თემაზე „ატმოსფერო-იონოსფერული პროცესები როგორც კლიმატის ცვლილებისა და კოსმოსური ამინდის განვითარების ინდიკატორი“ წაიკითხავს პროფესორი გოდერძი დიდებულიძე.\n\nანოტაცია \nგანხილული იქნება აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დედამიწის ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის არსებული და მიმდინარე ექსპერიმენტული და თეორიული კვლევის შედეგები. დემონსტრირებული იქნება შედეგები\, რომლებიც აჩვენებს ატმოსფერო-იონოსფეროს პარამეტრების გრძელვადიანი ცვლილებების კავშირს კოსმოსურ ფაქტორთან\, კავკასიის რეგიონში კლიმატის ცვლილებასთან და რეგიონის დამახასიათებელ დინამიურ პროცესებთან. აღწერილი იქნება კვლევების რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა და მათი განვითარების სამომავლო გეგმები. \nდრო: 12 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-evgeni-kharadzis-abasthumnis-astrophizikuri-observatoria/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38924.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161212T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161212T180000
DTSTAMP:20260511T203216
CREATED:20161209T081233Z
LAST-MODIFIED:20240202T063440Z
UID:10002530-1481565600-1481565600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ იოგრ ჰარდის საჯარო ლექცია: „ავტონომია და მორალი“
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმისა და სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი\, ფილოსოფოსი იოგრ ჰარდი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ავტონომია და მორალი“. \nგანხილული იქნება მორალის და ავტონომიის ცნებათა ურთიერთგადაკვეთის საფუძველზე აგებული მორალური ფილოსოფია\, რომელიც ქმნის იმ ფუნდამენტურ საფუძველს\, რაზეც შესაძლებელია დაეფუძნოს სოციალური და პრივატული (კერძო) ავტონომია და თვით-განსაზღვრება (თვით-დეტერმინაცია). მორალის უნივერსალურობა განაპირობებს ეთიკურ მოთხოვნათა მნიშვნელადობას\, რომელსაც შეიძლება მისდიოს თითოეულმა ადამიანმა უმაღლესი სიკეთეების დასაცავად. ამ თეორიულ ბაზაზე დაყრდნობით\, რომელიც თავის სათავეს კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიაში იღებს\, წარმოჩენილი და განხილული იქნება გამოყენებითი ეთიკის სხვადასხვა საკითხი\, კერძოდ: ზოგადი კლინიკური ეთიკა\, აბორტი\, სუიციდი და გარემოს დაცვის ეთიკა. \nმომხსენებლის შესახებ \nფილოსოფოსი იორგ ჰარდი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორია. სავიზიტო პროფესურა აქვს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში\, რუსეთის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ქრისტიანულ აკადემიაში და\, ასევე\, ჩინეთის უნივერსიტეტში. ჰარდი არის მიუნსტერის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის -„ნორმების დაფუძნება მედიცინის ეთიკასა და ბიოპოლიტიკაში“ – წევრი. ამასთან\, იგი არის ინტერნაცონალური ჟურნალის – „გამოყენებითი ფილოსოფიის“ – გამომცემელი. ჰარდის მონოგრაფიათა თემატიკა მოიცავს როგორც ძველი ბერძნული ფილოსოფიის საწყისებს\, ასევე ახალი დროის ფილოსოფიას. \nდრო: 12 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-iogr-hardis-sajaro-leqtsia-avtonomia-da-morali/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38928.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161212T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161212T190000
DTSTAMP:20260511T203216
CREATED:20161201T094718Z
LAST-MODIFIED:20240202T063436Z
UID:10002529-1481569200-1481569200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნიკოლოზ ყაველაშვილის საჯარო ლექცია: „ეკონომიკური განვითარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე“
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი\, ნიკოლოზ ყაველაშვილი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეკონომიკური განვითარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე“. \nმომხსენებელი მიმოიხილავს განვითარების თეორიას და მსმენელებს აუხსნის ქვეყნის განვითარების დონის გაზომვის ტექნიკებს\, ერთმანეთს შეადარებს სხვადასხვა ქვეყნის განვითარების დონესა და მათი განსხვავების მიზეზებს. ლექციაზე საუბარი იქნება განვითარების დაგეგმვაზე\, ეკონომიკურ ინსტიტუტთა\, კერძო და არასამთავრობო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში. მომხსენებელი მიმოიხილავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითებს. \nსაჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ\, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე\, ჯანდაცვაზე\, განათლებაზე\, სამართალზე\, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nდრო: 12 დეკემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1) \, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-nikoloz-qhavelashvilis-sajaro-leqtsia-ekonomikuri-ganvithareba-aghmosavleth-evropis-qveqhnebis-magalithze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38852.png
END:VEVENT
END:VCALENDAR